აქ მოყვანილია გრაფიკი ნომერაციით (როგორც კროსმანის სიაშია ისე რომ აცდენები არ იყოს), შემდეგ მოდის დისკოს დეტალების უნიკალური ნომრები და დესკრიპშენი ინგლისურად, შემდგომ ველში ქარულად ჩემი ჭკუით აღმნიშვნელი განმარტებები მაქვს მიწერილი.
ბოლოს რჩება სამი უჯრა
1) რაოდენობა რამდენიც საჭიროა დისკოში ესა თუ ის დეტალი
2) ცალი დეტალის ფასი
3) რაოდენობაზე გადამრავლებული ცალის საფასური.
გაითვალისიწნეთ კროსმანი ყოველ დაკვეთაში ცვლის დეტალების ფასებს, მაგრამ უმნიშვნელოდ, როგორც წესი 1-დან 10 ცენტის ფარგლებში, ყველაზე დიდი და ერთადერთი განსხვავება ვნახე ლულების ფასებში ადრე 16.xx$ გადავიხადეთ თითო ლულაში, ახალ პარტიაში 18.xx$ გადავიხადეთ.

ამ მისამართზე ნახავთ და ჩამოქაჩავთ დისკოს დეტალების სიას, რომელი რას ნიშნავს თავისი შესაბამისი ნახაზით.
ეს კი excel-ის ფაილის ჩამოსატვირთი ბმული
თუ ვინმეს რაიმე დეტალის შეძენა გსურთ მითხარით შემიძლია დავუკვეთო (კანალი ასევთქვათ გაჭრილია), ოღონდ გაითვალისწინეთ თითო დაკვეთა 150-160$-ზე მეტი არ უნდა იყოს თორემ განბაჟების თანხებს თქვენ გადაგახდევინებთ (იდეაში მე თვითონ არ გავუშვებ თითო ჯერზე 150-160$-ზე მეტის დაკვეთას), ასევე გაითვალისწინეთ კროსმანი თითო დაკვეთას შიპინგის თანხას ამატებს 4$-ის ოდენობით
მოკლედ როგორც ხედავთ უხეში დაანგარიშებით ამჯერად დისკოს ფასი გამოდის 322$, ამ ფასად ახალბედებისთვის თოფის ჩამოტანას აზრი არ აქვს, მინიმუმ 2 პარტიად უნდა წამოვიდეს 1 თოფი, შესაბამისად 2-ჯერ შიპინგის 4$-იც დაემატება, ანუ უკვე გამოვა 330$ პლიუს საქართველოში ჩამოტანა, სადღაც 25-30$ ასე რომ ახალი თოფის შეძენას გირჩევთ გრიშასთან, ხოლო დეტალების დაკვეთას გრიშასთან აზრი არ აქვს, გრიშას გინდა არ გინდა განბაჟების თანხას ახდევინებენ, პლიუს ყოველ განსხვავებულ საქონელში 15 ლარს ახდევინებენ, რაც ისედაც ძვირიან დეტალებს ძალიან გააძვირებს.
მოკლედ უაზრო ფლუდი ამ თემაში არ გვინდა, თემა სპეციალურად გავხსენი იმ განყოფილებაში სადაც ზედმეტი თემების ამოჩიჩქვნა მეთვითონ შემიძლია, ასე რომ თუ რაიმეს დაზუსტება გაინტერესებთ გიპასუხებთ, თუ დაკვეთა იგინდათ დავუკვეთავ, თუ ერთი კაცის დაკვეთა პატარა თანხა გამოსდის, შეუძლია მეორესაც ჩაამატოს თავისი დაკვეთა ისე რომ 150-160$-მდე ავიდეს თითო დაკვეთა.
P.S. რაც შეეხება ლულებს, ცოტაოდენ საშაროა, შეიძლება ლულების დაკვეთისგან თავი შევიკავო, დანარჩენებზე პრობლემა არაა.