
ესეიგი, გვაქვს ზედმეტად გრძელი და ზედმეტად ძლიერი ზამბარა, ვიდრე თქვენი შაშხანის ქარხნული.
შაშხანა, თავისთავად დაშლილია.
1. ავიღოთ ხელში დგუში და გამშვები მექანიზმი.
2. დავაყენოთ დგუში საბრძოლო მდგომარეობაში.
3. გავზომოთ მანძილი გამშვ. მექანიზმის სიბრტყიდან (სადაც ეყრდნობა ზამბარა) დგუშის კაბის კიდემდე.
4. გავზომოთ დგუშის კაბის სიღრმე, რა თქმა უნდა კაბის კიდიდან ზამბარის ყრდნობის სიბრტყემდე.
5. მიუმატოდ ერთმანეთს პუნქტ 3 და 2 - დან მონაცემები - ეს არის სწორად ადგილი ზამბარისთვის შეკუმშულ მდგომარეობაში.
6. გავზომოთ მზამბარის მავთულის სისქე.
7. იქედან გამომდინარე, რომ შეკუმშულ მდგომარეობაში, ზამბარის ხვეულებ შორის უნდა იყოს მცირეოდენი სივრცე, ავიღოთ იგი 0.1-0.15 მმ
8. მიუმატოდ ერთმანეთს არჩეული 0.1მმ და მავთულის სისქე - ეს ეფექთიური სისქე, რომელსაც იკავებს ზამბარის 1 ხვეული, შეკუმშულ მდგომარეობაში.
9. გავყოთ პუნქტ 5-ის მონაცემები (ადგილი ზამბარისთვის) პუნქტ 8-ს მონაცემზე (ეფექტიური სისქე) - ვიღებთ ზამბარის ხვეულების მაქსიმალურ რაოდენობას, რომლებსაც შეუძლია დაეტიოს ჩვენს შაშხანაში.
არ დაგვავიწყდეს, რომ თუ აწყობისას ყენდება დამამძიმებელი ან ცენტრირების რგოლი ან კიდე სრიალის ვტულკა, მაგათი სისქეები უნდა გამოვაკლოდ პუნქტ 5-ის მონაცემიდან.
10. ვჭრით ზამბარას, პუნქტ 9-ში მიღებული ხვეულების რაოდენობამდე.
11. ავაწყოთ შაშხანა და გავზომოთ ტყვიის საწყისი სიჩქარე ქრონოგრაფით.
12. დავამოკლოთ ზამბარა კიდევ ერთი ან ნახევარი ხვეულით, შემდეგ კი ისევ ვზიომავთ სიჩქარეს. თუ სიჩქარე მოემატა, ვეცადოთ დავამოკლოთ ზამბარა კიდევ ერთი ხვეულით, ვზომავთ სიჩქარეს..., და ა.შ. იქამდე სანამ არ გავალთ ოპტიმალურ, სტაბილურ სიჩქარეზე. თუ სიჩქარე დავარდა ოპტიმუმზე ქვევით, უნდა ვიფიქროთ დგუშის დამძიმებაზე, აქ არ არის ერთმნიშვნელოვანი აზრი.
ასე ვთქვათ მე-11 პუნქტი - ეს ზამბარის სიგრძის და დგუშის სიმძიმის, ოპტიმუმის ძებნა.
Mნიშვნელოვანია: ძალიან ძლიერი ზამბარის, მაქსიმალური მონაჩერი - როგორც წესია არ არის ოპტიმალური, და საჭიროებს შემდეგი 2-4 ხვეულის მოჭრას, მაგრამ არა თვალის ზომით

13. წავიკითხოთ ეს თემა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=52
პატივისცემით,
Jah