დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: homemade night vision scope
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
bazuka
საქართველოში ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე, მაჩვზე, ტურაზე მელაზე და ა.შ. ნორმალურად ნადირობა სესაძლებელია მხოლოდ ღამე, სიბნელეში.
ამიტომაც ღამე რომ ინადირო საჭიროა ბუს თვალები, აბა ბუს თვალებს ჩვენ ვინ მოგვცემს და რაღაც ხომ უნდა ვიღოოთ?

მზა პროდუქცია ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომაც ვიფიქრე რამე ხელნაკეთი მოწყობილობის შექმნა
ლიტერატურა პრინციპში ვერ ვნახე. ვიდოეები კი ოხრადაა და ძაან მარტივიცაა
მაგალითად იგივე ვებკამერაზე ლინზამდე უყენებენ მუქ ფირს (ზუსტად ვერ გავიგე რანაირ ფირზეა საუბარი, მარა მემგონი ჩვეულებრივი პოლიეთილენის მკვრივი ფირია) და ინფრაწითელი სინათლის წყარო.
დასაწყისისთვის რამე იაფფასიანი გამოდგება.
შემდეგ მიამაგრებ ამას ოპტიკაზე პარალელურ მდგომარეობაში, ჩაუდებ ოპტიკას ზემოთხსენებულ ფირს და იდეაში ეგეც შენი ღამის ხედვა.


მოკლედ ამან თუ გაამართლა და იმუშავა, შემდეგ უკვე შეიძლება ნორმალურ განათებაზე ფიქრიც.


ვიცი, რომ ამაზე მარტო მე არ მაქვს ნაფიქრი. ტქვენ რა იცით ამის შესახებ??
ja_ja
bazuka
რაღაც იდეას ვერ ჩავწვდი. ანუ ოპტიკას უკანა მხრიდან სადაც თვალს ანთავსებ, იქ ანთავსებ მაგ კამერას, მარა ვერ კამერის უკან არც ეკრანია და არც სხვა არაფერი, შენ რაფერ აპირებ გამოსახულების დანახვას? ლეპტოპს ამაგდებ თოფზე??

იქნება ხელით მაინც მიჩხაპნო რაიმე პაინტში და დააგდო იდეის პონტში
bazuka
ja_ja
მოკლედ თავიდან ვფიქრობდი.
1) 3X9 ოპტიკა რომ მაქვს სანადიროთ რო ვიყენებ
2) ოხრად მინიატურული კამერები იყიდე 9V "კრონა"-ზე მომუშავე
3) რამე 1-2 ინჩიანი lcd, ვიდეო ინით (აი ეს კია ცოტა რთული ნარა არა იმდენად)
4) და ir პროჟექტორი

მერე ვნახე აი ეს ვიდეო


და დანარჩენი კი მიწერია ზემოთ smile.gif
მოკლედ თავიდან (ამ დილით 4 საათზ)ე როცა ვუყურე ამ ვიდეოს მეგონა, რომ ღამე ხდებოდა ესე დანახვა sad.gif
მოკლედ ესე არ გამოვა, ისევ ის 4 პუნქტი უნდა გავაკეთო
bazuka
ციტატა(bazuka @ 13th January 2010 - 05:51 PM) *
3) რამე 1-2 ინჩიანი lcd, ვიდეო ინით (აი ეს კია ცოტა რთული ნარა არა იმდენად)



აგერ ეს პრობლემაც მოხსნილია

Davitus
bazuka
რაცხა ამფერისტობა მგონია, ეგრე იაფად რომ გამოდიოდეს მაშინ კაი ღამისხედვის ხელსაწყო არ იქნებოდა ეგეთი ძვირი, მეორეც ერთი, ე ტიპი ოთახში ხედავს, რომლის ხედვის მანძილი არის სადრაც მაქსიმუმ 5-6 მეტრი, ნადირზე კი გჭირდება მინიმუმ 30-40 მეტრი... მაგხელა მანძილს კი უკვე სერიოზული ღმისხედვის ოპტიკა ჭირდება რაც მინიმუმ ასეულობით მარადმწვანეს ურტყამს
geojorjika
Davitus
+1 smile.gif
bazuka
Davitus
მანდ რამდენადაც ვხვდები აუცილებელია სერიოზული ir სინათლის წყარო, მაგ ტიპს ეგ აქვს ჩვეულებრივი (საოჯახო ტექნიკის პულტებზე არსებული) ir ლედები, არანაირი სარკული და გამადიდებელი საშუალებებით (ეგ მემგონი არიქნება რთული მისაღწევი). აი მთავარია ოპტიკაზე მიმაგრებული კამერა რამდენად აღიქვამს 4X და 9X ზუმს, მაგაზე პასუხს ალბად პრაქტიკაში თუ მივიღებთ.

ანუ მაჰ ლედებს მოვათავსებთ ფანარში, რომელიც უკვე ყველგან იყიდება (ეს დასაწყისისთვის, შემდგომისთვის რაც იქნება საჭირო პირველ პოსტში დავდე)



P.S. აუ ნეტა მქონდეს სონის კამერა (აი იუთუბზე გადარეული ქალი რომაა ქობილეიდი თუ რაღაცა რომ ქვია იმისნაირი) ღამისხედვით აღჭურვილი, მაგით უკვე ძაან ადვილი იქნებოდა ცდების ჩატარება.
ja_ja
bazuka
პირველი ვიდეა არანაირად არ არის ღამის ხედვა, ეგ არის სითბოს დანახვა დღის შუქზე, რაღაც თერმო კამერა, ღამე ეგ კამერა გამოუდეგარი იქნება, რადგან არანაირი აქტიური განათება არ გააჩნია და არც სხვა ობიექტები ანათებენ მაგდენ სითბოს.

პრინციპი უხეშად ნახსენები აქვს ტიპს თითოეული ფირი ნაწილ შუქის სპექტრს ჭრის, რის გამოც ხედავ ინფრაწითელი დიაპაზონში დარჩენილ ფერებსო, მაგრამ მე რაღაც ეჭვი მაქვს, უბრალოდ ულტრაიისფერ სხივებზეა საუბარი და არა ინფრაწითელ სხივებზე.

აი მეორე კი სისულელეა, საბავშვო დონეზე გაქაჩავს, მაგრამ თოფზე დასამაგრებლად არანაირად არ გაქაჩავს.
bazuka
მოკლედ მე ამაზე ვაპირებ ჩალიჩს, ოღონდ ამ ეტაპზე მთელი ზედმეტი ფულის მასა მიდის სხვა რამეზე :lol:
აი რა მშვენიერი რამ ვნახე ჩემი პროექტისათვის
ამ საქმისთვის თუ არ ივარგა ისედაც გამოდგება smile.gif
parna
ძაან მაინტერესებდა ესეთი რამეები რამდენიმე ხნისწინ smile.gif მთელი იუთუბი გადათხრილი მაქ biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.