მოკლედ ბევრს ვჩალიჩობდი ამ ფირმის ნაწარმის დათრევაზე. ამაზონზე Dremel-ის ბურღებს (ბორ-მანქანებს) კაი ხანია ვუტრიალებ, ხან რომელ მოდელს ხან რომელს, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე მისი შეძენა. ძირითადი შემაფერხებელი მომენტი იყო და არის კვების წყარო. ჩვენ ვიყენებთ 220 ვოლტს ამერიკაში კი 120 ვოლტს. შესაბამისად იქაურ დენზე გათვლილი აქ ვერ იმუშავებდა.
სასხლეტზე მუშაობისას გამოიკვეთა რომ ელექტრო ხელსაწყო საჭიროა, პრაქტიკულად აუცილებელია. რა თქმა უნდა ხელითაც კეთდება ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს სასურველი ფორმის სასხლეტიც გაკეთდა, მაგრამ ელ-მოწყობილობით გაცილებით ჩქარა, მარტივად და უფრო ზუსტად იქნებოდა ყველაფერი გაკეთებული.
მოკლედ ასე თუ ისე გადავწყვიტე ეს აპარატი რამენაირად მეყიდა საუბარია Dremel 300-ზე, მიუხედავად იმისა რომ არსებობს 400 და 4000 ვერსიები პლიუს სხვადასხვა მოდიფიკაციები, პლიუს აკუმულატორზე მომუშავე ვერსიები, 300-იანი ვერსია ყველაზე მეტ დამატებით მოწყობილობაზე ერთდება, რაც საკმაოდ მოსახერხებელია. მოკლედ ამაზონი და ამერიკა გადაიდო, ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილებოდა უკრაინაში ვინმე დამხმარე პიროვნების მეშვეობით შეძენა და გადმოგზავნა, შემდეგ გამახსენდა რომ უფრო მოხერხებული მოსკოვიდან, რადგან ნათლული იქ ცხოვრობს, მაგრამ შეწუხება არ მინდოდა.

ალტერნატივად განვიხილავდი ერთერთ ბრიტანულ საიტსაც რომელზეც მხოლოდ ბორ-მანქანა 32 ფუნტ სტერლინგი ღირდა და აერო გადმოგზავნა საქართველოში 40 ფუნტი, ანუ სულ 72 ფუნტი რაც ლარებში სადღაც 190 ლარს უკაკუნებდა. ამერიკული ვარიანტივით იაფი არ გამოდიოდა, რადგან ამაზონზე შეძენისას გამოდიოდა 56-58$ ბორ-ნამქანა, მისი შიდა ტრანსპორტირება უფასო იყო და გადამზიდავებით ჩამოტანა სადღაც 20-23$ გამოდიოდა (ბორ მანქანა 1 კილომდე იწონის, მაგრამ კოლოფი დიდია, ამიტომ მოცულობითი წონით იანგარიშება წონა, მოცულობით კი მთელი 2,5 კილო გამოდის). ანუ სადღაც 76-80$ გამოდის ამერიკიდან ჩამოტანა, ლარებში ეს გამოდის 130-135 ლარი, მაგრამ კიდევ საჭირო იქნება დენის კონვერტორი, რომელიც სადღაც 50-60 ლარი ჯდება, ანუ სულ ბორ მანქანა ისევ გამოდის 180-190 ლარი.
ამ ფიქრებში ვარ და ჩნდება ინფორმაცია რომ Dremel-ის ინსტრუმენტები ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” იყიდება, გავედი ვნახე და აღმოჩნდა რომ აღარ იყიდება.... ვსინჯე Shtern-ის საწყობში მოძიება, მითხრეს რომ სადრაც 100 ლარამდე რაღაც მაგდაგცვარი ჰქონდათ და თებერვლის ბოლოსთვის შეიძლება ჩამოიტანონ. ეს მე არ მაწყობდა.
ელიავა გამოირიცხა, მართალია 40-65 ლარად იყიდება რამდენიმე ჩინური ბორ-მანქანა, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება დამატებით მოწყობილობებზე მიერთდნენ, თუმცა შეიძლება მიერთების სტანდარტი ერთია, მაგრამ ჩინური რაღაც მთლად პატივისცემას ვერ იმსახურებდა.
ალტერნატივად განვიხილე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული მინი ელექტრონიკის მაღაზია, მანდაც არის ხოლმე სხვადასხვა ინსტრუმენტები. აღმოვაჩინე 35 ლარად რაღაც პატარა სუსტი ბორ-მანქანა, მფლობელმა მითხრა რომ ადრე რაღაც 100 ლარად ჰქონდათ, მაგრამ სახელი Dremel-ი საერთოდ უცნობი იყო მისთვის, სამაგიეროდ მშვენიერი იდეა მომაწოდა, აგერ მიცკევიჩის და ტაშკენტის გადაკვეთაზე არის Bosh-ის მაღაზიაო, ნუ უფროსწორედ Bosh-ის მაღაზია კი არის მაგრამ სხვა რაღაცეებიც აქვთ და იქ ნახეო.

მახსოვდა რომ ერთერთი ჩვენი ფორუმელიც მიცკევიჩის ქუჩას ახსენებდა, ჩავირბინეთ და..... არის ასრულდა ოცნება

ბოვშია ბოვში!!!!
პირველ დღეს ვერ მივასწარი, დაკეტვის პირას მივედი, თან ფულიც არ მქონდა და სასურველი Dremel 300 დამიფასა 210 ლარი, მაგრამ მეორე დღეს მივედი ადრე და ფულით ხელში, ჯიბეზე რაღაც თანხა მქონდა, ბანკომატიდან 190 ლარიც ავიღე და....
მოდი ჯერ მაღაზია ავღწეროთ, მდებარეობს მიცკევიჩის 24-ში, როდესაც გამსახურდიადან შედიხართ უნდა დაიჭიროთ მარცხენა მხარე, შეიძლება ზოგიერთმა იცით ”ყაზტრანსგაზის” ოფისი, მაგ ქუჩაზე, აი მაგას უნდა გასცდეთ და.... და დაინახავთ მინის დიდი ვიტრინას, შეაღებთ და მარცხენა მხარეს....
ესეიგი მე რაც ვნახე არის, Dremel-ი საკმაოდ ფართო არჩევანი, არის ბურღები, სადუღებელი, სილიკონის წებოს მანქანა, ხერხები და....
მოკლედ დიდი არჩევანია, აგერ რამდენიმე სურათი კომენტარებით
Dremel 300-ის ვარიანტი კერძოდ კი Dremel 300-1/55 ანუ მოყვება 55 ბურღი და ხელის სამოძრაო მოქნილი შლანგი თუ რავიცი რა დავარქვა, ფასი არ მახსოვს მაგრამ 350 ლარზე მეტი იყო

Dremel 300-25-ის ვარიანტი ანუ მხოლოდ ბორ მანქანა და 25 ბურღი (ღირს 210 ლარი, ყველაზე მინიმალური ფასი ესაა), მარვხნივ დევს Dremel 10.8v-60 ანუ აკუმულატორიანი ვარიანტი და 60 ბურღი

სხვადასხვა ბურღების ნაკრები (ფასები მერყეობს 45 ლარიდან 180 ლარამდე) და სხვადასხვა დამატებითი პლაგინები, ხან ხის ფრეზი ხდება დრემელი ხან კანტების გასაკეთებელი.

დრემელის გლუგანი, ანუ სილიკონის გამაცხელებელი და მიმწეპებელი ინსტრუმენტი (ღირს 35 ლარი) და გაზის შესადუღებელი (პაიალნიკი - ღირს 120 ალრი), კაი რაღაცაა, ველურ ტემპერატურამდე ცხელდება. პლიუს სურათზე არის სხვადასხვა ბურღების ნაკრები

პრაქტიკულად იგივე რაც ზემოთ ვახსენე

ეს კი საოცრებათა სტენდი


ეს კი სხვადასხვა ცხვირზე წამოსაცმელი პლაგინები


ესეც დრემელის პლასტმაცის ჩანთა, და სხვადასხვა მოსაჭერები, რაღაც გირაგის ვარიანტია, ოღონდ პლასტმასის

აქ კი ჩანს, დრემელის ჩამოსაკიდი სამაგრი და ხორთუმი, ეს ხორთუმი ამაზონზე ღირს 20-25$ აქ კი 125 ლარი


მოკლედ მე ჩემი ყურადღება შევაჩერე Dremel 300-25-ზე იდეაში მარტო ბურღიც მაწყობდა, მაგრამ არ იყო. მოკლედ როგორც ვთქვი დამიფასეს ეს სიამოვნება 210 ლარი. ძალიან კარგი მეთქი, მაგრამ იქვე შევთავაზე:
- რამე რომ იყოს საახალწლო ვარაინტში ფასდაკლება არ იქნება მეთქი???
- ნუუუუ, მაქსიმუმ დაგიკლებ და 190 ლარში მოგცემო (იდეაში აქ მივქარე თორემ მე რომ კიდევ შემეთავაზებინა 180 და წავიღებ მეთქი დამთანხმდებოდა).
- კაი შემიხვიე მეთქი და ბანკომატიდან გამოტანილი ტკიცინა 3 ცალი 50 ლარიანი და 4 ცალი 10 ლარიანი დავუდე.

ასე ვიყიდე ჩემი დრემელი 190 ლარად, ანუ პრაქტიკულად იმავე ფასში რაც დამიჯდებოდა ბრიტანული საიტის მეშვეობით ყიდვა და გადმოგზავნა, ან ამაზონზე შეძენა და შემდეგ დენის კონვერტორის დათრევა. ჩავთვალე რომ მშვენიერ ფასად გამოვედი.
ჩემი შენაძენი
ახლა ვნახოთ მე რა შემხვდა




მუყაოს კოლოფში დევს აი ასეთი პლასტიკატის კოლოფი და სარეკლამო ბროშურა

ეს კი დამამტკიცებელი საბუთი რომ მართლაც 190 ლარად შევიძინე


პლასტმასის კოლოფის გახსნისას გვხვდება აი ასეთი სურათი


ჩანთა მომეწონა იმით რომ შიგნით უკვე გამზადებულის დამატებითი ინსტრუმენტების ჩასადები ადგილები, ანუ ხორთუმის ფრეზის და ბურღების. მოკელდ იყიდე დამატებით და ჩადე ჩანთაში თავის განყოფილებაში. ეტყობა ჩანთა ყველა მოდელს ერთი მოყვება, რაც საკმაოდ ჭკვიანურია და სასიხარულო.
ესეც ბურღების ნაკრები, მაინცა და მაინც 25 ცალს ნუ ეძებთ, სარეკლამო ტრიუკია, 25 ცალში იგულისხმება რამდენიმე ბურღი და შემდეგ ზუმფარის რამდენიმე ქაღალდი, ასევე საჭრელი დისკები, ჰო მართლა პოლირებისთვის მოყვება 2 ქეჩა და სპეციალური მალამოც!


ინსტრუქცია სრული სისულელეა, იდეაში ამერიკელებისთვისაა წერია რომ არ შეიძლება ჩართული აპარატის ხელში ტაკება, ხელისკენ მიშვერა, წყალში ჩაგდება და ასე შემდეგ. მხოლოდ ბოლო ფურცელზეა რამდენიმე საჭირო ინფო, კერძოდ ის რომ აქვს ამ აპარატს სიჩქარის 10 დანაყოფი, და თითო დანაყოფი რა ბრუნვების რაოდენობას უზრუნველყოფს, ასევე პატარა ცხრილი თუ რომელი მასალის რა ბურღით და რა სიჩქარით დამუშავებაა მართებული.
ჰო კიდევ უწერია და დავიცავი ეს წესი, რომ თავიდან ბურღი დენში უნდა ჩართო და 4-5 წუთი უნდა ამუშაო, იმისათვის რომ ელექტრო ნახშირები მოცვდეს შესაბამის ზომაზე, ამის შემდეგ მათი მუშაობა უფრო ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი.
იდეაში სულ ესაა, უბრალოდ დღესვე ვსინჯე ჩემი სასხლეტის ზედაპირის დამუშავება დრემელით, სქელმა ზუმფარის კასრისებურმა ზუმფარის ქაღალდმა საოცარი რამ გააკეთა, თუ აქამდე ქლიბით მუშაობის გამო პატარაზე ბორცვაკები კიდევ იგრძნობოდა თითის მოსადებზე უმალ გაასწორა და ოვალური ფორმა მისცა, უბრალოდ წვრილმა დისკურმა ზუმფარის ქაღალდმა არ გაამართლა, სასხლეტის ფორმაზე ვერ დაჯდა (ნუ თვითონ დისკის ფორმა აქვს სასხლეტს კი ოვალური და ვერაფრით ვერ ჩავაჯინე, ზედაპირულად გადავლა კი ერთგვაროვნად ვერ უვლის კაკვის ხედაპირს, თუმცა სწორ ადგილებზე მშვენივრად მუშაობს) და კარგად ვერ დავამუშავე, აი პოლირებამ კი მშვენიერი საქმე გააკეთა, ბრწყინვა დააწყებინა სასხლეტს

აი ასე ბატონო, მე კმაყოფილი ვარ და თუ ვინმეს გაინტერესებთ სანამ დროა მიდით და თუნდაც ის 20-30 ლარიანი ფასდაკლება გააკეთებინეთ (ჯერ ვაჭრობა არა აქვთ და ყველა თანხაზე თანახმა არიან), მერე აიწყვიტავენ და ვეღარ დააკლებინებთ ფასს
