tengo იმენნა შარში გახვევა გიყვარს რა

თარგმანი აზრობრივად შემდეგია:
This order is on hold and cannot be processed until we find out the following.
ეს დაკვეთა შეჩერებულია (ნუ hold-ს ასევე წერენ როდესაც საწყობში არ არის და გადადებულია სანამ მიიღებენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობენ რომ ძალითაა გაჩერებული) და ვერ დამუშავდება მანამდე სანამ არ გავარკვევთ შემდეგს.
We have a question regarding the credit card you used.
ჩვენ გვაქვს კითხვები საკრედიტო ბარათის შესახებ რომელსაც იყენებთ.
Where was the card issued? What state?
სად იყო ბარათი გაცემული/დამზადებული? რომელ შტატში?
Where was the order placed via online? What state?
საიდან იყო განთავსებული ონლაინ დაკვეთა? რომელი შტატიდან?
მოკლედ ახლა აგიხსნი რა ხდება. აშკარად ეგ მაღაზია მხოლოდ ამერიკულ ბარათებს ამუშავებს, სხვა ქვეყნის ბარათებს არ იღებს, შენ რომ შეავსე განაცხადი, ნახეს რომ სხვა ქვეყნის IP-დან ხარ შესული მაგათთან, შეგყავს ბარათის ნომერი რომელიც აშკარად მაგათ ქვეყანაში არ ფიქსირდება, და ამასობაში აძლევ ამერიკულ მისამართს სად უნდა მიიტანონ ნივთი.
მოკლედ რომ ვთქვათ მაგათი გაგებით 100%-იანი ხაკერი გამოგიჭირეს, რომელაც სხვა ქვეყნის ბარათი ვიღაცისგან მოიპარა და ახლა ფულის გათეთრებას ცდილობს მაგათი მეშვეობით

გასაკვირი კაცი ხარ როგორ ახერხებ ხოლმე ეგეთ შარში გახვევას

და რაც მთავარია რა გინდოდა წვენებში

, კუპონებმა ჩაგითრია და 5-6$-ის ეკონომიის გამო შარში ყოფ თავს

მოკელდ ახლა მაგათ რომ მიწერო საქართვეო სხვა ქვეყანაა და ისა და ესაო, ბოლოს მოიწერებიან საერთაშორისო ბარათებს არ ვამუშავებთო, ამიტომაც მინი რჩევას მოგცემ თუ მიიღებ რა თქმა უნდა:
1) დააქანსელებინე მაგათ ორდერი (მიწერე Please cancel my order, I'll try to buy this product from other seller, for example I'll try to buy it on amazon.com), დაბლოკილი თანხა ანგარიშზე დაბრუნდება 10-დან 30 დღის განმავლობაში
2) დაიკიდე და დაივიწყე ეგ საიტი, მითუმეტეს ისეთი საქონლით რაც მანდ ნახე... ნუ ყრია რა...

3) გადადი ადამიანურ უპრობლემო საიტზე კერძოდ კი amazon-ზე და
აგერ გამზადებული ლინკი იყიდე ამაზონიდან, ზედმეტ კითხვებს არ გისვავენ, იღებენ ნებისმიერი ქვეყნის ბარათებს და... ნუ მოკელდ ახსნა იმედია საჭირო არაა.
4) დაიკიდე ეს კუპონობანა და ტილიანი ეკონომია, ნუ ახლა 50%-იან კუპონს ვერ ნახავ და 10%-იანი კუპონით ჰა-ჰა 5.5$-ის ეკონომიას აკეთებ და ამასობაში შარში ყოფ თავს, შეეშვი

, რაიმე დიდი თანხა მაინც იყოს

, მითუმეტეს ჩემი მოცემული ლინკით უკვე 2.95$-ის ეკონომია გააკეთე, ეგეც შენი 5 თუ 6%-იანი კუპონის ექვიალენტია

შემდეგში გაითვალისწინე, ამ ფორუმზე უკვე ბევრი საიტი გვაქვს განხილული და უმეტესობა აქაურ ბარათებს არ აღიარებენ, ტყუილა შარში ნუ ეხვევი. ნუ ახლა ტრუსიკების და ფეხსაცმელების საიტებზე ნელნელა გაიჭრა კანალი, იმიტომ რომ ბევრი ჩვენებური შეუჩნდათ და ასევთქვათ კლიენტურა გაეზარდათ, მარა ჩვენი ინტერესების სფეროს ონლაინ მაღაზიები მაგაზე არ წამოვლენ, იმიტომ რომ გადახდის სისტემა აქვთ შესაცვლელი და შენი ან ჩემი 10 20 თუ გინდაც 200$-ის შეძენისთვის არ უღირთ სისტემის გადაკეთება.
კერძოდ გაითვალისწინე, რომ გადახდის სისტემაში ჩართვისას, მაღაზიას რამდენიმე პირობა წაეყენება:
1) ანგარიშზე თანხის დაბლოკვა საგარანტიო თანხის ვარიანტში, შიდა ბარათებისთვის პატარა თანხაა, საერთაშOრისოზე მეტია
2) პასუხისმგებლობა ბარათებზე, ლოკალურის გაკონტროლება შედარებთ იოლია და შეიძლება ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობა ბანკს დაეკისროს, საერთაშOრისოზე კი მაღაზიას შეტენიან, მაგალითად ელიტ ელექტრონიკს ჰქონდა ონლაინ მაღაზია და ერთი პერიოდი დახურეს, იმიტომ რომ სასტავი სომხეთში მოპარული ბარათებით ყიდულობდნენ მაგათთან რაღაცას. სანამ გაირკვა რომ მოპარულია სასტავი გაქრა, თანხა კი მაღაზიას შეეტენა

შენი და ჩემი გულისთვსი როგორ ფიქრობ ჩაიგდებს თავს საფრთხეში როდესაც ამერიკულ ბაზარზე ისედაც ათასებს შოულობს უპრობლემოდ.
3) ვირტუალური პოსის გაწერა, ანუ ყველა ბარათის ტიპზე და ლოკალურ თუ საერთაშOრისოზეცალკე პოსები უნდა გაიწეროს, რომელზეც ირიცხება თანხა და მერე მაგათ ერთიან ანგარიშზე გადადის... ისევ, გაყინული თანხები, საკომისიოები, და პასუხისმგებლობა... არ უღირთ

4) კიდევ არის რამდენიმე საშარო პუნქტი, რომელიც არ მახსოვს, მაგრამ მაგ საქმეზე ვმუშაობდი და მე ვხვდებოდი მაღაზიების წარმოამდგენლებს, მაქვს მაგათი გადიდებული თვალები ნანახი და აკანკალებული მუხლები

, არანაკლები კანკალ თვალების გადმოკარკვლა ექნებათ ამერიკელებს. ძირიტადად მაგიტომაცაა უმეტესობა ამერიკული საიტი დღემდე დარეკე და ჩეკი გამოგვიგზავნეო რომ ამბობენ, არ უნდათ შარშI გახვევა და ერთი ამბავი, გამოცდილი აქვთ ტელეფონით დარეკვა და ჩეკის მეღება აღარ უნდათ თავის მტვრევა