nihontoman კვებას რაც შეეხება, რაშია იცი საქმე? ეგ კვება რომ რაღაც ბანძ კომპზე დაგეყენებინა, კაციშვილი ხმას არ ამოვიღებდით

ის ბანძიც აი P4-ზე ბანძი უნდა იყოს
მაგრამ როცა ყიდულობ Core i5-ს, როცა ყიდულობ GTX260 ვიდეო კარტას და ა.შ. და ამ დროს ყიდულობ კოდეგენის კვებას, ვეებერთელა რისკის ქვეშ აყენებ მთელ შენს კომპს.
აი წარმოიდგინე ახლა, კვება რომ დაგეწვას რა მოხდება - 80% შემთხვევაში დედა დაფა გადაურჩება დაწვას, ძაბვის ვარდნისას გაითიშება ავტომატურად. მაგრამ ვიდეო კარტა გაუძლებს? რომელიც კვების ნაწილს დედა დაფიდან იღებს, ხოლო უფრო დიდ ნაწილს პირდაპირ კვების ბლოკიდან.
HDD გაუძლებს? რომელიც პირდაპირ PSU-დან იკვებება?
+ სუსტი კვების ბლოკით დედაპლატას დამატებით სტრესის ქვეშ აყენებ. რატომ?
იმიტომ რომ,
პროცი იკვებება მაგალითად 1.25 ვოლტი მუდმივი დენით. აი ამპერაჟი იცი სადამდე შეიძლება ავიდეს? თუ ოვერქლოქინგი არ გაინტერესებს, მიახლოებით 80 ამპერზე შეიძლება ავიდეს ეგ ძაბვა შენს პროცზე, თუ მაქსიმუმი დატვირთვა წავიდა.
და ამ 80 ამპერის გამომუშავება უნდა მოახერხოს დედა დაფის კვების მიწოდების ფაზებმა, რომელიც კვებას იღებს PSU-დან, რომელიც......
ოპერატიული მეხსიერება 1.5-1.65 ვოლტზე მუშაობს, ამისთვისაც დედა დაფის კვების მიწოდების სისტემა გარდაქმნის ძაბვას. იგივე ეხება სხვა წვრილ დეტალებს დედა დაფაზე. კვების ბლოკი მხოლოდ 12, 5 და 3.3 ვოლტს აწვდის დედა დაფას.
ასეთი სტრესის პირობებში დედა დაფა შეიძლება პირველი დაიწვას.
+ მაგ კვებას პასიური ძაბვის და დენის რეგულირების სქემები აქვს, ანუ გამომავალი ძაბვა ხტუნაობს საკმაოდ.
რაც შეეხება გამოსავალს, იასნა, ახალი კვება უნდა იყიდო. აქ არ არის? რა პრობლემაა, წადი ამაზონ-ზე და მშვენიერი კვებები იყიდება მშვენიერ ფასად. ჩამოიტანე და დაისვენე.
მე მაგალითად როცა კომპს ვყიდულობ, რანაირი კომპიც არ უნდა იყოს, 2 მარტივ წესს მივდევ:
1) აუცილებლად ვყიდულობ მაღალი ხარისხის კვების ბლოკს
2) ვყიდულობ მაღალი ხარისხის დედა დაფას.
აი მერე რაც გინდა ის დაამატე
ამწუთას, შენს კომპზე გაცილებით სუსტი კომპი მაქვს (პროცი - E7400), მაგრამ კვების ბლოკი მაქვს 750 ვატიანი, Inter-Tech CobaNitroX, გერმანული კვებაა. სახელი არ გეცნობათ, იმიტომ რომ გერმანიის გარეთ არ იყიდება

ჰოდა ამ კვების ბლოკს შეუძლია მარტო 12 ვოლტზე მომცეს 72 ამპერი. 110 ევრო მაქვს გადახდილი ამაში. აბა შეხედე ახლა შენს კვების ბლოკს და დააჯამე 12 ვოლტზე რამდენ ამპერს გაძლევს? თან იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად კვება 550 ვატიანი არაა

და კიდევ ერთი +
ვიდეო დაფა ჯერ ერთი რომ DirectX11-ის ეპოქაში იყიდე DirectX10-ზე და მეორეც, გადაიხადე იმაზე გაცილებით ძვირი, ვიდრე უნდა გადაგეხადა. GTX260-ის დონის ვიდეო დაფას, DX11-ის მხარდაჭერით
განბაჟების გარეშე ჩამოიტანდი ამაზონიდან.
მაგრამ მაინც გილოცავ, მშვიდობაში ახალი კომპი