დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფოტოკამერის ყიდვა მინდა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
Jah
ბიჭებო, გადავწყვიტე ფოტოკამერის ყიდვა...
მინდა რამე საშუალო კამერა 800 ლარის ფარგლებში
მაგალითად Canon D400 ან 450...
მირჩიეთ სად ვეძებო... ვგულისხმობ ინტერნეტ-ბარახოლკებს.
მე ვიცი მხოლოდ mymarket.ge
კიდე ამდაგვარი ბარახოლკების მისამართები მითხარით ვინმემ თუ იცით, ან
იქნებ ვინმემ იცით ვინც ყიდის ამდაგვარ აპარატს ან რამე.
ნახმარიც რომ იყოს, პრობლემა არ არის.
cz80
Jah
ეს საიტები ვიცი http://www.myshop.ge
http://itrade.ge/
დაძებნე აბა ,შეიძლება წააწყდე რამეს
nihontoman
Jah
ეს არ გინდა: http://www.alta.com.ge/geo/products.php?ac...ls&id=29726
ყველაზე ნაღდია მაგ ფასებში, მერწმუნე ძაან მაგარია
bazuka
Jah
რადგინდა იაფფასიანი სარკული??
მაგას ჯობია ე.წ. ჰაიენდ ციფრულის ყიდვა
ფასი ნაკლები, ხარისხი იგივე, გადაღებების რაოდენობა (აჩხაკუნე უსასრულოდ), 1 უნივერსალური ობიექტივი wink.gif
ja_ja
Jah
საყიდლად ჯობია ალტას საიტი განიხილო, ცანონიც, სამსუნგიც და ნიკონიც ოფიციალურად ჩამოაქვთ და მგონი 3 წლიანი გარანტია აქვთ.

აი რაც შეეხება ბიუჯეტურ ზერკალკას.... მანდ ბაზუკას ვეთანხმები. თუ პროფეიონალი ფოტოგრაფი არ ხარ და ფოტოგამოფენებს არ გეგმავ ვერ ვხვდები რათ გინდა სარკული კამერა.
Jah
ციტატა(bazuka @ 26th November 2009 - 08:47 PM) *
რადგინდა იაფფასიანი სარკული??

მართალი ხარ მეც მაგას ვფიქრობ...
მაგალითად ახლა ალტას საიტზე 500D-ს მაქვს თვალი დადებული...
რა თქმა უნდა 3500$-იანი ნიკონი D700 ჯობია მაგას.
მოკლედ მე არ ვერკვევი დიდად, ვინ რას მეტყვით 500D ქენონზე?
Jah
ციტატა(ja_ja @ 26th November 2009 - 09:07 PM) *
საყიდლად ჯობია ალტას საიტი განიხილო, ცანონიც, სამსუნგიც და ნიკონიც ოფიციალურად ჩამოაქვთ და მგონი 3 წლიანი გარანტია აქვთ.

სწორად მაგეებს ვათვალიერებ ახლა.

ციტატა(ja_ja @ 26th November 2009 - 09:07 PM) *
აი რაც შეეხება ბიუჯეტურ ზერკალკას.... მანდ ბაზუკას ვეთანხმები. თუ პროფეიონალი ფოტოგრაფი არ ხარ და ფოტოგამოფენებს არ გეგმავ ვერ ვხვდები რათ გინდა სარკული კამერა.

რა ვქნა, ეს ჩემი სენია... თან განვადებით უნდა ვიყიდო, ფულიც არ მაქვს ბევრი, დაახლოებით 800 ლარს შევიტან ეგრევე და დანარჩენი განვადებით...
ja_ja
Jah
მემგონი არ ღირს მაგის დათრევა. ნუ გააჩნია რა ტიპის გადაღებას გეგმავ. თუ რარაც ისეთ ვარაინტში როგორც ახლა რეპორტებს ვაკეთებთ ხომლე და რაღაც შეხვედრების სურათების გადაღებას, მაშინ აზრი არა აქვს. ტყუილა დახარჯავ თანხას თან არანაირად არაა საჭირო მაგ დონის გადაღება, არც ტექნოლოგია არც ლინზა და არც ის ISO თუ 15 მეგაპიქსელი. პლიუს დიდი ოყნაა.

თუ რაიმე პენთჰაუზის გამოშვებაზე აპირებ მუშაობას არ ვიცი, მაშინ მაგას ტტუდიაც უნდა და შესაბამისი მოწყობილობები ტავის შტატივებიან განაათებიანად. რავიცი, მემგონი არ ღირს კამერაში 1200$-ის გადაყრა.
Der Rote Baron
Jah
სულ ცოტა ხსნის წინ მეც შენსავით აპარატს ვეძებდი, ჩემი მოთხოვნები შემდეგი იყო: ზომით პატარა და შესაძლებლობებით
არ ჩამოვარდნოდა დიიდ ობიექტივიან პროფესიონალურ აპარატებს, მოკლედ ვიყიდე და საბედნიეროდ არც შევმცდარვარ ზუსტად ისაა
რაც მე მინდოდა, ზუმი 20x, Exmor–ის მატრიცა, Bionz პროცესორი, მოკლედ ეს აპარატი ნახევრად პროფესიონალურია + კარგი ფასიც აქვს
2009 წლის მოდელია ძაან ბერვს რესურსებზე ვკითხულობდი და ყველგან მხოლოდ კარგს წერენ smile.gif ეს გახლავთ sony cyber shot hx1, ფასი:
1000 ლარი, თუ გავითვალსიწინებთ რა ღირს აპარატები მითუმეტეს ახალი ეს საკმაოდ კარგი ფასი გამოდის
პ.ს პროსტა ჯერ კიდევ წესივრად ვერ დავამუღამე გადაღება biggrin.gif
Jah
კამერას ვყიდულობ სამოყვარულო გადაღებისთვის.
ოჯახისთვის და დაბ დღეებისთვის კი არა. მაგალითად საპორტრეტე გადაღება ძალიან მიზიდავს, სადაც "მილნიცის" ობიექტივი ვერ გაქაჩავს. ასევე საკომპოზიციო გადაღება მაინტერესებს, მოგეხსენებათ დიზაინერი ვარ და ხშირ შემთხვევაში, შეკვეთას ვაძლევ სხვას თუ სურათი მჭირდება რამე კონკრეტული ობიექტის, ბოთლი იქნება თუ ხილი... ნუ მაგალითისთვის...
მესმის, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში, ქუჩაში ან ბუნებაში გადასაღებად თითქმის იგივე შედეგს მომცემს "მილნიცა" და ეს 1000$-იანი სარკე, და მინახია კიდევაც ორი ერთიდაიგივე ადგილის სურათი ერთიდაიგივე დროს გადაღებული 80$ პანასონიკის "მილნიცით" და ქენონის 400D-თი, სანამ არ მითხრეს რომელი რომლის არის ვერ გავარჩიე.
მაგრამ ასევე ვიცი, რომ "სტუდიურად", ანუ წესიერ ფონზე დადგმული, და წესიერი განათებით ობიექტზე ეს 500D მომცემს ძალიან დიდ შედეგს ჩვეულებრივი, თუნდაც ძვირიანი "მილნიცასთან" შედარებით.
ja_ja
Jah
ნუ ახლა შენ თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს და მიზანიც გაქვს, მაშIნ რა აზრი აქვს ჩვენს რჩევას?

გისურვებ სასურელი მოდელი მაქსიმალურად იაფად დაიადო და მოგანიჭოს ის სიამოვნება 10 000% რასაც ელოდები.

რავი ბოლო პოსტი რომ გადავიკითხე ვეღარაფერს ვეღარ ვამბობ smile.gif
Jah
ციტატა(ja_ja @ 27th November 2009 - 10:16 AM) *
რა აზრი აქვს ჩვენს რჩევას?

რჩევას იმ პონტში აქვს აზრი, რომ მე კი გადაწყვეტილი მაქვს ზერკალკას ყიდვა... აი რომელი ვიყიდო ჯერ არ ვიცი...
მაგალითად სულაც შეიძლება ქენონი არ იყოს და ნიკონ D90 იყოს...
ან თუ ქენონი 500D კი არა ცოტა დამატება და 50D-ს ყიდვა.
მაინტერესებდა იქნებ ვინმე ერკვევა თქო ღრმად, რა განსხვავებაა 500D და 50D-ს შორის, მე კი ვიცი რომ 500 არის საბიუჯეტო ვარიანტი და 50 უკვე ნახევრად-პროფია, მაგრამ ასევე არსებობს აზრი (ჭორის დონეზე) რომ 500-ი 50-ისგან განსხვავდება მხოლოდ კორპუსის ლითონით, და ზატვორის გარანტირებული მუშაობის ციკლების რაოდენობით... და საერთოს თურმე ისევ ჭორის დონეზე ამბობენ რომ მატრიცა და პროცესორი, ანუ ყველაფერი 50-იდან ცასვეს 500-ის ახალ საბიუჯეტო კორპუსში...
მაგრამ ღირს თუ არა +-900$-ის დამატება ამას...
მოკლედ მაინტერესებს ვინმე თუ გვყავს ზერკალკების სპეცი.
Der Rote Baron
Jah
,,მილნიცა''-ს რას ეძახი? ანუ აპარატს ინტერგრირებული ობიექტივით? თუ რუსულად რამეს ნიშნავს?
ja_ja
Jah
მე არ ვიცი 500-ს ააქვს RAW ფორმატის მხარდაჭერა, ან TIFF-ის მხარდაჭერა? მგონი 50-ს აქვს, მაგ ვარიანტში რა თქმა უნდა ჯობია 50D მარტო პროცი არაა საქმე, კომპრესიაზეც ბევრია დამოკიდებული.
Jah
ციტატა(George @ 27th November 2009 - 03:37 PM) *
ანუ აპარატს ინტერგრირებული ობიექტივით?

კი მაგას ვეძახი
ციტატა(ja_ja @ 27th November 2009 - 03:40 PM) *
მე არ ვიცი 500-ს ააქვს RAW ფორმატის მხარდაჭერა, ან TIFF-ის მხარდაჭერა?

RAW-ი აქვს 500-სს და TIFF-იც
ja_ja
მდაააააააა, ახლა სამსახურში არ მყავს ერთი ფოტო აპარამეტების მოყვარული
ორსავბნათს იქნება და იმას დავეკითხები რა განსხვავებაა მაგ მოდელებს შორის
bazuka
Jah
სხვაობა იქნება 50-სა და 500-ს შორის, აბა ორმაგი ფასი კორპუსის გამო ხომ არ ეღირება
Jah
ციტატა(bazuka @ 27th November 2009 - 04:07 PM) *
აბა ორმაგი ფასი კორპუსის გამო ხომ არ ეღირება

ხო და მაგან დამაფიქრა...
არა და ბევრ რუსულ ფორუმზე იძახიან, რომ 500 არის ახალი საბიუჯეტო მოდელი, და ქენონმა რომ ახალი ნაწილები არ აწარმოოს, ჩატენა მზა "ნაჩინკა", რომელიც ოხრად ქონდათ 50-ის უბრალოდ სხვა კორპუსშიო, თორე შიგნით ლამის იგივეაო.
უბრალოდ 1 გაბნსხვავებით, ზატვორის გარანტირებულ ციკლებზე გარანტია ბევრად ნაკლებია...
Jah
ციტატა(ja_ja @ 27th November 2009 - 03:56 PM) *
ორსავბნათს იქნება და იმას დავეკითხები რა განსხვავებაა მაგ მოდელებს შორის

მადლობა. ზალიან დამავალებ.
bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 27th November 2009 - 05:30 PM) *
უბრალოდ 1 გაბნსხვავებით, ზატვორის გარანტირებულ ციკლებზე გარანტია ბევრად ნაკლებია...

ებიჟო ეგ უბრალოკიარა, ძააალიან დიდი განსხვავებაა სხვათაშორის. ენ ნიშნავს პროდუქტის ხარისხის გარანტიას, სარკულებს მაგი ებრიდებათ სხვაკიარაფერი
ja_ja
მოკლედ 50D არის შარშანდელი მოდელიო, ხოლო 500D არის წლევანდელი მოდელიო (თუმცა 1 თვეში ეგეც შარსანდელი გახდება biggrin.gif), კენონის კლასიფიკაციით 50D ჯობია, მაგრამ რომ გავიკითხე პრაქტიკული თვალსაზრისით 500D ჯობიაო, ბევრი რაღაცეებია ჩამატებულიო, ნუ იდეაშI მელკი მელკი რაღაცეებია, მარა ცხოვრებას გიმარტივედზო.

ჩამკეტზე ვერავინ ვერ დამიზუსტა რამდენია გარანტირებული მუშოაბის ციკლი, ასე რომ აქ პასს. სანახავად კი გადახედე აი ამ ლინკს. მგონი სრულ ინფორმაციას, მიიღებ, ჩემის აზრით 500D-ს აქვს მინიმუმ ერთი დიდი პლიუსი, ვიდეოს გადაღება, ახლა HD ხარისხი რამდენად გინდა არ ვიცი, მაგრამ 50D-ს საერთოდ არ აქვს ვიდეოს მხარდაჭერა.

Continuous Drive - უკეთესი აქვს 50D-ს, ასევე აქვს RAW, sRAW1, sRAW2 მაშინ როდესაც 500D-ს მხოლოდ RAW ფორმატი აქვს, მართალი გითხრა არ ვიცი რა განსხვავებაა sRAW1, sRAW2-ში და რამდენად ამართლებს. დანარჩენი პროცესორ კოლოფიანად მგონი ერთი პონტია.

აგერაა პახოდუ სრული რევიუ, სურათებით ISO-ებით და მოკლედ თუ რამე შეიძლება წარმოიდგინო ყველაფრით

500D 30 გვერდიანი მიმოხილვაა, სრული განხილვით, მენიუებით დაყენებით პარამეტრებით, ბოლოგვერდზე არის სიმპლები, ანუ რას იღებ როგოს და ასე შედმეგ, შეგიLძIა შეადარო სხვა აპარატის მიეს გადაღებულს.
50D 32 გვერდიამი იგივე სრული მიმოხილვა.

რავი იმედია ეს ინფო გამოგადგება., მოკლედ მე რაც ვნახე და ამიხსნეს განსხვავება არის ჩქარ გადაღებაში და ზატვორის რესურსში, დანარჩენის მხრივ 500D მის შარსანდელ ძმას ჩაგრავს.
Jah
ja_ja
უღრმესი მადლობა...!!!
Jah
ციტატა(ja_ja @ 30th November 2009 - 04:30 PM) *
... sRAW1, sRAW2

აი ეს ძალიან მაინტერესებს, ჩვეულებრივი RAW -ისგან რით განსხვავდებიან...
ja_ja
მგონი ეგეც გავარკვიე.

მოკლედ არის RAW ფორმატი და არის მისი შემცირებული ვარიაციები sRAW1 და კიდევ უფრო კომპრესირებული sRAW2

პირველის შემთხვევაში ზომა მცირდება 7.1 მეგაპიქსელამდე, ხოლო მეორე უფრო მეტ კომპრესიას განიცდის და 3.1 მეგაპიქსელამდე ჩამოდის.

კაროჩე შექმნილია იმისათვის რომ ფლეშკაზე ჩქარი ჩაწერა მოხდესო და თეორიულად ჩვეულებრივი მატრიცის ასლი ანუ RAW-ის იმიჯის შენახვის მაგივრად პროცესორის მიერ რაღაც დამუშავების შემდეგ ხდება სურათის შემცირება ზომაში.

sRAW2-ზე ამბობენ რომ ყოველ მეორე პიქსელს იყენებს ინფოს მისაღებად, ხოლო sRAW1 კი კაცმა არ იცის რეალურად როგორ მუშოაბს, სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ინფოს ამბობს, მაგრამ ისე გამოდის რომ მატრიცის რამდენიმე პიქსელიდან რაღაც საშუალოს იღებს და იმას იყენებს.

ნუ ჩემის აზრით სრული იდიოტიზმია, RAW-ის მომხიბვლელი ის არის რომ მაქსიმალური ინფო გაქვს ხელუხლებელი და შენს ჭკუაზე შეგიძლია დაამუშაო, ხოლო თუ მაგას თავის ჭკუაზე ნიტო პროცესორი, ნიტო პროგრამა ამუშავებს და იდეაშI კომპრესიას აკეთებს.... ხრენ ივო ზნაიტ. რამდენიმე ფორუმზე სასტავი კატეგორიულად იყო განწყობილი მაგ ფორმატების მიმართ და თუ ხარისხიანი გადაღება გინდა მხოლოდ RAV-იო და არანაირი კომპრესიები არ მიიღებაო..


მოკლედ აგერ კიდევ ერთი სტტაია კაკრაზ 50D არის განხილული და ნახსენებია ეგ sraw-ები, მართალი გითხრა ცოტა გავიკვანძე, მაგრამ იმედია გამოგადგება.

მემგონი ეს sRAW-ები ამოსაგდებია პლიუსებიდან.

პლიუს აგერაა კიდევ ერთი ლინკი
Jah
ja_ja
გიო ნუ მოკლედ კიდევ ერთხელ ზალიან დიდი მადლობა smile.gif
RAW-რაც შეეხება sRAW-ები ნაღდად არ მხიბლავს.
ახლა უკვე თითქმის გადაწყვეტილი მაქვს 500D-ს ყიდვა...
ნუ ცოტაღა მაკლია smile.gif აი ახლა ამ სტატიებს წავიკითხავ და... ვნახოთ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.