არაერთხელ იყო კითხვა, თუ რას ნიშნავს პარალაქსი. ხო და გადავწყვიტე განვმარტო ეს მოვლენა.


არსებობს ბევრი მცდარი აზრი ამ თემაზე. ჩვენ გავჩერდებით სწორზე.

რა არის პარალაქსი?
პარალაქსი - არის მიზნის გამოსახულების ხილული ჩაწევა, სამიზნის მარკასთან (reticle) შეფარდებით, თუ თვალი იწევა ოკულარის ცენტრიდან გვერდზე. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მიზნის გამოსახულება ფოკუსირებულია არა ზუსტად სამიზნის მარკის ფოკალურ სიბრტყეში.
მაქსიმალური პარალაქსი ჩნდება მაშინ, როდესაც თვალი მიაღწევს, სამიზნის გამსვლელი გუგის საზღვარს. ამ უკიდურეს შემთხვევაში, ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით 4x, პარალაქს გასწორებული 50 მეტრზე (ქარხნულად) მოგვცემს შეცდომას დაახლოებით 10მმ 150მ დისტანციაზე.
ნადირობისას, მოკლე მანძილებზე, პარალაქსი თითქმის არ უშლის ხელს მსროლელს, სხვა შემთხვევა - სპორტი. ასევე გავითვალისწინოთ რომ, თუ შევინარჩუნებთ თვალის პოზიციას, ზუსტად ოკულარის შუაში (სამიზნის ოპტიკურ რერძზე), პარალაქსის ეფექტი პრაქტიკულად არ არის და არ მოქმედებს სროლის სიზუსტეზე, უმეტეს სანადირო სიტუაციაში.

ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის ქარხნული გასწორებით.

ნებისმიერი ოპტიკური სამიზნე ფიქსირებული გადიდებით, შეიძლება იყოს პარალაქს გასწორებული მხოლოდ ერთ გარკვეულ დისტანციაზე.
უმეტესი ოპტიკური სამიზნე ქარხნულად პარალაქს გასწორებულია 50-100 მეტრზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას პნევმატიკაზე მაგათი გამოყენებისა, ხშირ შემთხვევაში პნემატური იარაღით ჩვენ ვისვრით 10, 30,50,80,90 მეტრზე.


ოპტიკური სამიზნეები პარალაქსის რეგულირების საშუალებით.

ზეზუსტი სროლა და ვარმინტინგი მოითხოვს დამიზნების მაქსიმალურ სიზუსტეს. დამაყმაყოფილებელი სიზუსტისთვის სხვადასხვა მანძილებზე, გამოდის მთელი რიგი სამიზნეების, დამატებითი პარალაქსის რეგულირების საშუალებით, ობიექტივზე, ოკულარზე ან ცენტრალური მილის კორპუსზე (Side Focus, როგორც ჩემს Nikko Stirling - ზე) შესაბამისი მანძილების შკალით. ასეთი სისტემა გვაძლევს საშუალებას შევათავსოთ მიზნის გამოსახულება და სამიზნის მარკა ერთ ფოკალურ სიბრტყეში.
იმისთვის რომ მოვაცილოთ პარალაქსი არჩეულ დისტანციაზე, საჭიროა შემდეგი ქმედებები:
1. სამიზნის მარკის (reticle) გამოსახულება უნდა იყოს მკვეთრი. ამისთვის არსებობს ფოკუსის რგოლი ოკულარზე (დიოპტრიული კორექცია, არ უნდა აურიოთ პარალაქსის და ფოკუსირების მოვლენები)
2. მანძილმზომით გამოთვალეთ მიზნამდე მანძილი. მერე, პარალაქსის მარეგულირებელი ბორბლით დააყენეთ გაზომილი მანძილის მონაცემი, შესაბამისი მეტკის პირისპირ.
3. მყარად დააფიქსირეთ იარაღი, მაქსიმალურად სტაბილურ მდგომარეობაში და შეიხედეთ სამიზნეში, კონცენტრირება მოახდინეთ სამიზნის მარკის ცენტრზე.
ოდნავ აწიეთ შემდეგ კი დაწიეთ თავი. სამიზნის მარკის ცენტრი უნდა იყოს აბსოლუტურად შეურყევი სამიზნესთან შეფარდებაში. სხვა შემთხვევაში შეიყვანეთ დამატებითი რეგულირება, პარალაქსის ბორბლით, სამიზნის მარკის მოძრაობის სრულად გაჩერებამდე.
სამიზნეები რომლებსაც აქვს ასეთი პარალაქსის მარეგულირებელი კორპუსზე, გვაძლევს უპირატესობას იმაში რომ გასწორება შესაძლებელია უშუალოდ სროლის პოზიციაში, და არ საჭიროებს რაიმე ხელსაწყოებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს smile.gif რომ ხშირ შემთხვევაში აცილება მსროლელის ბრალის და არა სამიზნის