დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: რჩევა მინდა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
foxi
ბიჭებო Air Arms S410 Sidelever ეს იარაღი მინდა ვიყიდო და როგორ ჩამოვიტანო თუ მირჩევთ ვინმე ძალიან დამავალებთ და თუ დამეხმარებით ჩამოტანაში ვალში არ დაგრჩებით. სანადიროთ მინდა.
Der Rote Baron
ციტატა(foxi @ Nov 15 2009, 01:05 AM) *
ბიჭებო Air Arms S410 Sidelever ეს იარაღი მინდა ვიყიდო და როგორ ჩამოვიტანო თუ მირჩევთ ვინმე ძალიან დამავალებთ და თუ დამეხმარებით ჩამოტანაში ვალში არ დაგრჩებით. სანადიროთ მინდა.

პირამიდზე ხომ არის? აი:
http://www.pyramydair.com/p/air-arms-s410-...air-rifle.shtml
მანდედან ჩამოაქვთ ხოლმე და სახელდობრ როგორ ხდება და ა.შ არ ვიცი მე პირადად მანდედან არ ჩამომიტანია მაგრამ ეხლანდელ განბაჟების ახალ წესებს თუ გავითვალისწინებთ კაი სოლიდური თანხა დაგიჯდება
პ.ს ნახე მგონი გამოგადგება http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=43
foxi
გაიხარე. ეგ ვნახე უკვე მაგრამ მაგის ავტორს ძინავს ალბათ გვიანია უკვე ხვალ იმედია შემეხმიანებიან აქ კარგი ბიჭები არიან მიხარია ერტმანეთის გატანა რომ შეგვიძლია.
Der Rote Baron
ციტატა(foxi @ Nov 15 2009, 01:35 AM) *
გაიხარე. ეგ ვნახე უკვე მაგრამ მაგის ავტორს ძინავს ალბათ გვიანია უკვე ხვალ იმედია შემეხმიანებიან აქ კარგი ბიჭები არიან მიხარია ერტმანეთის გატანა რომ შეგვიძლია.

გაიხარე, იმედი მაქვს აქ შემომსვლელების 90%-ივით შენს კითხვაზე ამომწურავი პასუხის შემდეგ არ დაიკარგები, თუკი ფორუმზე გრძელდვადიან მოღვაწობას აპირებ მაშინ მოინახულე ეს თემაც
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=83
foxi
აქ ხშირად შემოვდივარ მას მერე რაც კროსმან 1000 მაჩუქეს ასერომ იმედია მეგობრებსაც შევიძენ
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 15th November 2009 - 01:05 AM) *
ბიჭებო Air Arms S410 Sidelever ეს იარაღი მინდა ვიყიდო და როგორ ჩამოვიტანო თუ მირჩევთ ვინმე ძალიან დამავალებთ და თუ დამეხმარებით ჩამოტანაში ვალში არ დაგრჩებით. სანადიროთ მინდა.

ყიდვა უმარტივესია, შედიხარ მაგ საიტზე ირჩევ სასურველ საქონელს (ოღონდ გაითვალისწინე, არ აირჩიიო 4.5 ანუ იგივე 0.177 კალიბრზე მეტი, იმათ გამოგზავნის პრობლემა არ აქვთ აქ კი საბაჟო ცოცხალი თავით არ აგაღებინებს), გადაგაქვს კალათაში, მერე კალათიდან იწყებ check uot-ის პროცედურას, ავსებ სახელ გვაქვს და მისამართს, სიტყვაზე აი ასე:
Lasha
Chigogidze
abaSiZis st, block 78, apt 53
Tbilisi
0179
Georgia
GE
ნი თანმიმდევრობა მაქსიმალურად დავიცავი, ერთადერთი ინდექსამდე შტატია ამოსარჩევი და მაგას ნუ ამოირჩევ Non USA province უნდა იყოს დატოვებული.

დაეთანხმები წესებს, ამის მერე ავტომატურად გთავაზობს Worldwide Express-ის მომსახურებას გამოგზავნაზე და ტრანსპორტირება თბილისამდე ჯდება 247.50$, ეთანხმები ღილაკ NEXT-ზე დაჭერით, გამოსულ ფანჯარაშიც ავსებ ველებს ოღონდ საკრედიტო ბარათების მაგივრად ირჩევ Wire_Transfer ანუ საბანკო გადარიცხვას. პირამიდი ქართულ ბარათებს არ იღებს, მაინცა და მაინც ამერიკაში გამოშვებული უნდა იყოსო.

ერთადერთი არ ვიცი American Express-ის ამბავი როგორაა, 9 ნომებრიდან საქართველოს ბანკმა დაიწყო მაგ ბარათების გამოშვება და შეიძლება მაგან გაჭრას, ოღონდ ჯერ ვერაფერს გეტყვი, მეთვითონ მოსინჯვა მინდა და ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვი (მაგ ბარათის მიღების საკმაოდ ქაჯური წესებია, მაღალი ხელფასი, მაღალი მომსახურების პროცენტი და ასე შედმეგ, მაგრამ ეგ წესები მაფიქრებს რომ გაქაჩავს, თან მეც მაგ ბანკში ვმუშაობ და პროექტ მენეჯერმა მიმტკიცა სრული პაკეტია ნაყიდი და არა ისეთი დომფხალი როგორც ვიზა და მასტერქარდი აქვს ყველა ბანკსო, მოკელდ ეგ ჯერ გაუტესტავი ვარიანტია , შეიძლება გაჭრას შეიძლება არა).

ნუ მოკლედ გამოხტება გავრთხილება რომ სანამ არ გადმორიცხავ თითს არ გავანძრევთ გადმოგზავნაზეო smile.gif, ჩაწერ მაგ გვერდზეც საცხოვრებელ მისამართს, ან ჩასვი ზემოთ ალამი პუნქტშI Click if the same as shipping, ჩაჯდება უკვე მითითებული მისამართი, მიაწერე ელ_ფოსტას და პლიუს ტელეფონის ნომერი, ბოლოს გექნება საბანკო გადარიცხვით გადასაგზავნი თანხა $ 1209.49

შემდეგ გვერდზე მიირებს რაღაც Producte Code-ს , რაღაც ამდაგვარს S410E17SX20RBO [PY-1408-2755] დააჭირე ღილაკს Submit My order და გაიქცევი ბანკში ფულის გადასარიცხათ, ნუ მანამდე ელ-ფოსტაზე საბანკო რეკვიზიტებს მიიღებ.

ახლა შედმეგ რა ხდება......

ბანკში დამატებით გადარიცხვისთვის იხდი 15-დან 60$-მდე გადარიცხვისთვის, და ელოდები შენს ტავარს, კოდის მითითებაანუ order number-ის არ დაგავიწყდეს იქნება რაღაც ამდაგვარი Your order # is 1959448.

ტავარი ჩამოდის სადღაც 3 დღიდან 1.5 კვირაში, მაგრამ UPS-ი ჩამოიტანს საბაჟომდე, საბაჟო დალშე გააჩერებს და სანამ არ განაბაჟებ არ მოგცემენ მაგ ფიშტოს, დაგირეკავენ მითითებულ ნოერზე ქართული UPS-იდან და გეტყვიან კაროჩე საბაჟოზეა მიხედეო, იჭერ ტაქსს გარბიხარ აეროპორტში და....

გამნბაჟება გულისხმობს შედმეგ პროცედურებს:

1209.49$-ის 18% ანუ 217.71 სულ თოფი გამოგდის 1427.20
გარდა ამისა მოსაკრებლის 5 ევრო, ბროკერის მიერ შევსებული დეკლარაციის 30-60 ლარა (გააჩნია ბროკერს), საწყობში შენახვის საფასური 30-40 ლარი პირველი დღე, მომდევნო დღეები პლიუს 5 ლარი, ცნობები რომ სახელმწიფოს დავალიანება და კომუნალური დავალიანება არ გაქვს, მგონი ამ ბოლო დროს ამასაც ითხოვენ.

მოკლედ ასე 1 დღე ნერვების შლისა და საბაჟოზე ბოდიალის მერე, ასევე ყველა თანხის გადახდის მერე, ჩაგახუტებენ შენს ფიშტოს, იწერ ტაქსს ან თუ საკუთარი მანქანა გაქვს მანქანაში ჯდება და აწვები სახლში.

შემოდიხარ ამ ფორუმზე და წერ, ჩამოვიდა აბა მომილოცეთ smile.gif

ჩვენ გილოცავთ და ვითხოვთ შენგან ერთი გვასროლინე რაა biggrin.gif და რეპორტი დაწერე რა ფიშტოა. ვსიო სულ ესაა მთელი პროცედურა. თუ არ დაგეზარება ამ ყველაფრის გავლა და თოფის საფასურის $961.99 დაემატება ტრანსპორტირება და განბაჟება სადღაც 500-550$-მდე, თუ მაგ ხარჯები არ გაშინებ წინ.
geojorjika
foxi
კარგი რამე აგირჩევია მ ე გირჩევდი მაგის ყიდვას smile.gif


ზუსტად ეგ პროცუდურები გექნება რა ამ პაიოსანმა კაცმა ja_ja-მ დაწერა smile.gif
foxi
ჯა_ჯა მაგარი კაციხარ გაიხარე ჯიგარო მაგრათ დამეხმარე და საერთოდ შენი დაწერილი პოსტები ყველაზე მაგარია რაც შეეხება იარაღს როცა ჩამოვა აუცილებლად ერთად გავსინჯოთ ისე მე 22 იანზე ვჩალიჩობ პოლიციაში ნაცნობიმკავს და ის მირკვევს ამ ამბებს სანადიროთ მინდა თორემ გასართობათ ამდენი ფულის გადამხდელი არავარ. მადლობა კიდევ ერთხელ.
geojorjika
ციტატა(kakha @ 15th November 2009 - 07:44 PM) *
პოლიციაში ნაცნობიმკავს და ის მირკვევს ამ ამბებს

მაგას მინისტრის ნაცნობობაც არ შველის , კანონის დარღვევა კანონის დარღვევაა , რომ დაგიჭირონ მაგით მერე უხსენი იმათ ნაცნობი გყავს თუ მეგობარი .
4.5მმ კალიბრზე მეტი პნევმატური იარაღის ბრუნვა საქართველოში არის აკრძალული
foxi
არაფერი არაკანონიერი უბრალოდ გაფორმებაზე და ტარების უფლებაზე უნდა გამიგოს ისე ჯა_ჯას ახალი ფიშტოც მომწონს თუ აღებაა 4.5 მეც მასეთს ავიღებ უბრალოდ 22 მინდა მაგრამმ თუ თავი გაიგიჯეს ამატაც გავკარი ისევ მარადიორი მირჩევია ჯა_ჯას რეპორტმა მომხიბლა.
geojorjika
foxi
არაფრის გაგება არ არის საჭირო ეგ დიდი ხანია გვაქვს გაგებული უკვე , სამწუხაროდ არ შეიძლება და მორჩა არც გაფორმებით და არც გაუფორმებლად sad.gif
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 15th November 2009 - 07:44 PM) *
ჯა_ჯა მაგარი კაციხარ გაიხარე ჯიგარო მაგრათ დამეხმარე და საერთოდ შენი დაწერილი პოსტები ყველაზე მაგარია რაც შეეხება იარაღს როცა ჩამოვა აუცილებლად ერთად გავსინჯოთ ისე მე 22 იანზე ვჩალიჩობ პოლიციაში ნაცნობიმკავს და ის მირკვევს ამ ამბებს სანადიროთ მინდა თორემ გასართობათ ამდენი ფულის გადამხდელი არავარ. მადლობა კიდევ ერთხელ.

ნუ სამადლობელი არაფერია, აი 22-იანი კი....
არ ვიცი ზეციურად თუ რაიმე მოხდება, მაგრამ თუ საზღვრის გადმოლახვაზე მიდგა საქმე...... შანსი არაა.

შეიძლება დიდი პარტიაში ერთი შემოაპარო (ისც თუ საერთოდ მტელი პარტია არ გაშმონეს), შეიძლება ვინმემ ჩამოიტანოს, მაგალითად ადრე სამხედროები რომ ჩამოდიოდნენ ერაყიდან მაგათ მოჰქონდათ და არავინ ამოწმებდა მაგათ, მაგრამ დაკვეთილი ტვირთი საზღვრამდე მოსული..... პონტია მერაბიშვილიც ვერ უშველის მაგ საქმეს. თუმცა მერაბიშვილი ჩვეულებრივი გზით არ გამოაგზავნის პნევმატიკას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
geojorjika
ja_ja
ციტატა(giorgi @ 15th November 2009 - 08:11 PM) *
არ შეიძლება და მორჩა

იიიი კერქით რაა, დაგავიწყდათ სად ცხოვრობთ??? დიდ გურჯისტანში ხართ, კარგად თუ გააჩალიჩებ ბეტეერსაც შამაიყვან !
Jah
ციტატა(bazuka @ 15th November 2009 - 10:33 PM) *
კარგად თუ გააჩალიჩებ ბეტეერსაც შამაიყვან !

biggrin.gif ეს ნაღდია
geojorjika
bazuka
მერე შენ რათ ვერ აჩალიჩებ ჰააააააააა? :P
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Nov 15 2009, 11:53 PM) *
bazuka
მერე შენ რათ ვერ აჩალიჩებ ჰააააააააა? :P

:lol: biggrin.gif
nihontoman
foxi
შენ თუ ამდენს გადაიხდი მაშინ საღოლ.... ხო არ ფიქრობ რომ გრიგოლას ჩამოტანილი მარადიორი უფრო კარგი ფასი/ხარისხის შეფარდებას წარმოადგენს?
bazuka
ციტატა(geojorjika @ Nov 15 2009, 11:53 PM) *
bazuka
მერე შენ რათ ვერ აჩალიჩებ ჰააააააააა? :P

მოკლედ ძაან გავაოფეთ ეს თემა, მარა მაინც გიპასუხებ

უბრალოდ უნდა ღირდეს ჩიტი ბრდღვნად, მე სიმართლე გითხრა, არმიღირს ქვეყნიერების გადატრიალებად 5.5 კალიბრი
დიდი და გადამკვდარი მონადირე მე არვარ, წვრილმან ჩიტებს და მიზანში სროლზაე ისედაც 4.5-იც მყოფნის და მუღამის გამო ხალხის შეწუხება არმინდა, რაიცი ხვალ რახდება
სათქმელი პირი ხომ უნდა დაიტოვი wink.gif
geojorjika
bazuka
მართალიხარ ხომ იცი შენ , მეც სხვისი შეწუხება არ მიდნა თორემ მართლა უშველებელი კი არ არის ეგეც შაიძლება , უბრალოდ მე არ ვარ ისეთი ტიპი რომ "ბომბით" ვიარო ხელში , ვიღაც შარიან სამართალდამცავს რომ მოუვიდეს ეგ აზრად და შამიმოწმოს მერე კიდევ უფრო მეტი ხალხის შეწუხება მომიწევს და არ მინდა ეგ smile.gif რავიცი ატასი შურიანი დადის ......... smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Nov 16 2009, 10:38 PM) *
bazuka
რავიცი ატასი შურიანი დადის ......... smile.gif

მართალი ხარ ჯორჯიკ, ტაკ შტო ჯერჯერობით იკამრე პნევმო 4.5 და დიიდი ნადირობისთვის ფაუსტი biggrin.gif
bazuka
geojorjika
ეგრეა


ისე რა მაინტერესებს ამ aa410-ს რედუქტორი არ ააქვს ხო??
ყველაზე იაფიანი რედუქტორიანი რომელია, http://www.pyramydair.com/p/Beeman-Falcon-...air-rifle.shtml ესა ხოო???
აუ ეს მინდა რაა
geojorjika
bazuka
არა არა აქვს AA 410-ს რედუქტორი smile.gif , ნუ ეხლა EV2-ს კი აქვს მაგრამ ეგ 2000$ ღირს smile.gif

მე რაც ვიცი შედარებით დაბალფასიანი რედუქტორიანი ფიშტოები ესენია HW 100 , Steyr-ის პროდუქცია, რუსული T4 , Edgun , Hooligun , Cricket.
foxi
ბიჭებო საბაჟოზე შემოტანის შანსი არარი 22 გადაიდო ასერომ მირჩიეთ რამე ძლიერი და ზუსტი 4,5 წინასწარ მადლობა!
geojorjika
foxi
HW 100 smile.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 18th November 2009 - 09:16 AM) *
HW 100

+100
ოღონდ მე დავამატებდი
HW 100 FAC
geojorjika
Jah
ციტატა(Jah @ 18th November 2009 - 09:21 AM) *
ოღონდ მე დავამატებდი
HW 100 FAK

რასაკვირველია FAC smile.gif
nihontoman
ციტატა
რასაკვირველია FAC

კანეჩნა, აბა 16 ჯოულიანი ვერსიის ყიდვა მგონი მკრეხელობაა....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.