დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლულის დამოკლბა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
pl27
გამარჯობათ
იქნებ ვინმემ იცით რა მოუვა პნევმატურ თოფს ლულას თუ ცოტას დავუმოკლებთ? რა მინუსები გამოვლინდება მის ფუნქციონირებაში? მაგ თუ ჰატსან 95 ს დავუმოკლებთ ლულას: ვıცı რომ ıსე შორს აღარ წაıღებსö მაგრამ 20 მეტრშı ხო მაგარı დარტყმა ექნება ცოფıან ძაღლზე
Jah
ციტატა(pl27 @ 31st October 2009 - 08:58 PM) *
იქნებ ვინმემ იცით რა მოუვა პნევმატურ თოფს ლულას თუ ცოტას დავუმოკლებთ? რა მინუსები გამოვლინდება მის ფუნქციონირებაში? მაგ თუ ჰატსან 95 ს დავუმოკლებთ ლულას: ვıცı რომ ıსე შორს აღარ წაıღებსö მაგრამ 20 მეტრშı ხო მაგარı დარტყმა ექნება ცოფıან ძაღლზე:

არსებობს აზრი, რომ ზ.დ.პ.-ში pcp-სგან განსხვავებით, ლულის 4-5სმ-ით შემოკლებით ტყვიის საწყისი სიჩქარე მატულობს...
თუმცა არსებობს კითხვა - რისთვის და რას მოგცემს ეს 10-15 მ/წ დამატებითი სიჩქარე?
geojorjika
pl27
ციტატა(pl27 @ 31st October 2009 - 09:58 PM) *
მაგ თუ ჰატსან 95 ს დავუმოკლებთ ლულას


ისე თუ გაქვს ეგ ფიშტო კარგი იქნებოდა მცირე მიმოხილვა დაგეწერა, საინტერესო მოდელია და სურათებიც დაგერთო თან smile.gif
ja_ja
ისა და რა მაინტერესებს მაგ ლულას ჩოკი აქვს თუ არა? თუ ჩოკი აქვს, მაშინ ლულას მოსპობ, კაკრაზ ლულის ბოლოშია წესით ჩოკი რომელიც ტყვიის გასწორებაში და მიზანში მიტანაში გეხმარება, თუ მაგას წააცლი რას მიირებ პნევმო დრაბავიკს???
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Nov 1 2009, 12:55 AM) *
თუ მაგას წააცლი რას მიირებ პნევმო დრაბავიკს???

biggrin.gif :lol:
geojorjika
ja_ja
კაი რა საც ჰატსანი და სად ჩოკი biggrin.gif
Davitus
მგონი აბრეზის გაკეთების მცდელობააა, შემტხვევით კონდახის ნაწილობრივ მოხერხვასაც ხომ არ ცდილობ... ჰაცან 95-ს ჩოკი ნამდვილად არა აქვს, აი ფასკაზე კაი საჩალიჩო ექნება მოხერხვის მერე
pl27
ხალხო რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ რა.
პნევმატურის გადაჭრა კანონით აკრძალული ხომ არ არის?
ვინმე არ იცით რომ დეიზი პაუერლინ 1000 ს-ის ლულა დამიმოკლოს? და რა დაჯდება? დარტყმა ალბათ ისეთი ძლიერი აღარ ექნება არა? მარა სამაგიეროდ ასეთი დიდი გაბარეტებიც აღარ ექნება რა. 20 მეტრში სასროლად ჩიტს ხო დააგორებს არა?
აი ამის სურათი
pl27
აბა წავიდა პნევმატიკაზე ბაზარი
pl27
დარტყმა ალბათ ისეთი ძლიერი აღარ ექნება არა?
geojorjika
ციტატა(pl27 @ 7th November 2009 - 12:56 AM) *
დარტყმა ალბათ ისეთი ძლიერი აღარ ექნება არა?

ეს რას ნიშნავს? თუ გულისხმობ რომ ტყვიის საწყისი სიჩქარე მოიკლებს კი ნამდვილად ეგრე იქნება და ამასთან მოიკლებს სიზუსტეც , ასევე გადატენა დამოკლებული ლულის ხარჯზე გახდება საკლაოდ არაკომფორტული ( ზამბარაზე მოქმედის ძალის მხარის დამოკლების გამო) აქ მაგით არავინ არის დაკავებული მაგრამ მაგას ნებისმიერი ხარატი გაგიკეთებს ან შენ ტვიოთონ გააკეთებ , მთავარია გადაჭრის შემდეგ გააკეთოს ლულის ფასკა და გადაჭრა საკმაოდ მარტივად და ბარბაროსულად ხდება "ნაჟოვკის" დახმარებით biggrin.gif

ფასკის გაკეთებას რაც შეეხება აგერ ეს გადაიკითხე

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=33
ja_ja
pl27
ციტატა(pl27 @ 7th November 2009 - 12:56 AM) *
ხალხო რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ რა.
პნევმატურის გადაჭრა კანონით აკრძალული ხომ არ არის?
ვინმე არ იცით რომ დეიზი პაუერლინ 1000 ს-ის ლულა დამიმოკლოს? და რა დაჯდება? დარტყმა ალბათ ისეთი ძლიერი აღარ ექნება არა? მარა სამაგიეროდ ასეთი დიდი გაბარეტებიც აღარ ექნება რა. 20 მეტრში სასროლად ჩიტს ხო დააგორებს არა?
აი ამის სურათი

იცი არის ასეთი შეხედულება იარაღზე, ანუ გინდა ტერორისტულ და ზანგურ პონტში გამოიყენო, მაშინ მთავარია ძლიერი იარაღი დამალო, და მეორე ვარიანტი, გჭირდება სიზუსტე და დაუმახინჯებელი თოფი.

მე პირადად არანაირ გადაჭრას არცერთ თოფზე არ გავაკეთებ თუ რუსების შემოსევა არ მოხდება და ორ ლულიანი აბრეზი არ დამჭირდება ახლო მანძილებზე პარტიზანულ-ტერორისტული საქმიანობისთვის.

აი რაც შეეხება პნევმატიკას, მანდ იმდენი მინუსები გამოგიხტება რომ.... მოდი დავიწყოთ, ნაწილი ჯორჯიკას უკვე ახსენა

1) ტყვიის სიჩქარის შენელება - რაც არ უნდა სასაცილო იყოს რაც უფრო მოკლეა ლულა, მით უფრო ნაკლები სიჩქარე აქვს ტყვიას შესაბამისად ენერგიაც

2) მიზანი - მოკლე ლულა მიზანში კარგად ვეღარ ისვრის, შენი დეიზი არ არის შტეერის ოლიმპიური პისტოლეტი რომ 10 მეტრიან დისტანციაზე მიზანში მორტყმის საშუალებას გაძლევდეს

3) მოკლედ ლულას ნიNშავს მოკლე მხარს, შედეგად გადატენვა გაგიჭირდება

4) ფასკა - შენ როგორც ვხვდები ახალბედა ხარ ამ საქმეში, დიდი სირთულე გაკეთების მხრივ არაა, მაგრამ მოთბინება ნერვები და ინსტრუმენტარიუმია საჭირო, რომელიც ალბათ არ გაქვს.

5) სამიზნეს რომ გადაახერხავ როგორ ამაგრებ? ჩინური წებოთი თუ იზოლენტით?? თუ ქარხნულად გინდა მოჭრა სამიზნის სამაგრი და დაამაგრო?

6) დამოკლებული ლულა ნიშნავს შემცირებულ წონას, ანუ თოფი უფრო იოლად იხტუნავებს ხელში

7) ძალის შემცირება - არ ვიცი რა იგულისხმე, მაგრამ ზამბარა რაც იყო იგივე რჩება, ტყვიას ლულის სიგრძისა და ტყვიის იუბლკაში ბოლომდე ჰაერის მიუწოდებლობის გამო სიჩქარე კი დაუვარდება, მაგრამ პროჯინის ძალა არსად არ მიდის, ესეიგი უარესი დარტყმა მხარში შემცირებული წონის გამო და....

8) უკაცრავას და რა სიგრძეს იგებ?? 20 სანტიმეტრს? თუ საერთოდ აჭრი ლულას ძირშI და 10 სანტიმეტრს უტოვებ თოფს? რამდენად გიმცირდება თოფი რომ გიღირდეს ჩალიჩი

მოკლედ ჩემი გადასახედიდან, დრაბავიკზე კიდევ მოსულა გადაჭრა იმის ხარჯზე რომ საფანტს იცვრი, რომელიც გასროლისას იშლება და გამოდის ღრუბელს ისვრი, მაგრამ როდესაც ერთ საფანტს ისვრი და მინუსები უფრო ბევრია ვიდრე პლიუსები.... მემგონი ეგ იდეა უნდა გადააგდო, ან... ან არ გადააგდო ეგ იდეა ნუ დაგვიჯერებ გადაჭერი ლულაც და მერე კონდახიც და მოგვიყევი გამოვიდა სასურველი შტუკა თუ საერთოდ გადასაგდები გახდა თოფი???

P.S. გადაჭრამდე, მიახლოებით მონიშნე ადგილი სადაც ლულის გადაჭრას აპირებ და იმ ადგილს ხელი არ გადააცდინო სინჯე გადატენა, საინტერესოა მოერევი საერთოდ???
nihontoman
ნება მობოძეთ ჩემი მოსაზრება გამოვთქ2ვა ამის სესახებ.

ლულის გადაჭრა ყოველთვის როდის ნიშნავს სუზუსტის და ძალის შემცირებას, პირიქით.
მოკლე ლულის შემთხვევაში (როგორც air-arms prosport-ს აქვს მაგალითად, სულ რაღაც 30 სმ, თუ არ ვცდები) ტყვიას ნაკლები ვიბრაცია შეაწუხებს, აქდეან გამომდინარე მეტი სიზუსტე იქნება.
ლულის დამოკლებით ზ.დ.პ-ების ტუნინგის ბევრი მაგალითი არსებობს, ნახე ინეტში.
რაც შეეხება სიმძლავრეს, არსებობს ოქროს შუალედი ლულის სიგრძისა, რის მერეც სიმძლავრე ნაკლებია. შეიძლება მოხდეს ორი შემთხვევა:
1- ლულა ძალიან მოკლეა, და საკმარისი ენერგიის მიღებას ვერ ასწრებს ტყვია-ამიტომ იგი სრულად ვერ იყენებს გაზების პოტენციალს.
2- ლულა იმდენად გრძელია, რომ ხახუნი საბოლოო ჯამში იმდენ ხანს გრძელდება, რომ ტყვიას ნამეტანი ატორმუზებს ლულაში და მაგას მერე ვეღარ უშველის გაზების პოტენციური ენერგია. (ეს ისე, თუ ძაან გრძელია ლულა)

ლულის მოჭრისას უნდა გაითვალისწინო: აქვს თუ არა ჩოკი ლულას, თუ აქვს დაბრიდავ ტყუილ;ად თოფს. უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ ზ.დ.პ.-ს გადატენვა შემცირებული ძალის მხარის ხარჯზე უფრო გართულდება (ან შეუძლებელიც გახდება, თუ ზედემეტებში გადახვალ) :lol:
მე გირჩევდი არ მოჭრა, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხარ ყველაფერში. დაიკიდე და ისიამოვნე იმით, რაც გაქვს.
pl27
ისე კი 10 მეტრში სასროლად მინდოდა ერთ ცოფიან ძაღლზე, ყველას დასდევს დასაკბენად და მეთქი გავამწარებ და რამდენი ამოისუნთქებდა მერე?! ამ პნევმატურის ლულის გადაჭრას ხომ არ ჯობია Hatsan mod 25 -ი რომ დაითრიოს კაცმა და ერთი ათი მეტრიდან მიაწკმუტუნოს? თორემ ამხელა Powerline-ის პნევმატურით რა ივლის და მანქანა კიდე არ მყავს. რას ფიქრობთ, მიამწარებს 10 მეტრში ეს Hatsan mod 25 -ი? აი ამის ლინკი და რას ფიქრობთ?
geojorjika
pl27
ძარლის მიმწარება თუ გინდა ჯოხი დაარტყი და თუ ცოფიანია მიმწარებას ჯობია შესაბამის სამსახურბს გამოუძახო და აიყვანენ smile.gif
pl27
:rolleyes:
foxi
ოღონდ ეგ თოფი არგააფუჭო და თუგინდა მე ვიყიდი :rolleyes:
ja_ja
pl27
ციტატა(pl27 @ 7th November 2009 - 07:14 PM) *
ისე კი 10 მეტრში სასროლად მინდოდა ერთ ცოფიან ძაღლზე, ყველას დასდევს დასაკბენად და მეთქი გავამწარებ და რამდენი ამოისუნთქებდა მერე?! ამ პნევმატურის ლულის გადაჭრას ხომ არ ჯობია Hatsan mod 25 -ი რომ დაითრიოს კაცმა და ერთი ათი მეტრიდან მიაწკმუტუნოს? თორემ ამხელა Powerline-ის პნევმატურით რა ივლის და მანქანა კიდე არ მყავს. რას ფიქრობთ, მიამწარებს 10 მეტრში ეს Hatsan mod 25 -ი? აი ამის ლინკი და რას ფიქრობთ?


ნუ პირველ რიგში არ ღირს იმის გამო რაც ჯორჯიკამ თქვა. მოკვლით ვერ მოკლავ და გამწარებული ძაღლი კიდევ რამდენს გაამწარებს კაცმა არ იცის. მერე თუ იცი ეგ თოფი რა ძალით ესვრის ძაღლს? მართალია ჩვენ PCP გავსინჯეთ, მარა ეგ თოფიც ნაკლებს არ იზამს. მოკლედ გახვრიტა ღორის ტყავი და გამჭოლად გაამტვრია ღორის კანჭი, მართალია ეს შებოლილი ხორცი იყო და უკან არ გამოგვკიდებია, თან არ მოძრაობდა და პირდაპირ გავიდა ტყვია გამომშრალ ხორცში.

ცოცხალ ორგანიზმში კი ეფექტი სხვანაირი იქნება, მყესები და კუნთები ტყვიას შეაცვლევინებს ტრაექტორიას და ძალას დააკარგინებს, ძვალს ვერ გახვრიტავს მაგრამ ძვლამდე შეიLძება ჩავიდეს.

ახლა ისედაც თუ ბოღმა ძაღლია, წარმოიდგინე მაგის მერე რა გახდება? გავლა გამოვლა არავის უნდა გვერდზე? თუ პატრონი ყავს ხომ მითუმეტეს, გაირკვევა რომ ძაღლს რაღაც ნიტო დაემართა და დაიწყება მიზეზის ძებნა შერჩები შენ ხელში, შეურაწყოფას მიაყენებ ყველას, მეზობელსაც და ყველა პნევმო მოყვარულსაც, იმიტომ რომ ჩვენი ოპოზიციასავით მიზეზებზეა ხალხი, ჩვენ მომავალში იმედი გავქვს რომ 5.5 კალიბრზე შესაძLებელი იქნება, მაგრამ ხალხი თუ 4.5-იანი კალიბრით ეგეთ მოქმედებებს დაიწყებს და მერე ოპოზიციაც დაიწყებს აგერ კისტის თოფს გვესვრიანო, საერთოდ აკრძალავენ იაპონიასავით ყველანაირ პნევმატიკას. მერე რას შვები???? შენ მიდიხარ ბუჩქებში და ჩვენ გვატოვებ ფაქტის წინ არა?

გარდა ამისა თუ მოკლედ მანძილზე სროლა გინდა დაიადე გინდა ეგ ჰატსან მოდ 25 გინდა კროსმან 1377, სხვათაშორის მეორე ჯდება ჩამოტანიანად 180 ლარი და უფრო გამართებულია, თუმცა ორივე ისეთი თოფია რომ საბაზისო მდგომარეობაშI რაიმე სუპერ პუპერ სიზუსტეზე საუბარი ზედმეტია.

ბოლო ბოლო პისტოლეტი და განსაკუთრებით 1377 გაძლევბს ძალის რეგულირების შესაძლებლობას, მაგალითად 2-3 კაჩოკით შეიძLება მართლა გაამწარო ცხოველი ხოლო 5-10 კაჩოკით უკვე დაჭრა. თუმცა მაინც არანაირად ამ საქმეს არ გირჩევ, ახლა აკრძალვით ვერ აგიკრძალავ ყველა კაცი ტავის ჭკუაზე უნდა იყოს, მაგრამ თუ რჩევას მკითხავ არ გირჩევ.

P.S. თუ მაგ ძაღლის მოცილება გინდა, დაიადე რაიმე ნახმარი GEKO იგივე ფასი ჯდება რაც პნევმატიკა, იყიდე 40 თეთრად ერთი ტყვია ლეწე თავში და მორჩა საქმე, წამება პნევმატიური ტყვიით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
geojorjika
ციტატა(ja_ja @ 7th November 2009 - 09:12 PM) *
წამება პნევმატიური ტყვიით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

სწორედ ეს ვიგულისხმე.

pl27

რატომ აწამებ ძაღლს? ჯერ ერთი თუ ცოფიანია და რომც არ იყოს ცოფიანი "ტირის" თიოფს რომ ესვრი გამოგეკიდება და დაგკბენს გემრიელად და მერე ირბინე ექიმებთან და შენ თუ არ გიკვებს სხვას უკვებს გამწარებული ასე რომ მოეშვი ეგეთ გართობას , მოკვლა თუ გინდა ადექი და იარაღი ცეცხლსასროლი ესროლე ან შესაბამის სტრუქტურას გამოუძახე და წაიყვანენ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი რომ ფორუმზე ითხოვ დახმარებას როგორ " გააწამო"( გაამწარო) ძაღლი და ნების მიერი ცოცხალი არსება. ან მოკლაი და ან საერთოდ შეეშვი.




ციტატა(pl27 @ 7th November 2009 - 08:16 PM) *
ყვავების და მღრღნელების წინააღმდეგაც თავისუფლად ინადირებ ჯოხით


ერთი გვასწავლე ყვავებზე ჯოხით ნადირობა რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(pl27 @ 7th November 2009 - 07:14 PM) *
ისე კი 10 მეტრში სასროლად მინდოდა ერთ ცოფიან ძაღლზე, ყველას დასდევს დასაკბენად და მეთქი გავამწარებ და რამდენი ამოისუნთქებდა მერე?! ამ პნევმატურის ლულის გადაჭრას ხომ არ ჯობია Hatsan mod 25 -ი რომ დაითრიოს კაცმა და ერთი ათი მეტრიდან მიაწკმუტუნოს? თორემ ამხელა Powerline-ის პნევმატურით რა ივლის და მანქანა კიდე არ მყავს. რას ფიქრობთ, მიამწარებს 10 მეტრში ეს Hatsan mod 25 -ი? აი ამის ლინკი და რას ფიქრობთ?

პნევმატიკა ძაღლის მოსაკლავად გინდა? დარეკე შესაბამის სამსახურში და გააქანებენ მაგ ძაღლს სადაც საჭიროა, თუ სიამოვნებას განიჭებს ძაღლს რომ ესვრი? უკვე სადაცაა იმაზე დავიწყებ ფიქრს რომ პნევმატიკა ყველას არ უნდა მიყიდონ რა
toti
100%
ja_ja
pl27

საკუთარი პოსტების ჩასწორება და გადაკეთება როდის აქეთ გახდა მიღებული ვარიანტი? მესმის შეცდომა ჩაგესწორებინა ან ტექსტი დაგემატებინა.

შენ ჭკვიანი გამოდიხარ და სხვები გიჟები რაღაცეებს რომ გირჩევენ? შენ ესეიგი გამარჯობით დაიწყე ეს პოსტი და მაგარი პოსტების ძახილით არა და დანარჩენი ხალხი გიჟი იყო ამდენს რომ წერდა არა!

არც შენი პოსტები მომწონს, არც შენი საქციელი და არც ფორუმელებთან დამოკიდებულება. მე რომ ადმინი ან მოდერატორი ვიყო უკვე დაბლოკილი იქნებოდი და არა მარტო სახელის მიხედვით.
bazuka
ციტატა(ja_ja @ Nov 8 2009, 01:00 PM) *
pl27

საკუთარი პოსტების ჩასწორება და გადაკეთება როდის აქეთ გახდა მიღებული ვარიანტი? მესმის შეცდომა ჩაგესწორებინა ან ტექსტი დაგემატებინა.

შენ ჭკვიანი გამოდიხარ და სხვები გიჟები რაღაცეებს რომ გირჩევენ? შენ ესეიგი გამარჯობით დაიწყე ეს პოსტი და მაგარი პოსტების ძახილით არა და დანარჩენი ხალხი გიჟი იყო ამდენს რომ წერდა არა!

არც შენი პოსტები მომწონს, არც შენი საქციელი და არც ფორუმელებთან დამოკიდებულება. მე რომ ადმინი ან მოდერატორი ვიყო უკვე დაბლოკილი იქნებოდი და არა მარტო სახელის მიხედვით.

wink.gif
pl27
სიტყვიერი გაფრთხილება
თემა იხურება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.