...შევიძინე რეზერვუარი ჩემი HW100-სთვის. გადიდებული მოცულობით, განივი სატუმბი პორტით, მსუბუქი, ყველაფერი იდეალურად იყო... ვეკითხები გამყიდველს - რამდენზე არის შემოწმებული, მეუბნება - 300ატმოსფეროზე... დავუჯერე

როდესაც ვყიდულობდი ბალონს, მაგაზე იყო ამოტვიფრული 200-სამუშაო 300-შემოწმება, არ დაუჯერე, გავატანე შესამოწმებლად...
და აქ... ვიფიქრე ეს ადამიანი ამით პურს შოულობს, ხომ არ დაიწყებს ბომბების გაყიდვას...
ესეიგი უკვე 15 დღეა რაც ვხმარობ ამ რეზერვუარს. ვტუმბავდი ყოველთვის 170ატმ-ზე ან უფრო ცოტაც. იმიტომ რომ ბალონში სულ ცოტა და ცოტა წნევა მქონდა... გუშინ ვიტ\ყიდე სატუმბი მოწყობილობა, გადავწყვიტე მაგის შემოწმება, და დავტუმბე ბალონი 250 ატმ-ზე, ნუ როდესაც ის გაცივდა მანდ დარჩა 230 ატმ. ამოვიტანე ბალონი მანქანიდან სახლში. შევამოწმე ვანაში მოწყობილობა ჰერმეტულობაზე - ყველაფერი იდეალურად არის. და დავიწყე შაშხანის რეზერვუარის დატუმბვა... ვტუმბავდი ძალიან ნელა, 120-დან 200-მდე გავიდა სადრაც 1 წუთი. როგორც კი ისარი რეზერვუარზე მიუახლოვდა 200-სს, მე დავიწყე ბალონის გადაკეტვა... და აქ იყო ბუუუუმ...!!!!!!!!!!! ცოცხალი რომ დავრჩი - ფანტასტიკაა!!!!
იტოგში: კონდახი მკვდარია, ჭერში ხვრელია, ლუსტრა გატეხილია, ხელი წესიერად არ მიმუშავებს, როგორც ჩეანს შლანგით, დამალურჯა ორივე თვალი... მაგრამ ყველაზე საშინელებაა ის რომ 1 მეტრში ამ ყველაფრისგან იდგა ჩემი 4-ხი წლის შვილი!!! მაგას აქვს კვერცხის ხელა კოპი და ხმა დაუკარგია!!! ღმერთის წყალობით დილამდე ხმა თითქმის ბოლომდე დაუბრუნდა. ჩემი შინაგან მდგომარეობას ვერ აღვწერ: დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე... და როდესაც გავიღვიძე და მივხვდი რომ ბავშვს დაუბრუნდა სმენა - ვტიროდი...
ამ ყველაფრის მიზანია: გამოკვლევა თუ რატომ მოხდა ასე და ყველასთვის იყოს ცნობილი თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად