

რომელიც რეზერვუარს წინიდან უყენდება, აქვს შუაში გამოხვრეტილი პორტის ხვრელი აი ასეთი დამტენისთვის

და წინიდან აქვს მანომეტრი.
როგორც ხვდებით იდის მორგება მინდა მარადიორზე, პრობლემა ისაა რომ მარადიორს, აქვს ძალიან წვრილი შესაერთებელი პორტის ადგილი, ეგრეთწოდებული "კვიკი", რომელიც წინა პრობკაში იხრახნება (იგივე მოწყობილობა გამოიყენება დისკოზეც).
სამწუხაროდ დისკოსგან განსხვავებით მარადიორზე არ შეიძLება მარტივი პრინციპის გამოყენება, ანუ მთლიანად შეიხვალოს წინა პრობკა. საქმე იმაშია რომ ამ პრობკაზეა დამაგრებულია რვიანიც, შესაბამისად ახალი მთლიან პრობკას ვერ ვაყენებ, რჩება ისეთი როგორიც არის, მაგრამ წვრილი პორტის გამო ძნელი ხდება ორი ხვრელის უზრუნველყოფა, რომლიდანაც ერთი მანომეტრს მიაწოდებს წნევას, მეორე კი უზრუნველყოფს ჰაერის რეზერვუარში მიწოდებას პორტიდან, მაგრამ ხელს შეუშლის ჰაერის რეზერვუარიდან გამოსვლას.
მოკლედ მარადიორის წინა ნაწილი გამოიყურება შემდეგნაირად.

აგერაა მიახლოებითი სქემა, რომელიც დავხაზე, მაგრამ როგორ უნდა იყოს წინა პორტი და მანომეტრის დეტალი უზრუნველყოფილი არ ვიცი.

ვინმეს სადმე ნახაზები ხომ არ შეგხვედრიათ, ან რაიმე კონცეპტუალური იდეები ხმ არ გაწუხებთ?
მოკლედ თუ რაიმე სადმე გაგიგიათ, ან იცით როგორ უნდა გაკეთდეს, იქნებ დააგდოთ ინფო, იდეაში ძალიან მარტივი მექანიზმია, სულ ორი ხვრელია ერთი მანომეტრამდე მიდის, მეორე პორტთან, უბრალოდ როგორ მოხერხდეს ამ ორი პორტის ერთმანეთისგან აცილება ისე რომ საქმეც გააკეთონ და ერთმანეთიც არ გადახურონ, პლიუს იმ წვრილ ხვრელში გაეტიონ და გარეგნულადაც ადეკვარურად გამოიყურებოდეს.