დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მომავლის პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
nihontoman
რაკი ჯერ ასეთი თემა არსად მინახავს, არც სლავებთან და არც ინგლისელებთან(კოლონიებითურთ) გადავწყვიტე მე გამეხსნა.
ეს თემა იყოს იმაზე, თუ ვის როგორი წარმოუდგენია პნევმატური იარაღი, რა ტექმოლოგიები იქმება გამოყენებული მასში და ა.შ.
თავიდანვე ვიტყვი, რომ მობილური ტელეფონის, კომპიუტერის და სხვა მრავალი "ფუფუნების" არსებობას უნდა ვუმადლოდეთ დიდი ფანტაზიით დაჯილდოვებულ ხალხს, რომელთაც არ შეეშეინდათ და გამოთქვეს თავისი აზრი იმის ტაობაზე თუ როგორი იქნებოდა დედამიწა მომავალში და იბრძოლეს მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე ყველა აზრი მისახებია, სულაც გიჟურადაც რომ მოგვეჩვენოს (მაგალითად პნევმატური იარაღი, რომელიც 4.5 კალიბრის გრამიან ტყვიას 1000 მ/წ სიჩქარით ისვრის და ა.შ) :rolleyes:

დავიწყებ ჩემით:
1- თავიდანვე ვიტყვი, რომ პნევმატიკის მომავალი საწყისებშია, ანუ მომავლის სისტემა იქნება pcp biggrin.gif (IMHO)
2- პნევმატური იარაღი იქნება ელექტრონიკით გაჭედილი, (ექნება ინტეგრირებული ქრონოგრაფი, ელექტრო სასხლეტი, ელექტრო მანომეტრი, ელექტრო დამრტყმელი მექანიზმი, ანუ პრუჟინის მაგივრად კლაპანს გახსნის ელექტრო მოწყობილობა და ა.შ.)
3- ყველაზე დიდი სიახლე იქნება ის, რომ pcp სისტემა გახდება ავტონომიური (ყველას ოცნება), ანუ მასში იქნება ენერგიის წყარო(აკუმლატორი ანუ) და იქნება მიკრო კომპრესორი, რომელიც ამ აკუმლატორის მეშვეობით იმუშავებს და 300-350 და მეტ ატმოსფერო ჰაერს დაკუმშავს. ეს უნდაიყოს იმხელა, რომ დღევანდელი დიზაინის შაშხანაში "დამალვა" შეეძლოს. ამ კომპრესორს დასჭირდება მომავლის მასალა, რომელიც ჩემი აზრით არის ნახშირბადის ნანომილაკები, ანუ ეს:

მასალა, რომელიც ალმასზე 100-ჯერ უფრო მტკიცეა, ფოლადზე მსუბუქია და რეგენერაციის უნარი ახასიათებს. (დაწვრილებით:http://en.wikipedia.org/wiki/Carbon_nanotube) საინტერესოა, წაიკითხეთ.
ამავე მასალისგან შეიძლება დამზადდეს ჰაერის რეზერვუარიც (რომელიც 1000 ატმოსფერო წნევასაც გაუძლებს) რომელსაც ყოველი გასროლის შემდეგ ჰაერს დაამატებს ზემოთხსენებული მიკრო კომპრესორი.
იქნება მხოლოდ ა მხოლოდ დენის წყაროზე დამოკიდებული pcp რომელსაც არ დასჭირდება ორკილოიანი ნასოსი, სკუბას აპარატი და ა.შ. მასში ჰაერს დაკუმშავს მიკრო კომპრესორი, რომელიც აკუმლატორზე იმუშავებს (ასეთი აკუმლატორების შექმნის მცდელობა არის, კერძოდ იგი სჭირდებათ იმისთვის, რომ მომავლის იარაღი rali gun კომპაქტური გახდეს)

დაამატეთ smile.gif

p.s. ვიცი, ინტეგრირებული ქრონოგრაფი და ელექტრო სასხლეტი არაა მომავლის ტექნოლოგია, მარა მაინც...
geojorjika
ციტატა(nihontoman @ 9th October 2009 - 11:25 AM) *
2- პნევმატური იარაღი იქნება ელექტრონიკით გაჭედილი, (ექნება ინტეგრირებული ქრონოგრაფი, ელექტრო სასხლეტი, ელექტრო მანომეტრი, ელექტრო დამრტყმელი მექანიზმი, ანუ პრუჟინის მაგივრად კლაპანს გახსნის ელექტრო მოწყობილობა და ა.შ.)

ესეთი უკვე არის დეისტეიტს აქვს smile.gif
nihontoman
ციტატა
ციტატა(nihontoman @ 9th October 2009 - 11:25 AM)
2- პნევმატური იარაღი იქნება ელექტრონიკით გაჭედილი, (ექნება ინტეგრირებული ქრონოგრაფი, ელექტრო სასხლეტი, ელექტრო მანომეტრი, ელექტრო დამრტყმელი მექანიზმი, ანუ პრუჟინის მაგივრად კლაპანს გახსნის ელექტრო მოწყობილობა და ა.შ.)
ესეთი უკვე არის დეისტეიტს აქვს

ციტატა
p.s. ვიცი, ინტეგრირებული ქრონოგრაფი და ელექტრო სასხლეტი არაა მომავლის ტექნოლოგია, მარა მაინც...

smile.gif
geojorjika
nihontoman
უპს smile.gif
ja_ja
ნახშირბადი მგონი არასდროს იქნება ლულებში გამოყენებული, დანარჩენიდან ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია, ნაწილი საკმაოდ შესაძლებლად მიმაჩნია უკვე განვითარების ამ ეტაპზე.

აი რაც შეეხება 1000 მ/წ-ს ეგ სიგიჟეა. არც საჭიროა და ტყვიასაც იმხელა ხმა აქვს ხმის ბარიერის გადალახვისას რომ ცეცხლსასროლ შაშხანას არ ჩამოუვარდება. აგერ ბექასთან ვისროლეთ გამოს რაღაც მსუბუქი ტყვია ქრონში წალტერ ტალონით, ზუსტად არ მახსოვს, მარა მგონი 356 მეტრ წამი მოგვცა და ხმა იმხელა იყო 10-15 მერტიან დისტანციაზე რომ.... მთელი მოსახლეობა კორპუსებიდან გადმოდგა. ასე რომ 1000 მეტრ წამი არანაირად საჭირო და სახარბიელო არაა, თუ საბრძოლო შაშხანას არ აკეთებ რათქმაუნდა, მაგრამ მაგ შემთხვევაშI ტყვიის მასა გასაზრდელი იქნება!!!!.
nihontoman
ციტატა
ნახშირბადი მგონი არასდროს იქნება ლულებში გამოყენებული, დანარჩენიდან ნაწილი უკვე უზრუნველყოფილია, ნაწილი საკმაოდ შესაძლებლად მიმაჩნია უკვე განვითარების ამ ეტაპზე.


ნახშირბადი ლულებში არცაა საჭირო, აი სხვა მექანიზმები კი ნახშირბადისგან რომ იყოს კარგი იქნებოდა, უფრო დიდხანს გაძლებს (ნახშირბადის ნანომილაკების შემთხვევაში სამუდამოდ!)

ციტატა
აი რაც შეეხება 1000 მ/წ-ს ეგ სიგიჟეა. არც საჭიროა და ტყვიასაც იმხელა ხმა აქვს ხმის ბარიერის გადალახვისას რომ ცეცხლსასროლ შაშხანას არ ჩამოუვარდება. აგერ ბექასთან ვისროლეთ გამოს რაღაც მსუბუქი ტყვია ქრონში წალტერ ტალონით, ზუსტად არ მახსოვს, მარა მგონი 356 მეტრ წამი მოგვცა და ხმა იმხელა იყო 10-15 მერტიან დისტანციაზე რომ.... მთელი მოსახლეობა კორპუსებიდან გადმოდგა. ასე რომ 1000 მეტრ წამი არანაირად საჭირო და სახარბიელო არაა, თუ საბრძოლო შაშხანას არ აკეთებ რათქმაუნდა, მაგრამ მაგ შემთხვევაშI ტყვიის მასა გასაზრდელი იქნება!!!!.


ვიცი, მასეთი მოშნი პნევმატიკის გაკეთებას აზრი არააქ, უბრალოდ შესაძლოა ამ გზით ომი უფრო ეკოლოგიური გახდეს(რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს, ამერიკელები ეკოლოგიურად სუფთა იარაღის კონცეფციაზე მუშაობან)
parna
პახოდუ რეგენერაციის უნარი აქ? :blink: ბაყაყია? :o
nihontoman
parna
კი, ანუ თუ ირღვევა მოლეკულური სტრუქტურა, მაშინ ეს მოლეკულები ისევ მისსწრაფვიან რომ გამთელდნენ და აღიდგინონ პირვანდელი სახე (ასე, მრტივად, ზედმეტი სირთულის გარეშე)
parna
ციტატა(nihontoman @ Oct 9 2009, 02:53 PM) *
parna
კი, ანუ თუ ირღვევა მოლეკულური სტრუქტურა, მაშინ ეს მოლეკულები ისევ მისსწრაფვიან რომ გამთელდნენ და აღიდგინონ პირვანდელი სახე (ასე, მრტივად, ზედმეტი სირთულის გარეშე)


უფრო რთულადაც ვიცი ეგენი smile.gif აუ ეგეთი ლულა რამაგარი იქნებოდა წარმოიდგინეეე :blink: უკვდავი თუ გახაზავდი დაასვენებდი მერე ცოტახანი და ეგაა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.