
მოკლედ ნაქები და ცნობილი სუპერ კარგი ტყვიებია, ჯინაზე ჩემი თოფი არ ისვრის ამ მამაძაღლს. ჩამოსული 6 კოლოფიდან 1 გახსნილი მაქვს და მაგას ვტესტავდი, შესაბამისად ამ 1 კოლოფს ვიტოვებ (უფროსწორედ რაც მაგ კოლოფიდან დარჩა), დანარჩენ გაუხსნელ 5 კოლოფს ვყიდი, დავიტოვებდი, მაგრამ კაი დიდი თანხაა და გამოუყენებლად ფულის გაჩერება სისულელეა, თან როდის დავამთავრებ მეორე დისკოს აწყობას კაცმა არ იცის, მანამდე კი ბალასტად უნდა მედოს.

მოკლედ მოვრჩი შესავალს და აგერაა ძირიტადი ინფო ტყვიებზე:
[b]კალიბრი - 0.177 (ანუ 4.5)
წონა - 10.2 gr
რაოდენობა შეკვრაში - 500 ცალი
ფასი - xx - ლარი კოლოფი.
როგორც ყოველთვის ეს არის სუფთა ფასი ყველანაირი დამატებითი "ნაკრუტკების" გარეშე, ვიცი რომ გამოსა და ოზიტაის ტყვიების მოყვარულებს თვალები შუბლზე აუვათ, ვიცი, ვიცი, უბრალოდ თვითონ ტყვიებია თავისით ისედაც ძვირიანი, პლიუს ჩამოტანის ხარჯები და.... მარა მეორეს მხრივ სულ რაღაც 3 ლარით მეტი გამოდის CUM-ებთან შედარებით. მოკლედ თქვენი გადასაწყვეტია, ვისაც გინდათ შემეხმიანეთ, ჩემი ტელეფონი მგონი ყველამ იცით.
თვითონ ტყვია არის იდეალურად სუფთა, ყველანაირი მტვერისა და ნაგავის გარეშე, კოლოფს გახსნის ადგილზე ირგვლივ შემორტყმული აქვს დამცავი წებოვანი წითელი ფირი, რომელიც გაუხსნელობის გარანტად გამოდის, კოლოფის გახსნისას ტყვიებზე აღმოაჩენთ გადაფარებულ დამცავ ღრუბელს (ვინც ვერ გაიგო საუბარია გუპკაზე). მოკლედ ჯერ მარტო შეფუთვით ემჩნევა რომ მაღალი კლასის ტყვიებია. კაი თავს აღარ შეგაწყენთ გადაწყვეტილება თქვენზეა.
P.S. გაითვალისწინეთ ამ მომენტში ყველა ტყვია გაყიდულია, თუ მსურველები იქნებიან შემდეგ ჩამოტანისას გამოვაყოლებ რამდენიმე კოლოფს. ჩამოტანის შემთხვევაში ამ პირველ პოსტში შევცვლი ინფორმაციას და შესაბამის ახალ პოსტს დავამატებ თემას.