თვალი ისევ VO-ზე მიდგას (ძალიან მომეწონა მისი ოპტიკა, თან ფასი აქვს გემრიელი), შეძენა დღეს და ხვალ არ მაქვს დაგეგმილი, უფრო საახალწლოდ, მანამდე კი ნერვებს ვიგლიჯავ

მოკლედ ჯერ რამდენიმე კითხვა
1) რაიმე ახალი ხომ არა აქვთ გამოშვებული რაც ჯერ მაღაზიაში არ არის.
2) განბაჟების ამბავი როგორ იქნება
3) ქვემოთ მოყვანილ ოპტიკებზე შენ რა კომენტარს გააკეთებდი.
a) ნუ პირველი სიაში იქნება ისევ FFP ოპტიკა, თუმცა დიდად მემგონი საჭირო ჩემთვის არ არის, ფასს მატებს და გამოყენების რეალური ვარიანტი ვერ ვნახე.
ვჩერდები Vector Optics 10-40x56 FFP , მონაცემები ვნახე საიტზე ვიცი რაც არის, მაგრამ 270$-ში განბაჟება ალბათ 100%-იანი მოუწევს.
b ) VO Minotaur 10-40x60E-SF - სამწუხაროდ ამის პარამეტრები ცოტაწერია საიტზე, მწარმოებლის საიტი აღარ მახოსვს, მაგრამ მაინც მისახვედრი და გასაგებია ძირითადი მახასიატებლები, ფასი ამასაც ისეთი აქვს რომ...
c) Vector Optics 10-40x56IR - ეს მგონი საერთოდ უნივერსალური რამეა, მარა დასახელება და პარამეტრები ცოტა არ იყოს მაბნევენ. დასახელებაშI ნახსენებია 56-იანი ლინზა, პარამეტრებში წერია Ocular Length: 60mm ....
ფასი მგონი ამასაც განბაჟების აქვს.
d) არის კიდევ VO Colossus 10-40x50E-SF, მარა ვერ გავიგე რომელი ბადითაა, თან ლინზა 50-იანია 56-ის და 60-ის მაგივრად. სამაგიეროდ ფასი ისეთI აქვს რომ ან მოხვდება განბაჟებაში ან არა

მე უფრო Minotaur-ისგკენ ვიხრები, თუმცა IR-ის პარალაქსის ბორბალიც მომხიბლავია
