მე ვფიქრობ შემდეგს:
1- უფრო მოკლე მაგრამ უფრო ბრაზიანი ზამბარა.
წესით თუ უფრო მალე მოხდება დგუშის ბოლომდე გასვლა, უფრო ნაკლები ვიბრაცია შეაწუხებს მას.(ამიტომ არაა ჰაერის პრუჟინები ასეთი პოპულარული?) თან შეიძლება პორშენი ცოტათი კიდევ შევამსუბუქო, ანუ სხვა გამოვაჩარხინო, უფრო მსუბუქი, მარა გამძლე მასალისაგან. ან იგივე მასალისაგან, მარა დირკებით.
2- შევამოკლო უკვე არსებული ზამბარა.
ნუ იდეაში, შეიძლება ცოტა სიმძლავრე დააკლდეს, მარა ნაკლებს იხტუნავებს.
3- გამოვიწერო ჰაერის ზამბარა.
ეს:

ნუ ეს ძვირიანი მეთოდია, მარა გარანტირებულად უკეთესი გახდება თოფი, უფრო ზუსტი, შეიძლება უფრო მძლავრიც და რაც მთავარია უფრო სასიამოვნო სასროლი.
4- ლულის დამუშავება უკვე სხვა საკითხია, მე არ მაქ შესაბამისი ხელსაწყოები, რათა მოვახერხო იმაზე უკეთესი კვეთის გაკეთება, ვიდრე აქვს, ამიტომ....
5- დარწმუნებული ვარ, უკეთესი ჩახმახი რომ დავუყენო, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებ უკვე არსებული ქარხნული კონფიგურაციით (ანუ რადნოი პრუჟინით, ცილინდრით და ა.შ.)
p.s. ეხლა ვიხალისოთ: ერთი კვირის წინ ფანტომმა სხვანაირად დაიწყო სროლა. გადატენვის დროს ბოლოში რაღაც აწვებოდა და ისე სასიამოვნოდ აღარ იტენებოდა, როგორც ადრე იყო. კიდევ, გაცილებით ნაკლებად ხტუნაობს, ვიდრე ადრე. საერთოდ გაქრა პრუჟინის ზრიალი და დარჩა სასიამოვნო ყრუ ხმა. ხო, გამოიცანით-გახდა გაცილებით ზუსტი. შემიძლია დავიფიცო, რომ30- 40 მეტრზე ჩემი ძამიკო 10-დან 7-ჯერ არტყავს ნაბეღლავის თავსახურს ბანძი ოზიტაებით.თოფი ისე პატარაზე ხტუნაობს, რომ გასროლის დროს სავსებით შესაძლებელია ოპტიკით დაინახო როგორ ხვდება ტყვია სამიზნეს, ოღონდ თვითონ ტყვიის ტრაექტორია რა თქმა უნდა არ ჩანს.
ალბათ ერთი კითხვა გაგიჩნდათ: კი, მაგრამ სიმძლავრე?
მოკლედ რომ ვთქვა, სიმძლავრე დააკლდა, მარა 70 მეტრზე (ახლა უკვე ოფიციალურად დამოწმებულზე :lol: ) გუშIნ წინ ყვანჩალას ვესროლე პრემიერი. ტყვია უფრო გვიან მივიდა ვიდრე ადრე(ამის შემჩნევა შესაძლებელია, განსაკუთრებით ასეთ დისტანციაზე და არ დამიწყოთ როგორ გაიგეო.) თუმცა თავს ზემოთ ოდნავ დაჭერილი წერტილით, ტყვია ზუსტად გულში მოხვდა და უკანა მხრიდან გაყარა ბუნტყლი საცოდავმა. ყვავი მოკვდა.
ნუ რა ვთქვა? სიმძლავრის დედაც ჯეკ, თუ სიზუსტე არაა.
ეს თემაც ამიტომ გავხსენი, მინდა მეტი სიზუსტე ზ.დ.პ.-თი, რომელიც ადვილი მისაღწევია როგორც ჩანს.
p.p.s. ახლა თოფი უკვე ისევ ისე სასიამოვნოდ იტენება, როგორც ადრე.
არა, თოფი არ დამიშლია, და არცვ ვაპირებ, იყოს ის ნამტვრევი შიგნით, რა ფეხებს მოჭამს?
p.p.p.s. მომაწოდეთ იდეები და ყველამ იაქტიურეთ, უმეტესობას აქ საბიუჯეტო კლასის ზ.დ.პ.-ები გვაქ და არავის აწყენს სხვისი გამოცდილება. თორემ ჯაჯაც არ წერს ამ რეპორტს მარადიორზე და მოკვდა ვაბშე ფორუმი..
