
ეს არის ჩვეულებრივი სიმძლავრით ვერსია.
არის კიდევ ეს, მგონი ჰანტერ 1250-ის შტამომავალია:

ნუ გასაგებია, რომ ამ მეორე მოდელის შესაძლებლობები გადაჭარბებულადაა წარმოჩენილი,1650 ფუტ/წამი, მარა 300 მ/წ რო შეეძლოს მძიმე პრემიერებით, მე ყელში ამომივა :rolleyes: ხო, ფასი 400 მწვანე. ამართლებს თუ არა ფასს, მერე გავიგებთ.
ჰო, არის კიდევ კარაბინი:

1200 ფუტი წამი და შედარებით პატარა გაბარიტები.
თავიდან ვიფიქრე კიდევ ერთი ჰანტერია სხვა კონდახით მეთქი, მარა აი ამ წარწერამ დამაფიქრა: ATS advanced trigger system
2 stage trigger.
ვითომ სასხლეტი ნორმალური გაუკეთეს მართლა? თუ რაღაცას მაიმუნობენ ისევ?
ყველა ვერსია ერთ კალიბრში გამოდის-ჩვენთვის კანონიერში. ყველას მოყვება ოპტიკური სამიზნე Gamo 3-9X50 RGBD Illuminated Glass Edged Rifle Scope. თავისი მაუნთებით. ტაქტიკურ ვერსიას ლაზერიიც მოყვება.
მე ვიფიქრე, რაკი მათი მთავარი კონკურენტი-კროსმანი სერიოზულ თამაშზე გადადის, გამოსაც მოუნდა რომ არ ჩამორჩეს და ნორმალური პროდუქციის გამოშვება დაიწყოს. მაგალითად ეს ფიშტო გამოდგება სწორედ, აი ცდილობენ და ჩახმახიც შეცვალეს (იმედია ნორმალური რამეა და არა ისევ ისეთივე ნაგავი). მომწონს, რომ ინტეგრირებული მოდერატორიც უყენია.
მთავარი კითხვა ის არის, გამოფხიზლდა თუ არა გამო. მე ვფიქრობ რომ გამოფხიზლება უნდა და ცდილობს.
რას იტყვით?