დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Birchwood Casey Aluminum Black Metal Finish
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
ja_ja
ალბათ ყველას გიყვართ როდესაც თოფის დეტალები იდეალურად შავად გამოიყურება. გეთანხმებით, მართლაც კარგი რამ არის, მაგრამ ხანდახან მოხმარებისას დეტალებს დამცავი ოქსიდირების ფენა სცილდებათ და დეტალები იმდენად მომხიბლავად აღარ გამოიყურება. გამოსავალი ერთია, ისევ როგორმე მივანიჭოთ რადიკალური შავი ფერი, მაგრამ როგორ?

არსებობს ბევრი მეთოდი, ძირითადად მაინც გამოიყენება ქიმიური ოქსიდირება, რადგან ელექტროლიზი გაცილებით მეტ ხლაფორთთან არის დაკავშირებული, ქიმია კი ხელმისაწვდომია. ბევრი მაგალითად სახლის პირობებში ამზადებს ამიაკის სხვადასხვა შენაერთებს, შემდეგ დუღილის პროცესში ლითონის დეტალებს რამდენიმე წუთით, ან 1 საათით ტოვებენ ამ ხსნარში, შედეგად მიიღება გემრიელად შეფერილი შავი ფერის მქონე დეტალები.

სამწუხაროდ მე სახლში დიდი შესაძლებლობები არ მაქვს. მართალია ქიმია-ბიოლოგიის განხრით დავამთავრე გარკვეული კურსები, მაგრამ უნივერსიტეტის შემდეგ ქიმიას არ გავკარებივარ, თან სახლის პირობებში საკმაოდ აგრესიული და მომწამლავი ნაერთების მომზადება ცოტა არ იყოს სარისკოა.

ამასობაში ჩემს დისკოზე გამიცვდა ლულის სამაგრი რვიანი, შეღებვა მინდოდა, მაგრამ რაფერ არ ვიცოდი. საღებავი მომენტალურად გამოირიცხა. დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე აი ეს ვიდეო რგოლი:



მართლაც საინტერესოა არა, რაღაც ხსნარი, რომელიც მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს, თან შეგიძლია 3 სხვადასხვა შეფერილობის დონე მიიღო. 1 შეფერვა ისე რა მოყავისფრო შავი, მეორე უფრო მუქი და მესამე ჯერზე გარანტირებული მუქი შავი ფერი.

მახსოვდა რომ რაღაც ამდაგვარი იყო ჩვენთვის საყვარელ pyramyd-ზეც, არც თუ ისე დიდი ძებნის შემდეგ ვიპოვე აი ეს:



ყოდვა შეიძლება ამაზონის მეშვეობით აი ამ მისამართზე ფასი სადღაც 7$-ია ჩამოტანიანად გამოდის 9-10$. და რა მივიღე ხელზე?



ბოთლი არც თუ ისე დიდია სადღაც 50-დან 80 მილიგრამამდე სითხეა, პლასტმასის ბოთლი აშკარად უძლებს ამ ქიმიას, მაგრამ ლითონი ვერ უძლებს smile.gif ამიტომაცაა რომ სითხე ლითონის ქილაში არაა, არც მინა გამოიყენება, რადგან გატეხვის შემთხვევაში ამ საკმაოდ აგრესიულ სითხეს ვერაფერი გააჩერებს.



სახურავის მოხსნისას აღმოვაჩინე რომ ზემოდან ალუმინის ფოლგითაა დაფარებული, მაგრამ ალბათ ეს რაღაცით დამუშავებული ალუმინია, რადგან თავის მოხსნის შემდეგ აღმოვაჩინე რომ შიგნიდან ალუმინი ისევ ისეთივე ბზინვარე ვერცხლისფერი იყო, როგორიც არის ხოლმე, არა და წესით უნდა გაშავებულიყო.

სხვათაშორის ალუმინის ხუფის მოსაცილებლად გამოვიყენე საკანცელარიო დანა, რომლის პირიც გახსნის შემდეგ 5-10 წუთში შავი გახდა biggrin.gif biggrin.gif

აქვე დავძენ, სითხე ოქსიდირებას უკეთებს, შემდეგ მასალას: სპილენძი, ალუმინი, დურალუმინი, ლატუნი, ბრინჯაო, ფოლადი და რკინა. რატომღაც რეაქციაში არ შედის უჟანგავ ფოლადთან. ასე რომ ან საერთოდ არ შეიღებება უჟანგავი ფოლადი, ან ალაგალაგ შეიღებება და რაღაც ჭუჭყიანის ეფექტს მიიღებთ.

საექსპერიმენტო კურდღლად გამოვიყენე გაცრეცილი და ფერგადასული რვიანი.



სურათზე არ ჩანს ყველა ფერგადასული ადგილი, მაგრამ კუთხეებში ბზინვარე ადგილები აშკარად ამბობს რომ შავი ფერი ამ ადგილებში გადასულია.

საერთოდ მუშაობის წინ საჭიროა კარგი მომზადება, საჭიროა სამედიცინო რეზინის ხელთათმანები, სასურველია ღია სივრცეში მუშაობა, მაგალითად ჰაერზე (ბოლო ბოლო აივანზე, ან გამწოვი საშუალებაა საჭირო). ასევე საჭიროა სითბო. ცივ გარემოში რეაქცია ნელა მიმდინარეობს.

საჭიროა რაიმე საშუალება რომლითაც სითხეს ლითონის ზედაპირზე დაიტანთ და შემდეგ შეაზილავთ მას, მშვენიერი გამოსავალია ღრუბელი (ეგრეთწოდებული "გუპკა"), მე სითხის დასატანად გამოვიყენე ყურის გამოსაწმენდი ჩხირები, ახლავე გამოგიტყდებით ჯობია რაიმე სხვა მოძებნოთ smile.gif



ლითონის შესაღებად საჭიროა მინიმუმ სამჯერ გარკვეული დროის შუალედებით დავიტანოთ ოქსიდირების გამომწვევი სითხე გასაშავებელი დეტალის ზედაპირზე, ყოველი ახალი ფენის დატანის წინ საჭიროა ძველი ფენის სუფთა წყლით ჩამორეცხვა.

ინსტრუქციის მიხედვით საჭიროა დავიტანოთ სითხე დეტალის ზედაპირზე, ვაცადოთ 3 წუთი, რომ რეაქცია მოხდეს, შემდეგ გავავლოთ გრილ წყალში, რომ ჩამოვრეცხოთ არასაჭირო ნარჩენები, უნდა გავაშროთ და ხელმეორეთ გავიმეოროთ მოქმედება. სულ უნდა გავაკეთოთ ასეთი მოქმედება 3-ჯერ. მაგრამ გაშავების წინ გირჩევთ დეტალის ზედაპირი გაასუფთაოთ ჭუჭყის, ზეთისა თუ თითის ანაბეჭდებისგან, ეს ყველაფერი ხელს უშლის ფერის კარგად დასმას. მე სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დეტალის კარგად გასუფთავება, ამიტომაც პირველი შეღებვის შემდეგ რაღაც აჭრელებული ფერი მივიღე. გაითვალისწინეთ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძება ზმფარის ქაღალდის გამოყენებაც გამართლებული იყოს.

საერთოდ რამდენადაც ვაკვირდები საჭიროა დეტალის გასასუფთავებლად აი ეს სითხე, მე სამწუხაროდ ეს სითხე ხელთ არ აღმომაჩნდა, თუმცა სხვადასხვა წყაროების მიხედვით შეიძლება უფრო მარტივი მეთოდებით გაწმენდა, მაგალითად სარეცხი საშუალებებიდან ფეირი, ან უბრალოდ სამედიცინო სპირტი. ბენზინის და ნავთის ხსენება არსად არ შემხვედრია, ასე რომ ალბათ მათი გამოყენება არარეკომენდირებულია.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევდით დაივიწყოთ ინსტრუქციაში ნახსენები 3 წუთი, უკეთესია თუ დეტალზე სითხის პირველი ფენის დატანის შემდეგ მინიმუმ 10 წუთი მოიცდით, უკეთესია 20 წუთი. ამის შემდეგ ჭყუმპალაობა, გაშრობა და მეორე ფენა. შემდეგ იმავე პერიოდის გასვლის თავზე მესამე საბოლოო ფენაც. თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ მეოთხე და მეხუთე ფენაც დაიტანოთ თუ ფერი არ მოგეწონებათ.

ჰო კიდევ ერთი რჩევა, ხელთათმანების გარეშე ამ სითხეს არ გაეკაროთ და ღია სხეულის ადგილებს მოარიდეთ დასვრილი ხელთათმანები, მაგალითად შემთხვევით დასველებული ხელთათმანით არ მოიფხანოთ ყური, შუბლი, ან ღიპი biggrin.gif სითხე იმდენად აგრესიულია რომ პირველი ფენის შეღებვისას დასველებული ხელთათმანები კვერცხის გულის მაგვარ ყვითელ ფერებში შეღება. ასე რომ.... აღარაფერს ვამბობ თვალების დაცვაზე.

მოკლედ ასე თუ ისე 3 ფენის დატანის შემდეგ საწყისი რვიანიდან მივიღე აი ასეთი რვიანი:



პლიალა ზედაპირი არ აქვს დეტალს, მაგრამ ეს დროებითია, ზეთიანი ნაჭერი და სასურველი ლამაზი ზედაპირიც მიღებულია biggrin.gif

რა თქმა უნდა უკეთესია თუ დეტალზე სითხეს არ დაიტანთ, არამედ დეტალს პირდაპირ სითხეში ჩაალბობოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სითხე ბევრი გჭირდებათ, საჭიროა რაიმე შესაბამისი ჭურჭელიც და გამოყენებული სითხე დეტალთან ერთად შავდება, ასე რომ გამჭირვალე ფერი დაიკარგება.

რა თქმა უნდა შეიძლება უკეთესი ფერის მიღებაც, მაგრამ სახლის პირობებში 50 მილილიტრიანი სითხის მეშვეობით ასეთი რამის მიღება საკმაოდ კარგი შედეგია, თან ამ დეტალის შესაღებად ალბათ მაქსიმუმ 1 მილილიტრი დამეხარჯა. ყოველ შემთხვევაში ვიზუალურად ბოთლს დიდი არაფერი მოკლებია, ან რა უნდა მოკლებოდა 10-15 ჯერ ყურების გამოსაწმენდი ჩხირის ჩალბობოთ, ამ ჩხირებზე ერთი ბეწო ბამბაა დახვეული.

სულ ეს იყო. იმედია შედეგი მოგეწონათ, შემდეგისთვის გექნებათ გათვალისწინებული რომ არსებობს ეგეთი შესაძლებლობა, და ჰო მართლა, კიდევ ერთი რამ, გარდა რადიკალური შავი ფერისა არსებობს კიდევ ერთი ფერი, მუქი, მუქი ლურჯი ფერი რომელიც შავში გადადის. ამ სითხეს უკვე ქვია Birchwood Casey Perma Blue Liquid Gun Blue ფასი უფრო ნაკლები აქვს ღირს 4.99$ ნაცვლად 6.99$-ისა. სამწუხაროდ ეს შესაღები სითხე არ ჩამომიტანია ასე რომ მის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით.

ვსიო, მორჩა კინო, წადით ახლა სახლებში biggrin.gif
bazuka
ჯაჯ ვანა არშეიძლება???
\ანუ რამე ჭურჭელში რომ მოათავსო სითხე და შემდეგ რვიანი
ნუ დიდი დეტალებისთვის არ გამოდგება ეს მეთოდი მარა ...
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th September 2009 - 08:36 PM) *
ჯაჯ ვანა არშეიძლება???

რავა არ შეიძლება, მარა, რამდენი სითხე უნდა???

აგერ ასევთქვათ მთლიანი ხაზი



ან კიდევ აი ეს საშინაო პირობებისთვის


თუმცა ეგეთი ხაზები ბევრნაირია, და თვითონ ეს კომპანიაც ყიდის, მარა ქაჯურ ფასებად, პლასტმასის ზემოთ მოყვანილი ვანებსის ნაკრები ღირს 788.00$. პროსტა ვინ ყიდულობს გამაგებინა biggrin.gif

ან აგერ ერთერთი მომხარებლის რეპორტი

ეს არის თვითონ მწარმოებლის საიტი, ბევრ საინტერსსოს ნახავ, მაგალიტად 3 სახის სითხე აქვთ m20 m24 და m38, პირველი სუპერ შავი, მეორე შავი და მესამე ყავისფერი, კიდევ აქვთ მუქი ვერცხლისფერი და ეგეთი არღაცეები, მარა რა ფასები აქვს იცი! 1 გალონი (უხეშად 4.5 ლიტრი) ღირს 138$ biggrin.gif რამდენის ყიდვას აპირებ???

და ვაბშე აი ასეთების მიღებაც შეიძლებაო biggrin.gif
bazuka
ჯაჯ 1 გალონისთვის 140$ არაა ძვირი, იცი რამდენ რამეს გაუკეთებ მაგ 1 გალონით "ხრომირებას", ძაან ბევრს
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th September 2009 - 09:04 PM) *
ჯაჯ 1 გალონისთვის 140$ არაა ძვირი, იცი რამდენ რამეს გაუკეთებ მაგ 1 გალონით

ჰო მარა ამ 1 გალონის ჩამოტანა კიდევ 40 დოლარამდე დაჯდება პლიუს შიპინგი. მესმის რაიმე წარმოება რომ გქონდეს, მარა მელკი მელკი რაღაცეებზე მაგდენის გადახდა.....
Der Rote Baron
ja_ja, სტრელოკ, ატლიჩნი რეპარტისტ ა იშო ხიმიკ! biggrin.gif
geojorjika
ja_ja
ნუ როგორც ყოველთვის შეუდარებალი რეპორტია, ისე კაი ხანია ვუტრიალებდი მაგ სითხეს ძVელი თოფი რომ მქონდა იმის ვარანენია იყო ცოტა გაქრეცილი მაგრამ მერე ის გავყიდე და აღარც გამხსენებია ეგ სითხე, მშვენიერი რამე ყოფილა ღირს ყიდვა smile.gif , მაგრამ ექსპლოატაციაში როგრი იქნება ეგ არის საქმე, ანუ რამდენად გაუძლებს ხშირ შეხებას? ხომ არ გადაუვა ისევ ეგ დაფერვა? smile.gif აი ეს არის გასაგები smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 6th September 2009 - 08:06 PM) *
მაგრამ ექსპლოატაციაში როგრი იქნება ეგ არის საქმე, ანუ რამდენად გაუძლებს ხშირ შეხებას? ხომ არ გადაუვა ისევ ეგ დაფერვა? აი ეს არის გასაგები

მაგას მარტო ექსპერიმენტებით გავიგებთ.

მაგალიტად დისკოს რვიანზე გაკეთებული ოქსიდირება იმდენად სუსრი იყო რომ თავიდან თბილისის მაშტაბით რომ ვჩალიჩობდი სადმე გამომჩარხავი მეპოვნა და ჯიბით დავათრევდი სულ რაღაც 4 დღე მაგ დეტალს... კარგა გემრიელად გასძვრა შავი ფერი. ამ ახლად შეღებილს, რავიცი არ მინდა თვალი ეცეს მაგრამ სადღაც 15 წუთი ზეთით ვაპრიალებდი, ვროდე არ გადასულა. მერე დრო გვიჩვენებს. ისე კი მიკროსკოპული შრეა ნებისმიერ ვარიანტში, ასე რომ გადასვლით გადავა. მთავარი საკითხია რამდენხანში smile.gif
geojorjika
ციტატა(ja_ja @ 6th September 2009 - 09:16 PM) *
მთავარი საკითხია რამდენხანში smile.gif

აი სად იმალება საიდუმლო smile.gif biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.