ტყვია საინტერესო იყო იმიტომ რომ წონა აქვს მაღალი, კომპინია crosman-ი უშვებს ჰოლოვპოინტერბს, მაგრამ 7/9 გრანიანს, რატომღაც იგივე კომპანია
Crosman-ი უშვებს კიდევ ერთ ჰოლოვპონიტს ტყვიებს, ოღონდ Benjamin discovery-ს სახელით, აი ამ მოდიფიცირებულ ტყვიას უკვე წონა აქვს 10.5 გრანი,
ანუ ზუსტად იმდენივე რამდენიც აქვს COM-ს და CP-ს. როგორ ფიქრობთ საინტერესო ტყვიაა?? მგონი კი, მაშინ მოდით დავიწყოთ მისი განხილვა.

თავდაპირველად ჩამოვყაროთ საწყისი ინფორმაცია:
წონა: მწარმოებლის განცხადებით 10.5 გრანი
რაოდენობა შეფუთვაში: 500 ცალი
მწარმოებელი ქვეყანა: ამერიკა
შეძენილია: pyramydair.com-ზე ამაზონის მეშვეობით
ფასი ამერიკაში: 9.50$
ფასი ჩამოტანის შემდეგ: სადღაც 13$
სახელიდან ვასკვნი რომ ტყვია წესით და რიგით შექმნილია Benjamin Discovery-სთვის, თუმცა შეიძლება ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლა არის.

ტყვია თავისი ფორმით პრაქტიკულად წარმოადგენს COM-ისა და CP-ს ასლს. მაგრამ თავზე აქვს პატარა ამოღრმავება.
რის ხარჯზე ხდება წონის შენარჩუნება 10.5 გრანზე თუ ჰოლოვპოინტს თავზე ლითონი აკლია! ვერ გეტყვით, დიდიხნის დაკვირვების შემდეგ ვერ ვნახე რაიმე
რადიკალურად განმასხვავებელი, უკანა ბოლოში ორივეს ერთნაირი ადგილი აქვს, ტანი იდენტურია, პასუხი ამ მომენტისთვის არ მაქვს, ერთადერთი ეჭვი მაქვს
რომ ცოტა სხვა შენადნობი გამოიყენება, რომელიც შედარებით უფრო მეტს იწონის.
კაი ბატონო გადავხედოთ ტყვიის ზედხედს და ქვედხედს

შეიძლება ითქვას პრაქტიკულად იდეალური განმეორებაა ყველა ტყვიაში, კოლოფში ვერ ნახავთ ვერანაირ მტვერს და ნაგავს, მოკლედ იდეალური სისუფთავეა.
იგივე ტყვიის ზედაპირი რომ დავათვალიეროთ, არის სუფთა და კრიალა, თუმცა ხელს მაინც სვრის, ისე არა როგორც CUM-ი, მაგრამ კვალს თითებზე აუცილებლად აღმოაჩენთ


იგივე შეიძლება ითქვას ქვედაბოლოზე, ტყვიები არის იდეალური. არ ვიცი რა დაზგას იყენებს Crosman-ი ამ ტყვიების გასაკეთებლად, მაგრამ აშკარად კარგი დაზგა აქვს.

იმისათვის რომ წარმოდგენა შეგვექმნას ამ ტყვიაზე, ეს ტყვია შემიძლია შევადარო იგივე Crosman-ის ჰოლოვპოინტ ტყვიას ოღონდ 7.9 გრანიანს. ბენჯამინის
ტყვია უფრო მასიურია, სიგანეში რა თქმა უნდა, კალიბრი არ აძლევს ამის საშუალებას მაგრამ აი სიგრძე... სიგრძე შეზღუდული არაა. ასე რომ...

ზედა სურათზე მოყვანილია Crosman Premier 7.9 Grain Hollowpoint-ი და Benjamin Discovery 10.5 Grain Hollowpoint-ი. სურათები რამდენიმე კუთხიდანაა
გადაღებული და ერთადაა შემდეგ დასმული. ბენჯამინის ტყვიის მასიურობა აშკარად ჩანს.
კარგი ბატონო გადავიდეთ ზომა წონით ერთეულებზე.

წონამ მართალი გითხრათ გამაკვირვა, როგორც აწერია 10.5 გრანი, ისეთივე გხვდებათ შიგნითაც, მაქსიმუმ არის გადახრები 10.6 გრანისკენ, 10.4-იანი ძალიან იშვიათია

ჯინაზე დავისახე მთელი კოლოფის გადარჩევა, მაგრამ ნერვები მთელს კოლოფზე არ მეყო, სადღაც 250 ცალამდე გადავარჩიე, შედეგად ამ 250-ცალში
აღმოვაჩინე ერთადერთი კოლოსალური გადახრა

ანუ ნახევარ პროცენტზე ნაკლები გამოდის 0.2 გრანიანი გადახვევა, დანარჩენი ძირითადად არის 10.5, გამორეულია 10.6 გრანიანები და იშვიათად გვხვდება
10.4 გრანიანები, ანუ ვჯდებით სტანდარტში - პლიუს/ მინუს 0.1 გრანი. რა უნდა ვთქვა? ყოჩაღ კროსმანს რომ მოახერხა წონის ასეთი სიზუსტით შენარჩუნება, არ ვიცი როგორ.
დავაგვირგვინოთ წონის მიმოხილვა ჯგუფური ფოტოთი, ამისათვის ვიღებთ და 10-10 ცალს ვწონი, შედეგად მივიღე შემდეგი სურათი

არის 105.1 გრანი, 105.7 გრანი, მაგრამ არასდროს არ არის 105 გრანზე ნაკლები და 106-ზე მეტი, მოკლედ ტყვია იდეალურად დაბალანსირებულია წონებში,
კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ ვიცი რის ხარჯზე, ლეგენდარულ JSB-შიც კი ვერ ვნახე ასეთი განმეორადობა (ამ მომენტისთვის მხოლოდ მსუბუქი JSB მაქვს 8.4 გრანიანი)
წონის ერთეულებიდან გადავიდეთ ზომის ერთეულებში

თავი სტანდარტულად ზის 4.52 მილიმეტრში, არის გადახრები, ოღონდ 0.01 მილიმეტრის ფარგლებში
”იუბკა” საკმაოდ ფართოა, მაგრამ უნდა ვაღიარო არ უშლის ლულაში ტყვიის შესვლას

იგრძნობა პატარა წინააღმდეგობა, მაგრამ არც ისე დიდი რომ რაიმე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო, იმავე CUM-ს თუ შევადარებთ CUM-ი უფრო მოითხოვს მეტ დაწოლას ვიდრე ეს ექსპანსიური ტყვიები.

ბოლო სურათით ვამთავრებ სიგრძის ზომების გადაღებას.
სხვათაშორის პატარა საიდუმლო ინფორმაცია, Benjamin Discovery-ს მოყვება პატარა რეზინის ჩანთა სადაც რამდენიმე ტყვია ყრია, სადრაც 25-35 ცალი. ასე ვთქვათ სადემონსტრაციო. ზუსტად ეს ტყვიები ყრია სადემონსტარციოდ. შესაბამისად ტყვიას სიზუსტე უნდა გააჩნდეს, თორემ რომელი ჭკუადმყოფელი ჩადებდა სადემონსტრაციოდ ტყვიებს თოფთან ერთად, რომლებიც ჯანდაბაში მიფრინავენ? სწორედ ეს არგუმენტი იყო როდესაც პირველად დავუკვეთე ეს ტყვიები გასატესტად. როგორც ხვდებით დროა სროლის შედეგები განვიხილოთ.

როგორ ფიქრობთ კარგი ჯგუფია 25 მეტრისთვის?? მემგონი კაი შედეგია, იმიტომ რომ ჯგუფები მერყეობს 13-დან 15 მილიმეტრამდე 5 ტყვიან სერიებში. სასაცილოა მაგრამ მიუხედავად ლეგენდებისა რომ ექსპანსიური თავჩახვრეტილი ტყვიები არ მიფრინავს მისამართზე.... ცოტა არ იყოს ლეგენდებში რჩება.
კარგი გადავიდეთ 10 ტყვიენ სერიებზე 25 მეტრიან დისტანციაზე

მაქსიმალური ჯგუფი არის 16 მილიმეტრი. მოკლედ CUM-ზე ოოოდნავ ცუდ შედეგს იძლევა, CUM-ით მოვაღწიე 12 მილიმეტრს, ამით 13-ზე დაბლა ვერ ჩამოვედი, თუმცა უნდა ვაღიარო ბევრი არც მისვრია ჩაჯდომით და დაფიქრებით., სამაგიეროდ დამაინტერესა რამდენად დიდი გაფანტვა იქნებოდა დიდ დისტანციაზე.
ამისათვის ავდექი დატესტირებისთვის მეზობელი კორპუსის ანტენის მილი გამოვიყენე, დისტანცია 62 მეტრი, სროლების რაოდენობა 4, სამიზნე მილის ზომა 3/4 დუიმი (სანტიმეტრებში 19 მილიმეტრი) მინდოდა სურათის დადება, მაგრამ ამ სტატიის დაწერის მომენტში მზე ამ რკინის მილის უკანაა და კონტრაჟურის გამო მორტყმული ტყვიები არ ჩანს. მოკლედ 4-ივე მოხვდა მიზანს საკმაოდ ჯგუფურად. ხვალ დილით იმედია არ დამავიწყდება და გადავიღებ სურათს რომელსაც შესაბამისად ამ სტატიას დავამატებ.