დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: EUNJIN 16.1 grain - განვიხილოთ
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
ja_ja
გავაგრძელოთ ჩვენი რეპორტები, როგორც პირადი გამოცდილება მიჩვენებს ამ ტიპის რეპორტები საჭიროა, რომ ვიცoდეთ რომელ ტყვიას ვენდოთ, რომელს რა მოეთხოვება, რისთვის გამოდგება და....

მოკლედ ბევრი სხვა საიტის მოვლის შემდეგ გამოჩნდა ბევრი კითხვა ამა თუ იმ ტყვიაზე, საბოლოოდ ვერ გავიგე რომელი ტყვია რისი გამკეთებელია, ამიტომაც რამდენიმე ტიპის ტყვია მაქვს შეძენილი (დღეისათვის სადღაც 13, ასე თუ ისე ცნობილი ნაირსახეობა დამიგროვდა) და ნელნელა მათ რეპორტებს ვდებ.

დღეისათვის გეგმაში გვყავს კორეული Eunjin-ი, 0.177-იან კალიბრში ერთერთი მძიმე ტყვიაა, მას პირველობაში შეიძლება შეეცილოს Rabbit Magnum-ი, მაგრამ სად შეიძლება მისი ყიდვა არ ვიცი, ისე მართალი გითხრად იმ კუდრაჭა მაგნუმის დიდად არ მჯერავს რაღაც ძალიან მარტივი ფორმა აქვს რომელსაც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს იყენებდნენ. რავიცი შეიძლება ვცდები მაგრამ...



პირამიდის საფირმო შეფუთვა smile.gif შემდგომში შევეცდები ხოლმე ორიგინალი შეფუთვები გიჩვენოთ როგორი სახით ჩამოდის ჩვენამდე. ზოგი აი ასეთი შეფუთვით, ზოგი კი თავის კოლოფშია შეფუთული და პირამიდის ჩარევა საჭირო არარაა ხოლმე, ძირითადად ასეთი არის crosman-ის ტყვიები.

მოდი ჩამოვყაროთ ტყვიის ძირითადი მახასიათებლებები მის განხილვამდე

წონა: მწარმოებლის განცხადებით 16.1 გრანი (უხეშად 1.043 გრამი)
რაოდენობა შეფუთვაში: 220 ცალი
მწარმოებელი ქვეყანა: კორეა
შეძენილია: pyramydair.com-ზე ამაზონის მეშვეობით
ფასი ამერიკაში: 7.25$
ფასი ჩამოტანის შემდეგ: სადრაც 10-11$

ტყვია თავდაპირველად შექმნილი არის კორეული PCP თოფებისთვის, ისეთებისთვის როგორიცაა Sumatra 2500 და Sumatra 2500 Carbine, შეიძLება ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ პირადად მე ეს იარაღი ესთეთიური ფორმით არ მომწონს, თუმცა ენერგეტიკაზე მგონი ლეგენდები დადის.

მოკლედ საწყისი წერტილი გვაქვს, ახლა გადავხედოთ რეალობას.

ტყვიები ჩადებულია რკინის კოლოფში და სტანდარტულად როგორც მწარმოებლების უმეტესობა იქცევა ხოლმე გახსნის ადგილი საიზოლაციო ფირით არის შემოხვეული. საერთოდ უნდა ვაღიარო რომ crosman-ს უკეთესი კოლოფები აქვს, ცოტა დიდი ზომისა, მაგრამ მოსახერხებელი და პრაქტიკულია, მოუჭერ ხრახნივით და... აღარც გახსნის გეშინია არც დაფანტვის...



პირველი რაც თვალში გხვდება ეს არის ბზინვარე ტყვიები, რაღაცნაირად გაპრიალებულია, ისეთი შეგრძნება გრჩება რომ უმაღლესი დონის ტყვიებთან გაქვს საქმე, ხელში აღებისას ტყვია ხელში იმდენად კარგად დასრიალებს რომ მიგაჩნია ოდნავი ზედმეტი ნაკაწრებიც არ გააჩნია ტყვიას, იდეალურად პოლირებული ზედაპირი აქვს. მოკლედ, იდეალურის შეგრძნება გეუფლება, მაგრამ ეს შეგრძნება მალე ქრება და ხვდები რომ თითები ხეთში ტივტივებს და იმიტომაც დასრიალებს ტყვია ხელში biggrin.gif



არ ვიცი რამდენად ჩანს ამ სურათზე, მაგრამ კოლოფი გაჟღენთილია ზეთით, შესაბამისად კედლებზე მიწეპებულია მთელი წარმოების ნარჩენები biggrin.gif ასე თუ ისე იდეალურობის პირველი მითი გაქრა biggrin.gif

გადათვლისას აღმოჩნდა რომ კოლოფში არის 228 ცალი ტყვია, ნაცვლად 220-ისა, რაღაც არასასიამოვნო ვიგრძენი ეგრევე, კოდიაკის გამოცდილებიდან გამომდინარე ესეიგი წონითაა ტყვიები ჩაყრილი და არა ცალობით, წონით ჩაყრისას ზედმეტი რაოდენობა კი... თუმცა ამაზე მოგვიანებით. ჯერ გადავხედოთ ტყვიის ფორმებს ზემოდან და უკნიდან.



ზემოთა ხედიდან უკვე ჩანს რომ იდეალურობის მითი მეორედ გაქრა. მართალია კოლოფში ყველას ასეთი გაუგებარი ფორმები არ აქვს, მაგრამ საკმაოდ ბლომადაა არასტანდარტული ფორმები, უხეშად რომ ვთქვათ სადღაც 30-35% სწორედ ასეთი გაუგებარი ფორმის ტყვიებია, დარჩენილ მრგვალთავიანებსაც მთლად კარგად ვერ აქვთ საქმე, ზოგს ტანი მოკლე აქვს, ზოგი გადაქანებულია იქეთ ან აქეთ, მოკლედ იდეალურობის მითი მესამედ დაიმსხვრა.

კარგი ბატონო შევიხედოთ ”იუბკის” ქვეში, იმედია კივილის ხმას არ გავიგებთ.



როგორც ხედავთ ზოგს იუბკის თავის ბრტყელი აქვს, ზოგს დაღუნული, ზოგს წვრილი თავი აქვს, მოკლედ იდეალურობის ყველანაირი ანტი ვარიანტია ეს ტყვია smile.gif შესრულების დონე როგორც ხედავთ მთლად სიმაღლეზე ვერაა. 10-20 ერთნაირი ტყვიის ამორჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმისათვის რომ შემდგომ სროლისას მაქსიმალურად კარგი შედეგები მიმეღო.

კარგი ბატონო გადავიდეთ წონით და ზომით ფორმებზე

ამორჩევის დროს მომიწია მთელი კოლოფის "გადაშმონვა", შესაბამისად მივიღე მინიმალური და მაქსიმალური წონების მთელი დიაპაზონი.



მინიმალურ წონას როგორც სურათიდან ჩანს საკმაოდ შორსაა შეპირებული 16.1 გრანიდან. არცაა გასაკვირი, როდესაც ხედავ რომ ტყვიას ხან ზემოდან ხან ქვემოდან მთელი ნაკბეჩი აკლია....



ზედა სურათზე ჩანს მაქსიმალლური წონაც, ამას არცერთი ტყვია არ აცდენილა, თუმცა აქვე ვაღიარებ მაქსიმუმ 10-15 ტყვია იყო ამ წონის, დანარჩენი როგორც წესი შედარებით ნაკლები წონისაა.



ძირითადი მასა თამაშობს სადღაც 15.5-დან 15.8 გრანთან, ამას გვიჩვენებს ზედა სურათიც და ქვედა კოლექტიური სურათიც.



საშუალო წონა სადღაც 15.7 გრანთან თამაშობს, მართალია ეს არ არის 16.1 გრანი, როგორც მწარმოებელი გვპირდება, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა, თან იგივე 15.7 გრანიც საკმაოდ მძიმე ჭურვია და საკმაოდ ძნელი მოსანელებელია ზოგიერთი არსებისთვის.

კარგი ბატონო მივხედოთ ჩვენს სანტიმეტრებს. მაშ ასე ტყვია რა თქმა უნდა, სტაბილური წონებით არ გამოირჩევა, მაგრამ მიუხედავად მოკბეჩილი თავებისა შესაშურად სტაბილური კალიბრის ზომები მიჩვენა. რა თქმა უნდა, რამდენიმე გადახვევა არის, მაგრამ პლიუს/მინუს 0.01 მილიმეტრის ვარიანტში, რაც ამ ტყვიისთვის ცოტა არ იყოს საოცარია.



მაშ ასე თავები პრაქტიკულად 90%-ს აქვს 4.52 მილიმეტრი, არ ვიცი რის ხარჯზე მიიღწევა ასეთი სიზუსტე, მაშინ როდესაც ფორმა ზემოდან და ქვემოდინ კოშმარულად განსხვავდება ერთმანეთისგან.



რაც შეეხება ქვედაბოლოს, აქ ასეთივე სიზუსტე აღარ არის, ცოტა თამაშობს დიამეტრები, მაგრამ ძირითადად ყველა არის 4.7 მილიმეტრთან. ალბათ გაგიკვირდებათ ამხელა ვერზილა რაფრა შეეტევა ლულაშიო, უნდა გაგიკვირდეთ მაგრამ სავსებით თავისუფლად ეტევა. არანაირი ძალის დატანება ან რაიმე ასეთი, არ ვიცი რისი ბრალია, ზეთის თუ იმის რომ ამ ტყვიის ქვედაბოლო საკმაოდ რბილია. ფაქტი ერთია მიუხედავად ამხელა ფორმისა ტყვია იდეალურად ჯდება ლულაში. არ ვიცი LW-ს შემთხვევაში როგორ იქნება, მაგრამ Crosman-ის ლულას ეს საკითხი არ აწუხებს.



კარგი ბატონო, გადავიდეთ ბალისტიკურ შესაძლებლობებზე, კოეფიციენტების გამოთვნა ჯერ ვერ დავამუღამე, მაგრამ ამ ტყვიას ქრონის მიხედვით შეუძლია Benjamin Discovery-დან იფრინოს 220-224 მეტრ წამის სიჩქარით. ამ სიჩქარით გაზეთების გროვაში მოხვედრისას იღებს არაადეკვატურ ფორმებს



პირველი ორი სადემონსტრაციოდ დევს გაუსროლელი, მესამე შუაზე გადაჭრილია პროფილის დასანახად დანარჩენი კი ნასროლი ტყვიებია. შედარებით რბილ ობიექტში მოხვედრისას ტყვია სივდება, თავი უაზროდ დეფორმირდება, მოკლედ, წრეზე შემორტყმული რგოლების ადგილზე, ტყვია ფორმის კარგვას იწყებს. ადრე ასეთ ფორმას ლურსმის ტავს ეძახოდნენ, ანუ შედის სხეულში ბრტყელდება და უკან იმავე ხვრელით აღარ გამოდის, იმის გამო რომ ფორმა შეიცვალა.

სამწუხაროდ აქ არ მაქვს მყარ ობიექტზე ნასროლი ტყვიების ფორმები გადაღებული (შევეცდები მოგვიანებით დავდო, აგროვებული კი მაქვს მაგრამ ჩაკარტოჩკება დამავიწყდა), ეს საერთოდ კოშმარია, ტყვიას სძვრება ვეებერთელა ნაფლეთები, თან არა ისე რომ იუბკა ცალკე და თავი ცალკე წავიდეს, არამედ მთელი განივი ჩამონათალები სძვრება. მოკლედ ასეთი ტყვია სხეულში ძვალს თუ შეეხო, სხეულის შიგნით ისეთ ფორმებს მიიღებს რომ... მოკლედ ვინც ჩაყლაპავს ალბათ ვეღარ გადმოაფურთხებს, პლუმბუმის მოწამვლას მიიღებს.

ესეიგი ფორმები ვიცით სასიკვდილოა, წონა .. თქვენ კარგად იყავით ისეთია რომ... აი სიჩქარე წონის გამო მოიკოჭლებს. დაგვრჩა სიზუეტე. რისთვის გვჭირდება ასეთი მომაკვდილებელი ეფექტი თუ არ ვიცით მოვარტყავთ ვინმეს თუ ვერა.

დადგა დრო ვნახოთ ჩვენი ნასროლი სამიზნეები



პირველი 5 სროლის სერია, სროლა მიმდინარეობდა გადარჩეული ტყვიებით, მაგრამ როგორც ერთი კვირის თავზე მეორე გასვლამ გვიჩვენა, იმავე შედეგს ვიღებთ გადარჩევის გარეშე ლულაში ნებისმიერი Eunjin-ის ტყვიის ჩატენვით. შედეგად 5 ცალიან სროლაზე საუკეთესო შედეგი იყო 16.7 მილიმეტრი 25 მეტრზე, ხოლო ყველაზე ცუდი იმავე 25 მეტრზე იყო 20 მილიმეტრი.

გადავიდეთ 10-იან სერიაზე



აქ უკვე გაფანტვა მეტად ჩანს, ყველაზე კაი შედეგი იყო 30 მილიმეტრი, ყველაზე ცუდი 35 მილიმეტრი, დისტანცია იგივე 25 მეტრი. რა თქმა უნდა ამ ტყვიებით ჩემპიონატზე გასვლა არ ღირს, მაგრამ სანადიროდ, მშვენიერი მაჩვენებლები აქვს, თან ნაკლები სიზუსტის კომპენსირება ხდება ტყვიის არაადამიანურ ფორმების ცვლით და ფლეთვით. მოკლედ სანადიროდ ამ ტყვიას მწვანე შუქი აქვს, მიზანში სასროლად კი სამმაგი წითელი biggrin.gif

მაშ ასე სტანდარტულად ჩამოვაჯამოთ მიღებული შედეგები.

1) ტყვია ცოტა არ იყოს ძვირი გამოდის, სადღაც ცალი ჯდება 5 ცენტი.
2) წონა არასტაბილურია, დიაპაზონი მერყეობს 14.7 გრანიდან 16.1 გრანამდე, თან ძირითადი მასა სადღაც 15.7 გრანთან არის.
3) ზომები თავისებურია, თავი ყველას სტაბილურად აქვს და 4.52-ში ჯდება , ქვედაბოლო კი გაფლაშულია და 4.7 მილიმეტრს აღწევს, მაგრამ იმის გამო რომ ლითონი რბილია ეს სულაც არ ქმნის პრობლემებს ტყვიის ლულაში ჩატენვისას
4) სიჩქარე დაბალია 220-224 მეტრ წამი, იმის გამო რომ დიდი წონა აქვს და ლულაში კედლებთან დიდი შეხების ფართობი აქვს.
5) სიზუსტე აქვს, მაგრამ მხოლოდ სანადირო კლასის
6) ტყვია პრიალა და სრიალაა, მაგრამ ეს მხოლოდ კოლოფში ჩასხმული უზომო ზეთის რაოდენობითაა გამოწვეული
7) თავის ფორმები არაადეკვატურად იცვლება ტყვიიდან ტყვიამდე, 25 მეტრზე თუ დიდი გაფანტვას არ გვაძლევს, მეტ დისტანციაზე აშკარად იქონიებს გავლენას კოკბეჩილი თავები.

ჩემის აზრით გამოყენების არეალი მხოლოდ ნადირობით შემოიფარგლება, ისიც იმ შემთხვევაში თუ სამიზნე შესაბამის ტყვიაზე გაქვთ გასწორებული, მაგალითად 25 მეტრიან დისტაბნციაზე თუ სამიზნე გასწორებული იყო CP-ზე და 10-ებში მიდიოდა, Eunjin-ზე გადასვლისას ტყვიები იმავე დისტანციაზე სადღაც 2-3 სანტიმეტრით დაბლა ჯდებოდა.

მოკლედ სულ ესაა ამ ტყვიის ავ კარგიანობა, შედეგები მე დავწერე, დასკვნები კი ისევ თქვენი გამოსატანია, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს და თავისი მიზნები აქვს, ასე რომ ჩემს მიერ მინიჭებული იარლიყი შეიძლება ზოგს არ გამოადგეს.
geojorjika
ja_ja
აჰა მერე იტყვი მიტყდება რეპოტტების "ილია ჭავჭავაძეს" რომ მეძახითო , აბა რა დაგიძახოთ კაცო ესეთი რეპორტების მერე ჰაააა smile.gif

დიდი მადლობა smile.gif
parna
მომეწონა ეს ტყვიები მე შეხვედრაზე
ja_ja
ვამატებ შეპირებულ დაფლეთილი ტყვიების სურათს



ეს არის 25 მეტრზე ნაცროლი ტყვიებიდან დარჩენილი ნაწილები.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 29th August 2009 - 06:19 PM) *
ეს არის 25 მეტრზე ნაცროლი ტყვიებიდან დარჩენილი ნაწილები.

რაზეა ნასროლი ???
Davitus
ციტატა
ვამატებ შეპირებულ დაფლეთილი ტყვიების სურათს

ვპეჩეტლიაეტ...

ჩემი ღრმა პნევმომონადირული ინტუიციით ეს ტყვიები მელიას, და ტურასაც დააგდებს 15 მეტრის დისტანციიდან

ეს ტყვიები ალბათ ნადირობის დროს როგორც ჟაკანი უდევთ "ნა ვსიაკი პაჟარნი" ისე უნდა გქონდეს, რაიცი რა ხდება smile.gif


P.S. ამ ტყვიების ექსპანსიურობა არის იმ ორი ზოლის დამსახურება რომელიც თავში აქვს დატანილი.
nihontoman
წარმოიდგინეთ ხალხო, ასეთი ფორმის ტყვიებს კროსმანი რო უშვებდეს, რა დატაცება იქნება!(რა თქმა უნდა თუ პრემიერის ხაზში გაუშვებს და ხარისხიანად გაკეთებს)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.