დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Evanix AR6
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
Davitus
რავიცი რავიცი, ბევრი ინფო და რეპორტები ამ კონკრეტულ მოდელზე ვერ მოვიძიე

ამ ვიდეომ დამაინტრიგა ცოტა

ის ვერ გავიგე რა პრინციპით შეუძლია, ჯერის სროლა ავტომატურად, ბოლოს დააკვირდით ტიპი იმენნა ლამის წამში 2 გასროლას ასწრებს

არადა PCPია და არა CO2
http://www.youtube.com/watch?v=1fOA7vAf7OQ

იქნებ ვინმემ რამე მირჩიოთ, არადა 900$ მდე ღირს, ახლა ვიკვლევ საბაჟოზე ვინმე ნაცნობს რომ ექსკლუზიურად 22 კალიბრი იქნებ ვინმემ შემომატანინოს ნაცნობობაში, რიავიცი რიავიცი
ja_ja
Davitus
ეგ ფიშტო მარაზმია. ენერგია აქვს უბედური იმის ხარჯზე რომ ყველა დირკიდან ჰაერს აპარებს და კომპენსირებისთვის დიდი დოზით იძლევა ჰაერის პორციებს. შედეგად ველური ძალა და ველური ხმაური აქვს, რომელსაც ვერანაირი მოდერი ვერ უშველის.


რაც შეეხება რატომ აპარებს, მგონი ერთადერთი მოდელია ბაზარზე რომელიც პირდაპირ ბარაბნიდან ისვრის ტყვიას, შედეგად მინიმუმ 2 ადგილზე ჰაერი იპარება, ესენია ბარაბნის თავი და ბოლო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბარაბნიდან გაქანებული ტყვია კუთხვილებზე რამდენად კარგად შეჯდება..... (მოკლედ ეს ცალკე თემაა)

დალშე, სროლა რომელიც მოგეწონა და ბევრს ისვრის კლიენტი, ყველანაირ პონტში სარეკლამო ხოდია, დაივიწყე ეგ ჩქარი სროლა მაგ ფიშტოთი და აი რატომ.

სროლა ხდება რევოლვერის Double Action-ს პრინციპით. ანუ single Action-ით ისვრი როდესაც ჩახმახს გადმოწევ მოამზადებ თოფს და მხოლოდ სასხლეტს გამოკრავ, ხოლო როდესაც სასხლეტზე დაწოლით აპირებ ჩახმახის საბრძოლო მდგომარეობაში აყვანასაც და დატენვასაც და გასროლასაც მაგას ორმაგი მოქმედება ჰქვია. მოითხოვს ბევრ ძალას და პრაქტიკულად ყოველთვის იწვევს ლულის გადაწევას თითის მოქაჩვის მხარეს. ანუ შენ მარჯვენა ხელით თუ ისვრი ყოველთვის მარჯვნივ გაგექცევა ტყვია. თან ეს მუდმივი კოეფიციენტი არა, დამოკიდებულია ხელის და თითის დაღლაზე.

გისვრია ოდესმე ნაგანიდან? თუ არა გასინჯე და მიხვდები რას ვგულისხმობ.

ევანიქს აქვს სხვა ახალი მოდელი გირჩევნია მაგას შეხედო. Evanix Blizzard S10, ჯერესერთი გაცილებით იაფი ღირს, მეორეცესერთი ბარაბანზეა, მაგრამ უკვე ბარაბნიდან აღარ ისვრის ტყვიას, გადატენვისას ბარაბნიდან ლულაში შედის ტყვია და მერე ხდება გასროლა.

რავი, მგონი ეს მეორე ჯობია ვიდრე AR6, მგონი რომ ძალა და ვითომ ჩქარი სროლა შეცდომაში შეგიყვანს.
nihontoman
ja_ja
+1 ბლიზარდი ყველანაირად ჯობია მაგას, ნაკლებ გააპარებს ჰაერს და მეტი სიზუსტეც ექნება. რაც მთავარია, ბლიზარდი უფრო უკეთაა დამუშავებული, ვიდრე ძველი მოდელები, იგივე AR6. ეე ამბობენ ამერიკელები, სეიძლება ეს ბლიზარდი კაკრას კარგი ფიშტო აღმოჩნდეს, მარა მგონი ,მაგა ისევ მარადიორი ჯობია...
Davitus
ja_ja

არა რა, ყველა გზა მარადიორამდე მიდის biggrin.gif მარადიორი ფორევა... მაგრამ მე 22 კალიბრს ვერ ვურალატებ, ან ეგ ან სულ არაფერი smile.gif ვაგრძელებ ნაცნობის ძიებას, და ეგრევე დავუკვეთავ smile.gif
Power_VANO
Davitus
ამანათები მებაჟეებთან Random-ად მიდის, წინასწარ ვერ გეცოდინება შენი ამანათი მოხვდება თუ არა ნაცნობთან. + რომც მოხვდნენ, კონტროლი აქვთ გამკაცრებული სასტიკად, აკრძალული ტვირთი ან განბაჟებას დაქვემდებარებული რომ გამოატარონ, საციხედ აქვთ საქმე, პრაქტიკულად. TV-შიც იყო, ამასწინათ, ერთი მებაჟე დაუჭერიათ.
tarasuna
მეგობარმა მთხოვა რომ ავტომატური პცპ მინდაო მე მხოლოდ ერთი მოდელი ვნახე იუთუბზე ევანიქსის მაინტერესებს სხვა მოდელები თუ არის და რა მინუსები აქვს ან რომელიმე მოდელის გადაკეთება თუ შეოლება ავტომატურზე
ბაიკერი
tarasuna
პოლუავტომატს თუ გულისხმობ სულ 3-4 ცალი თუ შეილება ინახოს ისიც 2000$ მინიმუმ უნდა. fx monsoon, fx revolution, kalibrgun colibri და ევანიქსი
ja_ja
ბაიკერი
tarasuna

ორივეს გიკბენთ ეხლა ისე რომ მერე დამიწყებთ ჩხუბს რას გვერჩიო...

და გერჩით იმას რომ რა უნდა ყიდვის და შერჩევის საკითხს ამ თემაშ? და სად ავტომატური პნევმო და სად AR6.... სასწრაფოდ გადალაგდით სხვა თემაში.... და თუ არ არსებობს, შექმემით, აქ კიდევ ნუ გააგრძელებთ დომფხალს თორემ ავბობოქრდები.

არქეოლოგიაზე აღარაფერს ვამბობ offtopic.gif rtfm.gif
okela84
ციტატა(ბაიკერი @ 27th December 2016 - 08:06 PM) *
kalibrgun colibri

wub.gif

საკმაოდ ზუსტიც არის და დიზაინი აქვს ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეს პცპ ს
ja_ja
okela84
შენც მაქეთ??? სათითაოდ PM-ში მოგწეროთ თუ სუყველას ბანი აგკიდოთ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.