parna მე მიმუშავია, ბევრ მოდელებზე, მუდამ ვაწყობდი თვითფრინავებს, ვერტმფრენებს, გემებს და ა.შ. შეღებვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია მოდელირებაში,
ჩემი პირადი გამოცდილებიდან გირჩევ, პულვერიზატორით შეღებო, თუ მინი პულვერიზატორს ვერ იშოვი, ადექი და მიიტანე ნებისმიერ მალიართან, საღებავი მიუტანე და შეგიღებავს 3უთში, 3 ლარიან ფეინთებს არ გირჩევ, ადექი და იყიდე მანქანის საღებავი, რამდენიმე ფერისგან რომ აყენებენ ისეთი, ფერის არჩევისთვის, მონახე რამე მანქანა, რომლის ფერიც მოგეწონება, მერე პატრონს თხოვე ახადოს კაპოტი და საღებავის ზუსტი კოდი გიტხრას (მანდვე აწერია) შენი "კუზაოსთვის" 100გრ ყელში ამოგივა, თან ნამდვილი კუზაოს ეფექტი ექნება, დაჟე მერე ლაქის გადასმაც შეიძლება, ძალიან თხელი ფენა წავა და დეფორმაციის შემთხვევაშიც კი არ აძვრება ეგ საღებავი...
მოკლედ რომ იჩალიჩებ, სურათები არ დაგავიწყდეს