დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნადირობის სეზონი 2009
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
geojorjika
მოკლედ მართალია მონადირეები ამ ფორუმზე არცთუისე ბერვნი ვართ , მაგრამ მაინც რაკი 2009 წლის ნადირობის სეზონზე დაუშვეს პნევმატიკითნადირობა უკვე ოფიციალურად, ამიტომ გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას , სულ წარმატებულ ნადირობას გისურვებთ , იისათვის რომ ლეგალურად ინადიროთ საღიროა ლიცენზია , რომელიც წარმოადგეს უბრალოდ საბანკო ტრანსფერის ქვითარს (ჩეკს) , ანუ მოკლედ მიდიხართ ბანკშI და იხდით 10 ლარს ლიცენზიის გადასახადს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220 101 222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033.
განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის – ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, რაიონი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.


ja_ja
geojorjika
ლიცენზია ყველაზე მარტივია. ნადირობის ნებართვაც მშვენიერია, მარა წინა გასვლაზე ვნახეთ როგორ აგვიფრინდა მწყერი, ფეხებთან. რომ გასკდე, მაგას ვერ გაარტყავ პნევმოთი. ბალაყებში კი პონტია ვერ იპოვი ოპტიკით თვალებიც რომ დაითხარო.

რომც იპოვო და ესროლო არ გონდა მერე იპოვო სად დააგდე biggrin.gif
geojorjika
ja_ja

ციტატა
მარა წინა გასვლაზე ვნახეთ როგორ აგვიფრინდა მწყერი, ფეხებთან. რომ გასკდე, მაგას ვერ გაარტყავ პნევმოთი


აბა რომ ახურებდით მონსუნით გავარტყავთო , ეგ როგორ იყო ? biggrin.gif biggrin.gif , მერე მე მარტო პნევმოთI მონადირეებს არ ვგულისხმობ მე მაგალითად ცეცხლსასრლითაც ვნადირობ და პნევმოთიც smile.gif
კაცო მწერისთვის მაქვს მე ფაუსტი smile.gif , მე ვამბობ იხვი , ქედანი , ჩხართვი და ისეთი ფრინველი რომელიც მიწაზე, წყალზე, ხეზე, მავთულზე ჯდება და დანახვა შეიძLება , თორემ ეგრე ვერც ღალღას მოკლავ, ვერს ჩიბუხას,ჭოვილოს, ტყვისქათამს და ასე შემდეგ biggrin.gif biggrin.gif
Power_VANO
geojorjika
დამჯდარზე სროლა არ შეიძლებაო, ვიტომ biggrin.gif
geojorjika
Power_VANO
ვიტომ კი არა მე ვთქვი ეგ biggrin.gif , ეგრე არაფერი არ შეიძლება და ვიყოთ და ვანძ..თ მაშინ biggrin.gif biggrin.gif
Davitus
მე 21 ში გავხსენი biggrin.gif სამწუხაროდ აქ სანადირო თოფებს ვერ წამოვიღებ, სოფელში მაქვს, რაღაც მიზეზების გამო... თორემ სიამოვნებით წამოვიღებდი გასვლაზე, ლისის ტბისკენ კაი მწყერები ჩითავს როგორც მიტხრეს
geojorjika
Davitus
მე მაქვს გლუვლულიანი , მაგრამ ლისზე ნადირობა მემგონი არ შეიძლება არა? sad.gif
Davitus
არა ლისზე აკრძალულია, მაგრამ ლისზე თუ გაიხედავ მთებისკენ, იქით, მოშორებით, შეიძლება ათეული გასროლა გააკეთო და მერე წამოხვიდე, მეეჭვება ვინმემ რამე გითხრას
geojorjika
Davitus
რავიცი რავიცი ვნახოთ თუ მაინც და მაინც გასვლაზე წამოვიღებ გლუვლულიანს და ვისროლოთ smile.gif
bazuka
Davitus
ცხენიანი პატრული დადის ლისზე, როგორც მინიმუმ 2 ჯერ აკეთებენ შემოვლას, ბათქაბუთქზე უეჭველი მოგადგებიან
Gigabyte13
გილოცავთ სე8ონის გახსნას,

ჩვენ - ოჩოპინტრემ, 150 კმ-ში ანუ გომარეთში გავხსენით სე8ონი.
მაგარი ნასიამოვნები დავრჩით!!! smile.gif
geojorjika
Gigabyte13
ვნახე სურათები , გული დამწყდა რომ არ წამოვედი , მაგრამ არ მრცალა შაბათს და თან მაგარი დაღლილი ვიყავი თავი ძლივს ავწიე ლოგინიდან sad.gif
Gigabyte13
geojorjika
სამწუხაროა, რომ არ წამოხვედი...
მაგრად გაგისწორდებოდა.
Der Rote Baron
Gigabyte13, მეც ვნახე ფოტოები კაი სეზონის გახსნა გამოგივიდათ smile.gif
პ.ს აი ოჩოპინტრეზე უკვე კეპებიც აქვთ sad.gif ამ ფორუმს კიდე არაფერი!! ბლიაძ რა! :angry:
საღოლ ოჩოპინტრეს!! 5.gif
vito
Davitus
ციტატა(Power_VANO @ 22nd August 2009 - 01:12 PM) *
დამჯდარზე სროლა არ შეიძლებაო, ვიტომ

მე კი არ ვთქვი, კანონი ამბობს smile.gif

ციტატა(Davitus @ 22nd August 2009 - 06:13 PM) *
ლისის ტბისკენ კაი მწყერები ჩითავს როგორც მიტხრეს

თითქმის ყოველ დღე გაგვყავდა გაზაფხულზე ძაღლები და მწყერი ვერ ვნახეთ მაქეთ........
ეხლაც მანდ მუშაობს ჩემი ძმაკაცი იპოდრომზე, მთელი ზაფხლი მანდ გაატარა და ძლივს ნახულობდა თვეში 1 ცალს

ციტატა(Davitus @ 22nd August 2009 - 06:21 PM) *
ლისზე აკრძალულია, მაგრამ ლისზე თუ გაიხედავ მთებისკენ, იქით, მოშორებით, შეიძლება ათეული გასროლა გააკეთო და მერე წამოხვიდე, მეეჭვება ვინმემ რამე გითხრას

რატოა აკრძალული, ტბის მიდამოებს გაშორდით და ისროლეთ რამდენიც გინდათ......

bazuka
ციტატა(bazuka @ 23rd August 2009 - 09:20 PM) *
ცხენიანი პატრული დადის ლისზე, როგორც მინიმუმ 2 ჯერ აკეთებენ შემოვლას, ბათქაბუთქზე უეჭველი მოგადგებიან

არავინ არაფერს არ გეყვით თუ არ დაშავებთ რამეს, ერთ ერთი პატრული პნევმატიკის მოყვარულიც არის,
ცოტა ხანში გაგაცნობთ, აქაც დავარეგისტრირებ, კაკ რაზ მაგ მიდამოებში აკეტებს შემოვლებს.........

ციტატა(George @ 24th August 2009 - 01:05 AM) *
პ.ს აი ოჩოპინტრეზე უკვე კეპებიც აქვთ ამ ფორუმს კიდე არაფერი!! ბლიაძ რა!

აჰა და იქნებ სტიმულიც მოგეცეთ, ძალიან ცუდ დღეში ხართ, არადა ელემენტარული მანევრირება გჭირდებათ,
ძლიან მარტივი პროცედურაა, ოღონთ აქ არ გააოფოთ,ქე იცით კლუბზე რა თემებშიც უნდა წეროთ, მაგრად
მიტყდება და მაკვირვებს თქვენი პასიურობა.............



http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...t=0&start=0
vito
რაც შეეხება პნევმატიკოსებისთვის მწყერზე ნადირობას, ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ იდეს გეტყვით და
თუ მიყვებით შეიძლება რამე გამოვიდეს.

1. თუ მაინცდამაინც გადაწყვიტეთ სანადიროთ წასვლა, აირჩიეთ ისეთი ადგილი სადაც გაიგებთ რომ ბევრია,
რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის და ხვდებით ალბათ რატომაც, ისედაც პატარა შანსი გექნებათ და
მთელი დღე 2 გასროლა რომ გააკეთოთ ცუდად გახდებით...........

2. არავითარ შემთხვევაში არ ინადიროთ გამოუცდელი ძაღლით და ისეთით რომელიც ნაბულს არ აკეთებს. და
თან ნაბულის მერე არავითარ შენთხვევაში არ უნდა გაეკიდოს მწყერს, დიდი ალბათობაა რომ ძაღლს დააზიანებთ,
მიზანში ამღებაშიც ხელს შეგიშლით და არეულობასაც გამოიწვევს. ქვასავით უნდა დარჩეს გაუნძრეველი აფრენის შემდეგ.

3. იარეთ ჯგუფებად, გაშლილათ ე.წ. "ცეპით" სიარულიც, როგორც გლუვლულიანით სიარულის დროს არ გამოგადგებათ.
მაქსიმალურად ახლოს იმოძრავეთ, ვთქვათ 3 კაცი და გაიშალეთ 1-2 მეტრიან დაშორებით ზოლში, მეტი არ არის საჭირო, აფრენისას ერთი ხაზიდან
მოგიწევთ გასროლა და გარტყმის ალბათობა მეტი გექნებათ ერთდროულად სროლისას........

4. ეცადეთ ახლოსვე ესროლოთ, გემახსოვრებათ ჩემი დაყრილი ვიდეოები აგდებულ ბოთლებს რომ ვტეხავდით.
ცოტა გაივარჯიშეთხოლმე და ყველაფერი გამოვა, ოღონთ შუშის არ იხმაროთ, გარემო ბინძურდება smile.gif
ალბათ 0.5 ბორჯომის ან ნაბეღლავის პლასტიკური ბოთლებიც ივარგებს, აფრენის იმიტაცია ადვილი გასაკეთებელია,
მიწიდან აუგდეთ ერთმანეთს დახლოებით 3-5 მეტრიდან და ეცადეთ ადამიანის სიმაღლეს არ ააცილოთ და მიმართულებაც
პირდაპირი მიეცით დაახლოებით საითაც იყურები: 10.30 -13.30 საათის რადიუსში

ეს მოკლე რჩევებია, მერე სერიოზულად თუ გადაწყვიტავთ ძაღლის ამბავშიც გასწავლით ვინც არ იცით როგორ და
რანაირად უნდა დაუდგეთ ნაბულის დროს და კიდევ პატარ პატარა დეტალებიც განვიხილოთ..........
geojorjika
vito
ვიტო ბევრი კი გიწვალია , მაგრამ შენც ხომ იცი რომ პნევმატიკით გაფრენილზე ნადირობა სისულელეა smile.gif , და თან აფრენილ მყერზე გლუვლულიანის სროლას და ჩამოგდებას ვერანაირი პვემტაკიკის ტკაცუნი ვერ შეცვლის smile.gif
Power_VANO
ციტატა(Der Rote Baron @ Aug 24 2009, 12:05 AM) *
Gigabyte13, მეც ვნახე ფოტოები კაი სეზონის გახსნა გამოგივიდათ smile.gif
პ.ს აი ოჩოპინტრეზე უკვე კეპებიც აქვთ sad.gif ამ ფორუმს კიდე არაფერი!! ბლიაძ რა! :angry:
საღოლ ოჩოპინტრეს!! 5.gif


ოჩOპინტრეს კეპებიც აქვს, კლუბის წევრის მოწმობებიც, საერთო ბიუჯეტიც, ტელევიზიაშიც აჩვენებენ უკვე, სამინისტროსთან და გდი-სთან კავშირები და განხილვები და ა.შ.

ესეც სტიმულად გამოდგეს იქნებ smile.gif
Power_VANO
geojorjika
სამაგიეროდ მუღამი გექნებათ რომ პნევმოთიც მოახერხოთ მონადირება smile.gif

ვარჯიში უნდა ყველაფერს, აი ზუსტად ვიტომ როგორც დაწერა, მოძრავ მიზნებზე და გაადვილდება ყველაფერი გაცილებით, IMO smile.gif
vito
geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th August 2009 - 09:47 AM) *
ვიტო ბევრი კი გიწვალია , მაგრამ შენც ხომ იცი რომ პნევმატიკით გაფრენილზე ნადირობა სისულელეა , და თან აფრენილ მყერზე გლუვლულიანის სროლას და ჩამოგდებას ვერანაირი პვემტაკიკის ტკაცუნი ვერ შეცვლის

კაცო ეგ იმათთვის ვეცადე ვისაც გლუვის ინტერესი არ აქვ, ხომ შეიზლება ეგეთებიც იყვნენ......... smile.gif
Davitus
vito

მთავარი გამოგრჩა, აუცილებლად უნდა მოვხსნათ ოპტიკა, ოპტიკით შანსი ალბათ 1% ია, ისიც ყარაულის გავარდნილი იქნება smile.gif

ღია სამიზნით შანსი მატულობს, თუ დაამუღამებ შეგიძლია წარმატებით ნადირობა, რადგან, საფანტზე ბევრად შორს მიაქვს პნევმატურს, ამიტომ მწყერი თუ წრფივად გაფრინდა, რაც ზოგჯერ ახასიათებს ხოლმე, შედარებით აიოლებს საქმეს...
Power_VANO
Davitus
ჰოოდა რაღას ელოდებით, კაცო, ამ შაბათ-კვირას გასვლაზე ივარჯიშეთ მოძრავ სამიზნეებში და მერე საცდელი ნადირობაც მოეწყოს smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(Power_VANO @ Aug 24 2009, 10:24 AM) *
ოჩOპინტრეს კეპებიც აქვს, კლუბის წევრის მოწმობებიც, საერთო ბიუჯეტიც, ტელევიზიაშიც აჩვენებენ უკვე, სამინისტროსთან და გდი-სთან კავშირები და განხილვები და ა.შ.

კარგია და მიხარია რომ მეგობარმა ფორმმა ამდენს მიაღწია smile.gif
ხოლო რაც პნევმატიკით მწყერზე ნადირობას შეეხება, ვცადოთ ვივარჯიშოთ ვნახოთ იქნება თხა იყოს კვიცი მაიგოს biggrin.gif
vito
Davitus
ციტატა(Davitus @ 25th August 2009 - 12:03 AM) *
მთავარი გამოგრჩა, აუცილებლად უნდა მოვხსნათ ოპტიკა, ოპტიკით შანსი ალბათ 1% ია, ისიც ყარაულის გავარდნილი იქნება

+ 10000000
toti
დღეს რომ სანადიროდ წავიდე ან ხვალ შეიძლება?გედები ხომ არ მეტყვიან რამეს ტყის პირას რომ დავიწყო სროლა?ლიცენზიის აღებას ვაპირებ ბანკში
geojorjika
toti
ლიცენზია აიღე და არაფრს არ გეტყვიან , მტავარია აკრძალულ ფრინველზე არ ინადირო smile.gif
toti
გაიხარე! თუ რამე გამომივიდა აუცილებლად რეპორტუს!
toti
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 22 აგვისტოდან 15 თებერვლამდე);
– ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე);
– წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე).
ნადირობა აკრძალულია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.