დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Weihrauch HW98
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
geojorjika
მოლკედ, როგორც დაგპირდით და დაჟე უფრო ადრე გთავაზობთ ამ შესანიშნავი ზ.დ.პ. შაშხანის მცირედ მიმოხილვას:
ადვილად აღსაქმელი ,რომ იყოს თუ რა შაშხანაზეა საუბარი ვიტყვი შემდეგს : ამ დონის იარაღისთვის არსებობს საფუძვლიანი მტკიცება იმისა რომ მაგ: ინგლისში მას აქვს პრეტენზია დომინირებდეს FT-ში ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში (გარდა გერმანიისა) იყოს საუკეთესო სანადირო შაშხანა პატარა ნადირ-ფრინველისთვის , მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყიდე ეს შაშხანა, მე უბრალოდ მოხიბლული ვარ ამ შაშხანის დამუშავებით მისი მაღალი ხარისხის, ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარის და ერგონომიკის ჰარმონიული შერწყმით.

ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის)

კალიბრი: 4.5 მმ
წონა: 3.8 კგ
ლულის სიგრძე : 41 სმ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ






კონდახს აქვს ორი რეგულირება "სალოყის" რომლიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და უკანა რეზინის "ამორტიზაოტრის" რომლის რეგულირება ხდება როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში






ვენტილურებულ "ცევიოს" წინა მხარეს გვერდებზე აქვს ჩაღრმავებები და ასევე ქვედა მხარეს სასიამოვნოდ დამუშავებული ხაოიანი ზედაპირი , იგივე ნაირი ხაოიანი ზედაპირი აქვს ასევე კონდახის "პისტოლეტურ" ტარზეც , რაც შაშხანას საკმაოდ სოლიდურ შესახედაობას აძლევს და ასევე მოსახერხებელს ხდის, რომ ხელში დაფიქსირება მოხდეს კარგად




შაშხანა აღჭურვილია რეგილირებადი სასხლეტით და ავტომატური მცველით






შაშხანას ხელში როცა იღებ რაღაცნაირი პატივისცემის გრძნობა გიჩნება მის მიმართ , ერთი რაც შევამჩნიე სასხლეტის გამოკვრისას , თითქოს მას ყოველ გამოკვრაზე აქვს დამატებიტი სვლის რაღაც რეზერვი და სულ გგონია რომ აი ეხლა გაისვრის მაგრამ მცირედი გამოკვრა კიდევ მაინც სჭირდება დამატებით smile.gif




პირველის გასროლისას გამოვიყენე 4 სხვა და სხვა სახის ტყვიები
1.H&N Silverpoint (ზევითა მარცხენა)
2.Rabbit Magnum (ზევით მარჯვნივ )
3.Kettner Spezial (ქვედა მარცხენა)
4.Gamo Match (ქვედა მარჯვენა)
ხელიდან ნასროლია ყველა, მანძილი სადღაც 10 მეტრი , ქონოგრაფი არ მქონდა რომ ტყვიის სიჩქარე გამეზომა




როგორც ვხედავთ როგორც ყველა შაშხანას მაინც და მაინც არც ამას მოსწონს ტყვიები " Rabbit Magnum" . სხვა დანარჩენს არაუშავს , სხვ ატყვიები არ მქონდა რომ ისინიც მესროლა , იმედია უკეთესი ხარისხის ტყვიებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებ .

მოკლედ საერთო ჯამში შაშხანა არის მაღალი კლასის, კარგად დამუშავებული, მასალების ხარისხიც მაღალია, აქვს კონდახის რეგულირების და მორგების საშუალება, ასევე ცევიო ვენტილირებულია , ლულის ხარისხი ძალიან მაღალია. ეს შაშხაა თავის თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენს ალბათ FT-ში , HFT-ში და პატარა ნადირ-ფრინველზე სანადიროდ ( თუმცა წონის გამო ციტა რთული იქნება მისი ტარება)


პირველწყარო: www.co2air.de 2002 წელი
Jah
ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 01:34 PM) *
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ

ძალიან საინტერესო ინფოა... ეს რომელი ტყვიით?
geojorjika
Jah
ეს არ წერია რომელი ტყვიით სავარაუდოდ რომელიღაცა მატჩი-თ აი რუსების მიერ გაზომისლი სიჩქარეები

JSB 0.547 4.52 265-270 მ/წმ
JSB Heavy 4.52 231-232 მ/წმ
Field Target Trophy 235 - 239 მ/წმ
CP 10.5 232-235 მ/წმ

ეს ყველაფერი რადნოი ზამბარით ყოველგვარი აპგრეიდის გარეშე , ძალიან ძალიან მომწონს ეს შაშხანა და თუ ოდესმე ზ.დ.პ.-ს ვიყიდი იქნება ან ეს და ან თეობენ ევლოლუშენი smile.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 02:48 PM) *
ეს ყველაფერი რადნოი ზამბარით ყოველგვარი აპგრეიდის გარეშე , ძალიან ძალიან მომწონს ეს შაშხანა და თუ ოდესმე ზ.დ.პ.-ს ვიყიდი იქნება ან ეს და ან თეობენ ევლოლუშენი

ვაირაუხი მეც მომწონს ძალიან, მაგრად მინდა HW100...
geojorjika
ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:01 PM) *
ვაირაუხი მეც მომწონს ძალიან, მაგრად მინდა HW100...


ჰო მაგრამ შენი შაშხანის არ იყოს ძალიან არაკომფორტულია ყოველდატენაზე ბალონის მოძრობა და მერე გაკეთება ეს ხომ გარკვეულწილად ამცირებს შაშხანის "სიცოცხლეს" .
Jah
ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 03:13 PM) *
ჰო მაგრამ შენი შაშხანის არ იყოს ძალიან არაკომფორტულია ყოველდატენაზე ბალონის მოძრობა და მერე გაკეთება ეს ხომ გარკვეულწილად ამცირებს შაშხანის "სიცოცხლეს" .

რას ამბობ... ეს მხოლოდ ძველ HW100-ს ვერსიებში იყო... ახლა ყველა მოდელი მოდის წინა სატუმბი პორტით smile.gif
და კიდევ smile.gif ჩემი შტეირისთვის 2-3 დღეში ჩამომდის ახალი რეზიკი smile.gif რომელიც უფრო ტევადია და ასევე წინა პორტი აქვს , ასე რომ აწი არ მომიწევს არც რეზიკის და არც მოდერის მოხსნა
parna
აი პასუხიიი :o
ja_ja
და ისა სურათებს მარტო მე ვერ ვხედავ თუ ყველასთან ეგრეა?
Jah
ციტატა(ja_ja @ 9th August 2009 - 05:15 PM) *
და ისა სურათებს მარტო მე ვერ ვხედავ თუ ყველასთან ეგრეა?

ჩემთანაც ასეა... მე მგონია რომ გერმანელებს რაღაც კოპირაიტის პონტში აქვთ...
geojorjika
აჰა ეხლა გავასწორე და დაინახავთ , ძალიან ლამაზი შაშხანაა , ძალიან მომწონს




ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:17 PM) *
რას ამბობ... ეს მხოლოდ ძველ HW100-ს ვერსიებში იყო... ახლა ყველა მოდელი მოდის წინა სატუმბი პორტით smile.gif


ჰოო ეს არ ვიცოდი smile.gif


ციტატა(Jah @ 9th August 2009 - 04:17 PM) *
ჩემი შტეირისთვის 2-3 დღეში ჩამომდის ახალი რეზიკი smile.gif რომელიც უფრო ტევადია და ასევე წინა პორტი აქვს , ასე რომ აწი არ მომიწევს არც რეზიკის და არც მოდერის მოხსნა


ეს ძალიან სასიამოვნო ინფოა , გილოცავ smile.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 9th August 2009 - 05:53 PM) *
აჰა ეხლა გავასწორე და დაინახავთ , ძალიან ლამაზი შაშხანაა , ძალიან მომწონს

ულამაზესი შაშხანაა...
Power_VANO
ვააჰ, თავიდანვე დაგეწერა რა ჯორჯიკ, ნათარგმნი რომ იყო biggrin.gif

ვიფიქრე უცბად, ჯორჯიკამ იყიდა მეთქი ეს smile.gif
nihontoman
როგორც ამბობენ ეგ იგივე HW 95-ია, ოღონდ უკეთესი კონდახით და ნადულნიკით. ამას ისიც მეტყველებს, რომ სქემა ერთი და იგივე აქვთ : http://www.airrifles.ru/images/hw95&98.jpg
ისე4 მე მაინც პროსპორტი მირჩევნია, სულ სხვა სილამაზეა.
bazuka
ცოტა სასაცილო შედარებაა, მარა ძაან ვამსგავსებ გამოს. ყველაზე ძაან მტანჯავს კითხვა, თუ რად არაქვს ღია სამიზნემ არც ამას და არც კნუტს, ზამბარიანი რომელსაც 10 მეტრში ისვრი არანაირად არუნდა ჭოგრიტი.
nihontoman
ციტატა
ცოტა სასაცილო შედარებაა, მარა ძაან ვამსგავსებ გამოს. ყველაზე ძაან მტანჯავს კითხვა, თუ რად არაქვს ღია სამიზნემ არც ამას და არც კნუტს, ზამბარიანი რომელსაც 10 მეტრში ისვრი არანაირად არუნდა ჭოგრიტი.

რას ამბობ, რა ათ მეტრში. საკმაოდ მძლავრია იმისათვის რომ 50 მეტრში ისროლო მიზანში და შეიძლება ცოტა უფრო შორ მანძილებზეც ინადირო. შენ ზ.დ.პ.-ებს არ აფასებ როგორც ვატყობ smile.gif
ისე, საერთოდ არაა სასაცილო შედარება, ბიგქეთი მართლა ძაან გავს ამ ვაირაუხს.
bazuka
nihontoman
შეხედე 10 მეტრიდან ნასროლ ჯგუფებს, მე კიდე მეგონა ბიგქეთი გამომადგა ბრაკიმეთქი.
სიჩქარეც რომ 1:1 მეორდება რასაც ქვია, 10,5 cp 230-235 მ\წმ
თან საკმაოდ სტაბილური განმერადობა. მარა 50 მეტრში სროლა სასაცილოა, 10 მეტრში დაჟე უკეთესი შედეგი მაქვს ხელიდან. მარა pcp-სთან ვერანაირი ზდპ ვერ მოვა, ამაში დავრწმუნდი
nihontoman
ციტატა
nihontoman
შეხედე 10 მეტრიდან ნასროლ ჯგუფებს, მე კიდე მეგონა ბიგქეთი გამომადგა ბრაკიმეთქი.
სიჩქარეც რომ 1:1 მეორდება რასაც ქვია, 10,5 cp 230-235 მ\წმ
თან საკმაოდ სტაბილური განმერადობა. მარა 50 მეტრში სროლა სასაცილოა, 10 მეტრში დაჟე უკეთესი შედეგი მაქვს ხელიდან. მარა pcp-სთან ვერანაირი ზდპ ვერ მოვა, ამაში დავრწმუნდი


აბა შენ ამ ჯგუფებს შეხედე http://www.pyramydair.com/blog/2006/09/bee...ring-rifle.html ეს არაა საუკეთესო ჯგუფები ამ თოფიდან, ხალხი ორჯერ ნაკლებს ახერხებს.
მსროლელზე ძაან ბვრი რამაა დამოკიდებული. ასე, რომ, ზ.დ.პ.-ებზე მთლა ცხვირს ნუ აიბზუებთ, თორე ბევრს გაუშვებთ ხელიდან... smile.gif
nihontoman
როგორც ჩანს ზ.დ.პ.-ზე აზრი უნდა შეგაცვლევინოთ. აი airarms tx200-ის ჯგუფი 30 მეტრზე http://www.airarmsownersclub.com/download/...e&mode=view
bazuka
მე ჩემი imho დავწერე. დანარჩენზე არმაქ არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ამ ვაირაუქის მოქმედება და პირსახე ძაან გავს 120 დოლარიან ბიგქეთს. ეს კი ჩემი აზრი კიარა ფაქტი
nihontoman
ციტატა
მე ჩემი imho დავწერე. დანარჩენზე არმაქ არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ამ ვაირაუქის მოქმედება და პირსახე ძაან გავს 120 დოლარიან ბიგქეთს. ეს კი ჩემი აზრი კიარა ფაქტი

შენ რო ეგ ვაირაუხიც გქონდეს, მერე აღარ შეადარებდი მაგ ბიგქეთს. ვაირაუხით ერთი და იგივე მსროლელმა გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა მიიღოს, ვიდრე ბიგქეთიც. ეს ჩემი აზრია და მგონი ბევრი დაეთანხმება.
bazuka
ვერ შემაცვლევინებ, მარტივი მიზეზის გამო 600$ იანი ზდპ ახლოსაც ვერ მიდის 300$-იან pcp-სთან.
ჯერ მარტო კომფორტი სროლისას, არანაირი ვიბრაცია დარტყმები, და იმის გარკვევა და ახლიდან ძებნა მიზნის
nihontoman
ჰო, მართლა სულ დამავიწყდა. ერთი კვირის წინ სოფელში ვისროლე ფანტომი თავისი ოპტიკით სადღაც 15 დიდ ნაბიჯზე. ხელიდან, თურქული უნაგვესი ტყვიებით და ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა, ამერიკელები რო იტყვიან Bughole-ებს ვაკეთებდი.
ეს მაგარი სირი მსროლელია,(ბოდიშით კახურისთვის) ასეთი ფიშტოთი ასეთ შედეგს რო აღწევს. imho
bazuka
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 10th August 2009 - 05:05 PM) *
ვაირაუხით ერთი და იგივე მსროლელმა გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა მიიღოს, ვიდრე ბიგქეთ

მე იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ზდპ დარჩება ზდპ-დ, და მოხარული ვარ, რომ ამაში დასარწმუნებლად მხოლოდ 120$ დამჭირდა
nihontoman
ციტატა
ვერ შემაცვლევინებ, მარტივი მიზეზის გამო 600$ იანი ზდპ ახლოსაც ვერ მიდის 300$-იან pcp-სთან.
ჯერ მარტო კომფორტი სროლისას, არანაირი ვიბრაცია დარტყმები, და იმის გარკვევა და ახლიდან ძებნა მიზნის

ეჰ, რას იზამ მე ჩემი ვეცადე biggrin.gif
ჩემთვის შესრულების ხარისხი არაა რაღაც ჭ ხარისხოვანი ფაქტორი, ამიტომ ადრეც მითქვამს-დისკო(თავისი ნასოსით)და პროსპორტი რო დამიდო და მითხრა ერთ-ერთი აიღე, შენი იყოსო, მე პროსპორტს ვარჩევ მაინც. დისკოს დიდ პატივს ვცემ და პცპ-ების უპირატესობაც კარგად მესმის, მარა ზ.დ.პ. ტექნოლოგიის საერთოდ მივიწყება და პრემიუმ კლასის შაშხანების ასეთი "დაკიდება" არ მესმის.
პცპ მეც მიზიდავს და მარადიორს ვუმიზნებ ახლა. მარადიორზე ჩალიჩი გადამაწყვეტინა ზოგიერთმა რევიუმ, სადაც წერენ, რომ აშკარად მაღალი ხარისხის შაშხანაა, და ბევრ პრემიუმ კლასის ეგზემპლარს გაუწევს კონკურეციასო.
კიდევ ერთს დავძენ: თუ მექნება საშუალება, ერთი კაი პროსპორტს კაკლის ან საერთოდ ლამინატის კონდახით დიდი სიამოვნებით დავუკვეთავ (მიუხედავად მისი ფასისა) ასე, რომ წარმატებები მისურვეთ biggrin.gif მეც უკვე მომწყინდა კამათი პცპ vs ზდპ ტაობაზე.
geojorjika
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 10th August 2009 - 06:09 PM) *
ჰო, მართლა სულ დამავიწყდა. ერთი კვირის წინ სოფელში ვისროლე ფანტომი თავისი ოპტიკით სადღაც 15 დიდ ნაბიჯზე. ხელიდან, თურქული უნაგვესი ტყვიებით და ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა, ამერიკელები რო იტყვიან Bughole-ებს ვაკეთებდი.


ერთი ჩვენთან ერთად შეკრებაზე წამოდი და ეგ გააკეთე რა biggrin.gif , თუ გინდა კაი ტყიებით ისროლე biggrin.gif
მიხომიტო
ვაირახუ 80-ცით 50 მეტრზე ტყვია ტყვიაზე მაქვს დასმული და დღეს ვაირახუ 95-ტით უოპტიკოდ კოკაკოლის ბანკას 30 მეტრში თავისუფლად გავარტყი ფეხზე მდგომარემ ბალკონიდან, დარწმუნებული ვარ დაწოლილი 50-შიც გავარტყამ უოპტიკოდ. და ვაირახუ 97 გარტყმული აქვთ 100 მეტრზე კოკაკოლის ბანკაში და ვაირახუ100 ორას მეტრზე სიგარეტის კოლოფში ეგ ბოლო ორი იუთუბზე ვნახე.
feeder
ამ მოდელს ახალს რამე "დაზეთვა" სჭირდება თუ პირდაპირ იმუშავებს?
დაახლოვებით 20 გასროლა გავაკეთე და მეშნია არ გავაფუჭო.
nihontoman
მე დავშლიდი და ვნახავდი რა ხდება. მარა შენ თუ გული არ მიგიწევს მაგისაკენ, შეგიძლია პირდაპირ ისროლო smile.gif
feeder
ისე არც ბოლი აქვს საერთოდ. ვისაც გქონდათ ეს მოდელი ან მიახლოვებული მოდელი იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
nihontoman
feeder

კარგი ტყვიები იყიდე და ისროლე. biggrin.gif


ისე ერთია, შეიძლება მაგნუმში დიდი ხნის დების შემდეგ ის ცოტა ზეთი რაც მოყვება თოფს საერთოდ გაშრა. მე უკვე როგორც გითხარი ავდგებოდი და დავშლიდი ვნახავდი რა და როგორ, მაგრამ თუ იმის Gეშინია რომ რაგაცას დააზიანებ და გაკაწრავ, 1000+ ლარიან თოფზე ექსპერიმენტები არ გინდა.
SCORPIONS
ციტატა(geojorjika @ Aug 10 2009, 08:39 PM) *
nihontoman


ერთი ჩვენთან ერთად შეკრებაზე წამოდი და ეგ გააკეთე რა biggrin.gif , თუ გინდა კაი ტყიებით ისროლე biggrin.gif
+ უამრავი+10000000000000000000000000000000000000 biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif


ja_ja
@SCORPIONS@
კაცო შენა შემთხვევით ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი ხომ არა ხარ, მხოლოდ 1-იანებით და 0-იანებით რომ პოსტავ ჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja სიმართლე გითხრა,არა.
mister_io
ციტატა(ja_ja @ Feb 5 2015, 09:06 PM) *
@SCORPIONS@
კაცო შენა შემთხვევით ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი ხომ არა ხარ, მხოლოდ 1-იანებით და 0-იანებით რომ პოსტავ ჰა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ორობითი კოდებით წერს კაცი რას ერჩით
nihontoman
---@@SCORPIONS@@---
2009-იანი პოსტი რომ ვნახე შემეშინდა მეთქი შორს მომიწევს გადასვლა სანახავად, თურმე აქვე ყოფილა. 15 მეტრაზე ბუგჰოლები ან მაშინ რატო გახდა გასაკვირი ან ეხლა არ მესმის. მითუმეტეს ძაან საკაიფოდ ისროდა ის ფანტომი, პრუჟინას სუსტი იყო და უკუცემაც წყნარად იქცეოდა biggrin.gif
SCORPIONS
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 6th February 2015 - 11:54 PM) *
ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა,
+1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000 ეხლაც მიკვირს და მაშინაც გამიკვირდებოდა wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
---@@SCORPIONS@@---
ეგრე ბინარული კოდებით წერას მოეშვი, თორემ დაგასვენებ ფორუმისგან 2-3 დღე
nihontoman
---@@SCORPIONS@@---


გამაგიჟებთ თქვენ ხალხო, 15 ნაბიჯში ასეთი ჯგუფი შეუძლებელი რატო გეჩვენებათ:






mega_shok.gif
SCORPIONS
მხოლოდ ჯგუფები არაა მისახედი.ნეტა ეგრე იყოს და.......
SCORPIONS
nihontoman ერთი საათი ვწერე აქ ჩემი პასუხი და მეოთხედზე მეტი ჩამიყლაპა. სულ წავშალე,მიტო რო აზრი აღარ ქონდა გამოქვეყნებას. აქ,უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ჯგუფების მითუმეტეს. ადრეც ვიწუწუნე,ყლაპავს ყლაპავსო,მაგრამ(0)ვნიმანია!!!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.