მტააკ დავუბრუნდეთ ნასოსების საქმეს და თემას.
მოკლედ სადღაც 1 თუ 2 თვის წინ გამომეცხადა ჩვენი ფორუმელი KAKA დაჟინებული თხოვნით, ან ჩემს ნასოს გადამიკეთებ ფტოროპლასტზეო ან შენს სახლის კარებთან პროტესტის ნიშნად სეპუკუს რიტუალს ჩავატარებო
ნუ ახლა როგორც არაწმინდა იაპონელი ასეთ რამეს ვერ დავუშვებდი, ამიტომაც, მუქარამ ჩემზე იმოქმედა და გადავწყვიტეთ რაიმე გამოსავალი მოგვეძებნა.
ვინც ვერ მიხვდა საუბარია მაღა წნევის ნასოსის მესამე საფეხურის რეზინაზე, რომელიც როგორც იცით საშინლად ჩქარი ტემპით კვდება, ზოგიერთ შემთხვევაში 5-6 დატენვაში, ზოგიერთ შემთხვევაში 10 დატენვა, ერთი ნასოსის მფლობელი ვიცი რომელიც ერთი რეზერვუარის დატენვაში 2 რეზინას ცვლის. ნუ მოკლედ თემა აქტუალურია, მაგრამ რაცხა საქართველოს ბაზარზე აქამდე ეს იდეა არ დაგვიმუშავებია


ასე იყო თუ ისე დავიწყეთ განხილვა როგორ შეიძლებოდა ფტოროპლასტის რგოლის ჩამოცმევა რეზინის ადგილზე. პრობლემა როგორც იცით ის არის რომ ფტოროპლასტს არ უყვარს დეფორმაცია, ანუ რეზინასავით ელასტიური არ არის, რაფერ ჩამოვაცვათ აი ამ ადგილზე ისე რომ არ გავჭრათ?

თავისი ფტოროპლასტის რგოლი ტაც ჩანს სურათზე არის გაჭრილი იმისათვის რომ წელზე იოლად შემოარტყა... ნუ მოკელდ მე ვერ მოვიფიქრე გამოსავალი და ბევრი ქექვის შემდეგ KAKA-მ ნახა უკრაინლების ფორუმზე ერთი გამოსავალი, უნდა აიღოთ და სადღაც 1/3 უნდა მოაჭრათო, მერე ძალით უნდა ეჩალიჩოთ და უნდა ჩამოაცვათ ფტოროპლასტის რგოლიო....

ნუ მეთქი კაკოჯან თუ გიღირს შენი ნასოსის დეფორმირება ვსინჯოთ მეთქი. ისე მაგარი ნერვები და გული აქვს KAKA-ს ეგრევე მითხრა მოდი კაცო გავაკეთოთო, მე მაგალიტად ამდენიხანია ვიცოდი ფტოროპლასტის რგოლის შესახებ, მაგრამ ჩემს ნასოსზეც კი არ მიცდია მისი ჩაყენება, არ ვიცი რას დავაბრალო, სიზარმაცეს, იმას რომ იშვიათად მიფუჭდებოდა, იმას რომ რეზინები მქონდა აქამდე, იმას რომ ძველი ნასოსი გავყიდე და ახალ 2 ნასოს ჯერ არაფერი შესაცვლელი არ აქვს... ნუ მოკლედ მე ვერ გავრისკე და აგი კაცი მზად იყო...
მადლობა უნდა უთხრათ ყველამ ვისაც ეს მეთოდი დაგაინტერესებთ

, მოკლედ დავშალეთ KAK-ს ნასოსი, ამოვიღეთ მესამე საფეხური, მოვაჭერით ზედა თხელ ნაწილს 1/3 და გამოვთალეთ იმავე ფორუმზე მითითებული პარამეტრებით ფტოროპლასტის რგოლი. ჩამოვაცვით და ორივეს გაგვიკვირდა, არ გაწყდა ფტოროპლასტი.... ჰოო გადასარევია, ავაწყვეთ ნასოსი და მუშაოიოს. სასწრაფოდ დავიადეთ ჩემი რედუქტორების სადგური და დავიწყეთ მისი დაბერვა (ნუ მოცულობა პატარაა და იოლად შემოწმდება ნასოსი). მოკლედ დაგვაძრო ორივეს ნასოსმა ხელები....
ესეიგი სადღაც 50 ბარის მერე ზემოთ ამოწევა შეუძლებელი ხდებოდა, ანუ ვიღებდით ისეთ ეფექტს როდესაც მესამე საფეხურის რეზინა გახეულია. იქმნება მესამე საფეხურში ვაკუუმი და დგუშს ქვემოთ მიათრევს შექმნილი ვაკუომი, ზემოთ ვერაფრით ვერ ამოწევ სახელურს. რა არ ვქენით იმ დღეს, გამოვჭერით ყველა შესაძლო სისქის ფორმისა და დიამეტრის რგლები, დავიმტვრიეთ ხელები, მაგრამ ნურას უკაცრავად, არაფერი არ გამოვიდა. ჩავდგამდით რეზინას ყველაფერი მუშოაბდა, ფტორო[პლასტზე კი გვაგინებდა ნასოსი. მოკელდ იმ დღეს დავიშალეთ ისე რომ არაფერი გამოგვივიდა.
ნუ დავიწყეთ ხელახლა ორივემ ინფორმაციის და გამოსავლის ძებნა, პირველი რაც მოვიფიქრე ეს იყო მეყიდა იგივე ზომის რკინის ღერძი და გამემზადებინა დუბლიკატი მესამე საფეხური რომ ექსპერიმენტები გვეტარებინა. ელიავაზე ვიყიდე რაღაც 5 მილიმეტრიანი რკინის ღერძი თუმცა სინამდვილეში მგონი 6 მილიმეტრიანი იყო საჭირო, ნუ ჩვენთან ხომ ვერ ნახავ რაც საჭიროა იმას

, გავაკეთე მაგის ბაზაზე რაღაცეები, მაგრამ როგორც დღეს გაირკვა ტყუილა ვიჩალიჩე მაგ 5 მილიემტრიან რკინაზე.
თურქეთში წასვლის წინ თავი ვიფხანე და მოვიფიქრე შედმეგი რამ, ეს მესამე საფეხური გამეკეთებინა დაშლადი, ანუ რომ არ იყოს საჭირო რაღაცეების ამოჭრა, ფტოროპლასტის ძალით ჩასმა და რავიცი, მოკლედ რა...
დავდექი და გამოვთალე აი ასეთი რამ

ნუ მერე ცოტა კიდევ ვიფიქრე და გავაკეთე აი ასეთი რამ

მერე კიდევ დავანავაროტკე და....


მოკლედ თურქეთში წასვლამდე ვერ მოვასწარით გაკეთება და დღეს მოვიცალეთ ექსპერიმენტებისთვის. ამოვიდა KAKA თავისი ნასოსით, შევცვალეთ ყველაფერი, გადავაკეთ გადმოვაკეთეთ ჩავსვით ფტოროპლასტის რგოლი რომ აწი უკუნითი უკუნისამდე მუდმივად მუშაობდეს ნასოსი და აღარასოდეს იყოს მესამე საფეხურის რეზინა შესაცვლელი და.... დავიწყეთ დატენვა და.... მუშაობს...
მართალია პირველი ექსპერიმენტი ცოტა რთული გამოგვივიდა, ანუ გროლი ნამეტანი სქელი გამოვთალე და შედეგად კლაპნის ადგილს ფარავდა, ამიტოამც დატენვისას მესამე საფეხურში ჰაერი ნელა გადადიოდა, მერე ცოტა თხელი გამოვთალე და.... და ყველაფერი ამუშავდა., დავტენეთ 250 ბარზე რედუქტორის სადგური და ყველაფერი უპრობლემოდ მუშაობს. არ ვიცი რას ვაკეთებდით წინა ჯერზე არასწორეს, ან შეიძLება ფტოროპლასტის რგოლი დეფორმირდებოდა როდესაც იმ მესამეც ამოჭრილზე ვაცვავდით ძალით, მოკლედ დაშლადმა კონსტრუქციამ გაამართლა და ყველაფერი მუშაობს. უკრაინლების ფორუმზე იძახოდნენ რომ წარმადობა ცოტა კლებულობსო, მაგრამ რავი KAKA-მ რაც გასინდა პირიქით უკეთესად ტენისო, ნუ მინიმუმ იგივე მაინც დარჩაო

მოკელდ აქედან მორალი, თუ ვინმეს გინდათ ნასოსის ფტოროპლასტზე გადაყვანა მეთოდი უკვე დამუღამებულია, მადლობა KAKA-ს გამბედაობას

, კაკამ დღეს სხვათაშორის Hill-ის ტაოტითაც დაატაოტა ნასოსი და ნუ რავი როგორც ამბობს ყველაფერი ერთად, ანუ ფტოროპლასტის რგოლი და Hill-ის ტაოტი რაღაც ენით აუღწერელ შედეგს იძლევიან, დანარჩენს ახალი მუშა ნასოსის მფლობელი ალბათ თვითონ დაწერს