დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: GAMO-ს საკიდი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
Davitus
ჩამომივიდა GAMO-ს გადასაკიდი ღვედი, პირველი შეხედვით, რეაქცია მქონდა, "აუ ამაში გადავყარე 18$ ? "
მაგრამ იმის გამო რომ, დისკოს ხელითრევა ძალიან არაკომფორტულია ბოდიალის დროს, დავიკიდე და მოვაცვი თოფს



პირველი შეხედვით, რაღაც უგულოდ გაკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, გადასაკიდი მონაკვეთი, რომელიც ყოველთვის მხართან არის კონტაქტში, საკმაოდ რბილია, და დრეკადი, იდეაში კაი სიმძიმეებს უნდა გაუძლოს



თოფზე ადვილად მაგრდება, მაგრამ მაინც ჭირდება სრულყოფა, რარაცის მოფიქრებაა საჭირო რომ უფრო მყარად და საიმედოდ აფიქსირებდეს



ეს უფრო იმიტომ ვიყიდე, რომ უნივერსალურია, ყველა იარაღზე წავა, აგრეთვე კონდახის გახვრეტა ან სამაგრების მიმაგრება არ მომიწევს



მაგრამ აი ნაიდრობის დროს მართლა ძალიან მასიამოვნა, თოფზე კარგად ზის, იმდენად კომფორტულია რომ თოფის წონას ვერ გრძნობ, დიდი ხნის სიარულის შემდეგაც, მოკლედ ამის ვიზუალობას ვინჩივის, თუმცა არც ისე ბანძი არ არის, უბრალო ღვედებს მაინც ჯობია დიზაინით



მოკლედ, 10 ქულიდან 6 ქულას იმსახურებს დიზაინში, ხოლო პრაქტიკულობის თვალსაზრისით მე პირადად 9+ ით ვუწერ smile.gif

სულ ეს იყო, იმედია გამოგადგებათ smile.gif
ja_ja
ჰოოო კაი რაღაცაა. მეც ვფიქრობდი ეგეთზე და მეც რაცხა ქამარი დავუკვეთე ჩემთვის, მარა სამაგრები არ დამიკვეთია sad.gif
parna
გილოცავ კარგი რაღაცაა ისე დისკოს რაწონააქ შენ დეიზი უნდა ნახო კალაშაზე მძიმეა biggrin.gif
nihontoman
flyT
ეს ვინაა?
ვინა ხარ შვილო, დაახვიე აქედან!
ja_ja
nihontoman
ეგეთ პოსტს რომ დაინახავ, ეგ ნიNშავს რომ სპამეტი რობოტი შემოიპარა და სარეკლამო უაზრო ტექსტს აგდებს, მოკლედ აბინძურებს ფორუმს.

ასეთ შემთხვევაში პასუხის გაცემას და ვინ ხარ ან რაიმე პასუხის მიწერას აზრი არ აქვს. მოკლედ ასეთ პოსტს რომ წააწყდები ეგრევე მოდერატორს და ადმინს ატყობინებ რომ ამა და ამ პოსტში გაიჩითა სმპამერი ამა და ამ ნიკით.

ნუ მერე შესაბამისი ხანხი მიაშლის მაგ პოსტს და მორჩება საქმე. პასუხის გაცემის შემთხვევაში კი მოხდება შემდეგი რამ, მოდერი და ადმინი წაშლიან მაგ სპამერის პოსტს და დარჩება მის მაგივრად შენი კითხვა - ვინ ხარ და რა გინდაო.

ახლა თუ აზრთან ახლოს არის შენი შეკითხვა, სპამერის პოსტის ამოშლის შემდეგ შენი ტექსტი ამოვარდება კონტექსტიდან და გამოვა რომ შენი კითხვის დაწერამდე ვინც პოსტი დადო იმას ეუბნები ვინ ხარ რა გინდაო biggrin.gif, ამ კონკრეტულ შემთXვევაშI შეიLძება ფარნამ ვერ მოტვინოს რომ ადრე მისი პოსტის მერე სპამერი წერდა და შენ მას უსვავდი კითხვას. დაწერს ფარნა ვინ ვარ და ფარნა ვარო, ან თუ საერთოდ გაუგებრობა მოხდა საწყენად მიირებს და...

მოკლედ ეს დომფხალი რომ არ მოხდეს, მოდერს და ადმინს შეატყობინებ, და კომენტს ნუ დადებ.

ახლა კი მოდი მოდერს ვთხოვოთ ერთად გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მოდერმა წაშალოს მაგ სპამერის პოსტიც, შენი კითხვაც და ჩემი პასუხიც. იმედია დამეთანხმები, ოღონდ აქ პოსტად არ დაწერო პასუხი, თორემ გაგრძელდება დომფხალი smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.