მოკლედ ცალკე რეპორტის გახსნას აზრი არ აქვს.
დღეს მე და
Davitus ვიყავით გასულები ლისის ტბის მიდამოებში. ნუ პნევმატიკისთვის სახარბიელო ადგილი არაა, მართალია დიდი ტრიალი მინდორია, მაგრამ მაღალი ბალახია და სამიზნის დადება ჭირს.
უბრალოდ ექსპრომტად მოხდა გასვლა, თან მეგობრებიც მიდიოდნენ თვითმფრინავის გასაფრენად და გავედით 4 კაცი.
შედეგები შემდეგია:
დახოცვით არაფერი დაგვიხოცია, ვისროდით შორ დისტანციებზე ერთი შედარებით ახლო, მაგრამ ალბათ სადღაც 50 მეტრთან (მაგრამ 50 ალბათ არ იყო, ზუსტად ვერ ვიტყვი არ გაგვიზომია), მეორე საკმაოდ შორი დისტანცია იყო 96.9 მეტრი.
დისტანცია ზუსტად გავზომეთ (გამოვიყენეთ თოკი, შემდეგ თოკი სახლში გავზომე და....) მიზანი იყო ბოთლები და ეგეთი შტუკები, ბოლოს გადავწყვიტეთ ტყვიის სიჩქარეც გაგვეზომა. თან მეგობარს წამოღებული ყქონდა IJ-22 და შევადარეთ რა

ისე იჯიკო რას ბოლავდაააა

დიზელი ჰქონდა არარ ქვია მაგას, იმენნო პარავოი მანქანასავით მუშოაბდა, ლულიდან გამოსული მსუქანი გაუმჭირვალე ბოლი კაი გემრიელად ეკიდა ჰაერშI და არ იფანტებოდა

მაშ ასე IJ 22-მა მოვცა ლულასთან CP10.5-იანით სიჩქარე 135 მ/წ, დისკომ მოგვცა მიახლოებით 265 მ/წ (ზისტი ციფრი არ მახსოვს თი დავითუსს ახსოვს დაწერს). მოკლედ აი იმ 96.9 მეტრზე დისკომ მოგვცა 137.4 მეტრ/წამი. ანუ ის სიჩქარე რაც იჯიკომ ლულის ჭრილთან

ეს 137.4 მ/წ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ გაეტეხა ნატახტარის ლიმონათის ბოთლი (კი არ გატეხა ნაკუწებად აქცია), ემნერგია რომ დავიანგარიშედ გამოვიდა 6.422 ჯოული. გაჩნდა კითხვა საკმარისია თუ არა ეს ენერგია ყვავის დასაგდებად????
ამას ახლა
Davitus-ი არკვევს, ისე ფრთაში აშკარად არაფერი არ მოუვა ყვავს, მაგრამ გულ მკერდში ან თავში ....
ფო კიდევ მოვსინჯეთ კოდიაკი, ეუჯინი, JSB, სიჩქარეები არ მახსოვს
Davitus-ის იმედზე ვარ

, მაგრა მაწვალებდა ჩემი ტესტებისას კოდიაკის ოქროსფერი ტყვიები, ვერ ხერხდებოდა მათი სიჩქარის დაფიქსირება, რამდენი არ ვიცროლე არ ქნა. დღესაც იგივე მოხდა, მე უკვე ვფიქრობდი ტყვიის გადაღებვაზე, არდგან შეცდომის შეტყობინებას, ტყვიის ფერს და შუქის არეკვლას ვაბრალებდი, მაგრამ უცებ მონახა ორიგინალური გამოსავალი
Davitus-მა, საიდანთაც დააძრო ფრჩხილების ქლიბი, გადავაფხიკეთ სპელენძის ზედაპირი და უპრობლემად გაიზომა სიჩქარე 266 მეტს/წამი

ნუ პლიუს მეგობარმა იქ თვითმფრინავი აფრინა.... მოკლედ აფრინა, ატრიალა ჰაერშI, მიწაზეც დასვა და დაანარცხა კიდევაც არაერთხელ

საერთო ჯამში ნიჩევო კარგად იფრინა, ერთი პერიოდი რატომღაც მერცხლების გუნდი აეკიდა თვითმფრინავს და უკან დაყვებოდნენ

ჰო პლიუს
VITO-ს მეგობარიც გაიჩითა, სათევზაოდ მიდიოდა და ჩვენ შეგვხვდა, აი ის იხვი რომ დაბრიდა, ვიტოს რომ ჰქონდა ვიდეო დადებული. ძალიან მოეწონა დისკოვერი, საინტერესოა გიგას ტერორისტულ იარაღზე რას იტყოდა ...
მოკლედ მგონი სულ ეს იყო. გავედით სადღაც 6ისკენ, მაქსიმუმ 2-3 საათი ვიყავით გასული, მოვბრუნდით საღამოს, თავიდან ნიავის ნატამალი არ იყო, ბოლოს კი ქარი ამოვარდა საწვიმრად ემზადებოდა, ჩვენს დავგაზეთ და წამოვედით.
P.S. დავითუსს თავისი გამოთლილი კონდახი ჰქონდა წამოღებული.... მდაააააააააა, მაგარი რაღაცაა, სიტყვები არ მყოფნის.
P.S. p.s. ჰო სურათები მეგობარმა გადაიღო და მოგვიანებით დავდებ, პატარა ვიკაიფეთ და საღადაო კადრებიც გამოგვივიდა, მაგრამ მხოლოდ ორშაბათს იქნება ეგ სურათები.