ოკ, ბატონო, ვიცადე ბოლომდე, რომ ბარემ ყველა სურათი დადებულიყო და მეთქი მერე დავამატებ სრულოს შედეგებს მეთქი, მარა.....
მოკლედ ასე თუ ისე, პატარა მინი შემოწმება ჩავატარეთ, ვინ როგორ ისროდა ამა თუ იმ იარაღიდან და ამა თუ იმ ტყვიების მეშვეობით. რა თქმა უნდა ეს არანაირი შეჯიბრი არაა, რაღაც იმპროვიზირებული გასართობი მაიმუნობა იყო, ძალების მოსინჯვით და ასევთქვათ დისკოვერის დაჯახება შტოგერთან (ხომ მაინც ჩაგირტყი ბარონ

ჯერ სად ხარ!

)
სროლა მიდიოდა 2 დისტანციაზე 25 და 50 მეტრი. იმპროვიზირებულ გართობა შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ძირითადად 3 ტიპის თოფი:
1) Benjamin Discovery
2) Airforce Talon
3) Shtoger (არ ვიცი რამდენად სწორედ დავწერე სახელი)
დავიწყებ სურათების დადებას და თითოეულ მათგალზე კომენტარს გავაკეთებ.
შენიშვნდები: 1) ისევ და ისევ მინდა მივმართო JAH-ს იქნებ და სურათების & სიცილეკების რაოდენობა პოსტში გასზარდო! ძნელია ნორმლაური პოსტების, მიმოხილვების დადება, ბოროტად არავინ არ ვიყენებთ მაინც სურათებს ასე რომ 10 ცალიანი შეზღუდვა ცოტა არ იყოს გაუმართლებელია.
2) ნასროლ სურათებს მივაწერ გაზომილი ჯგუფების ზომებს, გაზომვა ხდება მაქსიმალურად დაცილებული ნატყვიარების მხეებზე, ისე როგორც ძირს მოყვანილ სადემონსტრაციო სურათზეა ნაჩვენები

დავიწყეთ ალფავიტის მიხედვით
Davitusხელზე გვაქვს მხოლოდ 50 მეტრიან დისტანციაზე ნასროლი სამიზნე, არ ვიცი მე სადმე დავკარგე თუ არ უსვრია 25-იან დისტანციაზე....
მოკლედ დიდი იმედია რომ ჩემი ბრალი არაა რომ 25-მეტრიანი დისტანციის ქაღალდი არ აღმომაჩნდა.
რაც შეეხება ნასროლს, სროლა მიმდინარეობდა
Davitus-ს დისკოდან, უნდა გავითვალისწინოთ რომ ქროდა ნიავი, არც ისე დიდი, მაგრამ კორექტივები სროლაში შეჰქონდა, პლიუს
Davitus-ს საკმაოდ მოკრძალებული ოპტიკა აქვს რომელიც ნადირობისთვისაა გათვლილი და არა ქაღალდზე სასროლად.
მოკლედ ჯგუფი არის 121.11 მილიმეტრი
Der Rote Baron ესეიგი ბარონი არ მოეშვა შტოგერის რეკლამას, არ შეეშვა ოზიტაია თუ ოტოზაის ტყვიების გამოყენებას, ცოცხალი თავით არ დაგვიტოვა 50 მეტრზე ნასროლი შტოგერის შედეგი, დემონსტრაციულად გადახია და დაწვა ყველას თვალწინ

, მაგრამ ფაქტი მაინც დავაფიქსირეთ 50 მეტრში A5-ია ქაღალდში 2 ტყვია იყო მოხვედრილი 5-დან (ეს შენ გეძღვნება ჩემო ბარონ

, ხომ ხედავ არ მოგეცი ფაქტების დამალვის საშუალება, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ იზიტაის შესაძლებლობები)



როგორც ვთქვი 50 მეტრიან ფაქტებს ვერ ვნახავთ, რაც შეხება 25 მეტრზე ნასროლს
1) შტოგერი ოტოზაის ტყვიებით ჯგუფების ზომაა 61.33 მილიმეტრი
2) შტოგერი CUM-ის 10.5 გრანიანი ტყვიებით, ჯგუფის ზომაა 82.83 მილიმეტრი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯგუფი უარესია, არ ვიცი რატომ.
3) დისკოვერით და CUM-ის ტყვიებით ნასროლი ჯგუფის მაქსიმალური ზომაა 16.27. ფაქტია სროლა შეუძლია ამ კაცს, რას გადაეკიდა ეს კაცი შტოგერს და ოზიტაის, არ ვიცი
geojorjika ამ კაცზე რა ვთქვა?? კარგად ისვრის, დიდ დისტანციაზე ხელი ქარმა და მცირე ჯერადობის ოპტიკამ შეუძალა
ასევე 25 მეტრიან დისტანციაზე სროლისას ხელი კახაბერმა შემთხვევით შეუძალა, შედეგად ერთი მწვანით მონიშნული თუ არავცდები სწორედ კახაბერის შემთხვევით ნასროლია (არ იცოდა კახამ რომ შესამოწმებლად მიდიოდა სროლა და თავისი კრალიდან დაადო ერთი ზედმეტი ანაბეჭდი.)


1) 25 მეტრიან დისტანციაზე ჯგუფი არის 51.21 მილიმეტრი თუ ყველაზე შორს მოხვედრილი ტყვიიდან დავიწყებთ, ხოლო თუ სწორედ ეს ყველაზე მოწყვეტილი ტყვია არის კახას ნასროლი, მაშინ ამას ვაკლებთ და ვიღებთ ჯგუფს ზომით 32.21 მილიმეტრი
2) 50 მეტრიან დისტანციაზე ჯგუფი არის 37.71 მილიმეტრი
მოკლედ 25 მეტრიან დისტანციაზე რაცხა ნიტო დაემართა
Gigabyte13გიგამ უბრალოდ 50 მეტრიან დისტანციაზე ნორმალური სროლა ვერ მოასწრო, სანამ ოპტიკა გაასწორა...
თან თავისი 4-ჯერადი ოპტიკით 50 მეტრზე სროლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია, ასე რომ 50 მეტრიანი შედეგი არ გვაქვს ტექნიკური მიზეზების გამო. 25 მეტრიან დისტანციაზეც იდეაში დაჩაგრული იყო, იმიტომ რომ იგივე ოპტიკა მთლად ხელს ვერ უწყობდა სროლას.
მოკლედ გიგაჯან სასწრაფოდ ოპტიკაზე უნდა იჩალიჩო, მეტი მოცდა მგონი აღარ შეიძლება.

25 მეტრზე ჯგუფის მაქსიმალური ზომა Airforce Talon-ისთვის არის 40.09 მილიმეტრი. აშკარად არ გაქვს ქაღალდზე ნავარჯიშები, დროა გამოასწორო შედეგები.
ja_jaჩემს თავზე რა ვთქვა???, ვარ ნორჩი პნევმოს მოყვარული, დავიბადე საქართველოში, განათლება მივიღე.....

ხომ ვატრაკებ? ჰოოოო, მოკლედ შავეშვი სისულეებს. მე სხვებისგან განსხვავებით რამდენიმე უპირატესობა მქონდა, პირველი ეს რა თქმა უნდა ოპტიკაა, მეორე ჩემს ჭკუაზე გასწორებული და მორგებული დისკო, რამდენიმე დამოუკიდებელი გასვლა და ქაღალდში სროლა, რამაც აშკარად განსხვავება გვიჩვენა, რეკორდები ისევ გავაჩალიჩე.


1) 25 მეტრისთვის ჯგუფის მაქსიმული არის 11.59 მილიმეტრი
2) 50 მეტრისთვის ჯგუფის ზომაა 26.08 მილიმეტრი, იდეაში ნიავი უბერავდა, იმედი მაქვს რომ წყნარ ამინდში ან დახურულ შენობაში უკეთეს ჯგუფს გავაკეთებდი, მაგრამ რაც არის ეგაა.