
ცნობილი და საყვარელი ამაზონის მეშვეობით პირამიდს დავუკვეთე Plano Gun Guard 300S Soft Rifle Case, Hunter Green . ყიდვის ფასი გამოვიდა 16.95$ უხეშად დავამრგვალოთ 17$ ბარამამდე მიტანა 4.15$ პლიუს ბარამიდან გამოშვება 11.2 ლარი, სულ ლარებში უხეშად თავისი ყიდვიან ჩამოტანიანად ეს ბედნიერება გამოვიდა 45-46 ლარი. რადგანაც ჩემია კაპიკებში დაზუსტება დაანგარიშებაზე არ მიჩალიჩია. უხეშად ჩავთვალოთ 45 ლარი, თავიან ფეხებიანად.
ახლა დავიწყოთ ჩამოსული ნივთის ფოტო მიმოხილვა.
პირველ რიგში გატეხა ჩამოსულმა ყუთმა, ამაზონზე ეწერა რომ შიპინგის წონაა 1.5 კილო, ანუ იგულისხმებოდა რომ მთლიანი ყუთია და ჩანთა დაუკეცავად მთლიანად დევს ყუთში. თან ვიცი რომ ზომა უხეშად 48 დუიმია, ესეიგი გრძელი ჩანთაა. ამასობაში როდესაც წამოსაღებად მივედი დამხვდა რამდენიმე პატარა ყუთი, ფაქტი იყო რომ ორიგინალი ყუთი გახსნილი იყო და მოცულობითი წონის შემცირების მიზნით რომელიღაც პატარა კოლოფში იყო ჩაკეცილი.


ერთიმხრივ კაია რომ დაკეცეს, და ზედმეტი ფული ტრანსპორტირების არ გადამახდევინეს, მაგრამ მეორესმხრივ გატეხა დაკეცილმა ჩანთამ, რომელიც საცოდავად 1 კვირაზე მეტია, ყუთში დევს. მეგონა გუპკა გადაკეცილი იქნებოდა და აღარ გასწორდებოდა. მაგრამ სიურპრიზი დამხვდა.
მართალია ამოღებისას დაკეცილი ფორმა თავიდან შეინარჩუნასავით ჩანთამ, მაგრამ უცებ დაიბრუნა ორიგინალი ფორმა

შემდგომი დათვალიერებისას გაირკვა რომ ბანალური გუბკით არაა დამზადებული, უფროსწორედ შეიძლება შიგნით კი არის გუბკა, მაგრამ გახსნილზე გინდ დაკეცილს ხომ ხელს შეახებ მაგას ვერ იტყვი რაღაც სხვა მასალაა მემგონი.
მთელი სიგრძე ამ ჩანთის არის 120 სანტიმეტრი, შიგნითა გამოყენებადი სივრცე არის 117 სანტიმეტრი, ჯიბე რომელიც ზემოდანაა უხეშად არის 18 სანტიმეტრი სიმაღლეში და 65 სანტიმეტრი სიგანეში. რა თქმა უნდა, ჯიბე კვადრატი არ არის და მაქსიმალური სიგრძეებია აღებული. ჩემი დისკოს ჩადების დროს გაირკვა რომ შიგნით თავისუფალი ადგილი რჩება, სადღაც 15-16 სანტიმეტრი. იდეაში მოდერიანათ შეიძლება უპრობლემოდ ჩადება.

გარედან საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ვერ იტყვი რომ მაინცადამაინც თოფის ჩანთაა, თავისუფლად შეიძლება მუსილაურ ინსტრომენტზე ან სხვა ნივთზე გაგიჩნდეს ასოციაცია. ფორმები და ფერი კი..... ლოგოტიპიც საკაიფოდაა ამოქარგული, პლიუს ხელში დასაჭერი სახელური, სურვილის შემთხვევაში შეიძლება ზურგზე მოკიდებაც. და აგვირგვინებს ამას ყველაფერს 4 ელვის ლამაზი სახელური (ზმეიკის სახელური), 2 ცალი ჯიბეზე, 2 ცალი თვითონ ჩანთაზე.

გახსნისას ვიღებთ შავ შიგნეულობას და ჩანს რომ აქ გამოიყენება საკაიფო სარჩული, ისეთი როგორც დათბილუს ქურთუკებში გამოიყენება, ერთი სიამოვნებაა ხელის შევლება



ჩავდე ჩემი დისკო მიახლოებითი ზომების მისაღებად, თავიდან ჩანთა საკმაოდ დიდი მეგონა, მაგრამ დისკომ თითქმის შეავსო ეს ჩანთა. მომავალში თუ მოვაბი თავი და დისკოს ახალი კონდახი გამოვუთალე მაშინ (ცოტა დიდი) ისიც უპრობლემოდ ჩაეტვა ამ ჩანთაში. ყველაზე დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი კი იყო ის გარემოება რომ ჩემი დისკო თავისი დიდი ოპტიკური სამიზნიანად ჩაეტია ამ ჩანტაში. ძირს შეგიძლიათ ნახოთ დისკოთი გაბერილი ჩანთა


დისკოს ჩადების შედმეგ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე რჩება თავისუფალი ადგილი, ძირა სურათებზე ნაჩვენები მაქვს სად თავდება დისკო და რჩება ცარიელი ადგილი.


მოკლედ რომ ვთქვათ მე ძალიან კმაყოფილი ვარ. 45 ლარად ასეთ ჩანთას აქ მე ვერ ვიშოვიდი, რაღაც მიახლოებული ჩანთები კი იყიდებოდა 45 ლარად გერმანიის საელჩოსთან, მაგრამ არც ამხელა ზომა აქვს იმ ჩანთას და არც ნორმალური ჯიბე აქვს, თან უბრალო შავი ფერის იყო, პლიუს გათავდა და დარჩა გაყიდვაში მხოლოდ 120-180 ლარიანი ჩანთები. იმათთან შედარებით ჩამი Plano მეფეა.