დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: CO2 პნევმატიკა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > CO2 პნევმატიკა
გვერდი: 1, 2
vito
რას ნიშნავს????
პასუხის მერე წაშალეთ ეს პოსტი და და ისე გავახუროთ ეს თემა
Jah
CO2 პნევმატიკა არის ის იარაღი რომელშიც ტყვიის მამოძრავებელი ძალა არა ჰაერია არამედ შეკუნშული CO2 გაზი.
ალბათ გინახია იარაღის მაღაზიებში პატარა CO2 ბალონები... ყველა CO2-ის იარაღი ძირითადად განკუთვნილია გასართობი სროლისთვის ეგრეწოდებული "პლინკი"-სთვის, და არ გამოირჩევა ტყვიის საწყისი მაღალი სიჩქარით.
vito
კი ჯაჰ გასაგებია მაგრამ იქნებ ჯობდეს რომ სრულფასოვანი პასუხი გასცე ამ კითხვას, ჩემ თემას გადავარქვათ "რას ნიშნავს CO2 პნევმატიკა" და პასუხის მერე ჩემი პოსტები წაშალო და თემა დაპინო, და ვინც შემოიხედავს უკვე ეცოდინება რაზეა საუბარი

ზედმეტი თუ მომდის მითხარით, უბრალოდ ძალიან მომწონს ეს ფორუმი და ზოგადად აზრი და მინდა რაც შეიძლება კომფორტული და გასაგები გახდეს ყველასათვის
Jah
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 05:02 PM) *
კი ჯაჰ გასაგებია მაგრამ იქნებ ჯობდეს რომ სრულფასოვანი პასუხი გასცე ამ კითხვას, ჩემ თემას გადავარქვათ "რას ნიშნავს CO2 პნევმატიკა" და პასუხის მერე ჩემი პოსტები წაშალო და თემა დაპინო, და ვინც შემოიხედავს უკვე ეცოდინება რაზეა საუბარი

ზედმეტი თუ მომდის მითხარით, უბრალოდ ძალიან მომწონს ეს ფორუმი და ზოგადად აზრი და მინდა რაც შეიძლება კომფორტული და გასაგები გახდეს ყველასათვის

მე ძალიან მიხარია რომ შენ ხარ ასეთი მონდომებული წევრი, ზუსტად ასეთი ხალხი გვჭირდება.
აუცილებლად გავაკეთებ ვრცელ თემას ამაზე. უბრალოდ ეს საკითხი საჭიროებს საკმაოდ ღრმა პასუხს, ცოტა ოდენი მაცადეთ და ყველაფერი იქნება.
საერთოდ მე მინდოდა ჯერ ამევსო ფორუმი ინფო-თი და მრე გამეხსნა, მაგრამ სულ მთხოვდა ხალხი და დავაჩქარე მოვლენები, ასე რომ სტატიები მზადებაშია, და მაპატიეთ თუ ვერ ვასწრებ დროზე, ძალიან ბევრი რამ არის კიდე გასაკეთებელი. smile.gif
vito
არ გვინდა ბატონო ყველაფერი ერთად, სათითაოდ გამოუშვი biggrin.gif
parna
http://www.youtube.com/watch?v=gMzxTUCgJ4g...feature=related ცო2 რევიუ
vito
შეიძლება თუ არა რომ სურათების დადების ფუნქცია ფორუმზეც გავაკეთოთ???? თორემ ძალიან არაკომფორტულია სხვა საიტებიდან დაყრა
Jah
ციტატა(vito @ 9th February 2009 - 06:06 PM) *
შეიძლება თუ არა რომ სურათების დადების ფუნქცია ფორუმზეც გავაკეთოთ????

აუცილებლად იქნება. 1-2 კვირაში მაქსიმუმ.
ისე ასეთი წინადადებები/კითხვები სასურველია აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=9 ვპოსტოდ
vito
ციტატა(Jah @ Feb 9 2009, 05:54 PM) *
აუცილებლად იქნება. 1-2 კვირაში მაქსიმუმ.
ისე ასეთი წინადადებები/კითხვები სასურველია აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=9 ვპოსტოდ


შემეშალა, გადაიტანეთ smile.gif
gigi30
სოფელში სარდაფში აღმოვაჩინე ბლომად "ბალონჩიკები" გაზიანი წყლის დასამზადებლად. თუა შესაძლებელი co2 პნევმატიკაზე გამოყენება?
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 29th October 2011 - 10:57 PM) *
თუა შესაძლებელი co2 პნევმატიკაზე გამოყენება?

ეგენი 8 გრამიანებია, ახლანდელ პნევმატიკაში კი 12 გრამიანები გამოიყენება.

მარტივად რომ ვთქვათ მოკლეებია ეგენი sad.gif
ochopintre
ციტატა(gigi30 @ 29th October 2011 - 10:57 PM) *
სოფელში სარდაფში აღმოვაჩინე ბლომად "ბალონჩიკები" გაზიანი წყლის დასამზადებლად. თუა შესაძლებელი co2 პნევმატიკაზე გამოყენება?

რამე რო იყოს ხო არ გაყიდი რამდენიმეს, რარაც ძველი "ფიშტო" მიგდია და მემგონი 8 გრამიანები მიდის?
gigi30
სიმოკლეს არაუშავს, ჩავუდგამ რაიმეს, სხვამხრივ თუ არ ექნება პრობლემა. (ბიძაშვილს აქვს co2 პისტოლეტი და...)
ja_ja
gigi30
ციტატა(gigi30 @ 31st October 2011 - 10:56 AM) *
სხვამხრივ თუ არ ექნება პრობლემა

ნუ სხვა მხრივ... ეგ არის საკვები მრეწველობის CO2 ასევთქვათ გასუფთავებული, პნევმატიკაში და წარმოებაში მაგას არავინ წმინდავს biggrin.gif, საწარმო ვერსიას მინარევები აქვს, წიპა წყალი ზეთი და ასე შედმეგ...

ასე რომ ფიშტოს წესით საკვები მრეწველობის სტანდარტები ჯანში უნდა წაუვიდეს სუფთა co2-ის სახით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gigi30
მადლობა, ე.ი. "არ აწყენს" biggrin.gif
gocha311
CO2 გაზის მაგივრად პრინციპში ჩვეულებრივი ჰაერი რო ჩავტვირთო რამე პრობლემა ხომ არ მექნება ან CO2 -ის ბალონს ან რამე სხვა დეტალს ხომ არ გააფუჭებს??
ja_ja
gocha311
smile.gif და თუ იცი რატომ იყენებენ co2 ბალონებს და არა ჰაერის ბალონებს smile.gif

co2 არის თხევადი მასა და გასროლის წინ ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირად მდგომარეობაშI რის ხარჯზეც ისვრი. აი ბოლოს თხევადი სუბსტანცია რომ არ რჩება ბალონში მაგ დროს მაქსიმუმ ისვრი 2-3 ჯერ და ფაფუ აირი smile.gif

ახლა იგივე ჰაერზე გადაიტანე, ჰაერს ვერ გაათხევადებ, ან ძალიან მაღალი წნევები და ძალიან დაბალი ტემპერატურებია საჭირო, შედეგად ჰაერი თუნდაც 200 ატმოსფეროზე ყოველთვის აირად მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე იგივე მოცულობის ბალონი 2-3 გასროლას თუ გაგაკეთებინებს და ფაფუუუუ smile.gif

დანარჩენის მხრივ კი იარაღისთვის ერთი ფეხებია სად ჰაერი სად co2-ი, პროსტა გაითვალისწინე co2 არის სადღაც 50-60 ატმოსფერო, შედეგად მექანიზმი იარაღის გათვლილია მაგ წინააღმდეგობის გადასალახად, შენ კი თუ 200 ატმოსფეროიან ბალონს გათხრი... ნუ ვერ გაუძლებს ვერც რეზინები, ვერც დამრტყმელი და ვერც საერთოდ მექანიზმი sad.gif
gocha311
ხოოო აი მაგდენი კი არ ვიცოდი ვეტერან სპასიბა ,მე ვფიქრობდი რომ აქ მთავარი წნევა იყო და მეტი არაფერი,,,ვეტერან ძმა შენი დახმარება დამჭირდება მე მგონი ,მოკლედ გეტყვი აი ეს ვიდეო ვნახე ერთი თვის წინ https://www.youtube.com/watch?v=rxElho2obYk ხოდა ისე მაგრად დამევასა ეს იარაღი გადავწყვიტე მე თვითონ ავაწყო 4,5 ცალიბრ ლულით,მოკლედ რაღაც დეტალები დაუზაკაზე ამაზონზე,რედუქტორი მე თვითონ ავაწყე ტოკრების დახმარებით რა თქმა უნდა : ) ხოდა მე მგონი მე ჯერ კიდე არ ვიცი რა შარი ავიკიდე უკანაც აღარ ვიხევ ამდენი ფული დავხარჯეsmile.gifთუ რაღაც ვერ გაუგე,ცოტა რო გამარკვიო რა მერე დროდადრო შეგეკითხები ან ვის ვკითხო შენ გეცოდინება რო დამარიგო ..
ja_ja
gocha311
ნუ პირველ რიგში ნუ გვაცინებ smile.gif, არ გამოვრიცხავ რომ გენიოსი და ვუნდერკინდი ხარ, მარა ეგ არის, MAC1-ის ცნობილი და მსოფლიოში საუკეთესო შაშხანა USFT biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif და პირდაპირ ეგეთის აწყობა გადაწყვიტე ? ტიპმა სანამ ეგ მოდელი გამოუშვა რამდენი ათასი სხვა მოდელი და ეგზემპლარი გააკეთა, გამოცდილება ააგროვა, შენ კიდევ ჯერ აგერ co2-ისა და ჰაერის შესახებ ინფოს აგროვებ... smile.gif, ნუ მიწყენ, მაგრამ საქართველოს პირობებისთვის დღევანდელი გასახედიდან ნამეტანი არარეალურად მიჩვენება ეგეთი რამე (თუ რა თქმა უნდა რაიმე სამხედრო თავდაცვის საიდუმლო ცეხებში არ მუშაობ smile.gif . მიუხედავად იმისა რომ მეც და სხვებიც აქ რაცხაებს ვჩალიჩობთ... მოკელდ მგონი ნამეტანი სერიოზულს დაეძგერე.

ნუ მიწყენ მაგრამ სხვა თუ არაფერი ძალიან ბევრი ინფო გაქვს ჯერ წასაკითხი და გასარკვევი, შედმეგ დასაღვინებელია, მერე მოსაფიქრებელია, რამდენიმე ათეული, ან ასეული ცდა უნდა და აი მერე ვილაპარაკოთ მაგ ვიდეოზე, მანამდე კი ... ნუ არ მინდა ბოროტი ბიძიასავით გამომივიდეს ოცნებების დასაწყისშივე განადგურება, მაგრამ რეალობა არ მოგცემს მაგის საშუალებას რომ არიქა ადგე და ეგრევე ეგ თოფი ან მისნაირი გააკეთო smile.gif ცოტა რაიმე მარტივი მაინც დაისახე smile.gif ასე ვთქვათ შესრულებადი. რაიმე შედარებით მარტივი კონსტრუქცია, მერე მეორე ნაბიჯი მესამე და....



ახლა კი სერიოზულად და იმედია არ მიწყენ იმაზე რაც ქვემოთ იქნება დაწერილი:
რაც შეეხება ტერმინებს ტიპა ვეტერან და ძმა ... შენი ასაკი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად კაიხანია გამოსულივარ იმ ასაკიდან როდესაც ერთმანეთს ქუჩაში ძამათი მიმართავენ... ზედმეტი ფამილიარობა საჭირო არაა, ჯერ სხვა თუ არაფერი მოვიდეს დრო და გავიცნოთ ერთმანეთი რეალში.

ჩემთან საუბარი კი ყველანაირი ზედმეტი რანგების გარეშე შეგიძლია, არანაირი ძამა, ან იქ ახლად მოგონილი ვეტერანი, ან კიდევ უარესი გენერალი, ადმირალი და სხვა უაზრობა საჭირო არაა.
gocha311
smile.gifიზვინი ხო გითხარით აქ ნავიჩოკი ვაარ მეთქი,ვეტერანი ნიკი მეგონა, ისე კი არც მე მაკლია თავზე ჭაღარა : ) ,,ეს სამი დღე და ღამე რედუკტორს ვეჩალიჩე ჩემი ნახაზებით გავაჩარხინე ტოკრებს და 80 ლარი წყალში გადავყარე, smile.gif) 200 ატმოსფეროს გაკონტროლება საშინელება ყოფილა ,ხან მანჯეტებს გლეჯავს და ხან ჰაერი ეპარება მოკლედ არაფერი გამოვიდა ,ერთი შანსია რედუკტორი დაუზაკაზო ,,ისე ამ დაგავარი შაშხანების სისტემა მე ესე ვიცი CO2-ის ბალონიდან გადამყვანით რედუქტორზე ,რედუკტორზე დამრტყმელი მექანიზმი ,და გამოსროლილი დარედუკტირებული ჰაერი ლულაში,ხომ ასეა,ყველაზე მთავარი დაედუქტირებული ჰაერია საშუალოდ 80 ატმოსFერო,,ვნახავ ფოტო როგორ უნდა ავტვირთო აქ და ფოტოებს დავდებ რაც გავაკეთე.
gocha311
geojorjika
gocha311
მაგ ბალონს ჰაერით ტენი?

პრინციპი გასაგებია მაგრამ მაგ რედუქტორის ზამბარა არ ჩანს ისეთი რომელიც 200 ატმოსფეროსთან იმუშავებს, + ნამეტანი კოლხოზ ნაკეთებია , იცნობა ელიავას ტოკრების შემოქმედება smile.gif

gocha311
არა ეს ბალონი საერთოდ არ დამიტენია ახალია ,სხვა ბალონი მაქ სავეტსკი ,ისე ჰაერით რო დავტენო უჭირს რამე???ხო შეიძლება??
zax ara
თუ ბალონი CO2 მე როგორც ვიცი . არ შეიძლე ბა სხვადასხვა წნევებია . ისე მიკვირს ეგეთი ნამუშევარი რედუქტორით , შესრულების ხარისხზე მაქვს მხედველობაში როგორ ენდობი , ექსპერიმენტოს დონეზეც კი . მაღალი წნევაა ბოლო ბოლო
geojorjika
gocha311
ეგ არის co2 ბატონი, ანუ სადღაც 60-70 ატმოსფეროზე გათვლილი

ჯერ უნდა გაუკეთო ახალი კლაპანი , მაგის კლაპანი მაღა წნევას ვერ გაუძლებს, მერე უნდა გატესტო მინიმუმ 1.5 ჯერ მეტ წნევაზე, მინიმუმ 10 წუთით, არ უნდა შეიცვალოს ბალონმა გეომეტრია, და ოდნავ (მილიმეტრიას მეაზედებზეა საუბარი) თუ შეიცვლის უნდა დაუბრუნდეს წნევის დადების შემდეგ საწყის ზომებს, მოკლედ კიდევ ბევრი ნიუანსია აპრესოვკაზე საკმაოდ ვრცელი თემაა, არ გირჩევ მაღალ წნევასთან თამაშს, ნამეტანი საშიში რამეა

პ.ს. ისე ეგ ბალონი აქ იყიდე?
ja_ja
gocha311
ნუ ვაბშეტა რედუქრორებს როდესაც ვაკეთებ ვცდილობ შიდა ზედაპირები გამოლოკილი იყოს, კოჭსა და გარს შორის კიდევ მიკრონული დაცილებები, კიდევ სხვა მრავალი წვრილმანია და მაგ შემთხვევაშიც კი შეუძლება სხვადასხვა მექნიკური მიზეზების გამო დაიბრიდოს შიგნეულობა, აი ის კი რაც მაგ სურათზეა ეგ გარანტირებულად დაიბრიდება smile.gif

ისე კაია რომ გიცდია, მაგრამ ზამბარას რასაც ვხედავ ახლავე გეტყვი რომ არ მოგცემს 200 ატმოსფეროზე რაიმე რეგულირების შესაძლებლობას, სადღაც 70-80 ატმოსფერო იქნება მაგისთვის მაქსიმუმი შემდეგ უკვე პრიამატოკია.

რაღაც კლაპნისმაგვარს ვხედავ ასევე, ეგეც ლამის იდეალური სისუფთავის უნდა იყოს თორემ გაჭედვები იცის, ეგ კი იწვევს არაერთგვაროვან მოძრაობას და შედეგად მიკროწამებით ხან ჩქარა გახსნა დაკეტბას ხან დიდიხნით გახსნას, ჩვენს საქმეში კი ყველაფერი მიკროწამებზეა აგებული

ბალონს რაც შეეხება, არ მნიქარო და ნურც თავს ჩაიგდებ საფრთხეში და ნურც ირგვლივ მყოფებს. იმიტომ რომ ეგ არის, co2-ის ბალონი, რომლის სამუშაო წნევაც არის 70-80 ადმოსფერო, გასატექტი მაქსიმუმი კი იქნება 140-150 მაგრამ ეგ ნიშNავს 10-15 წუთით მაგ წნევაზე გაჩერებას შემოწმების მხრივ და არა მუდმივი წნეის ჩატენვას მასეთ წნევაზე. 200 ატმოსფეროზე არც კი იოცნებო. შეიძლება ამ წამს დაიჭოროს შეიძლება ეგრევე გადაიფურჩქნოს. სავარაუდოდ დაიჭერს, იმიტომ რომ დასავლეთში 3-მაგი დაზღვევის სტანდარტებია, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში 200-ზე მაგის დატენვა ძალიან საშიშია.

მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, საბრძოლო ხელყუმბარაში არის მოტავსებული 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, უხეშად მოცულობაც 50 მილიგრამი ჩავთვალოთ. გაფართოება აფეთქებისას აქვს 100-მაგი, ანუ 50 მილიგრამი მოცულობა წამიერად ხდება 0.05x100=5.0 ლიტრა მოცულობის ჰაერი, იმის გამო რომ გაფართოება მომენტალურად ხდება და წნევაც 100-ჯერ იზრდება ხდება ყუმბარის დაშლა და ნუ დალშე რას უშვება ირგვლივ არსებულებს ქე იცი.

ახლა შენ წარმოიდგინე რომ ეგ ბალონი რომელიც შენ აქ დადე არის 9oz-ის მოცულობის, ნუ ჩვენებურად 266 მილილიტრია, ანუ უკვე 5-ჯერ მეტი მოცულობისაა ვიდრე ხელყუმბარა და შიგნით შენ ტენი 200 ატმოსფეროს, ანუ რეალში არის ჩატენილი 1 ატმოსფეროზე არსებული 53.2 ლიტრი ჰაერი, წეღან მოყვანილ ყუმბარაზე 10-ჯერ მეტი მოცულობაა... ღმერთმა დაგიფაროს და ვერ გაუძლოს კონსტრუუქციამ იმენნა ბენლადენის ბომბა საოცნებო გაგიხდება, გაისტუმრებს იმქვეყნად ყველას ვინც ირგვლივ იქნება და არც კი დაასლოკინებს...

ასე რომ დიდი თხოვნაა რადგან ამ ფორუმზე შემოხვედი და ასე თუ ისე საქმეში ჩახედულ ხალხს გადააწყდი სანამ რაღაც საშაროს გააკეთებ და მერე მთლიანად პნევმო სამყაროს შავ ლაქად დააჯდება, შენს მიერ გაკეთებული რაიმე კატასტროფა... მოკელდ ჯერ გვკითხე და პასუხზე თუ რჩევაზე არ დაგზარდებით, შეიძLება კონკრეტული წარმოების გზები არ გასწავლო, მაგრამ სწორ გზაზე მაინც დაგაყენებთ რომ არც შენ და არც სხვას ზიანი არ მიადგეს, პლიუს შენს მიერ გაკეტებული რომ მუშაობდეს და სიამოვნებას განიჭებდეს.

P.S. კაცუო smile.gif წინა პოსტში ისე დაწერე იმ კაცის გაკეთებული თოფი მომწონსო და ეგეთს ვაკეთებო რომ მეთქი არიქა და.... smile.gif თურმე მაიცა კაცო smile.gif რასა იქმნ.. მესმის სურვილი მარა... ეგრე მეც მინდა თვითმფრონავების და კოსმოსური ხომალდების აგება მარა აი ხელი რომ მოვკიდო შარში გავყოფ თავს თან ისეთში რომ ვავა smile.gif
gocha311
ამაზონზე დაუზაკაზე ჩერეზ ლინონი,20 $და 6 ლარი ჩამოტანა

პ.ს. ისე ეგ ბალონი აქ იყიდე?

gocha311
ja_ja დიდი მადლობათ დარიგებისთვის მე ძალიან დიდ შეცდომაში შევედი ისე ამიჭრელა თვალები იმ იარაღმა : )სუმთლად ამერია ტვინი განსაკუთრებით ყუმბარასთან.. ,ბალონზე აწერია 1800, 124,ანუ რეალურად 100 ატმოსფეროზე იმუშავებს საკაიფოდ,რაც ძალიან ცოტაა და ეს ბალონიც არ გამოდგება.არც ჩემი აწყობილი რედუკტორი ,1000 შეცდომა დაუშვი რაც არ იცი ხელი არ უნდა მოკიდოო smile.gif,, მე ძალიან იოლად შევხედე ყველაფერს,,თურმე ამდენი პრობლემაა.ძალიან ავჩქარდი, მაგარი გულგატეხილი ვარ : (
gocha311
ja_ja
ციტატა
ნუ ვაბშეტა რედუქრორებს როდესაც ვაკეთებ



scratch_one-s_head.gif შენ შეგიძლია რო დაახლოებით ამ დაგვარი რედუკტორი ააწყო ?? ნუ დაახლოებით 70 ატმოსფეროზე რო დაარედუკტოროს
ja_ja
gocha311
ციტატა(gocha311 @ 30th March 2014 - 11:23 AM) *
ძალიან ავჩქარდი, მაგარი გულგატეხილი ვარ : (

გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი smile.gif (© ფილმიდან "ბასიაჩუკი")

კაცო ეგრე ყველაფერზე გული თუ გაიტეხე შორს ვერ წახვალ, აქ ბევრი ვართ ჩალიჩმაისტერა სასტავი, მარა აი ეგრე ვიდეო დავინახეთ და ეგრევე შევუდექით გაკეთებას, მგონი არავინაა... ბაზარი არაა მაგ ვიდეოც და სხვაც რომ ვნახეთ ზოგი ისე ავენთეთ რომ... მოკლედ აგერ მინიმუმ 5 კაცს იმდენი თანხა გვაქვს დახარჯული დაზგა დანადგარებში რომ რავიცი რაფერ აგიღწერო smile.gif ნორმალურ სიტუაციაში ჭკვიანი კაცი 10-12 თოფს იყიდიდა კოლექციას შეაგროვებდა და გაჩერდებოდა smile.gif მარა ჩვენც შეგვიჩნდა ეგ ჭირი და დოზანა სახელად ჩხირკედელაობა smile.gif

მოკლედ ამ ფორუმზე უმეტესობა წავიდა სხვა გზით, ჯერ ბევრი ვიკითხეთ სხვადასხვა ინფორმაცია, ვაგროვეთ საკუთარი გამოცდილება, ვნახეთ არაერთი თოფი, საკუთარი თოფები მილიონჯერ დავშალეთ და ავაწყვეთ გავიგეთ ძირითადი პრინციპები, მე პირადად ნაწილი ფიზიკა და მათემატიკა ხელახლა გავიხსენე რომელიც სკოლის მერე არც კი დამჭირვებია და აი დღეს ისეთ პონტში ვართ რა რაცხას ვაკეთებთ, მარა აი ნებისმიერი ჩვენთაგანი რაცხას ეხლაფორთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვერცერთი ვერ იტყვის ნოლიდან თოფს ავაწყობო, მიუხედავად იმისა რომ ძირითადი ყველამ ვიცით და ვროდე გაკეთებაც შეგვიძლია, მარა იქ ასეთ პრობლემას აწყდება აქ ასეთს და... smile.gif

მოკლედ იმის თქმა მინდა გულის გატეხვა და თავის ჩამოღუნვა ნამეტანი ადრეა. აცადე შენს თავს ასე 1-2 კვირა დაისვენოს, გადახარშოს ყველაფერი და ნახავ რომ სულ სხვა კუთხით დაინახავ ყველაფერს, ახალი იდეები და გამოსავლები გამოჩნდება... მაგრამ თუ პესიმიზმში გადავარდები ან არ შეეშვები და გაუჩერებლად გააგრძელებ რაცხას ჩალიჩს აშკარად ჩიხში შეხვალ. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება 1-2 კვირა ძალით სხვა საქმეზე გადაეთე, დამიჯერე ადამიანის ტვინი ისეთი ოხერია რომ ფონურ რეჟიმში მაინც ფიქრობს იგივეს და ერთხელაც ძილის წინ ან აი კაკრაზ რომ უნდა გაიღვიძო ისეთი ბრილიანტი აზრი დაგარტყავს რომ მთელი დღე ტონუსში და ამაღლებულ ხასიათზე იქნები smile.gif ასე რომ უბრალოდ დაასვენე ტვინი და....


ციტატა(gocha311 @ 30th March 2014 - 12:01 PM) *
შენ შეგიძლია რო დაახლოებით ამ დაგვარი რედუკტორი ააწყო ?? ნუ დაახლოებით 70 ატმოსფეროზე რო დაარედუკტოროს

რაც შეეხება რედუქტორს... ნუ სხვადასხვანაირი ამიწყვია (პროსტა მე რომ გავაკეთო ძვირს დაგიფასებ, ნუ ეგ ცალკე თემაა, ჯერ მომწიფდი და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ), ეგ კონკრეტულად როგორია არ ვიცი, თვითონ რედუქტორის გაკეთება არაა პრობლემა მთავარია ზომები თქვი და მიახლოებითი ნახაზი გაჩითე.

ისე აქაც გირჩევდი არ იჩქარო ხოლმე და დახაზო, ყველაფერი წარმოიდგინო რაფერ იმუშავებს, როგორ გამოითლება ესა თუ ის დეტალი, რაიმე კურიოზი ხომ არ იქნება დეტალის დამზადებისას smile.gif თორემ მე ერთი ეგრე დამადგა თავზე და მაჩვენებს ნახაზს როდესაც რაღაც დეტალში შიგნით გასაკეთებელი იყო 4 მოხვევა შედეგად რაღაც რუსული П-ს მაგვარი უნდოდა, ოღონდ დეტალის შიგნით.... smile.gif მეთქი ძმურად ეს ყველაფერი კარგია, მარა რაფრა წარმოგიდგენია დეტალის შიგნით ეგეთი მიხრამოხრის გაკეთება მეთქი და ტიპი გაჩერდა smile.gif

მოკლედ დამიჯერე ნახაზი მაგარი რამეა, წყნარად ზიხარ უყურებ აანალიზებ, რაღაც ახალს მოიფიქრებ და უკვე არსებულს ამატებ და არა ჰაერში ხელების ქნევით რაღაც წარმოსახვას ეჩალიჩები.

და ბოლოს რედუქტორი 70 ატმოსფეროზე რაცხა ნიტოა...

შენ ის მითხარი საერთო დანიშნულება რა უნდა ჰქონდეს შენს შედეგს? თუ აკეთებ სპორტულ პისტოლეტს 10 მეტრიან ოლიმპიურ დისტანციაზე სასროლად მაშინ საკმარისია, მარა თუ აპირებ ნორმალური სანადირო პნევმოს გაკეთებას რომელიც 50-100 მეტრის დიაპაზონში იმუშავებს, მაშინ 70 ატმოსფერო არაფერია, იმიტომ რომ მაგ წნევაზე მაქსიმუმ მიიღებ 10-დან 16 ჯოულამდე, ეგ კი უხეშად არის 120-დან 180 მეტრ წამამდე. ნუ მაგ ძალით ნორმალური ლულის შემთხვევაში წყნარი ამინდისას და იდეალური პირობებისას სავარაუდოდ იმუშავებ ასე 20-25 მეტრზე, იმის ზემოთ კი ვარდნა იმდენი იქნება დაბალი სიჩქარის გამო რომ აზრს კარგავს ეგ წნევა. მოკლედ უკვე დაგროვილი გამოცდილებით შენ უფრო ორიენტაცია უნდა აიღო 115-დან 130 ატმოსფერომდე, შუალედური არის სადღაც 120-125. პრაქტიკამ გვაჩვენა რომ ეგ ყველაზე ოპტიმალური წნევაა, მაგის ზემოთ უაზრო ჰაერის ხარჯია, მაგის ქვევით კი ძალა არ გყოფნის
gocha311
როცა რამე საინტერესოა ოქროს წუთებს გრძობ, გიხარია რომ ცოცხალი ხარ,როცა გიხარია კეთილი ხარ,სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს smile.gif 40 წლის კაცი ვარ და ესეთი ლამაზი და აზრიანი სიტყვები პირველად მესმის მაგარი ადამიანი ხარ ჯაჯა ,ეს ყველაზე ,მაგარი ბრძნული დარიგება იყო ადამიანისთვის ალბათ ამ სიტუაციაში როგორც ეხლა მე ვარ : )))ტვინი მართლა ადუღებას მაქვს ,სამსახურშიც კი ამ თემაზე ვფიქრობ თუ სად რა დეტალი იქნება მორგებული : ))) თან ეგრე მაგრად როოგორ გამომიცანი : )ჩხირკედელა ვარ ბმვეზე წყალბადის გაზი მე თვითონ დავამონტაჟე ყველაფერი მე თვIთონ ავაწყე : )),,მაგრამ ეს იარაღი გაცილებით რთული ყოფილა ერთი შანსია უნდა დამეხმარო,მე ეს რედუქტორი ჭკუიდან შემშლის,,,,,მე ცოტას მართლა დავისვენებ თორე სულ შემზიზღდა ყველაფერი,მერე კი თვითონ იარაღს ავაწყობ უამრავი ნაწილი უკვე გაკეთებული მაქვს ავაწყობ და თან გამოჩნდება რა გამოვა შეიძლება მართლა არ ღირდეს ზედმეტად ფულის ხარჯვა ,,და ბოლოს რედუქტორიც მოვარგოთ,მერე შეგეხმიანები და შენ კოორდინატებსაც გავიგებ თუ როგორ დაგიკავშირდე,,ისედაც მაგარი საინტერესო ადამიანი ჩანხარ ცხოვრებით ,ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენგან : ))

აი ესეთი მეხანიზმი მაქვს მხოლოდ აწყობა უნდა
gocha311
ჯაჯა ერთი რა უნდა გკითხო ,,ოღონდ მასხარად არ ამიგდო : )) მანქანის ტარმაზნოი შლანგი რამდენ ატმოსფეროს უძლებს ნეტა ????,,აზრი მომივიდა ჩერეზ პერეხადნიკ რო გაუშვა ცო2-ის გასაზაპრავკებლად ბალონიდან ბალონში არ გამოდგება??
zax ara
ციტატა(gocha311 @ Mar 30 2014, 10:23 AM) *
ja_ja დიდი მადლობათ დარიგებისთვის მე ძალიან დიდ შეცდომაში შევედი ისე ამიჭრელა თვალები იმ იარაღმა : )სუმთლად ამერია ტვინი განსაკუთრებით ყუმბარასთან.. ,ბალონზე აწერია 1800, 124,ანუ რეალურად 100 ატმოსფეროზე იმუშავებს საკაიფოდ,რაც ძალიან ცოტაა და ეს ბალონიც არ გამოდგება.არც ჩემი აწყობილი რედუკტორი ,1000 შეცდომა დაუშვი რაც არ იცი ხელი არ უნდა მოკიდოო smile.gif,, მე ძალიან იოლად შევხედე ყველაფერს,,თურმე ამდენი პრობლემაა.ძალიან ავჩქარდი, მაგარი გულგატეხილი ვარ : (

გული რდ უნდა გაიტეხო. სადაც არაფერი კეთდება იქ არაფერი ფუჭდება . სასშენოდ გამოიყენე ეს პატარა წარუმატებლობა . გამოცდილებაა ბოლო ბოლო
ja_ja
gocha311
ციტატა(gocha311 @ 3rd April 2014 - 07:54 PM) *
ჯაჯა ერთი რა უნდა გკითხო ,,ოღონდ მასხარად არ ამიგდო : )) მანქანის ტარმაზნოი შლანგი რამდენ ატმოსფეროს უძლებს ნეტა ????,,აზრი მომივიდა ჩერეზ პერეხადნიკ რო გაუშვა ცო2-ის გასაზაპრავკებლად ბალონიდან ბალონში არ გამოდგება??

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგ შლანგს მე რამდენადაც ვიცი არ აქვს 200 და 300 ატმოსფეროიანი სერთიფიკაცია. ადრე რუსები იყენებდნენ, მარა ერთი ორს შემოეხა და შეეშვნენ. თუმცა აქ საქართველოში მინიმუმ 2 კაცზე მაგ შლანგის მომსწრე ვარ და რავი მინუსად მე უფრო ჩავუთვლიდი დიდ შიდა დიამეტრს, რომელიც ძალიან ბევრ ჰაერს გაკარგინებს შლანგის დაცლისას.

პლიუს დიდი ხვრელი ნიშნავს ნაკლებ წნევის გაძლებას, თან გაითვალისწინე სითხე რომლისთვისაც განკუთვნილი არის ეგ შლანგები, შედარებით სქელია და ბლანტი, ასე რომ მიკრო ხვრელებში არ გამოიპარება, ჰაერს კი ეგ უპრობლემოდ შეუძლია, შედეგად შრეებს შორის შედის და მერე ხევს შლანგს.

დალშე კიდევ ერთი მომენტია, სითხეზე რომც დაერხეს შლანგს ... ნუ რა იქნება ჰა-ჰა ნახევარ მეტრზე გადაფსმული სითხე, გაისვრები შეიგინები ჩამოიფერთხავ და მორჩა, აი ჰაერი კი ჩემს მტერს, ჯერ იბათქუნებს ისე რომ შეიძლება მთლად სასიამოვნო სუნი არ დააყენო smile.gif (ნუ ეს შუტკა), მარა მეორემხრივ რუსებს რაც მოსდიოდათ ეს იყო - ჰაერის დარტყმის ტალღით მიკრო დაყრუება, ანუ ცოტახნით რომ გიხზუის ყურებში, პლიუს ერთი ორს ჰქონდა დაფლეთილი შლანგით დაჟეჟილობა და ერთს მგონი ნაფლეთები სახეში მოხვდა... ვროდე ყველა გადარჩა, მაგრამ ეგ დროის საკითხია როდის მივა საქმე ვავამდე, მაგალითად შეიძლება ნაფლეთი თვალში მოგხვდეს და... ან შეიძლება შლანგის ბოლოს არსებული რკინის თავი ისეთი ინერციით გამოეშუუროს შენსკენ რომ თითებს ნამეტანი არ ესიამოვნება...

კაროჩე რა ხლაფორთია, რათ გინდა თავს შარში რომ იგდებ, მიდი ამაზონზე და 10-15$-ად იყიდე პეინტბოლის შლანგი რკინის აპლიოტკით მუშაობს 300 ატმოსფერონდე, სტრეს მდგომარეობაში უძლებს 450 ატმოსფეროს (რკინის აპლიოტკის გარეშე რაცაა მუშაობს 200-ზე მაგრამ მაქსიმუმ უძლებს 300-ს), ასე რომ არც ნამეტანი ძვირია და თან ხიფათსაც არიდებული ხარ....

აგერაა ლინკები

200 ატმოსფეროიანი 8.99$
რკინის აპლიოტკიანი 300 ატმოსფეროზე და პლიუს კონექტორებით 23.95$

და ბოლოს მოდი ამ თემას და განყოფილებას ნუ დავაბინძურებთ, ესტემა ეხება co2 პნევმატიკას ჩვენ კი განვიხილავთ საკითხებს რომელიც ამ თემასთან საერთოდ არანაირ შეხებაში არაა, ასე რომ გადადი ამ განყოფილებაში შექმნი ახალი თემა და იქ გავაგრძელოთ განხილვა
gocha311
ერთი თუ იცით ცო2-ის ბალონებს სადმე თუ ტენიაინ თბილისში ,,დღეს მთელი თბილისი შემოვიარე და მხოლოდ დატენილი კისლაროდის ბალონები აქვთ ბოლნისიდან ჩამოტანილი და აბა მე მაგხელა ბალონს სახლში ხო არ ავათრევsmile.gif)) მოკლედ ჩემი ბალონი რო დაიტენოს ცო2-ით თბილისის რადიუსით თუ არის ეგეთი სადგური??????????????????????????????????
geojorjika
gocha311
წერეთელზე კოსნტანტას სათაო ოფისთან არის შესასვლელი , უკან ბევრი ფართებია გაქირავებულია და მანდ იკითხე , 23 ლარად ტენიდნენ მემგონი დიდი კისლაროდის ბალონები რომ არის მაგას , იკითხე გაზიანი წყლის ბალონებს სად ტენიანთქო და გეტყვიან
gocha311
ერთი კითხვა მაქვს ,მინდა 4 ლიტრიანი ბალონიდან გადავტუმბო ჩემ იარაღში ცო2 .
4 ლიტრიანში 120 ატმოსსფეროზე მეტია და იარაღის ბალონში 70 ატმოსფეროზე მეტი აღარ გადმოდის ნუ სადღაც 75-ზე ადის და ჩერდება და რა ჯანდაბა უნდა ხომ ვერ მეტყვით???????????ხომ უნდა გათანაბრდნენ ამ ბალონებში წნევები ??

ჩვეულებრივი აზოტით პრობლემის გარეშე ივსება 120 ატმოსფეროზე.
geojorjika
gocha311
ბალონის მანომეტრი უბერავს smile.gif
gocha311
ესიგი უბრალოდ ნაკლებს მიჩვენებს ხომ და სინამდვილეში 120 ატმოსფერო იტვირთება??
geojorjika
gocha311
პირიქით

რა ტემპერატურაზე გაქვს ეგ ბალონი რომ 120 ატმოსფერომდეავიდა , რაღაცე გეშლება 38 გრადუსის დროს მაქსიმუმი წნევა რაც იქმნება ბალონში CO2-ით რომელიც არის სავსე არის 83 ატმოსფერო

იმედია ცხელ წყალში არ გიდევს ეგ ბალონი smile.gif , მანომეტრი არის გაფუჭებული ბალონის და მეტს აჩვენებს wink.gif
gocha311
ეს მანომეტრები ვასმოი პოლკში ვიყიდე ,კი მითხრა იმ კაცმა თუ არ იმუშავეს მომიტანე და შეგიცვლიო ,,
მდაა სპასიბა ჟორა ბატონო ყველაფერი გასაგებლარია.
გამოდის რომ იარაღზე რომელიც მიყენია სწორედ აჩვენებს რადგან 75-ზე მეტი არ ადის და 4 ლიტრიანზე უბერავს.

მთლიანობაში ჟორა შეიძლება რომ წნევა ცო2 -ით ვთქვათ 100 ატმოსფეროზე მეტი გადატვირთო ბალონიდან ბალონში ?????და თუ შეიძლება როგორ უნდა ჩატვირთოს?????

ja_ja
gocha311
მოკლედ პაწუა ფიზიკის კანონი უნდა დაამუღამო.

co2-ს არა არის ჰაერი და აზოტი რომელსაც სუპერ პუპერ მინუს ტემპერატურები სჭირდება რომ თხევად მდგომარეობაში გადავიდეს smile.gif

co2- არის მინიმუმ 3 მდგომარეობაში, ესაა:
1) აირადი მდგომარეობა
2) თხევადი მდგომარეობა
3) მკვრივი მდგომარეობა

თან გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორიც მკვრივიდან აირადში co2 გადადის შუალედული თხევადი სტადიის გამოტოვების გარეშე, მოკლედ მშრალი ყინული იმედია იცი რა არის smile.gif

ახლა შემდეგი პარამეტრები:

co2 მყარ მდგომარეობაში გადადის ჩვეულებრივ წნევაზე −78.5 გრადუსზე... ნუ რავარც ხვდები ბუნებაში მინუს 78 გრადუსი მიუღწევადია, ამიტომაც ძირითადად გვხვდება აირად მდგომარეობაში

თხევად მდგომარეობაში გადადის თუ წნევა არის 5 ატმოსფერო და მინუს −56.6 °C იდეაში ისევ და ისევ საკმაოდ ცივია, ტემპერატურა კი მიიღწევა, მაგრამ აი წნევა პრაქტიკულად ზედაპირზე არასდროს არ მიიღწევა, ამიტომაც, ოკეანის ფსკერზე სადაც წნევა კოლოსალურია, co2 გადადის თხევად და დაჟე მყარ, ანუ მშრალი ყინულის ფაზაში.

თუ გვინდა რომ co2 გადავიდეს თხევად მდგომარეობაში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, მაგალითად საორიენტაციოდ ავიღოთ 30 გრადუსი სიცხე, მაშინ საჭიროა მისი შეკუმშვა 74 ატმოსფეროთი. ამ წნევაზე co2 აირადი მდგომარეობიდან გადადის თხევად მდგომარეობაში აი დალშე კი იჩითება ისეთი პონტი რასაც სითხის შეკუმშვა ჰქვია smile.gif

ანუ 74 ატმოსფეროზე co2 გადავიდა თხევად მდგომარეობაში... ჰმმმ როგორ შეიძლება გავზარდოთ წნევა ვთქვათ 120 ატმოსფერომდე? იდეაში ყველამ ვიცით რომ სითხე უკვე აღარ იკუმშება (ნუ კი აქვს მინი შეკუმშვა, მაგრამ მიზერული სიმცირის გამო პროსტა ვუგულველყოფ ისევე როგორც ყველა ფიზიკოსი.)

შედეგად წარმოვიდგინეთ რა უნდა მოხდეს იმისათვის რომ ვთქვათ დამტენმა სადგურმა ისეთ ამინდში როგორიც დღეს იყო, რომ 120 ატმოსფეროზე დაგვიტენოს ბალონი ... იდეაში თხევად სუბსტანცია გადავიდა თუ არა co2 მორჩა მისი შეკუმშვა, ანუ მიღწეულია 74 ატმოსფერო და მორჩა სითხეს ვეღარ შეკუმშავ... ნუ მამენტ შეიძლება ძალით სულ ბოლომდე გაავსო თხევადი სუბსტანციით ბალონი, მერე პორშენით დააწვე სითხეს. შეკუმშო ჰიდრავლიკური წნეხით და ძალით აწიო 120 ატმოსფერომდე, მაგრამ ეს სიტყვაზე მოხდება იმის ხარჯზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბალონში 1 კვადრატული მილიმეტრი აირადი co2-იც არ იქნება და შეჭირხვნისას თხევადი co2 თუ შეიკუმშება და ძალით შეტენის ბალონში, ნუ პირობითად ვთქვათ და 1 კუბიკურ სანტიმეტრს თხევად co2-ს.

ახლა წარმოვიდგინეთ სიტუაცია რომ არის 120 ატმოსფეროზე დატენილი ბალონი. მაგრამ ეს პირობა შენარჩუნებული იქნება მანამდე სანამ ისე ზედმეტი შეტენილი 1 კუბური სანტიმეტრი თხევადი სუბსტანცია არ იქნება გახარჯული, როგროც კი იქნება ეგ ხარჯი (მაგალითად გადაასხი co2-ის ნაწილი მეორე ბალონში), მაშინ პირველ ბალონში ზედმეტი მოცულობა ქრება რომელიც ზე წნევის წარმოქმნისთვის იყო საჭირო და დარჩენილი co2 ავტომატურად უბრუნდება 74 ატმოსფეროს წნევას.

მოკლედ როგორც არ უნდა ატრიალო ჯერჯერობით ამ პლანეტაზე მოქმედი ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე ნუ პროსტა ვერაფრით ვერ ჩაასხავ ბალონში co2-ს რომელსაც ექნება 120 ატმოსფერო წნევა smile.gif

ასე რომ შენი მანომეტრის მიერ ნაჩვენები 120 ატმოსფერო განეკუთვნება მხოლოდ ერთ გარემოებას - მანომეტრია არეული ან გაფუჭებული smile.gif
gigi30
gocha311 იყოს 70 ატმ, ლულის სიგრძის და სასროლი ცეო-ს დოზის გაზრდით ასე 200მ/წმ-ს კი უნდა მიაღწიო ნახევარგრამით თბილ ამინდში.
gocha311

ესეიგი მაგრად გულდასმით და ყურადღებით წავიკითხე ჯაჯა ეს პოსტი ეხლა რომ დაწერე ,,რამხელა ნიჭის პატრონი ხარ შენ თუ იცი ნეტა smile.gif
გასაგებია ყველაფერი , არ ტყუის იარაღის მანომეტრი რადგან 75 ატმოსფეროზე მეტს არ ადის როგორც არ უნდა ვეჩალიჩო ,ფიზიკის კანონებს ვერ შევცვლი მეsmile.gif)))
ეს გასაგებია ყველაფერი .

ეხლა ერთი რამ მაინტერესებს კიდე 75 ატმოსფეროზე ცო2-ზე თუ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს იარაღს როგორც შაშხანა გამოდგება ნუ ვთქვათ ნადირობა იქნება თუ გინდაც ისე მიზანში სროლა ?? თუ ისევ ჯობია რომ ჰაერით 120 ატმოსფეროზე ვამუშაო???


geojorjika
gocha311
ციტატა(gocha311 @ 17th May 2014 - 10:04 PM) *
ეხლა ერთი რამ მაინტერესებს კიდე 75 ატმოსფეროზე ცო2-ზე თუ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს იარაღს როგორც შაშხანა გამოდგება ნუ ვთქვათ ნადირობა იქნება თუ გინდაც ისე მიზანში სროლა ?? თუ ისევ ჯობია რომ ჰაერით 120 ატმოსფეროზე ვამუშაო???


და შენ რომელი უფრო მოგწონს?

შედეგები შეგიძლია დადო? ვთქვათ აიღე რაიმე სამიზნე და 25 მეტრში ესროლე დაფიქსირებული პოზიციიდან 5-5 გასროლა ერთი და იგივე ადგილას , ჯგუფების მსგავსი რამ რომ მიიღო. სურათი გადაუღე და დადე. ძალიან გვაინტერესებს მაგ ფიშტოს შედეგები რა გამოვიდა smile.gif
gocha311
ოპტიკას ველოდები ჟორა ბატონო უკვე რამდენი ხანია რაღაც აგვიანებს როგორც ჩამომივა დავამონტაჯებ და ფოტოებსაც გადაუღებ და ვიდეოსაცsmile.gif

ისე დღეს სოფელში ვიყავი და წაღებული მქონდა , ესეიიგი 70 ატმოსფერო ცო2-ზე დატენილი ,სოფელში ძველებური ვაზდუშკები აქვთ ლულა რომ ეხსნება ,შევაჯიბრეთ სროლაში და მოკლედ შედარებაც კი არ ღირდა იმხელა განსხვავებას იძლეოდა გინდა ძალაში და გინდა ტყვიის სისწრაფეში,,,,,,,,,,,,,,,,მოკლედ მაგარი ფიშტო გამომივიდაsmile.gif))))))))))))))
ja_ja
ჩემის მოკრძალებული აზრით ჰაერი 120 ატმოსფეროზე წააგებს co2-თან თუნდაც იგივე 70 ატმოსფეროზე.

ანუ ჰაერი იმის გამო რომ გაცილებით ნაკლებია ბალონში ვიდრე სითხედ აკუმულირებული ნივთიერება, ... ნუ მოკლედ co2-ის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება ბალონში, პლიუს თუ ჩქარ ჩქარა არ მიაყრი გასროლებს და არ გამოიწვევ ამის გამო ბალონის გადაციებას რომ წნევის ზღვარი შეიცვალოს, მაშინ გამოდის შემდეგი პუნქტები:

1) co2 თხევად მდგომარეობაში გაცილებით მეტ აირის აკუმულირებას ახდენს ვიდრე იგივე მოცულობაში 120 ატმოსფეროზე შეჭირხნილი ჰაერი
2) თუ გადაციებას და საერთოდ ტემპერატურის ცვლილებას ადგილი არ ექნება, მაშინ co2-ი ყოველ მომდევნო გასროლაზე ერთი და იგივე წნევას უზრუნველყოფს, რაც რედუქტორის მუშაობის ექვივალენტია, ეგ კი ნიშნავს მარტვ მექანიზმს და რთული რედუქტოტრის მუშაობის პრინცილებისგან გაქცევას
3) არ არის საჭირო მაღალი წნევის ნასოსი, პირდაპირ გამზადებლ დაჭირხნულ co2-ს იყენებ
gocha311
გაიხარე ჯაჯა ბატონო ,ამას აუცილებლად გავითვალისწინებ,,,,,,,,,
ისე სიმართლე გითხრა სანამ ამ საითზე შემოვიდოდი გაგებაში არ ვიყავი თუ რა იყო პნევმატიკა ,ტირის თოფს რომ ეძახიან კი ბავშვობიდან მქონდა მარა ცპც სულ სხვა რამე ყოფილა და მაგარი საინტერესო........ შენ ისე მაგრად გამარკვიე , რომ მალე პრაფესიონალი გავხდები მგონიsmile.gif

რაღაც აზრებიც მიტრიალებს თAვში, იცი შენ რომ ტვინი ფონურ რეჟიმში მუშაობს და არ ჩერდებაsmile.gif)))ახალი ნახაზებით ვფიქრობ ავაწყო სხვა იარაღი რომელიც რეალურად დაიმსახურებს ათიანს ვიზუალურადაც და გასროლითაც.
ცოტა თანხის პრობლემა მაქ და როგორც მექნება შეუდგები კიდეც საქმეს.
gigi30
gocha311 სანამ საქმეს შეუდგები, მონახაზი აქ მცოდნე ხალხს გააცანი, საჭირო რჩევებს მიიღებ, ხომ გაგიგია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერიო. ისე, კი გვაინტერესებს, რა იდა გაქვს
gocha311
გიგი ჯერ ნაღდად არ ვიცი ზუსტად მარა ისე თუ გადავწყვიტე ისევ ცპც-ს ვფიქრობ ცო2-ზე.

ნახაზებზე უკვე კი გამოვცადე ,, რამდენჯერაც უცოდინრად და ნახაზების გარეშე რაიმე დეტალი გავაკეთე არაფერი არ გამოდგაsmile.gif)))))))))))))
აქ ნამდვილი სუპერ პროფესიონალი პნევმატიკოსები ყოფილან და ამ ადამიანების დახმარებით , რჩევა იქნება თუ გინდაც ჩარხზე რაიმე დეტალის გაჩარხვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლება ,,

გაიხარე .
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.