გამარჯობათ, ძალიან მიხარია რომ შემოგვიერთდით.
საკმაოდ ნორმალური შაშხანაა. რაც შეეხება "ბერეტა"-ს :rolleyes: რამოგახსენო... ეს ყველაფერი მხოლოდ დასახელებები

არც ვალტერი და არც ბერეტა არ უშვებს პნევმატურ იარაღს. მაგრამ Stoeger-ებზე ბევრი მსმენია კარგი, ბევრი სუდიც. ისე ნებისმიერი ამ დონის მწარმოებლის იარაღი - ლატარიაა, ან გაგიმართლებს ან არა...
მე იმედი მაქვს რომ თქვენ გაგიმართლა. მაგრამ ამას გვიჩვენებს საერთო სროლებზე გასვლამ

+ მე გირჩევთ საერთოდ არ ისროლოთ შაშხანიდან სანამ არ გააკეთებთ "დეკონსერვირებას", ამაზე თემას მალე გავხსნი და ავხსნი თუ ეს რას ნიშნავს და როგორ უნდა გააკეთო, თორემ მანჟეტს დაბრიდავთ და კიდე, რაც სულ საშიშია ცილინდრს გააფუჭებთ.
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 09:32 AM)

ეს დღეები ფანჯრიდან ურახუნებ რაღაც რაღაცეებს
ამის გაკეთებას კი არ გირჩევთ. ელემენტარული "უსაფრთხოების წესების" დაცვის მიზნით, შეიძლება თქვენ დარწმუნებული ხართ რომ არავინაა იქ სადაც უმიზნებთ, მაგრამ ყველაფერი ხდება
+ პნევმატური ტყვიები, ეგრეწოდებული "რიკოშეტის" ჩემპიონები არიან (ამას სრული კომპეტენტურობით გეუბნებით)
PS
ეს თემა ძალზედ საინტერესოა იმიტომ რომ Stoeger-ის შაშხანები ძალიან ცოტაა საქართველოში.
იმედია ეს თემა გაგრძელდება, და თუ რამე დადებითი ან თუნდაც უარყოფითი თვისებები შეამჩნიეთ, ეს თემა დაეხმარება მომავალ მფლობელებს.
პატივისცემით
Jah