დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჩარხი კეთილი საქმეებისთვის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
ja_ja
გუშინ ელიავაზე სიარულის მერე ისეთი უიმედობა დამეუფლა ჩვენი ქვეყნის ჩარხების პარკის მიმართ რომ სერიოზულად ვფიქრობ რაიმე მარტივი მაინც ვიყიდო, სერიოზულზე ვერ გავიქაჩები ფინანსურად, თუმცა ეგეთებიც რომ არის იმედია ეჭვი არავის გვეპარება.

მაშ ასე ელექტრო და პროგრამირებადი ამოვაგდე, რადგან ჩვენ ბიუჯეტით ვერცერთი ცალცალკე და ერთადაც კი ვერ გავწვდებით, ამიტომ გავჩერდი მექანიკურებზე, ვნახო 2 საკმაოდ სიმპატიური დაზგა:

1) პირველი არის მოდელი CQ9318 Mini Metalworking Lathe, ღირს £230.17, საკმაოდ იაფია, პატარაა და ბევრ დენსაც არ წვავს.



ესეც ფოტოგალერეა,
საკმაოდ საინტერესო შტუკაა. მარტივი, პატარა და მოხერხებული რაღაცაა, სახლის პირობებისთვის მემგონი ზედმისწრებაა. რამდენ საინტერესო და სასარგებლო დეტალს გამოჩარხავდა კაცი .... ეჰჰჰ

2) მეორე არის მოდელი AT125 Mini Combo Lathe & Router, ღირს £256.00, ეს პირდაპირ ნახოდკაა, ჩარხიც არის და ფრეზიც, ზომები ამასაც საკმაოდ მოკრძალებული აქვს



ესეც გალერეა
ამ ჩარხის შესაძლებლობები სახლის პირობებისთვის.... მდააა, სად ვიშოვო რომ ჩამოვატანინო??? სერიოზულად მიტრიალებს ეგ იდეა თავში. დღეს ფანტახიებში რაც მე ამ ჩარხზე ვიმუშავე და მშვენიერი დეტალები გავაკეთე.....


3) ეს უკვე ჩემთვის ამ ეტაპზე ფანტასტიკის სფეროა, მისი დათრევის შანზები არ არსებობს, უფროსწორედ არსებობს, მაგრამ ვავა, საუბარია მოდელზე SPC-900PA Universal Metalworking Lathe biggrin.gif. მოკლედ ეს სტანოკი არის რაღაც სუპერ პუპერ შტუკა, ჩამონათვალში რაც ამ დაზგას შეუძლია....



ესეც გალერეა
მეტრული რეზბის მოჭრა, დუიმებში რეზბების მოჭრა, გრძელი დეტალების დამუსავება სიჩქარეების რეჟიმები, საჭრელის მითითებულ ტრაექტორიაზე სიარული (ზედა ორი მექანიკურებია და ხელით უნდა ატრიალო ბარაბნები რომ საჭრელი თავი ატარო წინ და უკან) მოკლედ ზღაპარია რა, პროსტა ეგაა რომ ეს ბედნიერება ღირს £2364.30. დაგეკარგათ ხომ თქვენც ინტერესი biggrin.gif, არადა ყველაზე ოპტიმალური ვარაინტია, მიუხედავად იმისა რომ არსებობს ამის შემდგომი ვერსიებიც SPC-1000 მერე მოდის SPC-1500 და SPC-2000, მაგრამ ამ სტანოკებს ფასი საერთოდ კოსმოსში გადის, ხოლო შესაძლებლობები გარდა იმისა რომ ტრაქტორის დეტალებს გამოჩარხავ სხვა 900-იანისგან განსხვავებული არა აქვთ.


მოკლედ მე ჯერ სერიოზულად განვიხილავ მეორე ვარიანტს, ჯერ კიდევ გადავქექავ ინტერს ეგებ და რაიმე უფრო საინტერესო გაიჩითოს მაგ ფასებში, მერე შევეცდები გავარკვიო რამდენად რეალურია აქ მაგის ჩამოტანა, ფოსტით უნდა მოხდეს ტრანსპორტირება თუ რაიმე სხვა მეთოდია მოსაფიქრებელი.
nihontoman
კაია, ის მეორე ვარიანტი დასაფიქრებელია, მარა მაგის ჩამოტანა ცოტა არ იყოს...

ფოსტით რა დაჯდება ვითომ? 17.gif
ja_ja
მოკლედ ახლა კიდევ გადავხედე და ასეთი დამატებითი ინფოა.

პირველს შეუძლია დაამუშაოს 210 მილიმეტრიანი ნივთები, (სისქეს არ განვიხილავ ჩვენ ნებისმიერ ვარიანტში გვეყოფა) იწონის 36 კილოს ხარჯავს 250 ვატს.

მეორეს შეუძლია დაამუშაოს 180 მილიმეტრის ისგრძის დეტალები, მთლიანი ლულების დამუშავება ამ სტანოკზეც არ გამოვა, წონა ვერ გავარკვიე , მაგრამ მოიხმარს სულ რაღაც 180 ვატ ენერგიას

მესამე ეს უკვე ისედაც დავიწყებული იყო მარა... მოკლედ ამუშავებს 830 მილიმეტის სიგრძის ობიექტებს (ლულა თავფეხიანად ჩაჯდება ამ ბედნიერებაში), მოიხმარს 1.1 კილოვატს და ბოლო სასიკვდილო გასროლა არის წონა - 450 კილო. მდააააააა.
nihontoman
ციტატა
მოიხმარს 1.1 კილოვატს და ბოლო სასიკვდილო გასროლა არის წონა - 450 კილო. მდააააააა.


გენაცვალე, აქ რა მოიყვანს მერე მაგ მადლიანს?
parna
მეორე ვარიანტი რულამს !
Gigabyte13
მეც მე2 ვარიანტს ვეთანხმები!
ja_ja
ლულებს ნუ ეხუმრები. არ მითხრა ლულის დახრახნვას აპირებ!?
ლულამდე საქმე რომ მივა, ენდე ლოტარ ვალტერს და დაისვენებ.
ამას ედგანიც და ბევრი სხვა აკეთებს, შენც თვითონ იცის...
უბრალოდ თვალი შეავლე ამერიკასაც. თუ ამერიკიდან არის შანსი,
მე მგონი უფრო იაფი საწყისი ფასი ექნება და ტრნსპორტირებაშიც მე დაგეხმარები,
ანუ ფასდაკლებას გავაკეთებინებ ხოშიანს!!!
Gigabyte13
ja_ja
და კიდევ, კეთილო ადამიანო,
ელიავას ბაზრობასთან არის მაკიტა/ბოშის
ცენტრი, იგივეა საბურთალოს ქუჩაზე შპს."ელექტრონი"
მაღაზიას სხვა სახელი ჰქვია თU არა ვცდები.
ამ ფირმაშI მუშაობს ქალაქელი, განათლებული
ინჟინერი ცოლ-ქმარი (მეპატრონეები არიან).
შესაძლებელია, რომ შემოგთავაზონ ალტერნატივა
გერმანიიდან.
მაგალითად დრემელის "3 ხელიანი" ჩარხი -
მძლავრი ბეწო ხერხი, "ტაჩილა", ბორმანქანის
ბუდე და ეს ყველაფერი გაგრილებით - 1000 გელამდე
http://www.dremeleurope.com/dremelocs-uk/P...amp;prod_id=306
მე პირადად მაგრად მომწონს...
მითხრეს რომ ფასსაც დააკლებენ
geojorjika
ja_ja
მეორე ვარიანტი მომწონს ნამეტნავად smile.gif , მაგრამ აქ მაგის ჩამოტანა ერთი მაგდენი დაჯდება sad.gif
ja_ja
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 29th June 2009 - 07:03 PM) *
ლულებს ნუ ეხუმრები. არ მითხრა ლულის დახრახნვას აპირებ!?

არა კაცო მეხუმრები, რას ქვია ლულის დახრახვნა, ტი ჩტო, მაგისთვის ელექტრო მაგნიტური ღუმელია საჭირო, სპეციალური ვოლფრამის ღერძები რომ ფოლადის მილში ხრახნები გააკეთო, ღრმა ბურღვის ჩარხი და ისეთი შტუკები რომ ფასი ნახევარ მილიონს ზაპროსტა მიუკაკუნებს. როცა ლულის ჩამაგრება დამუშავებაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ლულის დამუშავებას, ვთქვათ სისქის დაწვრილებას, თავისა და ბოლოს გაჩარხვას და ეგეთ რაღაცეებს და არა ხრახნების გაკეთებას და ლულების წარმოების დაწყებას biggrin.gif

რაც შეეხება
ციტატა(Gigabyte13 @ 29th June 2009 - 07:39 PM) *
ელიავას ბაზრობასთან არის მაკიტა/ბოშის
ცენტრი, იგივეა საბურთალოს ქუჩაზე შპს."ელექტრონი"
მაღაზიას სხვა სახელი ჰქვია თU არა ვცდები.
ამ ფირმაშI მუშაობს ქალაქელი, განათლებული
ინჟინერი ცოლ-ქმარი (მეპატრონეები არიან).
შესაძლებელია, რომ შემოგთავაზონ ალტერნატივა
გერმანიიდან.

მაგას აუცილებლად გავითვალისწინებ, ინფოსთვის მადლობა
Gigabyte13
აქ ზუსტად რომ ჩამოტანა წარმოადგენს უდიდეს და უძვირეს პრობლემას.
მინიმუმ 9$ მოცულობით კგ-ზე -270$, მართალია ეს უპს-ის ფასია, ეირფორსის
ჩამოტანის შემთხვევაში (ოპტიკით თუ ტუმბოთი). მაგრამ ეჭვი მეპარება
ამ ფასის რეალობაში
ja_ja
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 30th June 2009 - 01:19 AM) *
აქ ზუსტად რომ ჩამოტანა წარმოადგენს უდიდეს და უძვირეს პრობლემას.

ჯერ ვნახოთ, შეიძლება რაიმე უფრო ახლოს იყოს, უკრაინაში ყოფილა რაღაც საწყობივით, თან შეიძლება რაიმე სხვა უფრო იაფი გაიჩითოს, მოკლედ ჯერ ძიების ეტაპზე ვარ.

როდესაც საბოლოოდ შევარჩევ მოდელს, მერე იქნება თავის ტკივილი ჩამოტანაზე, მანამდე საორიენტაციო ფასებით რომ ვუყურებ ჩამოტანა სტანოკზე მეტი ღირს biggrin.gif

მარა იქნება რაიმე იაფიანი მეთოდიც, აგერ ბარამს ამერიკიდან ზღვით როცა მოაქვს კილოს ფასი არის 1$, ეს მართალია ბრიტანეთშია, მაგრამ რაცხა იმედია მოიძებნება.
Gigabyte13
ja_ja
მე იგივე ჩარხები ამაზონზე ააშ-შიც ვნახე...
მაგალითად 1 და მე2.
და იმ ხალხს შეხვდი საბურათალოზე და ელიავაზე,
რომ არიან, მგონი დაგეხმარებიან.
უკრაინაში ფრთხილად - გადამგდებები არიან wink.gif
ja_ja
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 30th June 2009 - 12:46 PM) *
მე იგივე ჩარხები ამაზონზე ააშ-შიც ვნახე...
მაგალითად 1 და მე2.

PM-ში ლინკები მოიტა აბა
geojorjika
ja_ja
www.alibaba.com ამ საიტზე ნახე აბა smile.gif
Gigabyte13
ja_ja
აი http://www.amazon.com/5-Mini-Combo-Lathe-M...ef=pd_rhf_p_t_1
Gigabyte13
ja_ja

http://www.amazon.com/7-12-Mini-Metal-Lath...9491&sr=1-2
bazuka
ციტატა(ja_ja @ 29th June 2009 - 05:57 PM) *
პირველს შეუძლია დაამუშაოს 210 მილიმეტრიანი ნივთები,
მეორეს შეუძლია დაამუშაოს 180 მილიმეტრის ისგრძის დეტალები,

რამე ხომ არ გეშლება?? თითო მტკაველზე მეტის დამუშავებაარშეუძლია??
მანდ ალბათ მჭრელის პირის მოძრაობა იქნება თორე ჩასამაგრებლის მხარეს წესით ხვრელი უნდა ქონდეს და 2 მეტრიანი დეტალების თავების დამუშავებაც იქნება შესაძლებელი.ანუ ნებისმიერ შენს ჩამოწერილ ზომას X2, თუმცა მაინც ძაან ცოტა მეჩვენა 18სმ და 21სმ

ეხლა ვფიქრობ, რომ აქ საუბარია 1 გატარებაზე, და ასე ვფიქრობ რომ გაცილებით გრძელ დეტალს დაამუშავებს კაცი, აბუ მეორემხარეს ფიქსაცია სადაც ხდება, კონუსური რაღაცა რომაა, ეგ ხომ მოძრაობს ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ანუ დაამუშავებ 18სმ-ს, შემდეგ მოხსნი სამაგრიდან, გადაწევ კონუსს უკან და ისევ ჩაამაგრებ და ისევ 18 სმ, და ა.შ.
ja_ja
bazuka
კი ბაზუკა არ შეგეშალა საუბარია 21 და 18 სანტიმეტრზე, ოღონდ პიროს მოძრავი ადგილზეა საუბარი, ანუ შეგიძლია 2 მეტრიანი ტრუბა ჩადო, მაგრამ 1.8 მეტრი უკნიდან იქნება გადმოშვერილი და დამუშავებით ვერ დაამუშავებ. სამუსაო ადგილი არის საკმაოდ პატარა. იდეაში იუტუბზე რომ ნახე, მოხვდები რა პატარა სტანოკია, სასტავს კომპიუტერის მაგიდაზე უდგას და ნი დიდი გაწიე გამოწიეთი უხეში წარმოდგენა რომ შეგიქმნა სადღაც 1.5 ჯერ მეტია ვიდრე სადღაც 20"-იანი მონიტორი.

იმიტომაც ღირს იაფი, თორემ ეგეთივე და უკვე ნორმალური 70-80 სანტიმეტრის დამუშავების შესაძლებლობით 2000-ზე ნაკლები აღარ ღირს და მოშნადაც იწონის sad.gif
bazuka
ja_ja
ბიჯო ფიქსატორი (ანუ ის კონუსი რა სადაც ფიქსირდება მეორე მხარე, იმას ააქვს მოძრაობის საშუალება?? ანუ მარჯვნივ გადის? არამგონია მხოლოდ 18 სმ-თი გადიოდეს. ჩემი აზრით კაი 50სმ უნდა გავიდეს, და ეგ თუ ეგრეა, მაშინ შეიძლება ნაკუწნაკუწ დამუშავება 50X2. ანუ 1 მეტრის (ეს ისე მაგალითად მოვიყვანე 50სმ
Gigabyte13
bazuka
იმ კონუსს პატრონნიკი ქვია და მხოლოდ დიამეტრს იცვლის.
bazuka
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 30th June 2009 - 08:57 PM) *
იმ კონუსს პატრონნიკი ქვია და მხოლოდ დიამეტრს იცვლის.

ხოდა ეგ პატრონნიკი თავისივე ჩარჩოთი მოძრაობს მარჯვნივ-მარცხნივ, ანუ იმას ვიძახი, რომ შანსი არაა მაგის მოძრაობის მანძილი მხოლოდ 18სმ იყოს
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 30th June 2009 - 07:51 PM) *
ანუ მარჯვნივ გადის? არამგონია მხოლოდ 18 სმ-თი გადიოდეს. ჩემი აზრით კაი 50სმ უნდა გავიდეს, და ეგ თუ ეგრეა, მაშინ შეიძლება ნაკუწნაკუწ დამუშავება 50X2. ანუ 1 მეტრის

ა ხრენ ივო ზნაიტ გადის როომ biggrin.gif, მგონი ეგ შტუკა კი გადის, მარა პირების დამჭერი დიდად არ მოძრაობს, მგონი პირების დამჭერის სიარულზეა საუბარი როდესაც 18 სანტიმეტრზეა საუბარი, რა ტქმა უნდა შეიძლება ალბათ გაწება და ნაწილ ნაწილ დამუშავება, მაგრამ ისევ და ისევ, ხრენ ივო ზნაიტ biggrin.gif, სანამ ხელში არ დაიჭერ რას გაიგებ biggrin.gif

ციტატა(bazuka @ 30th June 2009 - 09:56 PM) *
ხოდა ეგ პატრონნიკი თავისივე ჩარჩოთი მოძრაობს მარჯვნივ-მარცხნივ, ანუ იმას ვიძახი, რომ შანსი არაა მაგის მოძრაობის მანძილი მხოლოდ 18სმ იყოს

კი ეგ აშკარად იმოძრავებს მარა რამდენზე ნამდვილად ვერ დავდებ თავს.
bazuka
ja_ja
წესით მაგის მოძრაობა იძლევა იმის საშუალებას, რომ 18სმ-ზე გრძელი დეტალები დაამუშავო
ja_ja
bazuka
რავი რა გითხრა პასპორტში უწერია x სივრცეში 180 მილიმეტრის დამუშავება შეუძლიაო (აი ინსტრუქცია ნახე მე-3 გვერდზე მარჯვენა მხარეს ჩამონათვალი)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.