დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman Phantom
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
nihontoman
მოკლედ, გუშინ ჩემს ძმას ვაყიდინე კროსმან ფანტომი. ეხლავე ვიტყვი-მაგრტა მომეწონა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემმა ძმამ ცოტა ხნის წინათ შეაგროვა რა ფული, გამოთქვა სურვილი co2 პისტოლეტის ყიდვისა და ვისაც გახსოვთ, ერთი თემაც გავხსენი მასეთი ფიშტო მინდა მეთქი და მირჩიეთ თქო. თქვენი რეაქცია ასეთი იყო-რათ გინდა ეგ ცუანა, კაი ზ.დ.პ. იყიდეო. ნუ მაშინ მეც მასე ვფიქრობდი, თუმცა საქართველოში იმ დროს მარტო დეიზი, ჰატსანები და შტოგერები მეგულებოდა. აქედან გული არცერთზე არ მიმდიოდა, რატო არ ვიცი, მარა არც ჩემ ძმას ევასებოდა. მოკლედ გადავწყვიტეთ დაგვეცადა.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მაიმარკეტზე გამოჩნდა ბატონი გრიგოლის განცხადება, სადაც თვალი შევავლე ფანტომს. ეგ ფიშტო ყოველთვის მომწონდა კონდახის ფორმის და მაღალი უტილიტარულობის (ალბათ სწორად დავწერე ეს სიტყვა) გამო და ჩემს ძმასაც ევასა.

სურვილი გაგვიღვივდა ორივეს. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა წევრმა და პარნამ აარჩიეს რემინგტონ ვანტაჯი. როგორც მესმის Crosman phantom= remington vantage-wooden stock-90gel. ასევე რაღაც წარწერები, დანარჩენი იგივეაო, როგორც ამბობენ. ასე რომ კიდევ უფრო მოგვინდა.

გუშინ, დავურეკეთ ბატონ გრიგოლს და ვკითხეთ სად შეიძლება გვენახა ახლოდან და დაგვეთვალიერებინა ეს თოფი. მან მიპასუხა, რომ გაგარინზე მაღაზიაში უდევთო, მარა იცოდეთ მად ფასი მეტი ექნებათ დადებულიო. თუ იაფად გინდათ სახლში მოდით ჩემთან და კარგ ფასად გაგატანთო.... მოკლედ რაკი დელისთან ახლო ვცხოვრობ არ დავიზარეთ მე და ჩემნმა ძმამ და წავედით ამ მაღაზიაში.

შესვლისთანავე დავინახე ფანტომი, ვანტაჯი, სამიტი, ცო2 ფიშტოები, ასევე დეიზები, კრალები და მგონი ერთი შტოგერიც. ჩვენ ეგრევე ვთხოვეთ გამყიდველ ქალს ფანტომი გვანახეო და ისეთი პასუხი გამცა, ცოტა არ იყოს არ მოველოდი:
-არა, არ შეიძლება ნახვება, მაქედან უყურეთ!
-კი მაგრამ, რატომ ქალბატონო, ჩვენმა ასაკმა არ მოგატყუოთ, რეალური მყიდველები ვართ(სანდროსავით)
-არა, თქვენ გრიშას (გრიგოლი) მოგზავნილი პროვოკატორები ხართ. მომაგდო ეს ტავარი, აქ ხალხს აჩვენებს და მერე თვითონ ყიდის ინტერნეტში...
ამაზე მაგრა გამეცინა და თავი ისე დავიჭირე, ვითომ პირველადმესმოდა ეს სახელი. სწორედ ამ დროს დამაინტერესა მაღაზიის ფასებმა, შევხედა და რას ვხედავ-ფანტომს ადევს ფასი 460 ლარი. მე, რა თქმა უნდა, ვითომ გაურკვეველმა კლიენტმა დიდი ინტერესით ვიკითხე, თუ რატო იყო ამის ფასი ასე დიდი.
მან დაიწყო დაბოლება(როგორც სჩვევიათ ქართულ მაღაზიის გამყიდვლებს) რომ, ფიშტოს ტრანსპორტირება, განბაჟება, დ.ღ.გ 18% და ადსე შემდეგ ემატებოდა ფასს და გამოდიოპდა ვითომ სადღაც 400 ლარი და მერე მოგების თანხა იყო ის დანარჩენი 60 ლარი.
ამზე გულმა ვერ მომითმინა და ვუთხარი: კი, მაგრამ ქალბატონო, იმ გრიშას როგორ დაუჯდა იმდენი, რომ 340 ლარად ყიდის მეთქი? ქალს გაეცინა და ასე მითხრა: მოიცა, ახლავე ვნახავ რა ფასად მოგვაწოდა გრიშამო და ვნახავ რა შემიძლიაო. ვიღაცას გამოატანინა რაღაც რვეული, სადაც ეწერა ნომრები და მათ გასწვრივ ფასები. შემახედა, აი ეს ნომერი ფიშტო, მოგვაწოდა 330 ლარად და თუ ეხლავე თავიდან მომაშორებ შემიძლია 350 ლარად მოგცეო. ამას აღარ მოველოდი, ქალმა უცებ დააკლო 110 ლარი მაღაზიის ფასს.
მე ჩემის მხრიდან დიდი მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ვითომ ქარავაბნში ვნახე რაღაც თურქული და გადავწყვიტავ ამათ შორის მეთქი... არ დამავიწყდება ის, რაც ამ ქალმა მითხრა, კერძოდ: კი, შენ გარკვეული ხარ და დაგიკელი- 350 ლარად გაძლევ, მარა შემოვა ვინმე, ვინც აზრზე არ იქნება რეალურ ფასზე, დავუკლებ 20-30 ლარს და ბედნიერს გავუშვებ სახლშიო.
ამ ქალის ასეთმა პირდაპირობამ მისდამი პატივისცემის გრძნობა გამიჩინა.

მოკლედ, რაკი გავიგე მაღაზიის ფასი დავურეკე გრიგოლს და ვეუბნები, რომ ცემი სახლიდან ორ ფეხის ნაბიჯში ვიყიდი ამ ფიშტოს 350 ლარად და რაკი თვითონ ჩემგან შორს ცხოვრობდა, უნდა მქონოდა ინტერესი, რომ მასთან მეყიდა. 340 ლარი ამ ინტერესს არ წვდებოდა-გზაში ტაქსით უფრო მეტი დამეხარჯებოდა. მან მითხრა, რომ 335 ლარად მოგცემო(სიმართლე გითხრათ იმედი მქონდა მეტს დამიკლებდა. ვუთხარი, რომ ვიფიქრებდი და გადავწყვეტავდი. ცოტა ხანში თვითონვე დამირეკა და ასეთი რამ მითხრა-თუ დღესვე შეიძენ, 330 ლარად მოდცემო და ნაწილებზეც გაგიკეთებ მნიშვნელოვანმ ფასდაკლებასო. ნუ მე ვუთხარი კიბატონო, მოვიფიქრებთქვა და 3 საათში მთელი ოჯახით დავადექით თავზე-მე, ჩემი ძმა და მამაჩემი(მამაჩემი იმიტო, რო მე პრავა არ მაქ და ვერ გავრისკე)

მოკლედ სახლში მისვლისთანავე ბატონი გრიგოლის ძაღლი(ტაქსა) შემოგვეგება და ფერება დაგვიწყო-მგონი ხვდებოდა რომ კლიენტები ვიყავით და გაუხარდა. ბატონ გრიგოლს ფანტომი უკვე გამზადებული ჰქონდა ჩვენი მისვლისთვის. ხოდა მაშინ პირველად დავიწირე ხელში-შეგრძნება დახლოებით ასეთი იყო: ჰმმმ, მსუბუქია, კონდახი სოლიდურია, თითქოს სავსეაო და ფუყე ხმა არ ქონდა. შევხედე მეტალის დამუშავებას-ვერც შტოგერი, რომელიც ქარავანში ვნახე, ვერც დეიზი და მით უმეტეს ვერც ჰატსანი ვერ დაიკვეხნის ასეთ დონეს დეტალების დამუშავებისა. ყველაფერი ერთგვარონვნადაა ანოდიზირებული(ეგრე ქვია, ხომ?). მოლურჯო ფერი დაკრავს და საკმაოდ სასიამოვნოა. ერთადერთი რაც არ მომეწონა იყო ცილინდრის ხუფი, რომელიც პლასტმასისაგანაა დამზადებული. არ უხდება და ცოტა აუშნოვებს თოფს. ლულის კვეთა ძალიან კარგია, მე მომწონს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვა თურქულ/ჩინურ ტავარს, რაც აქამდე მინახია ჯობია ნაღდად. თოფი ოდნავ გადვტეხე, შევიხედე ლულაში და რას ვხედავ-ლულის შუაში რაღაც დიდი შავი "რაღაცაა" რაც ლულის ნახევარ ხვრელს ფარავს. მივხვდი, რომ ზეთი იყო, მარა საიდან გაჩნდა იქ ეგ ვერ მივხვდი. თუმცა, მალე გასაგები გახდა საიდან, ოღონდ ამაზე მოგვიანებით. შევუბერე ლულას და ის წვეთიც სადღაც გაქრა. პირველი, რაც გამახსენდა, როცა ლულაში ჩავიხედე იყო დისქავერის პროგრამა : Ultimate Machines, როდესაც ლაპარაკობდნენ ზრბაზნების ისტორიაზე. გამახსენდა ის მომენტი, როდესაც აჩვენეს ზარნაზნის გაჭრილი ლულა მნარეზებით. ლულაში ბევრი ნარეზი იყო, და ძალიან პრიალებდა. ზუსტად ამას გავდა კროსმანი ლულაც-ნარეზები არ იყო ღრმა, თუმცა მე ძალიან მკვეთრი და თანაბარი მომეჩვენა. შიგნიდან ლულის მთელ სიგრძეზე არავითარიხარვეზი არ აღმოჩნდა-ყველაფერი სასიამოვნო და ხარისხიანი იყო. მომეწონა ასევე რეზინის რგოლი, რომელიც ძალაინ თანაბრად იჯდა ლულის გარშემო და აშკარად თავის საქმეს მრავალი ათასი გასროლის მანძილზე გააკეთებდა.

ამ იდილიაში გამახსენდა, რომ ეს ჩინური ფიშტოა, რაც კროსმანსაც გულახდილად უწერია ლულის ბლოკზე და ცილინდრზე. (ეს "ოქრსფერი" წარწერები დიდი არაფერია, ვატყობ რომ მალე წაიშლება) ამიტომ დავიწყე ხარვეზების ძებნა. ნუ რა შეიძლება ვთქვა ვხვდები, რომ ჩახმახი გაისვრის, თუმცა უკეთესი მომინდება. ჩახმახის ენაზე გვერდითი ლუფტები არის, თუმცა შემაწუხებელი ნაგდად არაა. ენის ფორმას არა უშავს, უკეთესი აქამდე არ მინახია, ამიტომ ვაირაუხი რო მექნება მერე გავლანძღავ კროსმანს, მანამდე კი, ჯობია ვისიამოვნო. დამცავი მექანიზმი არის ჩახმახიდან ჩამომავალი, მთავარი ენის წინ არსებული განიერი და უკან გამოღუნული ენასავით. იგი ავტომატურია დ თავის საქმეს აკეთებს. ასევე ერთი პლიუსი აქვს, რაც თვით ვაირაუხს არ აქვს-პრედახრანიტელს როცა გინდა ჩართავ, როცა გინდა გამორთავ, აი ვაირაუხს კი როპ გდატენი და დამცველსაც მოხსნი, უკან ვეღარ დააყენებ. რაც არ მომწონს ამ დმცვეისა არის მისი ფორმა, კერძოდ ის თუ როგორაა გაღუნული. ი საჩვენებელი თითით ძნელია მოხსნა ამ მდგომარეობიდან, რადგან ჩახმახი და ეს რაღაცა ძალიან ახლოს ყენდება ერთმანეთთან და ბევრი ჩალიჩი უნდა ერთი თითით რომ საბრძოლო მდგომარეობაში დაყენდეს. მგონი ეს ნადირობისას არ ივარგებს.
ჩახმახის დამცავი არკა პლასტმასია, თუმცა იგი პლასტმასისავე კონდახის ნაწილია, ასე რომ, აქ პრეტენზიები არ მაქ.

მომეწონა კონდახის ერგონომიულობა-ვარ 175 სმ და თითქოს ჩემზეა გამოჭრილი. არსად არ გიჩენს უსიამოვნო შეფრძნებებს და ნერვებს არ გიშლის. კონდახს თითი ჩავუკაკუნე და ხმა ძალიან მომეწონა-არ არის სიცარიელის ხმა, თითქოს რაღაცითაა სავსეო-ეს ნაგდად მომწონს.

სამიზნეები ოპტიკურ-ბოჭკოვანია და საკმაოდ კარგი ჩანს, თუმცა აი გასასწორებელი ვინტები კოშმარია-ისეთი შეგრძნებაა ტრიალის დროს, თითქოს შიგნით ქვიშა ყრიაო. შეიმჩნევა მათი არასტაბილურობა- ხან დაიწკაპანებს თითქოს, ხან არაფერს აკეთებს, ხან, უცებ, თავისით გადაიწევა საკმარისზე მეტად და ა.შ. მოკლედ რო მოვიცლი დავშლი ამ სამიზნე და რამეს მოვიფიქრებ...

ამ დროს ვუთხარი ბატონ გრიგოლს გასინჯვა მინდა მეთქი. მან გადატენა ფიშტო ჩადო ტყვია და პადიეზდში გამასროლინა. გასროლა იყო საკმაოდ დინჯი-ჰატსანივით არ უხტუნავია. ასევე ვერ სევნიშნე დიზელის ვერანაირი კვალი-არც ცეცხლი, არც ბოლი, ხმაც საკმაოდ ყრუ და სასიამოვნო იყო... თავი გამოიჩინა კონდახმა-ალბათ მართლა რამითაა სავსე, ამიტომ გასროლის დროს მან რაღაც დონეზე მექანიზმის ხმა დააკავა. არ მომეწონა ჩახმახი. ეს ორეტაპიანი ჩახმახია, თუმცა სროლის დროს მესამეც ვიგრძენი. პირველი ეტაპი კარგია, თუმცა ცოტა მეტი ძლა სჭირდება ვიდრე მე მომეწონებოდ.., ვიგრძენი მეორე ეტაპიც-საკმაოდ მძიმე და არა სასიამოვნო. პრობლემა ისაა, რომ ეს მეორე ეტაპი დიდხანს გრძელდება და გასროლის წინ კიდე უფრუ მძიმდება. შედეგად მიიღებთ მისაღებ პირველ ეტაპს და საშინელ მეორეს. ინსტრუქციაში წერია მეორეს სიგრძის დარეგულირება ერთი ვინტით შეიძლებაო, და ამს ნამდვილდ ვცდი.

საბოლოო, ჯამში თოფი კარგად ისვრის, თუმცა ეს ჩახმახი საქმეში აჯ**ს. მერე ალბათ შევცვლი. მეტი ამ თოფიდან არც გამისროლია.

ამ გასროლის შემდეგ ჩავიხედე ლულაში და არაფერი ჩანს, უფრო სწორად ლულაში რაღაცაა, რაც ხელს უშლის ლულიდან რამის დანახვას. სევუბერე და ზეთი ყოფილა. აქ გამიკვირდა, რადგან მეგონა, რომ თუ ცილინდრიდან ამდენ ზეთს იფურთხება ისეთი დიზელი უნდა იყოს, ჰატსანს რო არ მოელანდება, მარა მე რო ვისროლე დიზელი არ ყოფილა.
ყოველ შემთხვევაში დეკონსერვაცია მომიწევს ალბათ.

მოკლედ ვიყიდეთ ეს ფიშტო. ამას მოყვა ტავისი ოპტიკა 4-ჯერადი გადიდებით. ნუ ოპტიკა კარგია, თვალს არ ტკენს და პარალაქსიც 10-15 მეტროდან გასწორებულია... ჯერ არ დამიმაუნთებია, თუმცა მე უფრო პატარას მოველოდი, ეს კი თოფზე კარგად დაჯდება-კარგი ზომისაა. არ ამიწონია არც ერთი, თუმცა ფიშტოს და ოპტიკაც მსუბუქია. ბალანსი ფიშტოსი კაია და ოპტიკით უკეთესი იქნება ალბათ.

თოფთან ერთად ვიყიდე ერთი 500-ცალიანი პაჩკა პრემიერები 10.5 და ზაპასნოი პრუჟინა და ორი მანჟეტი. ტყვიები 25 ლარი, აი პრუKინა და ორი მანჟეტი კი... მოკლედ, გახსოვთ, რომ მითხრა ნაწილებზე ფასდაკლება იქნებაო, თან არა უბრალდო ფასდაკლება, არამედ მნიშვნელოვანი ფასდაკლებაო. მოკლედ გამოდი, რომ ნაწილები ძვირი სიამოვნება ყოფილა და "მნიშვნელოვანი ფასდაკლების" შემდეგ დამიჯდა 40 ლარი. (იქნებ მეშლება და მართლა ასეთი ძვირი ღირს, არ ვიცი. ამ კაცმა საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება დატოვა და არა მგონია რამეს მატყუებდეს) არაუშავს. ეს ნაწილები ადრე თუ გვიან დამწირდება და როცა დრო მოვა, სარბენი არ მექნება...


სახლში რო მოვედი გადავიღე რამდენიმე სურათი, და ახლა სადმე ავტვირთავ და დავყრი მოგვიანებით. კარობკა საკმაოდ გრძელი და წვრილია, თეთრი ლურჯი და წითელი ფერებით. ზედ ერთი მელოტი კაცი ხატია, future weapons-ის წამყვანს გავს.
მოყვება ინსტრუქცია და თვითონ ფიშტო ცელოფანშია ჩადებული. მას პენოპლასტი "იცავს"

მოკლედ ეს ყველაფერი დამიჯდა 395 ლარად. გრიგოლმა არ ქნა და არ დაამრგვალა 390-სკენ. მაინც კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ჩემი ძმა. კარგი სანადირო ფიშტოა, ასევე დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან ადვილად იტენება და კარგი გასართობი პლინქერი იქნება.. პლასტმასის კონდახი არ დამენანება, იხმარ და გასიამოვნებს, სიზუსტე არ ვიცი როგორი აქ, თუმცა აქებენ და დრო გვიჩვენებს..

ეხლა ცოტა რამ ტყვიებზე: მართალია თითო 5 თეთრი გამოდის, მარა ღირს და რას იზამ? ეხლა მესმის რატო აქებს ყველა პრემიერებს ასე ძალიან.
ja_ja
nihontoman
ვაააა, გოლოცავ, გოლოცავ. რეპორტიც კაი დიდი და სრულია, პროსტა ეგაა სურათები აკლია.

აი რაც შეეხება
ციტატა(nihontoman @ 26th June 2009 - 01:23 PM) *
ეხლა ცოტა რამ ტყვიებზე: მართალია თითო 5 თეთრი გამოდის, მარა ღირს და რას იზამ? ეხლა მესმის რატო აქებს ყველა პრემიერებს ასე ძალიან.

ახლა ხომ გასაგებია რატომ ღირს მეტის გადახდა. სხვა თუ არაფერი გარანტირებულად იცი სტაბილური სროლა გაქვს და ტყვიის ფორმა წონის ცვლილება ტრაექტორიის ცვლილებას არ გამოიწვევს. ოღონდ ერთი დაზუსტება შენ CP 10.5-იანი კი არა CUM 10.5-იანები აიღე, ანუ CP არის კარდონის Crosman Premier 10.5 Domed 1250 ცალიანი, ხოლო რკინის კოლოფში არის Crosman Ultra Magnum 10.5-იანი. თუმცა აქვე გეტყვი განსხვავება მხოლოდ 2-ია.

1) დასახელება, რომელიც როგორც ხვდები არაფერი არ ცვლის ტყვიაში biggrin.gif
2) CUM-ები გრაფიტის ზეთშია ამოსვრილი და ხელებს აჭუჭყიანებს, გაკეთებულია ეს იმისათვის რომ მიზანში მორტყმისას კვალი დატოვოს და იოლად მიხვდე სად მოარტყი.

მეტი განსხვავება ამ ტყვიებში არ არის, ერთნაირია, ხარისხიტაც და წონა-ფორმითაც.

მოკლედ მშვიდობაში, ბედნიერებაში და სულ 10-იანების მოხსნაში.
parna
გილოცავ გეტყვი რო პლასმასის არის ხუფის უკრაშენია და კიდე

ლულაში რაღაცა რო გიშლის გასროლისმერე გახედვას ეგაა ზუსტად დიზელი :P დიზელის აუცილებელი არაა ცხეცხლი მოყვებოდეს
nihontoman
ხალხო, პოტობუკეტიდან რა კოდი გადმოვიტანო სურათები რო დავდო, Html-ი, თუ რომელი?
nihontoman



ესეც დამატებითი პრუჟინა და მანჟეტი:




ზემოთა ორ სურათზე წარწერები მოოქროსფრო არის, აქ კი ნაცრისფერი ჩანს.

nihontoman





ეს ოპტიკა:

ეს ტყვიები:

ეს კი ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი(იმედია გასროლაზე ბევრს არ მახვეწნინებს...)
nihontoman
parna
ja_ja
ჰა ზოგ ზოგიერთის რეპორტებს ხო არ გავს? თან მე გუშინ მოვკიდე ხელი მარტოი სურათების გადასაღებად და ეგ არი.
პარნა, ხედავ რამდენი შეიძშლება მოასწროს კაცმა პატარა ხანში? ხო შენც შეგეძლო მომეწონა, მაგარიას მაგივრად პაწა ნორმალური რეპორტი დაგედო? :rolleyes:
geojorjika
nihontoman
გილოცავ ძამიკო სულ კაი კაი ამბებშI . ათიანებშI და კარგ ნადირობაში smile.gif


ჰო პატარ პატარა მოუტყუებიხარ smile.gif . უფრო სწორედ მე მოვუტყუებივარ smile.gif , მითხრა 3 ცალი დამრჩა სულ ეგ ტყვიებიო და 3-ვე ავიღე (ტან წინასთან შედარებით 5 ლარით ძვირად ) მეტი რომ ეთქვა მეტს ავირებდი smile.gif
nihontoman
ციტატა
ახლა ხომ გასაგებია რატომ ღირს მეტის გადახდა

ვიცი ჯაჯა და იმიტო ვიყიდე თავის დროზე 400 ლარიანი დანა. 8 ლარიანი ჩინურების მაგივრად(ერთხელ ჩინურმა ჯიბის დანამ რამის ერთი კვერცხი წამაჭრა ჯიბეში რო მედო და იმის შემდეგ ყველაფერ ჩინურს დიდი სიფრთხილით ვუყურებ)
ზოგმა ეს რო გაიგო, რამის გული წაუვიდა, რაღაც ყლინჯობაში 400 ლარი როგორ გადაყარე, ვაბშე დებილი ხარო, მარა თუ არ იცის კაცმა რატო უნდა მისცე რამეში მაგდენი ფული, მისგან გასაკვირი ასეთი რეაქცია არ უნდა იყოს.
nihontoman
ყველას მოლოცვებისთვის მადლობა, ისე გაითვალისწინეთ, რომ ჩემი ძმისაა, და მოლოცვები იმას უნდა გაუგზავნოთ ჩემი პირით biggrin.gif
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 02:55 PM) *
parna
ja_ja
ჰა ზოგ ზოგიერთის რეპორტებს ხო არ გავს? თან მე გუშინ მოვკიდე ხელი მარტოი სურათების გადასაღებად და ეგ არი.
პარნა, ხედავ რამდენი შეიძშლება მოასწროს კაცმა პატარა ხანში? ხო შენც შეგეძლო მომეწონა, მაგარიას მაგივრად პაწა ნორმალური რეპორტი დაგედო? :rolleyes:

:rolleyes: :mellow: ზარმაააც :rolleyes: გახლავართ
nihontoman
parna
გაივლის პარნა, გაივლის.
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 03:11 PM) *
parna
გაივლის პარნა, გაივლის.



იმედია აქამდე დაააბგრეიდებთ



მაგარია ნახე ბიპოდი ლაზერი ფლაშლაითი სუფთა სავარმინტო რამეა
nihontoman
კაია, ლაზერი მინდა. ფანარი ცოტა კვერცხული მგონია, მოდერიკაია. აი ბიპოდზე კი არ ვიცი, ნადირობისათვის ზედმეტია და რაში უნდა დამჭირდეს? ოპტიკა რათქმა უნდა უკეთესი მინდა.
nihontoman
parna
შენ ამისი ბიძაშვილი რო დაშალე, ხო ადვილი იყო?
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 03:54 PM) *
parna
შენ ამისი ბიძაშვილი რო დაშალე, ხო ადვილი იყო?


საკმაოდ
ისეთივეა როგორც სტოგერი
nihontoman
ერთი რამის თქმა დამავიწყდა-იმის შემდეგ, რაც ვნახე თუ როგორია კროსმანი, კიდე უფრო მეტად მომინდა ვაირაუხი, რადგან ვიცი, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება.

P.S.
აი ეს საიტი ვნახე ტუნინგზე, მგონი ყველას გამოგადგებათ:http://www.airgunfix.com/blog/
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 03:19 PM) *
ერთი რამის თქმა დამავიწყდა-იმის შემდეგ, რაც ვნახე თუ როგორია კროსმანი, კიდე უფრო მეტად მომინდა ვაირაუხი, რადგან ვიცი, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება.

P.S.
აი ეს საიტი ვნახე ტუნინგზე, მგონი ყველას გამოგადგებათ:http://www.airgunfix.com/blog/


ხო კიდე მაგის გატუნინგება შეილება ეხა გეტყვი როგორ სულ დაშლი ლულას მოხსნი აიღებ 4 MMიან სვერლოს და გააფართოვებ ჰაერის გადმომსვლელს წვრილია საკმაოდ საკაიფოდ მოემატება ტყვიის სიჩქარე
nihontoman
მაგასაც ვიზავ. კაი რამე თქვი. შენ ხო იმას გულისხმობ მანჟეტიანი ცილინდრი რაშიც სრიალებს ის ცილინდროი გავაფართოვო?
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 04:34 PM) *
მაგასაც ვიზავ. კაი რამე თქვი. შენ ხო იმას გულისხმობ მანჟეტიანი ცილინდრი რაშიც სრიალებს ის ცილინდროი გავაფართოვო?


არა ჰაერი საიდანაც გამოდის ის უნდა გააფართოვო

დაანებე თავი არგინდა რამე რო მოუვიდეს რაუნდაუყო მერე :mellow:
nihontoman
ანუ ლულას საიდანაც მიეწოდება ჰაერი ის?
Der Rote Baron
nihontoman, ნაღდად კარგი რამეა! გილოცავ შენც და შენ ძმასაც smile.gif
nihontoman
Der Rote Baron
მადლობთ, მადლობთ.
აწი თქვენთვის პცპები მომელოცოს...
Kakhaber
ციტატა(parna @ Jun 26 2009, 06:16 PM) *
იმედია აქამდე დაააბგრეიდებთ



მაგარია ნახე ბიპოდი ლაზერი ფლაშლაითი სუფთა სავარმინტო რამეა


ფარნა კაი თოფია ეგ მე მინდოდა მაგის დათრევა მარა გიორგამ არ ვარგაო, არადა მაგარი ნავაროტკები მოყვება
nihontoman
ციტატა
ფარნა კაი თოფია ეგ მე მინდოდა მაგის დათრევა მარა გიორგამ არ ვარგაო, არადა მაგარი ნავაროტკები მოყვება

მართალია ის კაცი. კი არის იგივე ფანტომი, მარა რატომღაც მაგეებს დეფექტიანებს უშვებენ ბევრს და თან ფულსაც ითხოვენ უაზრო ნავაროტებში.
ჯობია შენ ჩემნაირი იყიდო და მერე დაუყენო ნორმალური ნავაროტები...
Der Rote Baron
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 08:47 PM) *
მართალია ის კაცი. კი არის იგივე ფანტომი, მარა რატომღაც მაგეებს დეფექტიანებს უშვებენ ბევრს და თან ფულსაც ითხოვენ უაზრო ნავაროტებში.
ჯობია შენ ჩემნაირი იყიდო და მერე დაუყენო ნორმალური ნავაროტები...

+1
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 03:39 PM) *
ანუ ლულას საიდანაც მიეწოდება ჰაერი ის?


კი ის დირკა საიდანაც ჰაერი ლულაში გადადის
parna
ციტატა(Kakhaber @ Jun 26 2009, 03:43 PM) *
ფარნა კაი თოფია ეგ მე მინდოდა მაგის დათრევა მარა გიორგამ არ ვარგაო, არადა მაგარი ნავაროტკები მოყვება



ზღაპრები მარა რაც შენგაქვს ის მაგარია ამ დააბგრეიდებულზე
nihontoman
ერთი სული მაქ, როდის მოვიცლი რო დეკონსერვაცია ჩავუტარო ჩემსას(უპს, ცემი ძმისას, კიდე კაი ის ამ ფორუმზე არ არის :rolleyes: )
parna
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 05:19 PM) *
ერთი სული მაქ, როდის მოვიცლი რო დეკონსერვაცია ჩავუტარო ჩემსას(უპს, ცემი ძმისას, კიდე კაი ის ამ ფორუმზე არ არის :rolleyes: )



biggrin.gif
gio8589
ციტატა(nihontoman @ Jun 26 2009, 05:55 PM) *
parna
ja_ja
ჰა ზოგ ზოგიერთის რეპორტებს ხო არ გავს? თან მე გუშინ მოვკიდე ხელი მარტოი სურათების გადასაღებად და ეგ არი.
პარნა, ხედავ რამდენი შეიძშლება მოასწროს კაცმა პატარა ხანში? ხო შენც შეგეძლო მომეწონა, მაგარიას მაგივრად პაწა ნორმალური რეპორტი დაგედო? :rolleyes:

ვიცი რომ ჩემი რეპორტი გქონდა მხედველობაში. მე ჯიგარო შენგან განსხვავებით 30 წლის ვარ, სამსახური მაქვს,რომელიც დილიდან საღამომდე მართმევს დროს და კიდევ ოჯახი და პახოდუ ბავშვსაც ველოდები.ასე რომ შენხელა რომ ვიყო მეც მივაქცევდი ალბათ ამ ყველაფერს ამ დონეზე ყურადღებას,მაგრამ მე მაგის არც დრო და აღარც ნერვი აღარ მაქვს,პროსტა მუღამი მქონდა და ვიყიდე და როცა დრო მექნება ვიკაიფებ და თუ მოვახერხებ შეხვედრაზეც წამოვალ.ნუ კაი,ოღონდ არ გეგონოს რომ მეწყინა.გილოცავ,კარგი შენაძენია,მე თავიდან მაგის ყიდვას ვაპირებდი,მაგრამ ხის კონდახიანი რემინგტონი ვამჟობინე, ორივე გავისროლე და თითქოს ხმაც და ადაჩაც რემინგტონს ნაკლები ქონდა.
რაც შეეხება ფასებს: ამ კაცს რომ გაესაუბრები მაგარი დამაჯერებელი ლაპარაკი აქვს,მაგრამ მემგონი მაგარს გვაბოლებს.მე კაპიკი არ დამიკლო არაფერზე.ტყვიებშიც 25 ლარი ამახია და ეგ პრუჟინა 50 ლარი დამიფასა.ასე რომ 10-10 ლარი დაგიკლო თოფში და პრუჟინაში. smile.gif
nihontoman
ციტატა
რაც შეეხება ფასებს: ამ კაცს რომ გაესაუბრები მაგარი დამაჯერებელი ლაპარაკი აქვს,მაგრამ მემგონი მაგარს გვაბოლებს.მე კაპიკი არ დამიკლო არაფერზე.ტყვიებშიც 25 ლარი ამახია და ეგ პრუჟინა 50 ლარი დამიფასა.ასე რომ 10-10 ლარი დაგიკლო თოფში და პრუჟინაში.

მეც მასე ვიფიქრე ხო იცი შენ! მადლობა მაინც... biggrin.gif
leoleo1993329
გამარჯობათ, ორი გამოსაკრავი რატომ აქ? ჯერ აზრზე არ ვარ პნევმატიკის ახალი ვარ
ja_ja
leoleo1993329
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე და იმედია სხვებივით ერთი კითხვის მერე არ გაქრები biggrin.gif (სახელი კი გაქვს დარქმეული იმისათვის რომ 1 წუთით შემოხვიდე და გაქრე).

მოკელდ ერთი არის ჩახმახის ჩვეულებრივი გამოსაკრავი, ხოლო მწინა კაკვი არის მცველი (ეგრეთწოდებული პრედახრანიტელი), ანუ გასროლა თუ გინდა ან არ გინდა მაგით არეგულირებ და მაგ წინა კაკვით იბლოკება ან განიბლოკება მეორე (უკანა) რეალური სასხლეტი კაკვი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.