დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Leapers TACTEDGE 7" TACTICAL კოლიმატორი
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
Power_VANO
მოკლედ, როგორც იქნა, შემოვედი ფორუმზე რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ და შემოგთავაზებთ ჩემი ახალი კოლიმატორის მოკლედ რევიუს.

როგორც იცით, ეს კოლიმატორი ვიყიდე ჩემი M4-ისთვის (აირსოფტი). ყიდვის პროცესი აღწერილია ამ თემაში: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=373 მადლობა ja_ja-ს რომ კარგ საქმეს აკეთებს smile.gif




ვიყენებთ ნელ-ნელა სტანდარტიზებად ja_ja-ს რევიუს სტილს (კოპირაიტ ja_ja, შესაბამისად smile.gif)


დავიწყოთ ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებით:

1) ზუმი 1X
2) მილის დიამეტრი - 30 მმ
3) მთლიანი სიგრძე 7.6" - 193 მმ
4) ხედვის არე @ 100 იარდი - 31.0'
5) წონა - 370 გრამი
6) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი
7) 2 ფერის, წითEლი და მწვანე წერტილი
8) რამდენიმედონიანი წერტილის ილუმინაციის სისტემა.
9) აქვს არა-ტაქტიკური ბარაბნები (არა-ზრაპრული) რეგულირებისთვის საჭიროა ხუფების მოხსნა.
10) ჩაშენებული მზის კეპი
11) მოყვება რეზინის ხუფები
12) 75 მმ სიგრძის სამაგრი (Weaver/Picatinny)
13) აქვს 1/2" კლიკები
14) მუშაობს სტანდარტულ CR1620 ლითიუმის ბატარეებზე
15) TS და SSS პლატფორმა, გამძლეობისთვის

ყუთის სურათი (სურათები მობილითაა გადაღებული, ხარისხზე მომიტევეთ biggrin.gif ):



ვხსნით ყუთს:



ყუთშია თვითOნ კოლიმატორი, 2 ცალი ბატარეა, ე.წ. "შესტიგრანკა" და ერთი დამატებითი ვინტი და მოხმარების ინსტრუქცია.

ესეც კოლიმატორი ლაივში:


როგორც ხედავთ, სამაგრები და რინგები მოყვება.

წერტილის გადაღების მცდელობა:


ფოკუსი ვერაფრით დავიჭირე ოთახის განათებაზე. მერე უკეთეს სურათს დავდებ.

ჩემი ძირითადი პრეტენზია ამ კოლიმატორთან სწორედ წერტილია. ესაა არა წერტილი, არამედ რაღაც სამკუთხა ფორმის ფიგურა, თანაც ცოტა არ იყოს, დიდი ზომის. შორ მანძილზე ამით სროლა წესით არ უნდა გამიადვილდეს, თუმცა დღეს გავტესტავ და ვნახოთ, ახლა ვტენი იარაღის ბატარეას.

ასე გამოიყურება ფიშტოზე:





პრაქტიკული ტესტების რეპორტს დღეს დავდებ.
Power_VANO
რეზერვირებულია
parna
მაგარია უფრო მკვეთრი ჩანს ვიდრე ჩემი კოლიმატორი
ja_ja
ჰმმმ სტრანნია, აქ მოყვანილ სურათში წერტილია და შენ წერდი სამკუთხედიაო, იქნება რაიმენაირად მოახერხო მაგის გადაღება.
parna
სამკუთხედი AGOCscope ს ააქ
Power_VANO
parna
იმენნა სამკუთხედი კი არაა, რაღაც სამკუთხა ფიგურაა, თითქოს ორნამენტებიანი. წვერით დახრილი დაბლა.

ja_ja
ჰო, ვეცდები ფოკუსი დავიჭირო კარგად მაგაზე. ეს Point & Shoot კამერები... biggrin.gif


დღეს დავტესტე, ახლო მანძილზე, ესე 7-8 მეტრაში ტეხავს ეგ შედარებით დიდი ზომის სამკუთხა წერტილი. A4-ზე ამობეჭდილ სამიზნეზე 8-იანს, 9-იანს და 10-იანს ერთად ფარავს biggrin.gif ესე 40+ მეტრში კორპუსებს რომ ვესროდი, იქ უკვე კარგი იყო smile.gif

ჯამში, ფასს ამართლებს რა, რაც ღირს, იმ ფასად ნორმალურია smile.gif
Der Rote Baron
გილოცავ ვანოჯან! მთავარია შენ მოგწონდეს და smile.gif
geojorjika
Power_VANO
გილოცავ ვანიჯან , სულ ათიანებში და მოწინააღმდეგეების "დახოცვაში" , ამ ბოლო დროს ბევრი კაი ამბები მესმის , თფუი თფუი smile.gif
Power_VANO
Der Rote Baron
geojorjika
გმადლობთ, გმადლობთ smile.gif

ფოკუსი კი ისევ ვერ დავიჭირე biggrin.gif
Power_VANO
დღეს კიდევ გავტესტე ჩემი კოლიმატორი smile.gif უფრო დამევასა. თან რინგები კარგად დავაყენე, თანაბარი დაშორებები დავუტოვე, ცოტა დავარეგულირე წერტილიც, იარაღის ჰოპ-აპიც და უკვე ახლო მანძილებზეც აღარ ჭირს მიზანში მორტყმა. არაუშავს რომ ცოტა დიდი წერტილი აქვს. სტრაიკბოლში გამოსადეგია უფრო ეგ, იქ ხომ დიდი ზომის მიზნებს ვესვრით smile.gif
parna
ციტატა(Power_VANO @ Jun 30 2009, 03:40 PM) *
დღეს კიდევ გავტესტე ჩემი კოლიმატორი smile.gif უფრო დამევასა. თან რინგები კარგად დავაყენე, თანაბარი დაშორებები დავუტოვე, ცოტა დავარეგულირე წერტილიც, იარაღის ჰოპ-აპიც და უკვე ახლო მანძილებზეც აღარ ჭირს მიზანში მორტყმა. არაუშავს რომ ცოტა დიდი წერტილი აქვს. სტრაიკბოლში გამოსადეგია უფრო ეგ, იქ ხომ დიდი ზომის მიზნებს ვესვრით smile.gif


მე დაჟე სახლის კედლის გასწვრივაც ვისვროდი biggrin.gif თავს ვიზღვევდი :rolleyes:
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.