დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: VO Marksman 3.5-10x40 MARC M3 ჩინელი საქართვლოში
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
geojorjika
მოკლედ როგორც იქნა ამდენი ნამუსზე აგდების შემდეგ თავი მოვაბი და ვდებ ჩემი ოპტიკის პაწა რევიუს smile.gif (ჯაჯას დადებული რეპორტის მიხედვით საავტორო უფლებები დაცულია :P )
ოპტიკა არის VO Marksman 3.5-10x40 MARC M3 რომლის ჩამოტანაშიც მომეხმარა Jah-ი და დაჯდა 100 ტუგრიკი smile.gif ლინკი იხილეთ აქ




1) ჯერადობა 3,5-10
2) გამომავალი ლინზის ხომა 40 მმ
3) მთლიანი სიგრძე მზის კეპკის გარეშე 305მმ
4) მზის კეპკა 3 დუიმი (უხეშად 7.5 სმ)
5) წონა 505 გრამი
6) პარალაქსის გასწორება ოფიციალურად 20 მეტრიდან თუმცა 3.5 ჯერადობაზე 5 მეტრზეც გადასარევად ვხედავ smile.gif
7) 30 მილიმეტრიანი ნათელი მილი
8) წყალგაუმტარი
9) ნისლისგან დამცავი
10) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული)
11) მილდოტის ბადე (საკმაოდ კარგი თხელია და მკვეთრი )

მპკლედ ჩამოვიდა ამ ყუთით , შიგნით იდო , თვითონ ოპტიკა, ცალკე მზისგან დამცავი მილაკი, რინგები (მაღლები სპეციალურად შევიკვეთე) , ოპტიკის დამცავი რეზინიანი ხუფები , დამცავი ხუფები მეორე ნაირი (რომელსაც არ ვიყენებ ) , ე.წ. "შესწიგრანიკი" ოპტიკის დასამაგრებლად (მხოლოდ ამ ერთი კლუჩით ხდება "დამაუნთება" ) , ინსტრუქცია, რომლეშიც საინტერესო არაფერი არ ეწერა და ნაფტალინი smile.gif







მოკლედ ყველაზე დიდი პრობლემა რასაც გადავაწყდი დამაუნთებისას იყო ის რომ რინგები ვერაფრით ვერ ჩავსვი დისკოს მერცხლის კუდზე, არ ეტეოდა არაფრით , მოკლედ ერთი ნახევარის საათის წვალების და ნელ ნელა კაკუნის შემდეგ როგორც იქნა დავაყენე თავიანთ ადგილას და დავამაუნთე ოპტიკა საკმაოდ სწრაფად რადგან სულ 8 ვინტი იყო დასაჭერი და ყველა ერთი ზომის , თავიდან ძალინა არეული იყო ოპტიკა, ნასროლიც არ მქონდა რომ გავიხედე შიგნით იმდენად მარცხნივ იყურებოდა ალბათ 50 მეტრში ერთ 2-3 მეტრს მომცემდა სხვაობას მიზნიდან მარცხნივ და ქვემოთ ერთი 1.5-მეტრით , თუმცა გასწორებას სულ 25-30 ტყვისს სროლა დასჭირდა და გასწორდა , უნდა ავღნიშნო რომ ბარაბნები მუშაობს ზღაპრულად, ყველა წკაბი ძალიან მკაფიოდ ისმის და თუ არ გძინავს ადვილად გაიგებ რამდენით გადადიხარ smile.gif , ჰო კიდევ ცოტა გამიჭIრდა ე.წ. სანშეიდის დაყენება იმდენად წვრილი რეზბა აქვს რომ ერთი საათი ვჩალიჩობდი რომ სწორად წასულიყო ასევე უნდა ავღნიშნო რომ გადასარევად მუშაობს ე.წ. flip-up ები




ეს არის დისკოზე დამაუნთებული ოპტიკის ხედები (ძალიანაც რომ შემეხვეწოთ ვერ მოვხსნიდი ძლივს დავაყენე smile.gif )








ეხლა რატომ ვიყიდე მაღალი რინდები , აი ბაზუკას ფიშტოს თუ დააკვირდებიტ მაგას უყენია 3-9X32 ოპტიკა საშუალო სიმაღლის რინგებით და თითქმის დადებულია გამომავალი მილი ლულაზე, მე რომ ჩამომქონდა ჩემი ოპტიკა და ვიცოდი რომ გამომავალი მილი 40 მმ ექნებოდა ვიფიქრე უფრო მაღლები დამჭირდება მეთქი , მაგრამ ანგარიშში შევცდი, თუმცა საბოლოოდ არ შევმცდარვა, რადგან მაღაილ რინგებია არ დამჭირდა ღია სამიზნის მოხსნა ფიშტოდან ასე რომ ეხლა ორივე სამიზნით შემიძლია სროლა ერთდოულად, ნადირობისას კი ეს ძალინ მოსახერხებელია, ხანდახან გიწევს 5-10 მტრზე და უფრო ახლო სროლა ამ დროს ი ოპტიკა გამოუსადეგარია, მაგრამ მე სამაგიეროდ მაქვს ღია სამიზნეც და დიდი უპირატესობა მაქვს სხვასტან შედარებით აი იმ 4 ჩიტიდან ერთი ზუსტად ეგეთი შემთხვევის დროს მოვკალი სხვას ვეპარებოდი რომელიც გაფრინდა და დაახლოვებით 10-12 მეტრში დამიჯდა მეორე ჰოოდა ღია სამიზნით მოვუღე ბოლო smile.gif , აი ამ სურათზე კარგად ჩანს ღია სამიზნეს როგორ არ უშლის ოპტიკა





მოკლედ საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდეთ დავწერ პლიუსებს და მინუსებს:

პლიუსები : დაბალი ფასი, მილ-დოტი, ტაქტიკური ბარაბნები, ნათელი 30მმ-იანი მილი , ძალიან მჩატე (505 გრამი) , დამცავი ხუფები , პარალაქისი გასწორება შესაძლებელია გვრედითა ბარაბნიტ

მინუსები: ილუმინაციის არ ქონა, ქაღალდზე სასროლად 50 მეტრში 10-ი გადიდება ცოტაა პატარაა სხვა მინუსი მე ამ ოპტიკაას ვერ ვუპოვე


მოკლედ ტუ სანადიროდ აპირებთ ამ ოპტიკსი ყიდვას უკეთესს ვერ ინატრებთ , მე დავუწერდი 100 დან 99.99 ქულას ამ ჩინელს smile.gif
ja_ja
ჰმმმმ, კაი ვიღაც ჩანს.
parna
smile.gif კარგიაა
bazuka
რინგები ცოტა მაღლები მეჩვენება, დანარჩენი კი მშვენიერი რამე ჩანს!
გილოცავ
Der Rote Baron
გილოცავ ხოშიანი რამეა smile.gif
Davitus
geojorjika
ჟორჟ რინგები მეც მაღლები მეჩვენება, თუმცა შენ თუ კომფორტულად გრძნობ თავს მაგას რა ჯობია, მე კი მგონია დიზაინს უფუჭებს თოფს, შეკრებაზე ვნახოთ მერე შევადაროთ ტექნიკური მონაცემებიც და დიზაინიც smile.gif მე bazuka -ს რომ ოპტიკა აქვს იმის დიზაინი უფრო მომწონს დისკოზე, თუმცა დიზაინი მეორეხარისხოვანია smile.gif
geojorjika
Davitus
სამაგიეროდ მე ოპტიკასთან ერთად ღია სამიზნიდაც შემიძლია ვისროლო სულ 1 წამშI გადავიტან თვალს ოპტიკიდან ღია სამიზნეზე, ეს კი ნადირობისთვის ძალიან კარგია, მე კი სანადიროდ მინდა ეს ფიშტო ჯერ და მერე ქაღალდზე სასროლად smile.gif
ninja
geojorjika

გილოცავ,, , აშკარად კარგი მონაცემები აქვს,,,, ერთ-ორ წელიწადში უკვე სერიოზული ჩემპიონატი ჩატარდება,,,ასეთი პირი უჩანს smile.gif
parna
ჩემგარდა ყველას ოპტიკა ექნება :rolleyes:
bazuka
geojorjika
ციტატა(giorgi @ 21st June 2009 - 09:56 PM) *
სამაგიეროდ მე ოპტიკასთან ერთად ღია სამიზნიდაც შემიძლია ვისროლო

ეგ ღია სამიზნე უკვე ღია აღარაა sad.gif რინგების კედლები ზემოდან იმხელა ოპტიკა, ღია იმის ღიაა, რომ საერთოდ არანაირი შეზღუდვა ხედვის დროს. ამიტომაც მემგონი, რომ ჯობია დაადაბლო, თუმცა შენი საქმისა შენიცი smile.gif
geojorjika
bazuka
აი რომ შევიკრიბებით გასროლინებ და ნახავ თუ არ არის მოსახეხებელი ორივე სამიზნიდან სრილა smile.gif
ja_ja
რას ერჩით ამ კაცს, მშვენივრად აქვს გაკეთებული.

ამ VO-ს ოპტიკას საკაიფო რინგები აქვს, ნუ რეალში ბანძი რინგებია, თხელია და ოპტიკაზე ჩამოსმა.... მაგრამ პლიუსი აქვს, პლიუსი კი მის სითხელეშია, კერძოთ სისქეში კი არ არის თხელი, კედლები აქვს თხელი და შუაშI ადგილია ამოღრუტნული.

შედეგად შუაში გახედვა მოსულა. რაც მშვენივრად გამოიყენა ჯორჯიკამ. რეალშია შესამოწმებელი ეგ ტექნიკა, რაცხა იდეა მეც მომწონს და რომ დავითრევ მინი ოპტიკას ალბათ მეც იგივეს გამოვიყენებ.
Der Rote Baron
geojorjika, ja_ja, გეთანხმებით ორივეს უფრო პრაქტიკულია როცა ორივე სამიზნე შენს ხელთაა, მოკლედ კარგად მოგიფიქრებია ჯორჯიკ
Jah
ციტატა(giorgi @ 21st June 2009 - 05:33 PM) *
10) აქვს ტაქტიკური ბარაბნები (ზრაპრული)

აი სწორად ეს იყო, რამაც მე პირველ რიგში გამაოცა... ორივე სამიზნეში...
კლიკები იმდენად მკვეთრია, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის.
სწორად არა მკვეთრი კლიკების გამო, (ანუ ეს იყო ერთ ერთი მიზეზი) გავყიდე ჩემი ბიგ ნიკო, არა და ის ღირდა 780ევრო...
ჩემი დასკვნა - Vector-ი ნამდვილად კარგი მწარმოებელია.

პს
აი რგოლები... ცოტა არ იყოს დაბალი გჭირდება...
nihontoman
მახინჯია მარა ფუნქციონალური(რინგებზე ვამბობ)
ReMiNgToN
100 ტუგრიკი რამდენი ლარია? და ქუესტზე დაყენდება? ანუ უკუდარტყმა გამძლეა?
ja_ja
ReMiNgToN
ციტატა(buybuya @ 16th September 2010 - 05:05 PM) *
ქუესტზე დაყენდება?

მემგონი ვერ გაიძლებს

ციტატა(buybuya @ 16th September 2010 - 05:05 PM) *
100 ტუგრიკი რამდენი ლარია?

ნუ ერთი ტუგრიკი უდრის 1 დოლარს, დანარჩენი კურსის მიხედვით დაიანგარიშე smile.gif
koknar
ლამფუჩკები არა აქ არა ამ მილს ?
geojorjika
koknar
ციტატა(koka @ 16th September 2010 - 05:41 PM) *
ლამფუჩკები არა აქ არა ამ მილს ?

ნეთუ
koknar
geojorjika
მაღალი რინგი კაია განსაკუთრებით დისკოსათვის, ტყვიის ჩადებას ამარტივებს და ღია სამიზნესაც ხედავ თურმე (მეც ჰაიპროფილი მიყენია მარა ეგეთი არაფერი არ ჩანს შენი განსაკუთრებულია ალბათ) მარა რო დაუფიქრდი რაც დაშორებულია ოპტიკური ღერძი ლულის ღერძს, მით დიდი სხვაობა იქნება ნოლებს შორის. ანუ ნოლებს შორის ტყვია ძაან გაიქცევა ალბათ 10-12 სმ -ით მაინც. ვაფშე ვნახოთ ეგ პრობლემა თუ გვეღირსა გასვლა წყნარ ამინდში.
geojorjika
koknar
არანაირი ნოლების პრობლემა არ მაქვს smile.gif
koknar
პირველი რამდენზე გაქ გასწორებული ?
geojorjika
აუ ფარ ვიცი და მეორე არის 45 მეტრი smile.gif
koknar
ანუ 45 მეტრის იქეთ სულ დაბლა მოდის ტყვია ხო. ზემოთ არ ადის
geojorjika
კი
koknar
ნახე აბა მანამდე არი სადმე გადაკვეთა სადღაც 15-20 მეტრაში. კიდე უნდა იყოს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.