თუ გაწყობთ მცხეთისკენ, ძეგვში ვიცი ძალიან მაგარი ადგილი, საქეიფო ოღონდ, ისე იქვე სასროლი ტერიტორიებიც შეინიშნება.
საქეიფო ადგილ მართლა კარგად არის გაკეთებული, გადახურულიც არის, ცივი წყალიც მოდის, ეს ყველაფერი ხეებს შორის არის ჩამალული მთის ძირას, არის თბილისიდან 20 წუთის სავალი(მანქანით) წვიმაც რომ წამოვიდეს დასველება და პურმარილის ჩაშლა არ გვემუქრება.
ნუ მე არ ვსვამ და ჩათვალეთ 1 ფხიზელი მძღოლი გყავთ
ხო მართლა, ეგ საქეიფო ადგილი თავის გაგრილების სისტემითაა წარმოდგენილი

ნუ მაგას წინასწარ არ გეტყვით, წყლის გაგრილების სისტემაა ხელოვნურად შექმნილი ადგილმდებარეობის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით