დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პცპ იარაღის აქსესუარების გამოწერა
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გიორგი123
მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფორუმზე. ერთი კითხვა მაქვს - გამოვიწერე პცპ იარაღის აქსესუარი(ადაპტერი რომელიც შრაუდზე ყენდება და საშუალებას მაძლევს დავაყენო მაყუჩი), შევიძინე ამ საიტზე, თუმცა აღმოჩნდა რომ უსე2ჯეორჯჯია კრძალავს იარაღის ნაწილების ჩამოტანას. თუ იცით შემექმნება თუ არა პრობლემა ჩამოტანასთან დაკავშირებით? ან რა ბედი ეწევა ნივთს? ბოდიში თუ ეს პოსტი არასწორ ადგილზე დავწერე. ახალი ვარ ფორუმზე და შევისწავლი ნელნელა. მადლობა.
temo-777
გიორგი123
ადაპტერზე არა მგონია რომ პრობლემა ყოფილიყო, სავარაუდოდ გამოატარებდნენ, აი მაყუჩი შეიძლება შეაჩერონ და უკან გაუშვან ორივე. ან უბრალოდ გაანადგურონ )).
ეგეთ დროს სხვა გადამზიდები უნდა გამოიყენო, რომელსაც არ უწერია წესებში მსგავსი რამე.
გიორგი123
მადლობა მეგობარო, გამოწერილი მაქვს მხოლოდ ადაპტერი, კიდევ კარგი მაყუჩიც არ გამოვწერე. იმედია გამოატარებენ. წესით ასეთი რაღაცის გამოწერა რატომ არ უნდა იყოს ნებადართული სრულიად გაუებარი, ლოგიკურად თუ 4.5 დაშვებულია მისი აქსესუარებიც დაშვებული უნდა იყოს. სხვა რომელი გადამზიდავები არიან რომლის გამოყენებაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში?
temo-777
გიორგი123
კი დაშვებულია 4.5, მაგრამ მაგ კომპანიით ეგ 4.5-იანი იარაღის გამოწერაც აკრძალულია, კამექსი, გზავნილი, და მსგავსი კომპანიები გამოიყენე პნევმატიკის და მაგის ნაწილების გამოსაწერად. ცოტა ბანძები კი არიან, მაგრამ სხვა გზა არაა.
გიორგი123
ციტატა(temo-777 @ Mar 22 2022, 08:05 PM) *
გიორგი123
კი დაშვებულია 4.5, მაგრამ მაგ კომპანიით ეგ 4.5-იანი იარაღის გამოწერაც აკრძალულია, კამექსი, გზავნილი, და მსგავსი კომპანიები გამოიყენე პნევმატიკის და მაგის ნაწილების გამოსაწერად. ცოტა ბანძები კი არიან, მაგრამ სხვა გზა არაა.

მადლობა, შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
nihontoman
გიორგი123
მოდერი აქვე შეგიძლია იშოვო საკმაოდ ნორმალურ ფასებში, იგივე კრალის, ან ჰატსანის მაგალითად.
გიორგი123
სალამი, ორივე კომპანიას(კამექსი, გზავნილი) დავუკავშირდი და ორივე ამბობს რომ აკრძალულ ნივთთა სიაშია და ვერ ჩამოვიტანთო. გამოდის საქართველოში არ არსებობს გზა რომ ფიზიკურმა პირმა გამოიწეროს პნევმატური იარაღის აქსესუარი?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.