მდააა რამდენია დაწერილი მაღალი სტანოკები ტრალი ვალი და ამასობაში...
Dushura198512 მოდერის დაყენებას მანდ არ გირჩევ მიუხედავად იმისა რომ ეგეთ რაღაცეებს ვამზადებ და წესით დაინტერესებული უნდა ვიყო ფულის გაკეთებაში, მაგრამ მანდ არის თავისებურება რომელიც პირველ ჯერზე არ ჩანს
მოდერატორების უმეტესობა კეთდება მსუბუქი ლითონისგან, მაგალითად დურალუმინისგან და კეთდება თხელი კედლებით რომ კონსტრუქცია არ დამძიმდეს და წინ არ გადაგქაჩოს... ზუსტად ეს სითხელე და სიმსუბუქეა მთავარი პრობლემა
შენს შემთხვევაში ეგ ყველაფერი ცუდ საქმეს გააკეთებს იმიტომ რომ ლულა მოკლე გაქვს და ხელი ყოველთვის წაგიცდება წინ რომ ბერკეტის მხარი გაზარდო და დაიხმარო მოდერატორის სიგრძე კომფორტული გადატენვისთვის, მაგრამ ხსენებული მსუბუქი კონსტრუქცია ადრე თუ გვიან მაგ ზეწოლის გამო გადაიხრება და დაიღუნება. უმნიშვნელოდ, მაგრამ ეგ საკმარისი იქნება რომ ტყვია გაედოს და სიზუსტეს დაკარგავ.
რკინისგან მოდერატორი რამდენიმე მიზეზით არ კეთდება, მძიმეა და ხმის რევერბერაწიას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ წკრიალს და ზარის ეფექტს იწვევს.
მოკლედ ზამბარ დგუშინზე ისედაც მოდერატორი ყოველთვის სათუოა, და მოკლე ლულიანზე კი დიდია შანსი მოღუნო... შედეგად თავიდან გაგიხარდება, მერე კი მოიწყენ როდესაც ტყვია შიდა დეტალებს გაედება, თან მაგ პისტოლის გასროლას იმხელა ხმა არ ენქება რომ მაგის ხმის მოკვეთაზე იმუშავო, მაგის მექანიზმის ხმა უფრო შემაწუხებელი იქნება (ზამბარა და დგუში).
ასე რომ ჯობია დატოვი ისე როგორც არის, ეგ ჩათვალე არის დეკორატიული დეტალი, ვითომ "სიმამაცის მოდერატორი", ან ჰაერის მომკვეთი, რეალობაში უბრალოდ ვიზუალირა, მაგ თოფს არ სჭირდეაბა არც ერთი არც მეორე, კი ნაწილობრივ ჰაერს მართლა კვეთავს და როგორც დაწერეს ბიჭებმა წინიდან ისეთი ტყლაშუნის ხმა არ იმის, როგორც შენ შენი მხრიდან გესმის, მაგრამ მაინც ის არ არის რაც საჭიროა, ნორმალური ჰაერის მომკვეთი სტრიპერი სუუულ მინიმუმ 60--70$-დან დაიწყება და მაგ ფასი მგონი მთლიანად ეგ ფიშტო ღირს,

ასე რომ დამიჯერე რეალურად სერიოზულ სტრიპერს მწარმოებელი მაგ ფასში თოფსაც და ჰაერის მომკვეთსაც არ ჩადებდა ერთ ყუთში
ჯობია ისიამოვნო იმით რაც არის, და თუ ამოწურავ მაგ თოფის სიამოვნებას მერე გაყიდე დაამატე ფული და სხვა რამ იყიდე ტექნიკურად უფრო გამართლებული იქნება, თუმცა არსებობს ისეთი რამ რასაც "მინდა" ჰქვია, ანუ მინდა და არ მაინტერესებს სხვა საკითხები, ნუ მაშინ მანდ არანაიორი ტექნიკური არგუნებტი არ მუშაობს.... თუ მაინცა და მაინც გინდა მოდი და გავაკეთებ, არაა პრობლემა... უბრალოდ მაინც გაითვალისწინე ის პირობები რაც ავღწერე, შეიძლება ადრე თუ გვიან დაემართოს...
ციტატა(Giorgi198512 @ 15th December 2020 - 10:55 AM)

ხო ნიტრო ზამბარაზე უკეთესი შედეგები ექნება ალბათ. და საქართველოში რო ვერსად ვნახე ამ მოდელზე ნიტრო ზამბარა.
ეგ უნდა დაუკვეთო, კაკრაზ NRG აკეთებს და როგროსაც გინდა ისეთს გააკეთებს, გინდა ძლიერს გინდა შედარებით ადეკვატურს და კომფორტულს. ყველა თოფისთვის წინასწარ გამზადებული ნიტროები სამწუხაროდ არ არსებობს, მითუმეტეს საქართველოში

ასე რომ მხოლოდ კონკრეტული მოდელისთვის დაკვეთაა გამოსავალი
ციტატა(Giorgi198512 @ 15th December 2020 - 10:55 AM)

აი მაგ თავისი ზედ მოუოლილ ჰაერის მჭრელის მაგივრად იგივე ვარიანტი რო დადგეს ოღონდ გრძელი რომ გაადვილდეს გადატენვა მოხდება რამე ანუ ლატუნისგან გრძელი ტრუბა რო გამოიჩარხოს და მაგ მოკლე ტრუბის მაგივრად დაეხრახნოს რო ადვილად გადატენვადინიყოს..
მაშინ პატარა ლულიანს რაღატო ყიდულობდი?