ცოტა ხნის წინ წავიპლინკავე Artemis pp700-ით. ვისროდი გადაზომილ 13 მეტრზე, მუყაოს მსუბუქ პრემიერებს (გარეცხილ-დაზეთილს). დასამიზნებელი მოწყობილობა არის ჩინური ბრენდის Kanis Latrans-ის ქვე ბრენდის Flyshark-ის რედდოტი. უწერია რომ თითქოს 2მოა არის, მაგრამ აშკარად 3 ან მეტია (სრულიად ფარავს 13 მეტრზე ლუდის ბოთლის თავსახურს). სასროლი პოზიცია არის მაგიდა, თოფს ამოდებული ქონდა სურათზე ნაჩვენები თოკის გორგალი.
სამიზნედ გამოვიყენე სუპრემოს არაქისის ქილის ძირი, რომელზეც შავი სკოჩით მქონდა მიხატული "ჯვარი". რატომღაც გადავწყვიტე ჯგუფების გაკეთება და გამოვიდა ეს შედეგი:

გავაკეთე 10 გასროლა. რვა ცალი ჩაჯდა ძალიან პატარა დირკაში. ის ორი ჩემი ბრალია, აშკარად გამექცა თითი და ხელი.
ესეც სასროლი პოზიცია:

იმჰო, ოპტიკით და კონდახით ამ ფიშტოს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია