პირველი გამარჯობა, მეორე კი ისაა რომ ტყუილა ამრავლებ თემებს, შენი საკითხი
მთლიანად ჯდება აი ამ თემის ფარგლებში, ასე რომ ნუ მიწყენ თემას ვხურავ და გამოიყენე უკვე არსებული...
P.S. საწყენად არ მიიღო მაგრამ ამ საიტს ზოგი ჭკუა გადატრიალებული უყურებს და ისეთი სიტყვები როგორიცაა:
ციტატა(Muxa12 @ 19th May 2020 - 11:03 PM)

მავნე ცხოველთა დახოცვისათვის
ცოტა არ იყოს არაადეკვატურად და ზედმეტი გაღიზიანებით უყურებენ ხოლმე, მერე ჩვენ გვიტრიალებენ უკუუღმართად, მე პირადად დავიღალე ყველანაირი უჭკუო ბლანდინკისთვის ახსნით რომ ჯობია თავის კიკინებს მიხედოს

, მოკლედ ეგეთი უაზრობები რომ არ იყოს ცოტა ტაქტიკური მეთიდი უნდა გამოვიყენოთ, და გამოვიყენოთ ისეთი სიტყვები როგირიცაა
- მონადირება
- მოპოვება
- ბუნებიდან ამოღება
- გამოხშირვა
- პეტს კონტროლი
- მავნე ცხოველთა პოპულაციის კონტროლი
- და ასე შემდეგ,
ნუ იმედია იდეას მიმიხვდი. არანაირი რაიმე შენიშვნა და რამე უკუღმართობა ეს არაა, სუფთა თავის დაზღვევა შენთვისაც და მთელი პნევმო საზოგადოებისთვის ყველანაირი ვაი ბუნების დამცველი ბლანდინკების თავდასხმისგან