ციტატა(MonSoon @ Mar 15 2020, 06:53 PM)

მოგესალმებით.
კიდევ ერთი ვიდეო ჩავწერე სადაც დეტალურად არის განხილული თუ როგორ გამოვთვალოთ MRAD - MIL - MILLIRADIAN
გმადლობთ.
მოგესალმები. კარგია, რომ ესე დეტალურად განმარტე მილი რადიანის საკითხი.
მოკლედ და პრაქტიკაში გამოსაყენებლად, უბრალოდ დავამატებ, რომ თუ ვიცით რადი (ამ შემთXვევაში 100 მ იყო განხილული), მარტივად პირდაპირ შეგვიძლია 1000-ზე გავყოთ (რადგან, მილი-ნიშნავს ათასს, რაც შენს დეტალურ განხილვაშიც გქონდა ახსნილი) და პირდაპირ იქნება მიღებული "მრადი".
მაგ: 100მეტრისთვის მრადი = 100მ/1000=0,1 მ
200მეტრისთვის = 200მ/1000=0,2მ
227 მეტრისთვის მრადი= 227მ/1000=0,227 მ და.ა.შ.
მადლობა, რომ ესე მეცნიერული, მათემატიკური საფუძვლებით განმარტე "მრადი" და "მოა"-ც.
წარმატებები!