დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ბენჟამენი ნპ 1500
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
mamukaaa
გამარჯობათ.
ბენჟამენი იყიდება 1500 ნპ.
რას მირჩევთ სანადიროდ როგორია?
თუ გქონიათ ვინმეს და რა მანძილზე გინადირიათ?
რამდენად ძლიერია?
რამდენად ზუსტია/
კახეთში მინდა იხვზე და ქედანზე სანადიროდ.
უფრო რა მანძილზე შეძლებს იხვის მონადირებას ეგ მაინტერესებს და რამდენად რეალურია შორ მანძილზე გარტყმა .
არ მქონია და მაინტერესებს გამოცდილი ხალხისგან.
მადლობა წინასწარ.
MonSoon
განშორდი ვითარცა შავ ჭირს.

ტაფების სახვრეტად გამოდგება. დანარჩენში არაფერში.

იმხელა უკუცემა აქვს გასროლისას წინა მხარე ზევით ხტის და ზოგადად ხელიდან ხტის. ძაან არაკომფორტული სასროლია.

პნევმატიკით ნადირობა კიდე ძალაზე არაა დამოკიდებული, სისუსტეა მთავარი და იმაზე თუ სად მოხვდება. ყოფილა შემთხვევები 60 ჯოულიანი 25 კალიბრითაც გაფრენილა თან 50 მეტრში. ამის ვიდეო ფაქტებიც არსებობს.

ძალაც უსაზღვრო არ აქვს, ნორმალური პცპ უფრო მოშნია ვიდრე ეგ. 300 ის ფარგლებში ისვრის 0.67 ჯსბის . მაგ დიაპაზონშია. 30 ჯოულია კაკრას ეგ და მაგხელა სიმძლავრე არ გჭირდება 4.5_ში. რა მანძილზეც სტაბილურად უნდა ინადირო მაგ თოფით, იმ მანძილზე უპირობოდ გახვრეტს ფრინველს. გახვრეტილი დიდი ალბათობით გაფრინდება.
mamukaaa
400 ლარად მაძლევენ.
კონდახი აქ პატარა გახეხილიო მეტი არაფერი.სხვა ყველაფერი რიგში აქო.
geojorjika
დაბალი წევით უნდა დააყენო აირის ზამბარა თუ იყიდი, მაგრამ მაიც მძIმეა და დიდია
MonSoon
რავი, შენ როგორც გინდა, გაისროლე და რავიცი, რაღაც შთაბეჭდილება შეგექმნება.

არ მინდა თავგზა აგირიო.

400 ლარში იგივე 1200_იანი ბენჯამინი ან კროსმანი მოგივა, უფრო კომფორტული სასროლიცაა და უფრო ზუსტიც.
mamukaaa
მადლობა რჩევისთვის.
გაიხარეთ
მართალი ხართ.

ჯობია მოვითმინო და პსპ-ი ვიყიდო.
MonSoon
mamukaaa
თავგზის არევა არ მონდა ნაღდად. ადგილზე ნახე. გაუსროლელად არ იყიდო, 20-30 მეტრში ნახე სიზუსტე.

პცპ_ს ხარჯები უნდა მარა რავი.

400 ლარში კროსმანის ან ბენჯამინის 1200 ფპს მოდელები მოგივა, თავის ფასში ნორმალურია, უაზროდ არ ხტის და მხარს არ განგრევს, მეტნაკლებად ზუსტიცაა, პირადად მქონდა 1200 კროსმანი, დღემდე მომწონს. 55 მეტრში ღია სამიზნით ბოთლევს ვაწვენდი. მაგის იქით ექსტრიმია. ალექსასაც ჰქონდა, როგორც ვიცი კმაყოფილია ისაც, კიდევ 1-2 კაცს ვიცნობ ვინც კმაყოფილი იყო. საშუალოდ 19-22 ჯოულიანი თოფებია.

რეკლამას არ ვუკეთებ არაფერს და არევა არ მინდა გონების, მარა გაუსროლელად არ იყიდო, მითუმეტეს 1500.

რავი იქნებ მოგწონს კიდეც, ნახე ადგილზე. თუ თავად არ ნახეხო იცი, რამდენიც გინდა ვაქოთ ან ვაძაგოთ. პცპ_ზე მიჩვეულიდან ესე ჩანს რაც დავწერე.
mamukaaa
მადლობა კიდევ ერთხელ რჩევისთვის.
ჯობია მოვითმინო 3-4-ხი თვე და პსპ-ი ვიყიდო თუნდაც ბიუჯეტური ვარიანტი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.