Jabriel ციტატა(Jabriel @ 6th December 2019 - 08:44 AM)

1) Crossman Vantage NP
მქონდა. კმაყოფილი ვიყავი. მეტნაკლებად დაბალანსებული თოფია ძალა/სიზუსტის კუთხით. არის მაგაზე ძლიერებიც მაგრამ დიდი ალბათობით უფრო არაზუსტი. ასევე მეტნაკლებად კომფორტული სასროლიცაა.
ციტატა(Jabriel @ 6th December 2019 - 08:44 AM)

2) Crossman Summit Ranger NP
არ მქონია მაგრამ იგივეა ჩათვალე რაც ვანტაჟი. უბრალოდ პლასტიკის კონდახი აქვს.
ბენჯამინს ამოვიღებდი მაგ სიიდან მე პირადად იმიტომ რომ არ აქვს გარე სამიზნე.
ზდპზე ოპტიკებს ცვლა დაგღლის ამიტომაც სჯობს ღია სამიზნე ჰქონდეს თოფს. ისე კი ჩათვალე რომ ეგ ბენჯამინი იგივეა რაც ეგ 2 კროსმანი.
მოკლედ მაგ 3 დან მე პირველს ან მეორეს ავიღებდი. ნორმალური თოფებია თავის ფასში.
სხვა უკეთესი ვარიანტი რავიცი, გამოს აქებენ მაგრამ მე შეხება არ მქონია. უფრო ძვირიცაა როგორც ვიცი. კიდევ არის ჰაცანები მაგრამ რავიცი, ჩემი პირადი აზრით ზევით ნახსენები მოდელები სჯობს, სიზუსტითაც, ხარისხითაც და სასროლადაც. მე რა ჰაცანთანაც მქონია შეხება უფრო უხეში სასროლია ვიდრე ესენი.
უფრო უკეთესი თუ გინდა მაშინ ვაირაუხი, ვალტერი, დიანა, აირ არმსი უნდა იყიდო. მაგრამ ეგენი 800 ლარიდან ზევით ღირს და აქ ან იშოვი ან არა მაგრამ ხარისხიანებია.
ჩემი პირადი აზრია ეს ყველაფერი მოკლედ რო დავწერო. შესაძლოა სხვამ სხვა გითხრას მაგრამ ყვრლას აზრი გასათვალისწინებელია