დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური შAშXანა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
memwvade
გაუმარჯოს ჰატსან აირტაქტზე რას იტყვით
geojorjika
memwvade
შენთვის მნიშვნელოვან ინფოს ასე თუ მოგვაწვდი არავინ გიპასუხებს.
ja_ja
memwvade
ციტატა(nika12345 @ 29th November 2019 - 11:03 PM) *
გაუმარჯოს ჰატსან აირტაქტზე რას იტყვით

ოპელი ვერ გევიგე smile.gif

ნუ ეს ხუმრობით... ისე კი რავი რა გინდა რომ ვთქვათ სადღეგრძელო თუ ნეკროლოგი, აქ ცოტა არ იყოს და წვრილმან დეტალებში ჩამძვრალი ხალხი ვართ და გვიჭირს პირობითად რომ ვთქვათ ფეისბუქის ტერმინებით ან ფორუმ.გე-ს ტერმინებით ოპერირება, მაგალიტად შეგვიძლია დაგიწეროთ კომენტარები...

- აუუუ ძააან მაგარია, იმენნა ღამეც კი ლოგინში ვიხუტებ

- აუ სექსობაა, 300 მეტრზე დათვს მოკლავ, მეგობარს ჰქონდა და ერაყში ტერორისტებს აწვენდა 500 მეტრზე

- აუუ ისეთი მაგარი ძალა აქვს გარ გამაზო, რომ დაგჭირდეს ტაფებს დახვიტავ...

- ბრატ არ გინდა, რა ეგ მოდელი, აი პღრ-ჭღრ 3056 მოდელი უკეთესია მეტი ძალა აქვ,ს დამიჯერე მე მაქვს იმენნა ბიზონებს ვაწვენ თუ შემხვდებიან

და ასე შემდეგ,,, ესეთი სისულელეები არც შენთვისაა რაიმე ადეკვატური ინფორმაციის მომცემი და არც ჩვენზე იტყვის რაიმე კარგს, ამიტომაც, ეგეთ კომენტარებს ჩვენთან როგორც წესი არ წერენ ხოლმე, ხოლო თუ ვინმემ დაგვასწრო და ახალბედან დაწერა, ეგრევე ვასწორებთ სიტუაციას ხოლმე...

ამიოტმაც, გააჩნია რისი გაგება გინდა, რისი შედარება, რისთვის, რა მანძილებზე და შემდეგ რაღაც საერთო წარმოდგენა გვექნება თუ რა პაასუხი უნდა გაგცეთ და რეებზე უნდა გავამახვილოთ შენი ყურადღება...

თხოვნა მაქვს ნუ მიიღებ ჭკუის სწავლებად, მართლა დახმარება გვინდა ყველასი, მაგრამ მე თუ უნდა დაგეხმარო და გირჩიო რამე, და უნდა დავწერო ვეებერთელა ტექსტები, შენც ცოტა თავი უნდა შეიწიხო და 2-3 სიტყვაზე მეტი უნდა დაწერო...

მანამდე კი გადაიკითხე აი ეს თემა, სავარაუდოდ ბევრ რაღაც ახალ გაგაგებინებს და წინ წაგწევს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.