დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ARTEMIS M16 შედეგები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
ჩერო
მოგესალმებით მეგობრებო, როგორციქნა მოვიცალე ჩემი არტემისის გასატესტად და შედეგებით მე მაგალითად გავვოცდი. სროლა განვახორციელე 28 მეტრზე და 50 მეტრზე ჯსბ 0.67 . სკოპი მიყენია ჩვეულებრივი 4-16-50 ჯერადობის მაქსიმუმ 60 მეტრამდე შეიძლება რომ გააქაჩინო ამ სკოპს

28 მეტრი 5 ტყვია


50 მეტრი 10 ტყვია

giga2010
კარგი შედეგია, იმის გათვალისწინებით რა ოპტიკაც გაქვთ. ასევე თოფი ფაქტიურად ახალია და მისაჩვევია. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კარგი ჯგუფი გექნებათ.
კარგი იქნება თუ მიუთითებთ ხოლმე სროლის პოზიციას, სიჩქარეს, ასევე თოფზეც რომ გეთქვათ ცოტაოდენი, წონა, სასხლეტი, გასროლების რაოდენობა, რამდენად ჩუმია.
ეს სამომავლოდ, იმედია არ მიიღებთ წყენად
მადლობა რეპორტისთვის
okela84
რათქმაუნდა უმჯობესია უფრო დეტალური ინფო მითუმეტეს მაშინ როდესაც ცალკე თემა იხანება.
ერთი ორი თოფის ლამაზი ფოტოც და ერთი სიტყვით ცოტა გააფერადეთ ხოლმე თემა.

შედეგს რაც შეეხება მართლაც საშუალოზე უკეთესია და დარწმუნებული ვარ მაქსიმუმთან არც თუ ისე ახლოს
giga2010
მე ცოტა შეცდომაში შევედი, თემის სათაურია არტემის მ16 შედეგები. მგონი ეგ მოდელი მ16 ა ანუ კოლბიანი მოდელია. ეგეც გასასწორებელია
ჩერო
ხო გიგა მ16ა მოდელია. სროლა განვახორციელე მჯდომარე მდგომარეობაში ბალიშზე დადებით.
რაც შეეხება ამ პსპს წონა აქვს სკოპიანად 3.700კგ. სასხლეტიც ძალიან რბილია და მგრძნობიარე.
დაახლოებით ერთი დატენვით 100 ტყვიაზე მეტს ვისვრი. ხმის ჩამხშობიც ამართლებს თავის მოვალეობას საკმაოდ ჩუმად ისვრის. დანარჩენ მონაცემებს ნამდვილად ვერ ვიტყვი რა სისწრაფით ისვრის ტყვიებს არ მაქვს ქრონოგრაფი დაახლოებით 270 უნდა ისროდეს რედუქტორის წნევას ვერ ვუგებ როგორ გავიგო 1 და 2 შუა დგას სროლისას
ბაიკერი
ძმურად სკოპის ნუ ეძახი. არც გამიგია ეგ სახელი. ოპტიკა ჰქვია.
ჩერო
ციტატა(ბაიკერი @ Nov 12 2019, 07:24 PM) *
ძმურად სკოპის ნუ ეძახი. არც გამიგია ეგ სახელი. ოპტიკა ჰქვია.

მიღებულია შენიშვნა i-m_so_happy.gif
vatato
გამარჯობა, როგორი კამყოფილი ხარ მაგ იარაღის? მეც ვიყურები 16 და 16ა მოდელებისკენ. მაინტერესებს თქვენი აზრი.
ჩერო
მე ძალიან მომწომს შემოდგომით ვიყიდე და მთელი ზამთარი ძალიან მასიამოვნა. სიზუსტე დახვეწილობა და ხმის ჩახშობაც მშვენიერიაქვს. ამ იარაღს კარგი ოპტიკა უნდა და სასწაულებს ჩაიდენ. ერთი პატარა მინუსიაქვს ცოტათი მძიმეა 3.700კგ . 220 ატმოსფეროზე რომ დავტუმბო დაახლოებით 150 ტყვიას მასროლინებს. საერთო ჯამში კარგი რამეა თუ იყიდი ნამდვილად არ გაგიცრუებს იმედებს
giga2010
ჩერო
კარგია რომ გამოგვეხმაურე. ეგ პ16 მეც მაინტერესებს
თუ უფრო მეტს მოგვიყვები კარგი იქნება.
რა მანძილებზე რა ჯგუფი გამოდის, რა სიჩქარეზე ისვრი და რომელ ტყვიას იყენებ
vatato
მადლობა დიდი

თქვენი მ16ა არის ხომ?
ჩერო
ციტატა(vatato @ Apr 15 2020, 11:19 PM) *
მადლობა დიდი

თქვენი მ16ა არის ხომ?

ხო მ16ა
ჩერო
რაც შეეხება გიგას კითხვებს მაქსიმალური მანძილი ვისროლე 80 მეტრზე 10 ტყვია და 3-4სმ გაშლა ჰქონდა.მაგრამ ეს ყველაფერი ოპტიკის ბრალია დარწმუნებული ვარ, საერთო არ ჩანდა წერტილი ჯვრის გადაკვეთაში.ვარაუდით ვესროდი და მაინც მასეთი შედეგი მივიღე. ტყვიებს ვიყენებდი ჯსბ 0.67

რაც შეეხება გიგას კითხვებს მაქსიმალური მანძილი ვისროლე 80 მეტრზე 10 ტყვია და 3-4სმ გაშლა ჰქონდა.მაგრამ ეს ყველაფერი ოპტიკის ბრალია დარწმუნებული ვარ, საერთო არ ჩანდა წერტილი ჯვრის გადაკვეთაში.ვარაუდით ვესროდი და მაინც მასეთი შედეგი მივიღე. ტყვიებს ვიყენებდი ჯსბ 0.67

რაც შეეხება გიგას კითხვებს მაქსიმალური მანძილი ვისროლე 80 მეტრზე 10 ტყვია და 3-4სმ გაშლა ჰქონდა.მაგრამ ეს ყველაფერი ოპტიკის ბრალია დარწმუნებული ვარ, საერთო არ ჩანდა წერტილი ჯვრის გადაკვეთაში.ვარაუდით ვესროდი და მაინც მასეთი შედეგი მივიღე. ტყვიებს ვიყენებდი ჯსბ 0.67

ამინდები რომ გამოსწორდება და ნიავიც აღარ იქნება 100 მეტრზე ვცდი სროლას და აუცილებლად დავამატებ შედეგებს

თვითონ იარაღი მე ძალიან მომეწონა სიპატიური იარაღია,გადატენვის მექანიზმიც მოხერხებულიაქვს. 13 ტყვია მიდის მჭიდში და ასევე მოყვა ერთი ტყვის სასროლი (მაგას რაჰქვია არვიცი). ტყვიას რა სისწრაფით ისვრის ნამდვილად ვერ გეტყვი არ მაქვს საზომი მაგრამ საკმაოდ ძლიერი 80 მეტრზე ნასროლი ტყვიები სუმთლად გაპრტყელებულები იყო

თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ თელავისკენ ვცხოვრობ და თუ მოხვდებით განახებდით და გასროლინებთ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.