Dushura198512
Oct 20 2019, 04:51 PM
გამარჯობათ.. ეხლა რახდება 2 დღის წინ ვიყიდე სულ ახალი.. norinco MODEL B2-4c მემგონი ეს მოდელია თოფს ზედ არ აწერია რა მოდელია და რა წარმომავლობის არის : )))))) ეხლა რა პრობლემები აღმოვაჩინე პირველ რიგში. რეგულირებადი სამიზნე არ მუშაობს. რა გავაკეთო მივუბრუნო უკან და იგივე სხვა გამოვართვა თუ რაიმე წესიერი სამიზნე დავაყენო სხვა მირციეთ თორემ ბავშვმა შემჭამა : ))))))

vexam
Oct 20 2019, 05:39 PM
გამარჯობა. რეგულირებადი სამიზნე არ მუშაობს რას ნიშნავს? ეგ არის მარტივი კონსტრუქციული დეტალი. ზამბარა და "ბოლტი". ბოლტს ატრიალებ და თუ მაღლა სწევ ზამბარაც აწვება სამიზნეს და მაღლა სწევს. სულ ეს არის. ან სამიზნის ცუდად დამუშავებული გვერდები-კუთხეები არის გაჭედილი მექანიზმზე ან თუ ჩავარდნილია სამიზნე, შეიძLება ზამაბარა რამეზე არის გამოდებული და გაჭედილი. თუ გაჭედილი არ არის ზამბარა, მაშIნ ზამბარა ან აკლია და ან გატეხილია. წარმატებები.
ja_ja
Oct 21 2019, 08:08 AM
Dushura198512
მართლა ეგრეა როგორც vexam-მა დაწერა, უმარტივესი მექანიზმია თუ გულისხმობ უკანა სამიზნეს.
მექანიზმი არის მარტივი ვინტი, რომლის მოჭერა მოშვებითაც ხდება სამიზნის ზედა ან ქვედა პოზიციაში გაჩერება, მეეჭვება გვერდითა რეგულირება ჰქონდეს მაგ სამიზნეს...
ნებისმიერ შემთხვევაში თუ ზედა ვინტი თავისუფლად ტრიალებს, არ აფიქსირებს პოზიციას ან რაიმე ეგეთი სჭირს, დიდი ალბათობით რეზბაა მოცვეთილი, მაგას ეგრე ვერ დატოებ რადგან გამოუდეგარია ეგეთი სამიზნე, შენით იოლად ვერ გააკეთებ თუ გინდა რომ იაფად და ქარხნულ ვარიაციებში დარჩე, შედეგად თუ გიცვლის მაღაზია ჯობია გამოაცვლევინო, თორემ ჩათვალე თავიდან უნდა იყიდო ცალკე სამიზნე და ის უნდა დააყენო
dushura
Oct 21 2019, 01:09 PM
ანუ ვერტიკალურად მომუშავე ბოლტი მუშაობს ჰორიზონტალურ ბოლტს რომ ვატრიალებ ტრიალის დროს წკაპუნობს მაგრამ სამიზნე არ დადის არც მარჯვნივ არც მარცხნივ... სადაც ვიყიდე დავურეკავ და ვეტყვი რომ ან თოფი შეიცვალოს ან სამიზნე ...
dushura
Oct 21 2019, 03:15 PM
აი ეს ვაზდუშკაა : )))) აი ეს პატარა ქროსმანი ნერვებს მიშლის არა პრაქტიკულია ძალიან ჩემთვის ....