დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პსპ სისტემის იარაღი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
gegela
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა
giga2010
ციტატა(gegela777 @ 12th April 2019 - 09:17 PM) *
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა

გაუმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ფორუმზე. ჩინურმა რა დაგიშავათ? კარგი იქნება თუ მიუთითებდი ბიუჯეტს. ასევე რისთვის გინდათ, სანადიროდ, ქაღალდზე სასროლად. კლასიკური კონდახით თუ ბულპაპი? რედუქტორიანი თუ რედუქტორის გარეშე
MonSoon
gegela
ციტატა(gegela777 @ 12th April 2019 - 09:17 PM) *
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა

ცოტა ძლიერი როგორი, საორიენტაციოდ რო ვიცოდეთ ? ძლიერი პირობითი განმარტებაა.
geojorjika
აი ძალიან ძლიერია

https://www.pyramydair.com/s/m/AirForce_Tex..._Air_Rifle/3575
pilotina
geojorjika
ციტატა(giorgi @ 12th April 2019 - 10:04 PM) *
აი ძალიან ძლიერია


lol2.gif
aleqsa


ბიჭებოოოოო!!! სულ არ დაუკარგოთ ამ კაცს ხალისი რამე თოფის ყიდვისა smile.gif

gegela

კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზე, თუ დაგვიკონკრეტებ რა და რა მიზნებისთვის გჭირდება თოფი მეგობარო და უფრო ვრცლად ჩამოგვიყალიბებ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი თოფის მახასიათებლები, და კიდევ თუ მიუთითებ რა ფას-კატეგორისას გულისხმობ, იმედია უფრო ზუსტად შევძლებთ შენს დახმარებას და ნორმალური თოფის შერჩევაშიც დაგეხმარებით...

თორე ზემოთ მართლაც ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი დახასიათება გიდევს!!!
gegela
ნუ რამე კარგი იარაღი მინდა სამოყვარულო თუნდაც ოღონდ მთლიან კომპლეტში რედუქტორით კარგი ოპტიკით რას მირჩევთ ბიუჯეტი არ არის პრობლემა
MonSoon
gegela
კიდევ ბუნდოვანია შენი პოსტი. რაიმე კარგი როგორ ?? ან რა თანხას გადაიხდი ის დაწერე.

აქ ძირითადად თურქულ ჩინური თოფებია.
უკეთესი თუ გინდა 800 დოლარიდან ზევით ადგილზე უნდა გადაიხადო, ნორმალური ოპტიკაც 100-150 დოლარიდან ადგილზე. პლიუს ნასოსი გინდა 350 ლარი ან ბალონი 700 ლარი.

გამოვიდა მხოლოდ თოფი და ოპტიკა 1000 დოლარი ადგილზე და პლიუს 350 ან 700 ლარი სატენი საშუალება.

ეხლა შენ ის დაწერე ბევრია თუ ცოტა.

სჯობს არ გვამკითხავო იმაში თუ რა გსურთ. სჯობს რომ კრიტერიუმები დაწეროთ და იმის მიხედვით გირჩევთ.

ან ყველაზე კარგი, უკეთესად ჩამოყალიბდით, იმიტო რო მგონია არ იცით ზუსტად რა გინდათ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ ამ ჩამოყალიბების მხრივ სჯობს გვკითხოთ, არ "ტეხავს", პნევმატიკის ნამდვილი მოყვარული და მცოდნე ცოტაა ამ ქვეყანაში, ყოველ მეორეს ვერ კითხავ აზრს, ამიტომაც სჯობს რომ კარგათ ჩამოყალიბდეთ.

ბოდიში გკითხავ მაინც, რა ასაკის ხართ ? არაფერი პირადული, ცუდად არ გამიგოთ, რო ვიცოდეთ,
gegela
ეს ფასები ნორმალურია მარა ადგილზე გადახდა ვერ გავიგე

ასაკით პატარა არ ვარ მარა მევასება იარაღები კარგები რა თქმა უნდა
MonSoon
gegela
ადგილზე ვგულისხმობ, იქ საიტზე, უცხოეთში. მაგ ფასებს დაამატე განბაჟება. მაგას კიდევ დაამატე ის რო მე მინიმალური ფასები დავწერე, რეალურად კარგები უფრო ძვირია.

მოკლედ მე მოვრჩი, მკითხაობა მეზარება, არჩევანი კი თქვენზეა, 1000 ევროზე მეტი სრულ კომპლექსში გადაიხადო კაცმა და არ იცოდე რას და რატო ყიდულობ ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც წარმატებას გისურვებთ.
gegela
ამ ფასებში საქართველოში ყიდვა შეიძლებაა მონსონ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ნასოსის გარდა ყველაერს შევიძენდი კრიტერიუმებს რაც შეეხება მაგდენი რო ვიცოდე აღარ ვიკითხავდი

გაიხარე ბრატ რჩევისთვის მარა ქაღალდზე სასროლად არ მინდა არც ბოთლების სამტვრევადკალიბრი კიდევ ჩვენთან შეზღუდულია ამიტომ ვკითხულობ საიტიდანაც არ მიყიდია არასდროს
giga2010
gegela
მოგესალმები მეგობარო. როგორც ჩანს თქვენ გორიდან ხართ. ფორუმელი გვყვავს, ძალიან გამოცდილი და უამრავი ხარისხიანი პცპ-ეა მის ხელში გავლილი. კარგი იქნება თუ უშუალოდ დაუკავშირდებით და კარგადაც გაგარკვევთ.
თავად ეს ჰობი არ არის იაფფასიანი, თითქოს შორიდან ჩანს რომ იყიდით თოფს, ნასოს და ამით დამთავრდება ყველაფერი.
მოდით ზოგად ფასებს ჩამოვწერ.
1: თავად ხარისხიანი კარგი თოფი 1200- 2000 დოლარი დაგიჟდებათ, პლიუს განბაჟება და ჩამოტანა.
2: ბალონი და დამტენი საშუალება, ალბათ 800-850 ლარი. ადგილზეა და ბატონ გრეგორს აქვს
3: ოპტიკა, აქაც შეიძლება ოპტიკის შერჩევა, მაგალითად მაღაზია ქარავანი, 800ლარიდან 1500ლარი. საშუალო კლასის ოპტიკაა, რომელიც გამოგადგებათ პცპ-ზე

დანარჩენში შეგვიძლია უკვე კონკრეტულად დაგეხმაროთ













gegela
საიტი მომწერე რომელ საიტზე შეიზლება ამ სათამაშოების ყიდვა ბრატ და ჩვენთან თუ ბაჯდება გამოწერილი იარაღი ან კანონში კალიბრის ზომა ხომ არ მოუმატეს 4.5ია როგორც ვიცი

გიგა გაუმარჯოს გორელი ვინ არის კოორდინატები ხომ არ გაქვს
MonSoon
gegela
ციტატა(gegela777 @ 14th April 2019 - 09:57 PM) *
ამ ფასებში საქართველოში ყიდვა შეიძლებაა მონსონ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ნასოსის გარდა ყველაერს შევიძენდი კრიტერიუმებს რაც შეეხება მაგდენი რო ვიცოდე აღარ ვიკითხავდი

ვერ გაიგეთ თქვენ. თავიდან ბოლომდე მაგას გეკითხებით რას მოელით თოფისგანო და გაიძახით კარგი მინდაო. იმას კი არ გეკითხებით რო დეტალები გვითხარი თოფისო. კარგი მანქანა, კარგი თოფი, შეფარდებითია. 10 ათასი ვარიანტია. კარგი ადამიანიც შეფარდებითია. რაშია კარგი ? ისაც კი არ გიკითხავთ რა და როგორი პნევმატიკა არსებობს საერთოდო თU ვერ ერკვევით. ამაშიც სიამოვნებიტ დაგეხმარებოდით.

ხვდებით რას ვამბობ. არ ცოდნა არ ტეხავს. პირიქით დასაფასებელია ვინც ცოდნას ეძებს.
nihontoman
gegela
მგონი ჯობია გადახედო არჩევანს ჩვენთან რა არის, თუ რამე მოგეწონება იკითხო მის შესახებ და იქიდან დაიწყო smile.gif

giga2010

ციტატა(gegela777 @ 14th April 2019 - 09:57 PM) *
გიგა გაუმარჯოს გორელი ვინ არის კოორდინატები ხომ არ გაქვს

შემოვა ალბათ თავად, ჩემგან ცოტა უხერხულია, დაუკითხავად მოგცეთ კორდინატები.
კიდევ ერთი მთავარი რამ. არ აჩქარდეთ არჩევანში. როგორც თევნი საუბრიდან გაირკვევა თქვენ სანადიროდ გინდათ. ამიტომ ბევრად მოსახერხებელია ბულპაპის ტიპის პცპ.
მაგრამ შესაძლოა თქვენ საერთოდ არ მოგწონდეთ, ამიტომ ჩაგიყრით ლინკებს, მერე იუთუბზე უმარავი რევიუა და მას გადახედეთ. საერთო ჟამში თავად თქვენ ჩამოყალიბდებით და უფრო ადვილად გადაწყვიტავთ. კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ 4,5 ანუ 177 კალიბრია დაშვებული. სხვა კალიბრი აკრძალულია და ექვემდებარება კონფისკაციას და ჯარიმასაც.
აგერ არის ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზია
1: https://www.krale.shop/en/sport-shooting/gu...owersource=3374
2: https://utahairguns.com/airguns/
3:https://www.airgunsofarizona.com/precharged-pcp/
4: https://www.pyramydair.com/a/Air_guns/Air_r...eumatic_PCP/155
ეს ის ძირითადი მაღაზიებია
gegela
ნიტრო პნევმატიკა მაქვს ზამბარიანიც მაქვს ცეცხსასროლიც მაქვს პსპ ს ყიდვა მინდა მონსონ ნორმალურის რედუქტორით ოპტიკით და ბალონით ბრატ

ბულპაპის ტიპის მოკლე
ბაიკერი
gegela
პმ მოგწერე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.