pilotina
Jan 28 2019, 07:20 PM
სალამი ფორუმელებო.
მგონი მოვიდა დრო დავიწყოთ ფიქრი მორიგი შეჯიბრისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, შარშანდელი შეჯიბრის გამოცდილების გათვალისწინებით ამჯერადაც კარგად გავართმევთ ამ საქმეს თავს.
ზოგდად, რა თქმა უნდა ჯობდა, რომ რახან extreme BR-ჰქვია 100 მეტრზე მოგვეწყო შეჯიბრი, მაგრამ როგორც ფორუმზე აღნიშნეს, ამჟამად საქართველოში არც ისე ბევრია ისეთი თოფების რაოდენობა, რომელიც ამ დისტანციაზე ასე თუ ისე ნორმალური შედეგს აჩვენებს, ამიტომაც ამჯერად უპრიანი იქნება დავიწყოთო ვთქვათ 75 მეტრით.
შეჯიბრის ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება უკვე გვაქვს და მოდით ეს შეჯიბრიც უფრო უკეთესად ჩავატაროთ.
ჩემი აზრით, შეჯიბრი შეიძლება სადღაც აპრილის პირველ ან მეორე ნახევარზე დავგეგმოთ, ამინდებიც ამ დროს უკვე საკმაოდ სტაბილურია.
აბა, ჩამოყარეთ იდეები და წინადადებები!
okela84
Jan 28 2019, 07:44 PM
ადრეც დავდე ეს სამიზნე და ბარემ თემის თავშივე დავდებ რო ზოგადი წარმოდგენა შეექმნას ყველას.
მოკლედ ეს სამიზნე განკუთვნილია 75 და 100 იარდზე სროლისთვის.
ამ შემთხვევაში 75 მეტრზე გამოვიყენოთ.
ზომებსაც დავწერ კიდევ ერთხელ და დაინახავთ ყველანი რომ რთული სამიზნე არაა.
ესეიგი X-ის დიამეტრი არის 5.08 მილიმეტრი
10-ის კი 12.065 მმ
და ყველაზე დიდი რგოლის ანუ 4-ნი დიამეტრი უდრის 13 სანტიმეტრს
giga2010
Jan 28 2019, 08:01 PM
აჯობებს ჯერ გავარკვიოთ, საორგანიზაციო საკითხები.
1: მედლები დავამზადოთ, თუ სხვა სახის მზა მედლები შევიძინოთ? ოკელ შენ უფრო ზუსტად გეცოდინება წინა შეჯიბრიდან გამომდინარე რა დაგვიჯდა მედლების კომპლექტი.
2: სამიზნეების ამობეჭდვა. ისევ ალექსა რომ დავიხმაროთ მემგონი ტეხავს, უხერხულია. გავარკვიოთ ეგეც რა დაგვიჯდება
ამ ეტაპზე რომ გავაკვიოთ საერთო თანხა როგორც მედლების ისე სამიზნეების და ვინც შევძლებთ ავაგროვოთ ეს თანხა, დანარჩენი მსურველი ვინც გამოჩნდება შემდგომ შემოგვიერთდეს როგორც მონაწილეობით, ისე თანხით
ოკელ იქნებ დადო სამიზნე პდფ ფაილში
okela84
Jan 28 2019, 08:26 PM
თანხას რაც შეეხება მგონი ჯობია რომ 50 ლარი დავაწესოთ სამონაწილეო.
წინა შეჯიბრიდან 25 ლარი დარჩა და შესაბამისად ანგარიში 75 ლარით გაიხსნება.
თანხის აგროვება ჯერ ძაან ადრეა, მაგრამ პირველ გვერდზე მაინც დავდებ ლიბერთის ანგარიშს GE36LB0711162160643001 და ჩარიცხვისას დანიშნულებაში აუცილებლად ფორუმის ნიკი მიუთითეთ და შემდეგ თუ გნებავთ სახელი და გვარიც დაამატეთ ან პირადი ნომერი.
giga2010 მედლები დავტოვოთ კარგი ხარისხის.
ავთოს წეღან მივწერა და თავის მასალიანად მომწერს ფასებს. მაგის იქით დამუშავების, გრავირების და ამოვლების ფასებსაც გადავაზუსტებ ამ დღეებში და თუ მისაღები იქნა მედლები შეგვიძლია ცოტა ადრე მოვიშოროთ.
ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 08:24 PM)

2: სამიზნეების ამობეჭდვა. ისევ ალექსა რომ დავიხმაროთ მემგონი ტეხავს, უხერხულია. გავარკვიოთ ეგეც რა დაგვიჯდება
ამ ეტაპზე რომ გავაკვიოთ საერთო თანხა როგორც მედლების ისე სამიზნეების და ვინც შევძლებთ ავაგროვოთ ეს თანხა, დანარჩენი მსურველი ვინც გამოჩნდება შემდგომ შემოგვიერთდეს როგორც მონაწილეობით, ისე თანხით
ჰო მაგასაც გავარკვევ.
giga2010
Jan 28 2019, 08:31 PM
ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 09:26 PM)

მედლები შეგვიძლია ცოტა ადრე მოვიშოროთ.
გეთანხმები. 5-6 კაცი რომ გამოჩნდეს და 50 ლარი რომ დავდოთ, მედლებს გავისტუმრებდით
ოკელ იქნებ სამიზნეც მოვძებნოთ და დადო, წესებიც რომ გავარკვიოთ. 25 გასროლა ბევრი ხომ არ იქნება? ძალიან დიდ ფორმატზე მოგვიწევს სამიზნის ამობეჭდვა
სამიზნე გქონდა კიდევ, რომელიც ა4 ზე იყო იდენტური ზომებში
pilotina
Jan 28 2019, 08:40 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th January 2019 - 09:31 PM)

25 გასროლა ბევრი ხომ არ იქნება? ძალიან დიდ ფორმატზე მოგვიწევს სამიზნის ამობეჭდვა
25 გასროლა სტანდარტია და ჩვენ ნუ მოვიგონებთ ახალ წესებს.
სამიზნის ზომას რაც შეეხება, მე მგონი შესაძლებელია იქნება ორ ნაწილად გავყოთ ეგ სამიზნე, რომ დაბეჭდვა გაგვიადვილდეს და შეჯიბრზე ერთად დავკიდებთ ორივე ნაწილს.
giga2010
Jan 28 2019, 08:42 PM
ციტატა(pilotina @ 28th January 2019 - 09:40 PM)

25 გასროლა სტანდარტია და ჩვენ ნუ მოვიგონებთ ახალ წესებს.
სამიზნის ზომას რაც შეეხება, მე მგონი შესაძლებელია იქნება ორ ნაწილად გავყოთ ეგ სამიზნე, რომ დაბეჭდვა გაგვიადვილდეს და შეჯიბრზე ერტად დავკიდებთ ორივე ნაწილს.
კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი. მხოლოდ ბეჭდვის სირთულიდან ვთქვი ეგ აზრი
pilotina
Jan 28 2019, 08:46 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 28th January 2019 - 09:42 PM)

მხოლოდ ბეჭდვის სირთულიდან ვთქვი ეგ აზრი
კი, ამაზე დასაფიქრებელია კარგად. ჯერ გავიკითხ-გამოვიკითხოთ, იქნებ არის შესაძლებლობა მაგხელა სამიზნის დაბეჭდვის.
თუ არა და ნაწილ-ნაწილ დავბეჭდოთ და მერე თავისივე წებოთი შევაერთოდ ( კ/ფ " ქვევრი" )
okela84
Jan 28 2019, 09:05 PM
ამერიკელები მაგ სამიზნეს 68 და 91 მეტრზე ესვრიან და ჩვენ რატო ვამრგვალებთ 7-9 მეტრით ? უკეთესი თოფები გვაქვს თუ ოპტიკები ?
giga2010 გიგა დავდე სამიზნე ზემოთ. მაგას იყენებენ 75 იარდზეც და 100-ზეც. 15 სანტიმეტრიან რგოლებშI შენი თოფი 150 მეტრზეც გაუქაჩავს
pilotina
Jan 28 2019, 09:13 PM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 28th January 2019 - 10:05 PM)

ამერიკელები მაგ სამიზნეს 68 და 91 მეტრზე ესვრიან და ჩვენ რატო ვამრგვალებთ 7-9 მეტრით ? უკეთესი თოფები გვაქვს თუ ოპტიკები ?
ჩვენ ვართ უკეთესები.
ისე კი ეგენი თუ 75 ან 100 იარდზე ისვრიან, ჩვენ მეტრული სისტემა გვაქვს და ამიტომ ვუმიზნებთ 75 ან 100 მეტრს.
aleqsa
Jan 28 2019, 11:29 PM
pilotina okela84 giga2010 სამიზნე ფურცლებს ბიჭებო ძალიან დიდი ალბათობით ისევ მე მოვაგვარებ, მთავარია ზომაზე და სამიზნის ტიპზე ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ,
კიდევ დიდი ალბათობით როგორც წინა შეჯიბრის დროს იმ კაცის ვინც დაგვიმზადა მაშინაც და ახლაც მაგის იმედი მაქვს, სურვილი კიდევ გასათვალისწინებელი იქნება, შეჯიბრში შემოერთებასთან დაკავშირებით, თუ წინააღმდეგები არ იქნებით?
არვიცი მაშინდელივით რამდენად შეძლებს მოსვლას მარა ჩვენ უნდა მხედველობაში გვქონდეს ეს საკითხი...
დანარჩენზეც, თანხის შეკრებაა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხებია თვენთანავარ მეც

პ.ს. თუ საჭირო იქნება სასროლი მაგიდების დამზადების შანსი კიდევ მაქვს, 2-3 ცალი კიდევ ხომარ გავაკეთოთ? ზედაპირის ლამინატი, წინაზე რაც იყო მაგიდების უფასოდ შემიძლის ობიეტიდან წამოვიღო, ჩვენ მხოლოდ ფეხები და ქვედა კარკასის დამზადებისთვის რა მასალც დაგვჭირდება: "უგოლნიკები", მილები ფეხებისთვის, 1" ქურო შიდახრახნები და საღებავის თანხა დაგვიჯდება ეს ყველაფერი, "სვალჩიკიც" ჩემზე იყოს, ახლობელია ჩემი და იმას დავამზადებინე წინაზეც...
giga2010
Jan 28 2019, 11:38 PM
ციტატა(ale @ 29th January 2019 - 12:29 AM)

სამიზნე ფურცლებს ბიჭებო ძალიან დიდი ალბათობით ისევ მე მოვაგვარებ, მთავარია ზომაზე და სამიზნის ტიპზე ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ
ცოტა უხერხულია ალექს, მაგ კაცთან მიმართებაში. იქნებ ქაღალდის ან რაღაც თანხა მაინც შევთავაზოთ. მაგ კაცს, მარტო დასწრება კი არა, შეიძლება სიმბოლურად მადლობის სიგელი ან რამე პრიზი გადავცეთ.
მაგიდა კი 3 გვეყოფა, რაც უკვე გვაქვს კიდეც, წინა შეჯიბრიდან გამომდინარე, ალბათ ოკელას გაუჭირდება თვალყურის დევნება სამიზნეზე და კიდევ ალბათ ერთი კაცი უნდა გამოვყოთ მაგისთვის. სამიზნეებიც გვაქვს ორი ცალი და ეგეც გამოგვადგება
aleqsa
Jan 29 2019, 12:21 AM
ციტატა(giga2010 @ 29th January 2019 - 12:38 AM)

ცოტა უხერხულია ალექს, მაგ კაცთან მიმართებაში. იქნებ ქაღალდის ან რაღაც თანხა მაინც შევთავაზოთ
კაი მასე იყოს, არამგონია გამოგვართვას მარა მე შევთავაზებ...
მაგიდები შემდეგისთვის გავითვალისწინებ მაშინ როცა უფრო მეტად "გავბევრდებით"

ეხლა მაქვს ლამინატის უფასოდ დათრევის შანსი და მაგიტო ვთქვი, მერე რამდენად მექნება ვერ გეტყვით
pilotina
Jan 29 2019, 12:39 AM
მეც მაქვენ მაგიდა უკვე. ასე რომ მაგიდების პრობლემა არ იქნება.
aleqsa
Jan 29 2019, 08:53 AM
ციტატა(pilotina @ Jan 29 2019, 01:39 AM)

მეც მაქვენ მაგიდა უკვე. ასე რომ მაგიდების პრობლემა არ იქნება.
ეგ კარგი და ზურა ამ შეჯიბრზე ვიხილავთ შენს ახალ ფისტოს ტუ ისევ ტაიპანით იასპარეზებ?
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Jan 29 2019, 09:23 AM
pilotina
კონდორს რა ბედი ეწია?
pilotina
Jan 29 2019, 09:55 AM
aleqsa ციტატა(ale @ 29th January 2019 - 09:53 AM)

ეგ კარგი და ზურა ამ შეჯიბრზე ვიხილავთ შენს ახალ ფისტოს ტუ ისევ ტაიპანით იასპარეზებ?
ოოოო, არამგონია. მაგ თოფს 50 მ-მდე სასროლად ვამზადებ, ენერგიაც შესაბამისად დაუწიე. 260-ით ისვრის 0.67 JSB -ის. დატესტვის მერე ვნახავ, შეიძლება კიდევ დაუწიო სიჩქარეს. და ამ ენეტგეტიკით 75 + მეტრზე სროლა....იავიცი, იავიცი. თუმცა არაფერია გამორიცხული, ყველაფერი ტესტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
კ.ვ.ა.დ.რ.ო ციტატა(დათო123 @ 29th January 2019 - 10:23 AM)

კონდორს რა ბედი ეწია?
კონდორი დევს შკაფში და თავის ბედს ელოდება. ვფიქრობ გაყიდვას, მარა ჯერ არ გადამიწყვეტია, იმდენი შრომა და ფულია მაგაში ჩადებული, რომ მენანება გასაყიდად.
aleqsa
Jan 29 2019, 10:00 AM
pilotina ვახ!! იმედია ერთერთ ტესტირებაზე მაინც ვიხილავთ შენს "მზეთუნახავს"???
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Jan 29 2019, 10:04 AM
pilotina
ზედმეტად ძლიერია .177-ისთვის? თუ არის შანსი კარგად დააჯგუფო 100 მეტრზე? უფრო სანადიროა ალბათ ხო?
datka25
Jan 29 2019, 10:08 AM
pilotina და რა ფიშტოა?
თუ საიდუმლო არაა
pilotina
Jan 29 2019, 06:31 PM
datka25 ციტატა(datka250885 @ 29th January 2019 - 11:08 AM)

და რა ფიშტოა?თუ საიდუმლო არაა
არა, რა საიდუმლო. ვაირაუხი 100 AERON FT კონდახით.
კ.ვ.ა.დ.რ.ო ციტატა(დათო123 @ 29th January 2019 - 11:04 AM)

ზედმეტად ძლიერია .177-ისთვის? თუ არის შანსი კარგად დააჯგუფო 100 მეტრზე? უფრო სანადიროა ალბათ ხო?
ზედმეტად ძლიერი არ არის. ALTAROS რეგულატორი უყენია და არიას გადამშვების დიამეტრის რეგულირების საშუალება. შემიძლია 0.67
გრამიანი JSB ვისროლო 265 -დან 320 მ/წმ დიაპაზონში.
და თუ მსუქანი ლულა დაუყენე, მაშინ 25.38 გრანიან JSB-ის 265 მ/წმ -ით ისვრის.
100 მეტრზე .177 არ მისვრია, მარა 0.25-ით კი აკეთებს 40-50 მმ ჯგუფს.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
Jan 29 2019, 08:46 PM
pilotina კაი რამეა ვისროდი სიამოვნებით

მადლობა და წარმატებები შეჯიბრზე
NRG
Jan 31 2019, 08:08 PM
ეს რა კარგი რამე წამოგიწყიათ თქვენთან ვარ მეც,
თუ არის შესაძლებელი მედლების დიზაინის შეცვლის ხომ არ ჯობია შეიცვალოს? სულ ერთნაირი ხომ არ იქნება ამდენი წლის განმავლობაში? შვილიშვილებს საკოლექციო ეგზემპლარები არ უნდათ?
okela84
Feb 8 2019, 12:30 PM
მოკლედ ამ ჯერზე აუცილებლად გავაკეთოთ ექსტრიმ ბენჩრესტის მედლების კომპექტის ყალიბი და სექტემბერში 50 მეტრამდე და შემდეგი წლიდან მკვეთრად შეგვიმცირდება ბრ-ებზე მედლების ხარჯი.
ერთი სიტყვით გავალ ამ დღეებში ვაგზალზე მჭედლებთან და ციფრებში დავწერ ყველაფერს ზუსტად
ja_ja
Feb 8 2019, 12:55 PM
და ოკელ CNC-ზე რომ ამოვტვიფროთ რა პრობლემაა..., მინიმუმ ერთი მე მაქვს, ნუ ავამუშავებ ცოტახანში
ერთი ჩვენს ნორიკას აქვს... როცა გინდა და რამდენიც გვინდა, თან ფორმაში შეზღუდული არ ხარ, ნუ წლების პონტში (რომელი წელიც იქნება იმას მიატვიფრავ)... რათ გინდა ყალიბის ხარჯი?
okela84
Feb 8 2019, 01:48 PM
ja_ja ისე ძაან ლამაზი მედლებია და არ მინდა რო დამახინჯდეს

რავი ჯაჯა საკმაოდ რთული ნახაზია და მაგ მეთდით თუ დამზადდა მაგას რა ჯობია. მე პირადა მივესალმები მედლების ხარჯის შემცირებას. და კარგი იქნება თუ მაგ დანაზოგით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ბრ-ის ნფრასტრუქტურას.
პლიუს კიდევ რამე წამახალისებელი პრიზების დაწესებაც შეიძლება.
ტვ-ზე ისევ იგივე აზრზე ხართ ? ტვ-ს მოყვანა თუ მოვახერხე არის შანსი რო რამე წამახალისებელი პრიზები გამოვტყუოთ მსხვილ ჩამომტანებს.
ja_ja
Feb 8 2019, 02:36 PM
ბიჯო TV-ისთვის ცოტა მეტი ორგანიზებულობა და ოფიცილაურობა გვინდა... მაგისთვის მხზად მგონი არ ვართ....
ნუ რავი აი ხალხიც ხომ შემოვა და იტყვიან ტავის აზრს
okela84
Feb 8 2019, 03:10 PM
ვაჩვენებ ჩვენი წინა შეჯიბრებების ფოტო ვიდეო მასალას, სხვა დანარჩენსაც ავუხსნი და მტყვიან უღირთ თუ არა პაწაწუნა სიუჟეტის გაკეთება.
შეჯიბრამდე შევიკრიბოთ 3-4 კაცი სადმე და გავიაროთ ყველაფერი. მე მაინც ჯერ იმათ პასუხს გავიგებ და საბოლოო გადაწვეტილება მაინც ჩვენთვის მოვიტოვოთ.
ცეცხლსასროლზე ტვ-პაჩწი სუ ეძრობა. არადა რანგით არაფრით არაა ჩვენ შეჯიბრებებზე მაღლა.
აი მე და ჩემი შტერუკა


ja_ja
Feb 8 2019, 04:27 PM
ნუ რავი მოჟნო, პროსტა ადრე ვიღაცას ჰქონდა რომელიღაც არხთან დარეკილი და ისეთი პასუხი მიიღო რომ...
ნუ ტიპა ჩვენ რაში გვაინტერესებს თუ თქვენ გინდათ რეპორტაჟი ფული მოიტათო.... და ქე დავემშვიდობეთ.... რომელი არხი იყო არ მახსოვს, მარა რომელიღაც ტოპ არხი იყო, ნუ რაღაც "ღვთაება 65" და "ტრალივალი 4" არ იყო
okela84
Feb 8 2019, 04:49 PM
ja_ja
ფულის გარეშე გავაკეთებ თუ გაკეთდა, პირიქით მე იმას ვფიქრობ რო აქეთ ვახეიროთ შეჯიბრი. ანუ მაღაზიებს ისე ვერ ვერ დავიყოლიებთ თუ ტვ არ იქნა იქ და სპონსორის სტატუსით არ გავაჟღერეთ ესა თუ ის მაღაზია.
ერთი სიტყვით გავარკვევ მაგეებს და გაგაგებინებთ
aleqsa
Feb 8 2019, 11:25 PM
okela84
ja_ja
ხვალ სამიზნე ქაღალდების დაბეჭვდის ამბავს გავარკვევ მეც და გაგაგებინებთ პასუხს...
okela84
Feb 9 2019, 12:36 AM
aleqsa ციტატა(ale @ 8th February 2019 - 11:25 PM)

WEIHRAUCH 97K UTG 3-12x44 (compact)
WEIHRAUCH 50 177.
HATSAN domimator 200w 177. UTG 4-16x40
CROSMAN vantage 177.
ij 22 177.
ij 38 177.
ij 61 177.
MP 512 177. UTG leapers 4x32
KRUGERGUN 177. UTG 6-24x56 accushot
KRAL PUNCHER 22. UTG 3-12x44 accushot (compact)
ცოტა ხანში ჟორჟიკას გადაასწრებ

ალექს ორიგინალი ზომის გარკვევაც არ დაგავიწყდეს.
aleqsa
Feb 9 2019, 08:27 AM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 9th February 2019 - 01:36 AM)

ალექს ორიგინალი ზომის გარკვევაც არ დაგავიწყდეს
ეგ თქვენ უნდა მითხრათ, რა ზომის ფურცელი იქნება და დავუშვათ მაგ ზომის საბეჭდი პრინტერი თუარა აღმოაჩნდება ორად გავყოთ ფურცელი და ადგილზე შევაწებებთ, რა პრობლემაა?
პ.ს. ხოოო ჟორჟიკამდე კი ჯერ ძალიან ბევრი მიკლია მარა საბჭოთა კოლექციას კი მივიყვამ ბოლომდე აუცილებლად. ეხლა პირველ რიგში იჟ40 ან 53 მიდგას
aleqsa
Feb 9 2019, 04:01 PM
ველაპარაკე ბიჭებო ჩემს მეგობარს სამიზნე ქარალდების თაობაზე და პრობლემა არაა, არ მოგერიდოთო, დავბეჭდოთ რაც საჭიროაო და აბა ეხლა წესიერად გავარკვიოთ რა და როგორია რა ზომისაა საჭირო და იმის მიხედვით დაველაპარაკები უკვე დეტალებზე
okela84
Feb 15 2019, 04:22 PM
90% ნი ალბათობით ტვ იქნება. სავარაუდოდ რ2 ის მოყვანას ვაპირებ დაჯილდოვების პერიოდში.
კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ და იქნებ ცოტა უკეთ გავაფორმოთ იქაურობა
ja_ja
Feb 15 2019, 07:34 PM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM)

კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ
ისე ამასწინათ გალერეაში ვიყავი ტავისუფლებაზე რომაა, მანდ მგონი მეორე სართულზე მარჯვენა მხარეს არის რაღაც სასტავი რომელივ დიდ შუშის ლოდებზე ან რაღაც ეგეთებზე აკეთებენ ნახატების დატანას, ეგეთივე სასტავი ერთხელ თბილისი მოლშიც ვნახე, მამენტ შეილება მაგათი იდეის გამოყენებაც, ფასებიც ჰუმანური იყო როგორც მახსოვს, 60-70 ლართან იყო საშუალო ზომეს ლოდები, ძალიან დიდები კი 100-120 ლარი იყო... მგონი ორივე მისაღები ფასია, მთავარია რომელიმე ფორმა იყოს მოსაწონი.... შემდეგ რაღაც ნახატს ან ემბლემას მივუტანთ და....
giga2010
Feb 15 2019, 07:48 PM
ციტატა(ja_ja @ 15th February 2019 - 08:34 PM)

ეგეთივე სასტავი ერთხელ თბილისი მოლშიც ვნახე
მეც ვნახე, მესამე სართულზე იყვნენ
datka25
Feb 15 2019, 10:58 PM
ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM)

კვარცხლბეკის დამზადებასაც ვაპირებ
okela84 პირველი ადგილი ჩემია
NRG
Feb 16 2019, 03:38 AM
მიახლოებით რომელი თვის რა პერიოდში ფიქრობთ შეჯიბრის ჩატარებას?
datka25 ისე არ არის გამორიცხული ხო იცი შენ
userman
Feb 16 2019, 09:26 AM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 15th February 2019 - 05:22 PM)

90% ნი ალბათობით ტვ იქნება. სავარაუდოდ რ2 ის მოყვანას ვაპირებ დაჯილდოვების პერიოდში
ეხლა ხო გავარდნილი მაქვს რაიონში სახელი და გინდა , რომ რესპუბლიკის მასშტაბით გვიცნობდეს ხალხი ?
ამის შემდეგ კი მართლა ცოცხით დაგვიჭერენ წრუწუნებივით

,
aleqsa
Feb 16 2019, 02:16 PM
userman ციტატა(userman @ 16th February 2019 - 10:26 AM)

ეხლა ხო გავარდნილი მაქვს რაიონში სახელი და გინდა , რომ რესპუბლიკის მასშტაბით გვიცნობდეს ხალხი ?
შენც ოპერატორს ნუ გაეჭიმები ბოლობოლო კადრში და ეგ იქნება
okela84
Feb 18 2019, 12:59 AM
ja_ja
იდეა არაა ცუდი, მარა ბიუჯეტში ვერ გავქაჩავთ. მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს.
datka25
შენ სუ გვემუქრები და ბოლოს აღარ მოდიხარ.
NRG
აპრილის ყველაზე კარგ შაბათ კვირას, ამინდს ვგულისხმობ
okela84
Feb 18 2019, 01:16 AM
userman
ბესო შენ ჩვევაში ნუ გაქვს ყველაფრის გაპრობლემება. სამეულში თუ მოხვდი კამერა არ აგცდება, იძულებით არავინ მოხვდება კადრში პრიზიორების გარდა. ნუ როგორც წესი პირველ ადგილს წერენ ხოლმე ანუ ინტერვიუს ართმევენ.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში კადრში იძულებით არავინ მოხვდება
ja_ja
Feb 18 2019, 08:49 AM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 18th February 2019 - 01:59 AM)

იდეა არაა ცუდი, მარა ბიუჯეტში ვერ გავქაჩავთ. მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს.
ეგ არაა პრობლემა, ამოირჩიე რომელი გამოდგება ჩვენი მიზნებისთვის და რასაც ანგარიშობ იანგარიშე, სხვაობას მე დავამატებ, ნუ ახლა 10 000-იანს ნუ ამოირჩევთ
giga2010
Feb 18 2019, 12:59 PM
ციტატა(ja_ja @ 18th February 2019 - 09:49 AM)

მე მაქსიმუმ 50 ლარს ვვარაუდობ მთლიან კვარცხლბეკს
რას გულისხმობთ კვარცხლბეკზე? მე ვიცი რომ გამარჯვებული სამეულისთვის შემაღლებული ადგილია. ძირითადად ხისგან იწყობა და ნაჭერი ეკვრის
okela84
Feb 18 2019, 02:00 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 18th February 2019 - 09:49 AM)

ეგ არაა პრობლემა, ამოირჩიე რომელი გამოდგება ჩვენი მიზნებისთვის და რასაც ანგარიშობ იანგარიშე, სხვაობას მე დავამატებ
ოკ მაშინ ვნახავ რამდენიმე ვარიანტს და ფასებს გაგაგებინებ წინასწარ, ნუ მე მაინც შევეცდები რო ბიუჯეტიდან არ გავიდე.
giga2010 კი სამი სხვადასძვა სიმაღლის სადგომია. ჯობია რო ცალცალკე აეწყოს რო მანქანებში არ ჩატევის რისკი არ იყოს
aleqsa
Feb 18 2019, 03:37 PM
ბიჭებო ერთი ცუდი ამბავი გვაქვს, სამიზნე ფურცლებს ვინც გვჩუქნის ჩემი მეგობარი, გუშინწინ მამა გარდაეცვალა, მოულოდნელად გულმა უღალატა, ხოდა ჯერ ეხლა მაგისთვის რომ არ ცხელა და ვერც მე შევაწუხებ ხვდებით თქვენც და მაინცადამაინც ხომ საჩქარო არაა ეგენი?
აპრილამდე ეს კაციც მიხედავს მამისის დაკრძალვის საქმეებს და წესის აგებას, თვითონაც გამოვიდეს ცოტა მდგომარეობიდან და მერე შევეხმიანები... გუშინწინ რო მივედი სამძიმარზე ძალიან დათრგუნული იყო, მოულოდნელად რომ გამოგეცლება ადამიანი ხელიდან ხვდებით ალბათ რამხელა სტრესია...
okela84
Feb 18 2019, 04:01 PM
aleqsa
სამწუხაროა.
ალექს ძაან დიდი დროა წინ აპრლამდე, საჩქარო ნამდვილად არაა და ერთი კვირით ადრეც რო მიადგე ეგეც არაა პრობლემა
NRG
Feb 20 2019, 08:26 PM
რას ფიქრობთ სამონაწილეო თანხის ოდნავ გაზრდაზე და ამ თანხით რამე პრიზიების შეძენაზე? მოგების ჟინი გაიზრდებოდა და სტიმული თავისთავად
ან თუ ტვ გაიჩითება მაღაზიებს შევთავაზოთ სპონსორობა ჰა?
okela84
Feb 23 2019, 09:01 PM
დღეს ვიყავი ახლობელთან სტამბაში და თავიდან დავახაზინე სამიზნე. ასე რომ ვისაც გინდათ მოგაწვდით, ქორელშიც მაქვს და პდფ შიც. გადახაზვისას საიტზე აღნიშნული ზომებით ვხელმძღვანელობდით. ანუ ყველა რგოლის დიამეტრი ზუსტადაა დაცული.
იმისათვის რომ მაშტაბები არ დაირღვეს. ქაღალდი უნდა იყოს მინიმუმ 110X90ზე. კომპთან რო მოვხვდები მილიმეტრების სიზუსტითაც დაგიწერთ. თუმცა ფაილი უკვე გამზადებულია და უბრალო ა4 ის ქაღალდზეც რო გაუშვათ მოჭრის გარეშე მაშტაბი მაინც არ დაირღვევა.
ანუ სავარჯიშოთ თუ გინდათ ვინმეს აშ ა4 ებითაც ააწყობთ. და ვაბშე სამიზნეებს შორის მანძილიც რომ არ დაიცვათ ეგეც არაა№პრობლემა. 13 ბოლო რგოლი და თუ ქარიშხალში არ გახვედით გვერდზე სამიზნეში№არ გაგექცევათ ტყვია.
მე ვაბშეტა ვვარაუდობ რო რამდენიმე მონაწილე რვიანს არ გასცდება საეთთოდ და ჯამში შორს არ ვიქნებით არიზონას შეჯიბრთან. სადაც ყველა ქვეყნის ჯაჯები იღებდნენ მონაწილეობას
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.