პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა დავშალე მანძილმზომი და ჩავიხედე შიგნეულობაში,

მოდელი ძალიან ძველი გამოშვებაა და ნაწილები არის ძალიან დიდი ზომების, მაგრამ ექსპერიმენტს მეტი არ სჭირდებოდა, ჩემი მთავარი მიზანი იყო ხელსაწყოს ეკრანი გამომეტანა ოპტიკური სამიზნის ოკულარში.
მეორე ეტაპზე დაშლილი ოპტიკის წინა ნაწილს ჩავუჭერი ღარი სადაც შევსვი საზომის ეკრანი ოპტიკის ბადესთან ძალიან ახლოს რადგან ბადესა და ეკრანის მაჩვენებლებს შორის ფოკუსი ერთნაირი ყოფილიყო

ბრთხილად ჩავსვი და დავაფიქსირე და ბოლოს გამოვიდა ესეთი ტიპიური ჯღანი

ამ ალიაქოთში პლატებს შორის შლეიფიც ავაგლიჯე

მივაპაიანე, მაგრამ რაღაც ვერ არის კარგად მანძილს არ მიწერს მარა ეშველება მაგასაც ელექტრიკოსს მივუტან და გასწორდება.
მთავარი მიზანი მიღწეულია ოკულარში მაქვს ეკრანი და თანაც ძალიან კარგად აჩვენებს


ოპტიკას ბადე არ ჰქონდა მხოლოდ ჰორიზონტალური გავუბი ფოკუსის გასასწორებლად, ეკრანიც დაბლაა დაწეული და არ არის გასწორებული.
შემდეგში იქნება თანამედროვე მანძილმზომისა და მაღალი ჯერადობის ოპტიკის გაერთიანება უკვე პროფესიონალური მიდგომით, კომპაქტურ ზომებში და ერთ კორპუსში მოქცეული და კიდევ ღილაკი ექნება ტაქტიკურ პიზიციაში სადენით სასხლეტთან ახლოს.