დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მანძილმზომის შერჩევა
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > მანძილმზომები
გვერდი: 1, 2
Mamuka_k
მოგესალმებით.

ამ თემას ვხსნი, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ მსროლელის ერთ-ერთი ძალიან საჭირო ნივთის მანძილმზომის იგივე "Rangefinder"-ის შესახებ ჩვენი შეხედულებები, ტექ. მახასიათებლები, პრაქტიკიდან გამომდინარე ვარგისიანობა და სხვა ყველა საჭირო ინფორმაცია რათა შერჩევის შემთხვევაში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
MonSoon
Mamuka_k
ჩემი დაკვირვებით, ხარისხიანი და ბრენდული მანძილმზომის მფლობელები ეჭვის თვალით უყურებენ იაფ და არაცნობილი ბრენდის მანძილმზომებს, ვგულისმხობ ჩინურებს.


ჩემი აზრით ნორმალური ჩინურიც შეიძლება გამოიყენო პნევმატიკაში. იმიტო რო სასროლი მანძლები არ არის დიდი, მაქსიმუმ 120 მეტრი. მაგ მანძლზე კი ნორმალური მანძილმზომის სიზუსტე პლიუს მინუს 1–2 მეტრია.
ხო კიდე. პირობითად "ძვირიანი" სჯობს "იაფიანს" იმაში რო უფრო პატარა ზომის საგნიდან შეიძლება გაზომო მანძილი.
Mamuka_k
მანძილმზომის შეძენა მინდა და როგორც ვნახულობ სხვადასხვა დანიშნულების მაძილმზომებია: მშვილდისრის, იარაღის, გოლფის...

ჩემს შემთხვევაში მინდა გამოვიყენო პნევმატურზე და ასევე ცეცხლსასროლ იარაღზე.
სასურველია ქონდეს -
1- კუთხმზომი
2- მანძილს წერდეს იარდებში და მეტრებში
3- მანძილს ზომავდეს 10 - 20 მეტრიდან 700-800 მეტრამდე
4- წვრილ დეტალებზე ადვილად ორიენტირება
5- 2 ან მეტი ჯერადობის გადიდება

და რა თქმა უნდა იყოს ზუსტი.


მინდა ჩავეტიო 200-250 ლარის ფარგლებში. რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია რომ ამ ფასში ახალს ვიყიდი.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ან რჩევა თუ კიდევ რა კრიტერიუმებს მივაქციო ყურადღება, გთხოვთ გამიზიაროთ.

რომელიმე კონკრეტულ მოდელს ხომ არ მირჩევდით?..
giga2010
Mamuka_k
მინდა გითხრათ რომ მაგ ფასში ჩაეტევით თუ გამოიწერთ ალიექსპრესიდან. უმეტესობა მანძილმზომებს, აქვს ყველა ის მახასიათებელი რაც თქვენ ჩამოთვალეთ.
საკმაოდ ბევრი განცხადება იყო მაიმარკეტზეც და აქაც ქონდათ ბიჭებს
ომარი
https://m.ru.aliexpress.com/item/3265063870...2311.0.0.PNVIrO

აქებენ არვიცი პირადად მინდა ამ მანძილმზომის ყიდვა.
aleqsa
Mamuka_k
ომარი

ომარამ რა მანძილმზომიც დადო ეგ მანძილმზომი მაქვს პირადად მეც და მონსონასაც და საკმაოდ კარგი და მუშააა, ამას წინათ კაჭრეთში ჩემი და კიდევ 3 სხვადასხვა მანძილმზომები შევადარეთ 50მ დისტანციაზე, (აკაკის ქონდა 50 მეტრიანი საზომი წამოღებული და მაგ მანძილზე დავტესტეთ) ხოდა ყველაზე ზუსტი ზომები ჩემმა დასვა, აგრეთვე აქვს კუთხის მზომი და მოძრავ საგანზე მინათებით და გადევნებით მოძრაობის სიჩქარესაც წერს, აქვს როგორც მეტრული ასევე იარდებში ზომებიც...

ასერომ საკმაოდ ნორმალურია თავის ფასთან მიმართებაში, 91$ დამიჯდა სულ აქ ჩამოტანიანად.

პ.ს. პირდაპირ საქართველოში იგზავნება,საქართველოს ფოსტით, ყოველგვარი მესამე გადამძიდი კომპანიის გარეშე...
Mamuka_k
მშვენიერი ფასია
ომარი
აუცილებლად შევიძენ კაირამეა

სადმე აირგუნელები თი იკრიბებიან უქმე დღეებზე ხოარ იცით?
Mamuka_k
Aleqsa შორ მანძილზე ხომ არ შეგიმოწმებიათ? 400 + სზე რამდენად პატარა დეტალის აღქმა შეუძლია???
MonSoon
Mamuka_k
როგორც ზევით დაწერეს მეც მაქვს ეგ მანძილმზომი, წელიწადზე მეტია უკვე, დავტენე სულ 3 ჯერ ისიც იმიტო რო დიდი ხნის დაუტენავი იყო და ვიფიქრე სადმე უხერხულ ადგილას არ დაჯდეს მეთქი. არ აქვს ელემენტი, აქვს ჩვეულებრივი ტელეფონის li-ion ბატარეა, ინტეგრირებული. საბუთში 8 ათასი დატენვა უწერია. ამ ხნის განმავლობაშ 3 ჯერ მაქვს დატენილი მხოლოდ. ჯერ ჯერობით მუშაობს მშვენივრად. გადამოწმებული მაქვს 135 მეტრამდე და სიზუსტე დამაკმაყოფილებელი აქვს. არის ხოლმე სიტუაცია როცა ერთი და იგივე ადგილას გვიწევს სროლა, ვამოწმებ ხოლმე და წერს თითქმის ერთი და იგივე მანძილს ყოველთვის. 50–120 მეტრებზეა საუბარი. კმაყოფილი ვარ მოკლედ.
aleqsa
ხო კიდევ მოყვა ქამარზე დასაკიდი კაბურა, მაჯაზე ჩამოსაკიდი თასმა და დატენვით იტენება კიდევ ნებისმიერი ანდროიდის სმარტფონის სატენით,
ერთი დატენვა საკმაოდ დიდხანს ყოფნის, დაახლოვებით 2-3 თვის უკან ჩამომივიდა და პირველად რაც დავტენე იმის შემდეგ მეორედ ჯერ აღარ დამიტენია...


ასერომ მემგონი არ ინანებთ თუ შეიძენთ,
MonSoon
Mamuka_k
თბილისელი ხართ ?
ხვალ საღამოს პერიოდში მეცლება, 4–5 ის მერე. შემიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და გატესტე.
aleqsa
Mamuka_k

ვერ გეტყვი, მაგ მანძილზე სულ პირველად რომ ჩამომივიდა მხოლოდ მაშინ ვზომავდი, ისიც კორპუსის კედლებზე მინათებით და მაგის შემდეგ ეგ მანძილი არ დამჭირვებია რომ გითხრა რამდენად პატარა დეტალის აღქმა შეუძლია...
Mamuka_k
Monsoon მადლობა შემოთავაზებისთვის.

კი ჩამოვიდოდი და დავტესტავდი, მავრამ არ მქონია შეხება მანძილმზომებთან და ხელში ტრიალით მართლა ვერაფერს მივუხვდები. ისევ თქვენნაირი გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციაა გადამწყვეტი.

როგორც დავწერე, ცეცხლსასროლისთვისაც მინდა და მნიშვნელოვანია შორ მანძილზე როგორ გაართმევს თავს...


რუსთაველი ვარ Monsoon
ომარი
თქვენ რომელი იარაღებიგაქვთ ბიჭებო?
MonSoon
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 24th November 2018 - 11:08 PM) *
კი ჩამოვიდოდი და დავტესტავდი, მავრამ არ მქონია შეხება მანძილმზომებთან და ხელში ტრიალით მართლა ვერაფერს მივუხვდები

დატესტვაში ვიგულისხმე ის რო შორ მანილზე ნახავდი რამდენად კარგათ ზომავს მანძილს პატარა საგნებზე თუ ვთქვათ ჩემნაირის გამოწერას გადაწყვეტტ.

მოკლედ თბილისში თუ მოხვდები, მომწერე პირადში და არაა პრობლემა.
giga2010
მეც დავეთანხმები ბიჭებს. დასაწუნი მაგ მანძილმზომებს არაფერი არ აქვს. ფასიც ნორმალური აქვს და მახასიათებლებიც
ომარი
გიგა შენი დახმარება მჩირდება თუ ძალიან არ შეგაწუხებ მეგობარო.
Mamuka_k
Monsoon ამ დღეებში თუ წამოვედი შეგეხმიანები.

Monsoon
Aleqsa

თუ შეძლებთ ხვალისთვის თქვენვე რომ გადაამოწმოთ შორ მანძილზე რამდენად პატარა დეტალებს აღიქვამს და აქ დაწერთ დამეხმარებით.
MonSoon
Mamuka_k
საორიენტაციოდ, რა მანძილებზე გაინტერესებს ?
რა ზომის საგანი ?
სავარაუდოდ სასროლი ზომის ხო ალბათ. 30x30 სმ ან 40x40 სმ ?
aleqsa
Mamuka_k

ხვალ ვაპირებ გასვლას გასატესტიმაქვს თოგები და თუ გამახსენდა გავტესტავ აუცილებლად smile.gif
Mamuka_k
კი, კარგი ზომებია. 400 +
NRG
Mamuka_k
შენ რომელი მანძილმზომით სარგებლობ?
მე შევადარე 4 სხვადასხვა მოდელი ორიგინალიც და ჩინურიც Bushnell, Simmons და ორი სხვა, სხვადასხვა მანძილებზე ყველა სხვადასხვა ციფრებს წერდა, 50 მეტრამდე 2 დან 5 მეტრამდე ქონდათ ცდომილება ხოლო 50 ის იქით უკვე 10 მეტრამდე თუ მეტიც აღარ მახსოვს, კიდევ ის შევამჩნიე, რომ თუ ერთი 50 ს ზუსტად ზომავდა ამასობაში უჭირდა 100 ზე ხოლო რომელიც 100 ზე იყო ზუსტი ის 50 ზე იტყუებოდა, აქედან ზოგადი დასკვნით იდეალური მანძილმზომი არ არსებობს დაბალფასიანებში. შეიძლება მაღალი ხარისხის მანძილმზომებს ეს რაღაცეები არ სჭირდეს, თუ გადავიხდით მაგალითად 400-500 იდან ზემოთ ლარებს რა თქმა უნდა გარანტია უნდა მქონდეს სიზუსტის და უტყუარობის. ასევე ერთი რჩევა მხოლოდ აირგანერის მანძილმზომის შერჩევისას: არ არის აუცილებელი 300 მეტრამდე და იმის იქით ზომავდეს 200 მეტრიც კი ალბათ ბევრია ხოდა სჯობს ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს და არა გაზომვის დიაპაზონზე
MonSoon
NRG
არა აკაკი. ზევით ნახსენებ მანძილმზომს არ აქვს მაგხელა ცდომილება რაც დაწერე. მეც გული გამიხეთქეს 100 მეტრზე 15 მეტრი აქვს ცდომილებაო, მეორე დილით ალექსამ იცის, ავხტი დასატესტად. 135 მეტრამდე პლიუს მინუს 2 მეტრი იყო ცდომილება.
სადაც დავტესტე ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, ძველი შეჩერებული რკინიგზის ბეტონის ბოძებია, იმათზე ვზომავდი, იფიქრეს ალბათ მშენებლობას ანახლებენო. ეგ ბოძებ ტაქეოემეტრითაა ზუსტად დასმული. მაგათაც აფსოლიტურად ყველას ვზომავდი სათოთაოდ და წერდა 90 % შემთხვევაში 27.7 მეტრს ზუსტად რო დავწერო.

მაგის შემდეგ რულეტკით გადაზომილზეც რულეტკის ზომას წერს, უმნიშვნელო ცდომილებით.

დღესაც ჩემი ფანჯრიდან 130 მეტრზე, 15 ჯერ მივანათე, ზუსტად ერთი და იგივე ადგილზე. 128–129 ჯდებოდა მუდმივად, მხოლოდ 2 შემთხვევა იყო 130.
NRG
MonSoon
ეგ 130 ზე კი ბატონო, მაგრამ 30 მეტრიდან დაიწყე აბა და 10-10 მეტრი მოუმატე ჯერ რულეტით გადაზომე თუ მაინც იგივე შედეგები ჰქონდა +-2 მეტრი ჩემი აზრით იდეალურია,
MonSoon
NRG
ციტატა(nrg123 @ 25th November 2018 - 11:54 PM) *
ეგ 130 ზე კი ბატონო, მაგრამ 30 მეტრიდან დაიწყე აბა და 10-10 მეტრი მოუმატე ჯერ რულეტით გადაზომე თუ მაინც იგივე შედეგები ჰქონდა +-2 მეტრი ჩემი აზრით იდეალურია,

ჰოო ეგ დავწერე ზევით.

2 მეტრი ჰქონდა 130 მეტრზე.
aleqsa
ყველა მანძილმზომ ააქვს ცდომილება, აბსოლლიტური სიზუსტე არცერთი ფირმის მანძილმზომს არააქვს (თუნდაც ჰაი კლასის მაღალ ფასიან ბრენდულ მანძილმზომებს)

მთავარია ერთი რამ, ანუ მე დავწერ როგორ მასწავლეს მანძილმზომის შემოწმების სქემა (საკმაოდ მარტივია)

ანუ ერთი და იგივე ადგილიდან აიღეთ 3 სხვადასხვა დისტანცია და გაზომეთ, დავუშვათ, სიტყვაზე 1) ზომაა 30მ. 2) ზომაა 60მ. და 3) ზომაა 100) (ნუ რეალში ესე სამი მრგვალად ხომარ დაჟდება მარა პრინციპს მიხვდებით და შემდეგ იოლია)
ხოდა აი როცა გაზომეთ სამივე დისტანცია ერთი წერტილიდა, ამის შემდეგ ინაცვლებთ დავუშვათ 5მ.-ით უკან (ან წინ, არააქვს მნიშვნელობა) შესაბამისად თუ უკან გადაიწიეთ ესეგი თქვენს მიერ ათვლილ თვითოეულ მანძილს უნდა დაემატოს ყველას 5მ. ანუ შესაბამისად იქნება 1) ზომა 35მ. 2) ზომა 65მ. და 3) ზომა 105მ. (ნუ თუ წინ გადაიწიეთ შესაბამისად უნდა დააკლდეს სამივე ზომას 5-5მ.)

აქ მთავარი ისაა რომ სამივე ზომას ერთიდაიგივე მანძილი უნდა მოაკლდეს დაარა ვთქვათ პირველს 5მ. მეორეს 8მ. და მესამეს 7მ. თორე დანარჩენი ვისი 2 მეტრით მეტს აჩვენებს და ვისი 1მ. -ით ნაკლებს ყველა გამოითვლის ერთხელ, თავიდან და ეცედინება სხვაობა რამდენიაქვს თავის მაძილმზომს და ისე ივარაუდებს შემდეგში ზომის აღებისას.

მემგონი გასაგებად დავწერე??... smile.gif

პ.ს. სხვათაშორის ეს მეც არ ვიცოდი და მასწავლა ერთმა გამყიდველმა რომელსაც მაიმარკეტზე ედო გასაყიდათ ვითომ ბუშნელის მანძილმზომი, რომ მივედი სანახავად თვითონ იმან ამიხსნა ესე უნდა შემოწმებაო და სასაცილო ის იყო რომ შევამოწმე ურევდა ეს თავისი მანძილმზომი, რო გაიკვირვა და შეიცხადა ვუთხარი შენ არ მასწავლე ჩემგან რა გინდათქო? smile.gif wink.gif სხვადასხვა ზომებს მიწერდა, ბოლოს ისე წამოვედი არ მიყიდია, ალი ექსპრესიდან გამოვიწერე ზუსტად იმ ფირმის რაც ზემოთ დევს ლინკი და საკმაოდ ზუსტად მუშაობს მაგ კუთხით... smile.gif smile.gif
gela
aleqsa
ციტატა(ale @ 26th November 2018 - 01:28 AM) *
ალი ექსპრესიდან გამოვიწერე ზუსტად იმ ფირმის რაც ზემოთ დევს ლინკი და საკმაოდ ზუსტად მუშაობს მაგ კუთხით


გამარჯობა ალექს. თუ არ დაგეზარება შეგიძლია ლინკი მომცე რომელი მანძილმზომი გამოიწერე? დიდი რომ გავიზრდები ერთი მანძილმზომის ყიდვა მეც მინდა და მირჩევნია რეკომენდებული ვიყიდო ვიდრე ექსპერიმენტები ვატარო გაამართლერბს თუ არა biggrin.gif
Mamuka_k
https://www.ebay.com/itm/2555-CAMO-Used-Wil...mCondition=3000


ამ მანძლიმზომებთან ხომ არ გქონიათ შედხება??? ბევრი დაიდო ესეთი და გუშინ 69 დოლარად გაიყიდა აუქციონზე.
aleqsa
Mamuka_k

და ეს ნახე??? ნახე რა ფასი ადევს?

პ.ს. სხვათაშორის შენ რომ ლინკი დადე იქ ამომიგდო მსგავსებში... smile.gif wink.gif
Mamuka_k
aleqsa რომელს გულისხმობ???


Mamuka_k
ახლები საკმაოდ ძვირია 120$ + მაგრამ კომენტარები აქვს ცუდი
aleqsa
Mamuka_k

უი ლინკის ჩასმა დამავიწყდა... პარდონ smile.gif

https://www.ebay.com/itm/600-1500m-8X-Teles...5.c100010.m2109


და ალიექსპრესიდან ზუსტად ეს მანძილმზომი მედა მონსონამ 120$ არა მარა მე პირადად 91$ ად გამოვიწერე, ხოლოთ 1000მ. დე დიაპაზონის და საკმაოდ კმაყოფილები დაგვტოვა ორივე!!! smile.gif
Mamuka_k
ციტატა(aleqsa @ Nov 27 2018, 11:58 PM) *
Mamuka_k

უი ლინკის ჩასმა დამავიწყდა... პარდონ smile.gif

https://www.ebay.com/itm/600-1500m-8X-Teles...5.c100010.m2109


და ალიექსპრესიდან ზუსტად ეს მანძილმზომი მედა მონსონამ 120$ არა მარა მე პირადად 91$ ად გამოვიწერე, ხოლოთ 1000მ. დე დიაპაზონის და საკმაოდ კმაყოფილები დაგვტოვა ორივე!!! smile.gif



ალი ექსპრესზე 1000 მეტრიანი დიაპაზონით უკვე - Общая стоимость: US $80.85

კარგი ფასია.

უბრალოდ რაც მაფიქრებს ისაა, რომ მაინტერესებს რამდენად კარგად მუშაობს შორ მანძილზე 300; 400 და + მეტრებზე.
როგორც პირველს პოსტში მაქვს მითითებული, ცეცხლსასროლისთვისაც მიდნა და მაგან თუ 150-200 მეტრიან მანძილს იქით ვერ მომცა კარგი შედეგი არ მაწყობს :/

aleqsa
ესე 400 მეტრი + ხომ არ შეგიდარებია სხვა რომელიმე ბრენდულ მანძილ მზომზე?
aleqsa
Mamuka_k

არა არ მიცდია, შემიძლია გათხოვო და თვითონ გატესტე
name
https://m.aliexpress.com/item/32887489896.h...lA1543604463770

ეს 15 დოლარიანი მანხილმზომი ვარგა? 200 მეტრს სინჯავდეს ზუსტად მეტი არც მინდა იაფიან მანძილმზომს ვეძებ
MonSoon
name
15 დოლარიანი მაგ ლინკზე არის გოლფის მანძილმზომი. მაგით რო მანძილი გაიგო უნდა იცოდე დასამიზნებელი ობიექტის სიმაღლე. მინათებით არ გამოვა. მოკლედ არ გამოგადგება.
okela84
name
მაგხელა მანძილი რათ გინდა ?
ცეცხლსასროლის ტრაექტორიისთვის 22ლრ-ის ჩათვლით 200 მეტრამდე 20-30 მეტრიანი ცდომილებაც არაა გამაწყვეტი ნადირობისთვის.

პნევმატიკაში კი 5-10 მეტრიც მნიშვნელოვანია მითუმეტეს მაგხელა მანძილზე და მაგ ფასად ახალში 50$-ზე ნაკლებს თუ გადაიხდი ჩათვალე რო ეგ ფულიც ნაგავში გადაყარე.
MonSoon
Mamuka_k
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 24th November 2018 - 10:34 PM) *
თუ შეძლებთ ხვალისთვის თქვენვე რომ გადაამოწმოთ შორ მანძილზე რამდენად პატარა დეტალებს აღიქვამს და აქ დაწერთ დამეხმარებით.

დღეს მოულოდნელად გადავწყვიტე გადამეღო ჩემი მანძილმზომისთვის ვიდეო. ვგულისხმობ აი ამ მანძილმზომს, ზევით პოსტებში ნახსენებს https://ru.aliexpress.com/item/SNDWAY-SW-60....6c256717OzYigZ

-------------

თავიდანვე ვიტყვი რო ვიდეოს ხარისხი არის საკმაოდ ცუდი. მეტი ვერ მოვახერხე.

პირობებს რაც შეეხება. კარგათ ციოდა. ხელები გამეყინა. ერთ ხელში მანძილმზომი მეჭირა მეორე ხელში ტელეფონი და ფოკუსს ვიჭერდი. ვიდეოს ჩართვა გამორთვას არც მეტი არც ნაკლები ცხვირით ვაკეთებდი.
ვიდეოში ჩანს რო ხელი კანკალებს. როცა გადაღებას მოვრჩი ბევრად უფრო ადვილი იყო მანძილის აღება. სადაც ტელეფონით 270 მეტრზე მიჭირდა და ძალისხმევა იყო საჭირო. იქ 400 მეტრზე კარგათ ვიჭერდი. აქედან გამომდინარე ეს შედეგები არ არის ბოლო. რეალობაში უფრო ადვილია.


1-2-3 სამიზნეს ზომები არის 40სმ X 60სმ_ზე. ზომის წარმოდგენისთვის და ახლო ფოტოსთვის სურათს დავდებ. სამიზნე იყო ეს ყვითელი "რაღაც".




ესაც ვიდეო. ხარისხი ცუდია მაგრამ რაღაცეები ჩანს. ზოგადი წარმოდგენისთვის გამოდგება.

geojorjika
MonSoon
კარგი რამე ჩანს გიო , კუთხეს რომ ზომავს მაგარია. ჩემი სიმონსი ვერა შვრება მაგას smile.gif

userman
MonSoon

მაგარია !
მშვიდობაში !
MonSoon
geojorjika
ციტატა(giorgi @ 13th January 2019 - 06:24 PM) *
კარგი რამე ჩანს გიო , კუთხეს რომ ზომავს მაგარია. ჩემი სიმონსი ვერა შვრება მაგას

good.gif good.gif good.gif good.gif


userman
ციტატა(userman @ 13th January 2019 - 06:59 PM) *
მაგარია !
მშვიდობაში !

წელიწად ნახევრის ნაყიდი მაქვს მარა ხო იცი მშობლისთვის შვილი ყოველთვის ბავშვად რჩება, ჩემთვისაც ახალია biggrin.gif
aleqsa


კიი მართლაც მშვენიერი მანძილმზომია, თან რაც მთავარია ამ ფასად ამ მახასიათებლებით და ასეთუისე ნორმალური სიზუსტის მანძილმზომს აქ ნაღდად ვერსად ვერ ვიშოვიდი და გიოს მანძილმზომის დროში და სიზუსტეში გამოცდის შემდეგ მეც მივცხე რამდენიმე თვის უკან wink.gif wink.gif

თუ ვინმე დააპირებთ ყიდავას ნამდვილად არ ინანებთ smile.gif
gela
ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო smile.gif)
aleqsa
ციტატა(gela @ Jan 14 2019, 10:28 PM) *
ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო smile.gif)


მაგას რა დიდი ამბავი უნდა? თუ დაინტერესებულიხარ ზე ზუსტი სროლით მაშინ გამოსადეგი რამეა, ანკიდევ სიტყვაზე ნადირობისას და შენ დგეხარ 1 სართულის დონეზე და ყვანჩალა არ რომელიმე სხვა მავნებელი წამოსკუპებულია 9 სართულის თავზე, მანძილს ხომ გაზომავ რომ ზუსტი სროლა გააკეთო? ხოდა იქვე დახრის კუთხესაც გიჩვენებს და მაგით მიხვდები რამდენი წერტილით აწევა მოგიწევს შენი ფიშტოსი, ბაც და ყვანჩუკა დაბლა გაგორდა... smile.gif

აესაა სულ მაგის ანი-ბანი wink.gif
gela
aleqsa

გასაგებია უმფროსო smile.gif))
userman
gela
ციტატა(gela @ 14th January 2019 - 10:28 PM) *
ეს კუთხის გაზომვა ვერ გავიგე რას ნიშნავსმ ვერ ჩავწვდი თუ ვერ ჩავხვდი თუ როგორც ქვია მოკლედ ნუ დამზარდებიც და მეც დამასწავლეთ ბიძიებო )


ჩემის აზრით დიდად საქმეში გამოსაყენებელი , რამ არ არის . smile.gif .

ერთი ეგაა თუ დაბლა ესვრი დაახლოებით ერთი მილდოტით დაბლა დაუჭერ,
თუ მაღლა , მაშინ ერთი მილდოტით მაღლა.
ეს მაშინ , როცა საგრძნობი სხვაობაა დონეებს შორის.
ეს ცოტა ზოგადი განმარტება გავაკეთე smile.gif . ანუ კუთხის გაზომვის გარეშეც შეიძლება ვინადიროთ . მოკლედ თვითონ პრაქტიკა გვაჩვენებს ყველაფერს . მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ მანძილის გაგებას მანძილმზომის გარეშე , მაინც ვერ დავამუღამე smile.gif . ეს მართლაც ძნელი გამოსაცნობია.
aleqsa
userman

ციტატა(userman @ 15th January 2019 - 10:35 AM) *
რაც შეეხება უშუალოდ მანძილის გაგებას მანძილმზომის გარეშე , მაინც ვერ დავამუღამე . ეს მართლაც ძნელი გამოსაცნობია.


ეხლა თვალის ზომით რომ მეტრებში გაარჩიო ზომა 50-60 მ. ის ფარგლებში მართლაც განსაკუთრებული ნიჭი უნდა მაგას და მაგ მანძილზე სროლისას კიდევ ყოველ 1-2 მეტრსააქვს მნიშბნელობა

smile.gif
pilotina
userman
ციტატა(userman @ 15th January 2019 - 10:35 AM) *
ერთი ეგაა თუ დაბლა ესვრი დაახლოებით ერთი მილდოტით დაბლა დაუჭერ, თუ მაღლა , მაშინ ერთი მილდოტით მაღლა.


არააააა, არა აქვს მნიშვნელობა მაღლა ესვრი თუ დაბლა, მაინც ყოველთვის დაბლა უნდა გაუსწორო მილდოტი.
ანუ ვთქვათ 80 მეტრზე ისვრი პირდაპირ და უწევს მე-4 მილდოტზე სამიზნეს. ეხლა იგივე მანძილზე გინდა მაღლა ესროლე გინდა დაბლა, მაინც მოგიწევს მე-2 მილდოტზე დამიზნება, ანუ უნდა დაუწიო დაბლა მილდოტი.

აგერ ბალისტიკური კალკულატორის სურათები.
პირველ სურათზე 80 მეტრზე პირდაპირ ისვრი, ანუ დახრის კუთხე არის 0 გრადუსი



ამ სურათზე კი მაღლა უმიზნებთ 40 გრადუსით, შესაბამისად დამიზნების წერტილმა მაღლა აიწია 2 მილდოტით



აქ კიდევ დაბლა უმიზნებთ -40 გრადუსით და დამიზნების წერტილი მაინც იგივე 2 მილდოტით იწევს მაღლა პირველ სურათთან ანუ 0 გრადუსიან დახრის კუთხესთან შედარებით.

pilotina
აუუ, რაღაც ვერ შევამცირე ეს სურათები და ადმინს ვთხოვ გაასწოროს ზომა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.